არის თუ არა არჩევანი ჰომოსექსუალობა?! - რით განსხვავდება ქართული და ევროპული მენტალიტეტი?!
არის თუ არა არჩევანი ჰომოსექსუალობა?! - რით განსხვავდება ქართული და ევროპული მენტალიტეტი?!
02-03-2016
ბრიტანეთში 19 წლის ბიჭი დაორსულებაზე ფიქრობს. ამისთვის თურმე თანხასაც აგროვებს. ვინმე ბ.ჯ. ძალიან ბედნიერია. ამბობს, რომ კარგი დედა იქნება და ოდესმე საკუთარ ბოიფრენდზე იქორწინებს კიდეც. ამ ინფორმაციას ჩემი ინგლისელი კოლეგისგან ვიგებ.
ეს გოგონა აღნიშნულ ინფორმაციას ჩემი სხვა ბიჭი კოლეგის თანდასწრებით ძალიან ირონიულად ყვებოდა და შიგადაშიგ გამოურევდა: "რა საზიზღრობაა", " ფუუჰ გული მერევა", "შენც გეი ხომ არა ხარ?", "შეიძლება ისინი სახელმწიფომ დაიცვას, მაგრამ უნდა იცოდნენ რომ ისინი საზიზღრები არიან". ჩვენს ახლო - მახლო მართლა ვინმე გეი რომ ყოფილიყო და მისი ასეთი რეპლიკებისთვის ეჩივლა ამ გოგონას სამსახურის დატოვება აუცილებლად მოუწევდა. მეორე დღეს ეს ინფორმაცია ჩემს კოლეგებს, ფაქტობრივად, აღარც ახსოვდათ რადგან გარეთ, ზუსტად ცენტრალურ ქუჩაზე "pride parade" ანუ სიამაყის აღლუმი იწყებოდა,რომელსაც ლგბტ პირები მართავდნენ.

მე ვარ მოქალაქე, რომელსაც ყოველდღე ყურში ხვდება, რომ ჩვენს ქვეყანაში ძირითადი პრობლემა საზოგადოებაა, ანუ ეს გაუნათლებელი ადამიანები და სხვა. ზოგიერთის ბლოგიდან ამოვიკითხე, რომ მორალი ხელისუფლების საქმე არ არის. საზოგადოების და საპატრიარქოს ბრალია, რომ ლგბტ პირებს უკლებლივ 5 მილიონი მოსახლეობა სიყვარულით არ იღებს. დღეს დავწერ ფაქტებს რომელიც ჩვენს საზოგადოებამდე არ მიდის. ფაქტებს რომლითაც "კეთილისმსურველი" არასამთავრობოები ჩვენს ქვეყანას მცდარ გზაზე აყენებენ.

სწორედ ერთ-ერთი ამგავრი ორგანიზაციის ინფორმაციით ვიგებ, რომ "World Value Survey"-ისგამოკვლევების მოხედვით საქართველო მსოფლიოში ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყნებს შორის მესამე ადგილს იკავებს. ქართველ "კეთილისმსურველ" ორგანიზაციებს მიეცათ შანსი სრულიად ერისთვის კიდევ ერთხელ ბნელი და გაუნათლებელი ეწოდებინათ. ამასთანავე, ქართულ ვებ-გვერდებზე ვკითხულობ ინფორმაციას, რომ ჩვენს ხალხს ჭირს რაღაც, რადგან ჩვენ არ ვიქცევით და ვაზროვნებთ ევროპელებივით. მოკლედ, ვისაც ჰგონია რომ ქართული და ევროპული მორალური ფასეულობები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც მას განსაცდელში ადგებს და პასუხისმგებლობას ერს ან საპატრიარქოს აკისრებს.

მოვიყვან ჩვენი მკითხველისთვის რამდენიმე საინტერესო ფაქტს. ინგლისურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაასრულა კვლევა ჰომოფობიასთან დაკავშირებით და სულ ახლახანს ამგვარი ინფორმაცია გაავრცელა: (ეს უშუალოდ ევროპის ქვეყნებს ეხება) გეი პირები საკმაოდ დაშინებულები არიან ხმამაღლა აღიარონ თავისი ორიენტაცია თავის სამუშაო ადგილებზე. დაახლოებით ბოლო 5 წლის განმავლობაში 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო სიტყვიერი შეურაცხყოფა თავისი სექსულაური ორიენტაციის გამო. ხოლო, ბოლო სამი წლის განმავლობაში 800 000 ადამიანი გახდა ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი იგივე მიზეზით.

ჩემი იქ ცხოვრების დროს, ინგლისში ჯერ მხოლოდ მეტროებში 4 000 პლაკატი გამოიკრა სურათებით, სადაც სხვადასხვა პროფესიის, ერთი სქესის ადამიანები იყვნენ გამოსახული, მინაწერით: "ამ ორისგან ერთ-ერთი გეია, თუ თქვენ მათ ჩაგრავთ 21-ე საუკუნეში ჩვენ კიდევ გვქონია საქმე!" იგივე ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაურა დოთი რადიო-ინტერვიუს დროს აცხადებს "ნურავის ექნება ილუზია რომ ჩვენი მისია დასრულებულია. 21-ე საუკუნეში ხალხს ჯერ კიდევ აწუხებს ჰომოფობია". ეს იმ დროს, როცა ევროპაში არის მკაცრი კანონი და ამგვარი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში სასამართლო არ აგცდება. კანონით ისინი აბალანსებენ გეებისა და "ჩვეულებრივი" ადამიანების თანაცხოვრებას და ამას სახელმწიფო განსაზღვრავს. კანონი, რომლისაც
ყველას ეშინია. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ტიპის ადამიანებს სახელმწიფო იცავს. ხალხს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს და ექნება ყოველთვის: ზოგი თანაუგრძნობს, ზოგს არ აინტერესებს, ზოგი აგრესიულად არის განწყობილი და ასე შემდეგ, ყველა ხომ ერთნაირი ვერ იქნება. მაგრამ კანონით გეკრძალება გამოხატო ღია აგრესია ამ ტიპის ადამიანების მიმართ. მით უფრო თავდასხმა და შეურაცხყოფა. სწორედ კანონი გავალდებულებს შენთვის შეინახო შენი მოსაზრებები ან ვიწრო წრეში ისაუბრო. მიუხედავად ამ სიმკაცრისა დარღვევები მაინც ხდება, რომლის შესახებაც მონაცემები ზემოთ მოგაწოდეთ და ამისათვის მთელერს არავინ ლანძღავს. სწორედ მთავრობა და სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას განსაზღვროს მათი უფლებები და ამასთანავე დაიცვას ჩემი უფლებებიც.

ერთ-ერთ ქართულ ვებვერდზე ამასწინათ ისიც ამოვიკითხე: "ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ ნორმის განმტკიცება დისკრიმინაციის პრობლემას პრაქტიკაშიც აგვარებს. მთავარია საზოგადოების აზრის ფორმირება...ის გაუნათლებელი ადამიანები.. ჩვენთან ჯერ კიდევ არის ჰომოფობია..."

გესმით რა მცდარ გზაზეა დამდგარი ეს და მისი მსგავსი ორგანიზაციები?! ჯერ ერთი 17 მაისის მიტინგის დარბევის შემდეგ ჩვენს მთავრობას ჰქონდა სწორი რეაქცია, რომ დაიგმო ეს ფაქტი, რამდენიმე სასულიერო პირიც დააკავეს და პლუს მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი. მაგრამ ამ ფაქტიდან ერთი წლის შემდეგ ვიღაც ე.წ  "კეთილისმსურველმა არასამთავრობომ" ევროსასამართლოს გაუგზავნა რაღაც ფაქტები და საკუთარი ქვეყნის დაცინვით ფული მოიგო. არადა, დარწმუნებული ვარ მსგავსი ორგანიზაციებისა თუ ადამიანების მიერ იყო პროვოცირებული აღნიშნული აღლუმი, რომ ე.წ "სიმართლის" მთქმელებს სრულიად ერისთვისაც ეგინებინათ და ფულიც მოეპოვებინათ.

თუმცა ამაზე ახლა არ მსურს ლაპარაკი. აუცილებელია შევეხო იმ სიტუაციებს, რაც ამ მხრივ ევროპულ ქვეყნებშია.

გასულ ზაფხულს, ირლანდიაში ხალხის ინიციატივით გაიმართა რეფერენდუმი ერთსექსიანი პირებისთვის ქორწინების მინიჭების უფლების თაობაზე. მათ კათოლიკური ეკლესიისთვის არაფერი უკითხვათ. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩავიდა ასობით ადამიანი (ისევ ლგბტ პირები და არც ერთი ჰეტეროსექსული ანუ ბუნებრივი, როგორც იქ უწოდებენ) და ყველამ დადებითი პასუხი მისცა. ინტერვიუებში ისინი ამბობდნენ, რომ კათოლიკური ეკლესია მათ თავზე აზის და ხალხმა თავი უნდა გაითავისუფლოს. რომ ეკლესია არ უნდა მართავდეს ხალხს! იმავე დღეს ინგლისელი ჟურნალისტი პეტრი ჰოპკინსი პოპულარულ რადიოპროგრამა "ელბისი"-ზე ტოქ შოუს უძღვებოდა, რომელმაც ასე დასვა შეკითხვა: როგორ ფიქრობთ არის თუ არა ეს სამყაროს დასასრული? ან რატომ შეიძლება მოითხოვოთ დაიწეროთ ჯვარი ეკლესიაში, როცა იქ თქვენ არ დადიხართ? მხოლოდ სამმა რადიომსმენელმა უპასუხა, რომ სასურველია ეს ჩვენს ქვეყანაში არ მომხდარიყოო. სხვები ამბობდნენ, რომ ეს დაავადებაა და მათ სახელმწიფო უნდა იცავდეს როგორც დაავადებულებს. უფრო მეტად კი თავშეკავებული კომენტარები იყო. თუმცა ხალხს უკმაყოფილება მაინც ეტყობოდა.

ეს ინფორმაცია მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ მხოლოდ საქართველოში ჰგონია ვინმეს ერთსექსიანი ქორწილები სამყაროს დასასრული.
რაც შეეხება გეების შესახებ კამათს არის ეს გადახრა, ავადმყოფობა თუ არჩევანი?

მე რატომღაც საჭიროდ ჩავთვალე მოვიყვანო რამდენიმე მაგალითი არჩევანთან დაკავშირებით, რის გამოც სრულიად საზოგადოება ილანძღება ჩვენთან.

1)  ინგლისური რადიო პოპულარული თოქშოუში იგივე შეკითხვებს მსმენელები პასუხობდნენ, როცა მოულოდნელად 3-მა მსმენელმა მამაკაცმა დარეკა და თქვა (ერთი პაკისტანელი, ერთი ინდოელი და ერთი ინგლისელი), რომ ისინი მთელი ცხოვრება ჩვეულებრივი მამაკაცები იყვნენ და ერთ დღეს გადაწყვიტეს თავისივე სქესის ადამიანთან ეცადათ სექსი და ძალიანაც მოეწონათ. წამყვანი ვერ იჯერებდა, რომ ასეთი რამ შესაძლოა მოხდეს. ისინი კი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ხანდახან ეს შეიძლება არჩევანიც კი იყოს. არ ვიცი ეს იყო სერიოზულობა თუ ხუმრობა, მაგრამ მე მოვიყვან 3 ძალიან ცნობილ ადამიანს, რომლებმაც სქესი ზრდასრულ ასაკში შეიცვალეს. სემ სმიტი, რომელიც ძალიან პოპულარული მომღერალია ინგლისში ორიოდე წლის წინ განაცხადა, რომ შეეშვა იყოს ჰეტეროსექსუალი, მას სურს გაიჩინოს ბოიფრენდი, რადგან გრძნობს რომ ასე უფრო კარგად იქნება. მან ამის გამო ათასი დამცირება მიიღო მსმენელისგან, რის შესახებაც მოგვიანებით პრესაში წერდა.

რიტა ორა - ძალიან ცნობილი წამყვანი და მომღერალი, რომელსაც 24 წლის ასაკამდე 4 ბოიფრენდი ჰყავდა. დღეს თავად უწევს "ბოიფრენდობას" ძალიან ცნობილ ინგლისელ მოდელს.

კეტლინ ჯენა
(კრის ჯენერი) - ეს კაცი კიმ კარდაშიანის მამინაცვალია. კარდაშიანის დედას ორი გოგო საკმაოდ ცნობილი მოდელები ჰყავს ამ კაცთან. მაგრამ ერთ დღეს განაცხადა, რომ კეტლინი დაირქვა და ქალად გადაკეთდა (ის 60 წელს უკაკუნებს) მისი შიშველი ფოტოები ჟურნალის გარეკანზეც დაიბეჭდა, რამაც უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია. გოლფის პრეზიდენტმა ისიც კი განაცხადა, რომ ნამდვილი ჯენერი მათთვის მოკვდა, თუ ეხლა უკვე კეტლინს რაიმე ქულების დაგროვება სურს სპორტი ნულიდან უნდა დაიწყოს. (ის ცნობილი სპორტსმენი გახლდათ). ამით არაფერს ვამტკიცებ. ეს არ ნიშნავს რომ გეების მდგომარეობა მასიურად არჩევითია და მათ აირჩიეს ეს გზა. ეს შეცდომაა. ამ შემთხვევაში ჩემი ძალიან სუბიექტური აზრით, გააჩნია ფაქტებს და ადამიანებს, თორემ ის სამივე სახით (როგორც გადახრა, ავადმყოფობა თუ არჩევანი) შესაძლოა დაფიქსირდეს. თან დღეს იმდენად ძლიერია ეშმაკი დედამიწაზე, რომ ყველას და ყველაფერს აქვს ორი მხარე და ყოველთვის გონიერებაა საჭირო და არა საკუთარი ერის დისკრიმინაცია. შეცდომაა შენს ხალხს ეძახო უგუნურებო და გაუნათლებლებო, ეს ხომ არჩევანი არ არის, როცა მსოფლიოში დღეს უკვე არაერთი შემთხვევაა ამგვარი.

რაც შეეხება ცრუ ინფორმაციას თითქოს ეს ყველაფერი მათი ეკლესიების ხელშეწყობით მოხდა. ამერიკელმა სასულიერო პირებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ამერიკის ყველა შტატში ერთსექსიანთა ქორწინების დაშვებით და ეს დაიბეჭდა პრესაშიც. რაც შეეხება ირლანდიას შარშანდელი ყბადაღებული რეფერენდუმის შემდეგ კათოლიკური ეკლესიის მოძღვარმაგულდაწყვეტით მიმართა ახალგაზრდობას: "იქნებ ერთხელ მაინც შემოგეხედათ ეკლესიაში, პირჯავრი გადაგეწერათ და ღმერთისთვის გეკითხათ. ან გეკითხათ ჩემთვის, რომელიც ყოველდღე აქ ვდგევარ და გელოდებით. იქნებ არც ჩვენ ვიყავით წინააღმდეგი, იქნებ რჩევა მოგვეცა..." კომენტარს აღარ გავუკეთებ.
უბრალოდ ნუ დაგვავიწყდებათ, რომ ჩვენთან ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია, ღმერთი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილი. ჩვენმა საპატრიარქომ არაერთხელ დაიკავა სწორი პოზიცია. არ მახსენდება გეების დისკრიმინაცია გაემართლებინოს. საპატრიარქომ ამ შემთხვევაშიც, როცა მავანნი ხალხის გაღიზიანებას ცდილობდნენ თითქოს ევროპისგან ზეწოლაა მივიღოთ გეი ქორწინება, კომენტარი გააკეთა, რომ ეს არის პროვოკაცია და არაევროკავშირისა და ევროპელების კატეგორიული მოთხოვნა. ევროპაში კი ტაძრები არ მოქმედებს. ეს ყველაფერი ფორმალობაა. მსახურებებზე არავინ დადის და ხშირად ცხოვრებას ქორწინების გარეშეც მშვენივრად ატარებენ. მიუხედავად ამისა მღვდლების უარყოფითი ან გაკვირვებული კომენატრები მაინც იყო პრესით.

ამ ფაქტებით იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში არის რასიზმი, ქსენოფობია, კანონის დარღვევა ჰომოსექსუალებზე აგრესია და რადგან ევროპის ქუჩებში თამამად იმართება გეი-აღლუმები (რაც იქაური პოლიციით მკაცრად დაცულია), რადგან ზოგი სახელმწიფო მათი ეკლესიის იგნორით ცდილობს ერთსექსიანთა ქორწინების დაკანონებას ეს არ ნიშნავს რომ ევროპელი ან ამერიკელი ხალხის მენტალიტეტში მასიური გარღვევაა, რომ ჩვენი ხალხი ჩამორჩება სხვა ქვეყნის "განვითარებულ მენტალიტეტს" და რომ მორალის საკითხი სახელმწიფოს პრეროგატივა არ არის.

ჩვენთან საქმე იმიტომ ვერ კეთდება, რომ არასწორ გზას ვადგავართ. იმ დროს, როცა არცერთ სფეროში სისტემა არ არის, 5 მოქალაქის გამოკითხვა და ამის საფუძველზე მთელი ერის გაუნათლებლად გამოცხადება უბრალო შეცდომა კი არა მიზანმიმართული დანაშაულია და ჩვენ რომ სახელმწიფო ვიყოთ მე, როგორც მოქალაქეს ამგვარი პირების მიმართ უნდა შემეძლოს სარჩელის აღძვრა. ჩემთვის საკუთარი ერის მასიურად დისკრიმინაცია უფრო არის სიძულვილის ენა, ვიდრე სიტყვა მამათმავლობა, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენსა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობლობებში ეწერა. ან გეები როგორც ავადმყოფები, რომლის გაბათილებაც გაერო-მ და ევროპის ქვეყნებმა სულ რამდენიმე წლის წინ დაიწყეს. ან ვიღაცის მოსაზრება რომ აღიზიანებს ან არ აინტერესებს გეები, ამ საკითხზე გამოკიდება.

ხაზგასასმელია, რომ რომც დადგეს ეს დღე ვინმე ულტიმატუმის ენით დაგველაპარაკოს (ჯერ ერთი განვითარებულ ქვეყნებს ულტიმატუმის ენით არავინ ელაპარაკება) , უნდა ვიცოდეთ ჩვენ რა გვინდა, რა ტიპის სახელმწიფო ვართ. თუ ეს გარდაუვალია, რატომ ითხოვენ და რას მივიღებთ სანაცვლოდ. ნებისმიერი საკითხი ჩვენი ქვეყნის გადასაწყვეტი უნდა იყოს და არა ეროვნული უსაფრთხოების სახელით კონსტიტუცია ვცვალოთ. სწორედ ფულისთვის ყველაფრისმკადრებელი "არასამთავრობოების" (რა თქმა უნდა ყველას არ ვგულისხმობ) გამო ხვდება საქართველო "მოძულეთა" სიის პირველ რიგებში. ზუსტად ამ ორგანიზაცების ხელშეწყობით ხდება ერის დისკრიმინაცია ყოველდღე. იმის ნაცვლად, რომ გარე პირებს თავდაჯერებულად ველაპარაკოთ, არ მივაწოდოთ ინფორმაცია ქვეყნის საწინააღმდეგოდ, შევქმნათ სიტუაცია გონივრულად ვისაუბროთ საჭირბოროტო საკითხებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას არ დააზარალებს, ვაიძულოთ ჩვენი ქვეყნის მთავრობა ფორმალური კი არ იყოს, არამედ ამოქმედდეს თითოეული კანონი, მათ შორის "ანტიდისკრიმინაციულიც", რომელიც მეც დამიცავს, გეისაც და ყველას ერთიან საკანონმდებლო სისტემაში მოგვაქცევს და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.




Tekla
19 მაისი 2016 20:50
ალბათ ადამიანს ვერ წავართმევთ არჩევანის უფლებას, თუნდაც მცდარის, მაგრამ მე მაფიქრებს პარტნიორის შერჩევისას დანაშაულის შესაძლებლობა: ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა, ჩვეულებრივი ადამიანის ძალდატანებასთან, ხშირად, ახალგაზრდების.

აი, ეს არის, რისიც უნდა გვეშინოდეს, თორემ მარტო შენ რომ გეხებოდეს, სხვისი არავისი საქმე არ იქნებოდა.

ასევე გამაღიზიანებელია ყოველგვარი სიამაყე ამ არცთუ ნორმალური მდგომარეობის თუ არჩევანის გამო. მე მინახავს ხალხი, რომელსაც თავისი ჩიყვის ან გულის უკმარისობის გამო აქვს დათრგუნულობის გრძნობა და რცხვენია თავისი დაავადების, და არ მესმის, რა არის საამაყო მაინცდამაინც ჰომოსექსუალობაში ან რა საჭიროა პარადი.
კირა
05 აპრილი 2016 12:16
მე20 საუკუნის დასაწყისში რუსული ბალეტი მს0ფლიოში ფრიად წარმატებული იყო.ამაში ხელი შეუწყო ბალეტის დიდმა მოყვარულმა დიაგილევმა,რომელიც ფაკტიურად რუსული ბალეტის მამამტავვარი იყო,.დიაგილევი გახლდატ გეი,.რუსულ საბალეტო დასში ცეკვავდა პოლონური წარმოშობის ბალერონი ნიჟინსკი.დიაგილევმა აიდზულა ნიჟინსკი,რომ მისი პარტნიორი გამხდარიყო.უკიდურეს გაჭივრებაში მყოფი ბალერონი,რომელიც ავადმყოფ დედას ინახავდა იდზულებული იყო დატანხმებოდა,წინააღმდეგ შემტხვევაში სამსახურს კარგავდა.ერტხელ,დასი საგასტროლოდ არგენტინაში გაემგზავრა დიაგილევის გარეშე, ნიჟინსკიმ ამიტ ისარგებლა და ფრანგული წარმოშობის კორდებალეტის მსახიობზე იკორწინა,.შეედზინატ კალიშვილი,და სიკვდილამდე ერტად ცხოვრობდნენ.აკედან,გააკეტეტ დასკვნა-ავადმ,ყოფობაა ტუ გარყვნილება.გ6ტხოვტ არ დაბლოკოტ.დიდი მად;ლობა.
სხვა სიახლეები
რატომ მუშაობს 2-დიპლომიანი ტაქსის მძღოლად და რატომ აცხადებს პრემიერი ჩვენს ქვეყანას მონების ქვეყნად?!
დაწვრილებით...
ვიცი ამ განცხადებას ვაი-ვიში მოჰყვება, მაგრამ უნდა ვთქვა. ასეთი იმედგაცრუება, რაც ჩემი სამშობლოში დაბრუნებას მოჰყვა არასოდეს მქონია! ჩვენი მთავრობის წევრების განცხადებებს ისე ვაკვირდები, როგორც საინტერესო აღმოჩენებს, რაც აღარც კი მამხიარულებს.
დაწვრილებით...
დენი10 თეთრი +გაზი 5 თეთრი+ უფასო განათლება+ უფასო სამედიცინო დახმარება = მათხოვრულ ცხოვრებას!
დაწვრილებით...
ღმერთი უძლურია! ვპასუხობ ჩემს მეგობარს, რომელიც დაუსრულებლად მეკამათება იმაზე, თუ ღმერთი მოწყალეა, რატომ არ ვიღებთ უკეთეს ცხოვრებას. რატომ დღესვე არ გვაბრუნებს სამოთხეში. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ეს ჩვენი შეგნებული თუ შეუგნებელი არჩევანია და ღმერთი შენი არჩევანის გარეშე, მოძალადე იქნებოდა.
დაწვრილებით...
23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა.

ბრიტანეთის სკოლის მოსწავლეების განათლების დონე გამოკითხვის შედეგების მიხედვით კორეისა და კამბოჯის მოსწავლეების დონეს ჩამორჩება. საუბარი იყო მე-7 მე-9 კლასის მოსწავლეებზე. ეს ინფორმაცია მედიაში გამოჩენისთანავე მალევე გაქრა მკითხველის თვალსაწიერიდან.
დაწვრილებით...
მე და ჩემი ინგლისელი მეგობარი ენდრიუ ვკამათობდით, მან ირონიულად გამიღიმა და მოკლედ მომიჭრა: "კარგი რა ნინო, ყველაზე იაფი დღეს ქრისტე ღირს, სულ რაღაც 2 პენსი!" - მან ჩაიარა, მე კი ძალიან ავფორიაქდი. მინდოდა გავკიდებოდი და რაღაც ისეთი მეპასუხა, მაგრამ ზუსტად რამდენიმე წამში მივხვდი, რომ ენდრიუ მართალი იყო. ჩვენ ერთნაირი პოზიცია გვქონდა.
დაწვრილებით...
ალბათ, ერთობ არაპოპულარული იქნება ჩემგან, როგორც ჟურნალისტისგან თუ ვიტყვი, რომ არ მაინტერესებს კოალიციის დაშლის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი. უფრო სწორად, ძალიან მაღიზიანებს და მინდა ჟურნალისტებმა აღარ გააშუქონ ეს საკითხი არასდროს! გეთანხმებით, უცნაურია! მაგრამ, ეტყობა იმდენად შევწუხდი, რომ ეს ხმამაღლა წამომცდა და ჩემი კოლეგების გულისწყრომაც დავიმსახურე.
დაწვრილებით...
ჩვენ სულიერების გვეშინია!

მოდური, მოჩვენებითი "ქრისტიანობის" ამ ცრუმქადაგებლებს თავიანთი არამყარი პოზიციების გასამყარებლად უყვართ უფლის ცნობილი გამონათქვამის- " ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ" (მათე 7.1) გამოყენება.
დაწვრილებით...
გასული საუკუნის დასაწყისში გრიგოლ რობაქიძე არჩილ ჯორჯაძეს წერდა: "თავის მოტყუებას ძვირად დაგვისვამს ისტორიული ჭეშმარიტება, - აი რით უნდა ვხელმძღვანელობდეთ. და თუ ჭეშმარიტება აუტანელია თავისი სიმკაცრით, დაე, მოვკვდეთ, რადგან არ ვყოფილვართ ღირსი ჭეშმარიტებისა და მაშასადამე არც არსებობისა. მამულიშვილობის გადაწყვეტა "ფიზიოლოგიური ემოციით" ყოვლად შეუძლებელია".
დაწვრილებით...
16 წელზე მეტია არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია. ამას პროტესტის ნიშნად ვაკეთებ. ადამიანთა ჯგუფს, რომელთაც სათავეში მოსვლა უნდათ და ხალხს პირდებიან დაგეხმარებით, დენს გაგინახევრებთ, უფასო განათლების მიღების საშუალება გექნებათ და ასე შემდეგ, მე მათ ხმას არ ვაძლევ და არც არასოდეს მივცემ.
დაწვრილებით...
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები