ჩვენ ილუზიით ვიკვებებით!
ჩვენ ილუზიით ვიკვებებით!
15-03-2016
გასული საუკუნის დასაწყისში გრიგოლ რობაქიძე არჩილ ჯორჯაძეს წერდა: "თავის მოტყუებას ძვირად დაგვისვამს ისტორიული ჭეშმარიტება, - აი რით უნდა ვხელმძღვანელობდეთ. და თუ ჭეშმარიტება აუტანელია თავისი სიმკაცრით, დაე, მოვკვდეთ, რადგან არ ვყოფილვართ ღირსი ჭეშმარიტებისა და მაშასადამე არც არსებობისა. მამულიშვილობის გადაწყვეტა "ფიზიოლოგიური ემოციით" ყოვლად შეუძლებელია".

ჭეშმარიტების უარყოფა დღესაც ორნაირად ხდება: ილუზიითა და ტყუილით, საზოგადოებამ დღესაც კარგად იცის რა არის დანაშაული, მაგრამ ისევ არ იცის რა არის ცოდვა. ამიტომ დღესაც აქტიურად მოითხოვენ (ან უყურებენ) დამნაშავის დასჯას, მაგრამ ისევ არავინ ინანიებს ცოდვებს. როცა ჭეშმარიტებას უარყოფს სიცრუე კიდევ შეიძლება სიმართლემ გაიმარჯვოს. ცრუმ ხომ თვითონაც იცის რა არის სიმართლე. როცა ჭეშმარიტებას უარყოფს ილუზია, მაშინ კი შეუძლებელი ხდება ცრუთა მხილება. ილუზიაში მყოფთ არ უწყიან ჭეშმარიტება, მათ გაგონებაც არ სურთ სიმართლის.

ასეთი გრძნობა მაშინ გამიჩნდა, როცა ერთი ჩემი ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად სახელმწიფო კანცელარიაში მომუშავე ქალბატონი შემხვდა და სრული სერიოზულობით მკითხა: "იცი, სულ ვფიქრობ, ქვეყანას ყველაზე დიდი ჭირი "ნაცები" მოვაცილეთ და კიდევ რატომ არის ქვეყანა არეული, რაღა დარჩა გასაკეთებელი?!"

ამ ქალბატონის მიერ გულწრფელად დასმული შეკითხვა არის ლუსტრირება არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ ბოლო დროის მთავრობებისაც. როცა ერთი ძალაუფლების მეორეთი ძალადობრივად ჩანაცვლება მათთვის არის ყველაფერი და წარმოდგენაც არ აქვთ, რომ ქვეყანას მართვა ჭირდება.

ეს არის ლუსტრირება იმ ქმედებებისა, რაც ბოლო დროს ქვეყანაში ხდება. ბინძური ფაქტების მერე, ხელისუფლება ვიღაც აბსტრაქტულ პირს ეძებს და "განტევების ვაცს" თავის ბინძურ ხელებს აწმენდს, იმის ნაცვლად, ერთხელ მაინც, სრულიად ხალხს ბოდიში მოუხადოს, რომ ასეთი უნიათო და უსუსურია. რომ ვერ შეძლო სისტემის ჩამოყალიბება. თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე კი ალალბედზეა. ვითომ ოპოზიცია კი ამ ფაქტით ხელს ითბობს. გეგონება დაზარალებული ქალბატონის ან მისი მსგავსი ადამიანების ღირსება ადარდებდეს. სინამდვილეში კი აშკარაა, წინასაარჩევნო ჩაძირვების მეთოდები არ შეცვლილა.

ჩვენ ილუზიით ვიკვებებით, რადგან ხელისუფალთ არასოდეს სცალიათ ქვეყნის მეურვეობასა და მის ნამდვილ პრობლემებზე ფიქრისთვის. მათ უნდა გვახარჯინონ ჩვენი ცხოვრების თვეები და წლები უნიჭო ჩინოვნიკების ფარიკაობაზე. იმის განხილვაზე ვინ სად დაინიშნება.

გეგონება რამე იცვლებოდეს ამ დანიშვნებით ჩვენს ცხოვრებაში. ეს იმ დროს როცა, ქვეყანაში სრული განუკითხაობა და ქაოსია.

ჩვენ ილუზიაში ვიარსებებთ, ვიდრე ეფემერული ევროპის ჭაობიან პერიფერიად ყოფნაზე ვოცნებობთ; ვიდრე მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე ყოველგვარი მიზნების გარეშე გამოდის დილით და პირუტყვივით იძულებულია მხოლოდ იმაზე იფიქროს, როგორ გადაირჩინოს თავი. ხალხი უნდა მიხვდეს, რომ დღეს ის თავის ქვეყანაში მსხვერპლია და აღარასოდეს დაუკრას ტაში შერჩევითი სამართლის დამამკვიდრებელ ტელეკომპანიებს. აღარასოდეს აუბას მხარი ყველაფრის მკადრებელ არასამთავრობოებს და პოლიტიკოსებს.
ჩვენ ილუზიით ვიკვებებით და ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე მიზეზებს ჩვენსავე თავში არ ვიპოვით.
უცოდინრობა და ილუზიაა, როცა ევროპას ვთხოვთ დახმარებას შიდა ნაკლოვანებებზე. ჩვენი ქვეყნის მმართველები კი თითსაც არ ანძრევენ ქვეყნის მოწესრიგებისა და განვითარებისათვის. სირცხვილია, როცა ევროსაბჭოში ჩასული "ქოცები" და "ნაცები" ერთმანეთის მიმართ ზიზღს ღიად გამოხატავენ. არ უშვებენ
You must have Flash Player installed in order to see this player.
შანსს ერთმანეთის წინააღმდეგ მიაწოდონ კომპრომატები უცხო ქვეყანას და ამით კიდევ ერთხელ დააცინინონ და დააკნინონ ჩვენი სამშობლო.

პირდაპირი მიღალატეობაა, როცა არაერთი ჟურნალისტის მსგავსად სხვა კერძო ადამიანებსაც შიდა პრობლემებზე უხარიათ ინფორმაციის გარეთ გატანა და მერე ხალხისთვის იმის მტკიცება თითქოს ჩვენი პრობლემებისთვის ვინმე წუხდება.

ბატონებო! ევროპაშიც აქვთ უამრავი პრობლემა, მაგრამ იქ კანონი მოქმედებს. ვერავინ გაბედავს გააკეთოს ისეთი რამ, რაც ქვეყნის ინტერესს ეწინააღმდეგება და თან არავინ არასოდეს გაიტანს თავის პრობლემას გარეთ. გულწრფელად გეუბნებით, თუ შენ ინტენსიურად წერ ევროპელს თუ ამერიკელს, აი აქ ჩემი უფლება შეილახა, ის ვალდებულად თვლის თავს, მისწეროს პასუხი შენს მთავრობას, რათა დაგეხმაროს კანონის დაცვაში. ამიტომ არის რომ აქედან გაგზავნილი ინფორმაცია ხშირად სიტყვასიტყვით მეორდება მათ მიერ დაწერილ შეშფოთების წერილებში. წინააღმდეგ შემთხვევაში არავინ დაინტერესდებოდა შენი პრობლემებით. იმას, რასაც ევროპა არ დაუშვებს თავისთან, მწვანე შუქს უნთებს თავისუფლების სახელით მიწერილ წერილების ავტორებს აქ.

ეს მანიშნებელია იმისა, რომ ერის გენოციდთან ერთად ცრუ-ევროპული დროშის ქვეშ მიმდინარეობს ქვეყნის დაკნინება და ერის კულტურული გამოფიტვა. ამ გამოფიტვის ქურუმები არიან ხელფასისათვის ყველაფრის მკადრებელი ქართველი ჟურნალისტები, ე.წ. არასამთავრობოები და ხელისუფლების წარმომადგენლები.

ჩვენ ილუზიით ვიკვებებით და ამიტომ არის, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობამ ეროვნული თავისუფლება ვერ მოგვიტანა. ამიტომ გვიჭირს ჭეშმარიტების აღიარება და მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში დამკვიდრება. ამიტომ ვერ გავიგეთ, რატომ გავაიგივეთ ქვეყნის ხელისუფლება და სამშობლო. სამართალი და ტელეკომპანიები. რატომ ავთქვიფეთ ერთმანეთში სამშობლო და ჭეშმარიტება. როდესაც არჩევანი დემოკრატიასა და დიქტატურას, თავისუფლებასა და მონობას, სამართალსა და უსამართლობას შორისაა პასუხისმგებლობა თქვენ, ყველას გეკისრებათ! შესაძლოა ჩემმა წერილმა მავანნი გააღიზიანოს, მაგრამ პირდაპირ გეტყვით: ილუზიაში ყოფნა ამორალური ყოფნაა. სწორედ ამიტომ ილუზია ცოდვაა, სიცრუე კი - დანაშაული.

ქვეყანა კი მაშინ გადაიქცევა სახელმწიფოდ, როცა სრულ პასუხისმგებლობას მასზე ხელისუფლება იკისრებს. როცა ხალხს ნებისმიერ ნაბიჯზე ექნება კანონის დაცვის უფლება. როცა შენს ოპონენტზე გაბრაზებული, ან იმისათვის რომ საკმარისი ფული ვერ "მოხაფე", შენს შიდა ნაკლოვანებებზე სრულ ინფორმაციას უცხოეთს არ მიაწვდი და უნებლიედ არ იქცევი შენი ქვეყნის ჯაშუშად. როცა ამ პროცესებს გააკონტორლებს და გავლენას მოახდენს ქვეყანაზე ნამდვილად მოფიქრალი მთავრობა. მაშინ ვიქცევით სახელმწიფოდ, როცა ყველაფერს შენს ხალხს არ გადააბრალებ და შექმნი ცხოვრებისათვის ნორმალურ პირობებს. როცა შენ, როგორც მთავრობა იკისრებ პასუხისმგებლობას!

ევროპული ღირებულებები უმთავრესად დაფუძნებულია ძლიერ სამოქალაქო ინსტიტუტებზე, რომლებიც მხარს უჭერენ წესებს დაქვემდებარებულ მკაცრ სისტემას და არა "სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ერზე" სადაც მხოლოდ ცინიზმისთვის, უკულტურობისა და მომავლის დეპრესიული შიშისთვის არის ადგილი.

ნინო ცხვარაშვილი. ჟურნალისტი.


ვიკა
18 მარტი 2016 16:19
ტკვენმა წარამარა,გააზრებულმა ფრაზებმა-უბედური საკარტველო;კვეყანა ტავზე გვენგრევა,უნიატო მტავრობა',აღარ დაიღალეტ ხალხის ტვინის გამორეცხვიტ?დაასახელეტ ერტი ფაბრიკა,ერტი კარხანა ნაცების აშენებული,რომელიც ამ ხელისუფლებამგააჩერა.გინდა,ჩამოგიტვალო შენი საყვარელი მტავრობის 'საკმენი საგმირონი'//?კადრებს რომ იწუნებტ-ვინ გყავდატ უკეტესი?9-კლასდამტავრებული აკოფოვ-ვარდზელაშვილი.მეპურე ვერა კობალია,ინვესტორებზე ფულის წამგლეჯი კეზერაშვილი.ბალტინის რუსული ჯარის შემომყვანი-ბარამიდზე,მაჭავარიანი,ბოკერია,გაბაშვილები,მხედრიონელი რურუა,და სწხვა მრავალი.კვეყანა ნამდვილად მიდის წინ.რაც შეეხება უზნეობას,ამორალობას ,რაც ხდება ყველაფერი ტკვენი დიდი დზალისხმევიტ მოხდა,-ჯინი ბოტლიდან ტკვენ გამოუშვიტ და მორ
gela
16 მარტი 2016 12:12
სანამ საქართველოს მართავს ბობოლა კომუნისტების შვილების და ვირისშვილების კლანი, ასეთი ვითარება იქნება სულ,დააკვირდით ერთად მოდიანმმერე თვალის ასახვევად იყოფიან ვითომ ოპოზიციაში,მერე ერთმანეთს მფარველობენ,არავის არ იკარებენ,პატიოსნებს ანადგურებენ,აიმტერესებთ ფული,დიდი ფული,რომ თავის შვილებმაც ასე გააგრძელონ,ხალხი?თან ჩვენი ხალხი გაჭირვებაზე ერთმანეთს რომ ხოცავენ,უბრალოდ ხელს უწყობენ ამათ,ჩვენ ხალხს ტვინი რო ჰქონდეს საქმე სულ სხვა გვარად იქნებოდა
სხვა სიახლეები
ჩემი კორეელი მეგობარი მეკითხება, თუ რატომ მაქვს სოციალურ ქსელში მხოლოდ ერთი "ექაუნთი", რომელსაც "ფეისბუკი" ჰქვია? ვპასუხობ, რომ ჩემთვის ეს აბსოლუტურად საკმარისია, სხვა ქსელებისთვის დროც არ მეყოფოდა. ის, მსუბუქად მსაყვედურობს, რომ "პოსტებსაც" იშვიათად ვცვლი, "სელფებს" არ ვიღებ და ამატებს: "საერთოდ რეალური ხარ?"
დაწვრილებით...
ერთ-ერთ კომპანიაში CV მივიტანე. რამდენიმე წუთი, კომპანიის მენეჯერს, მისი ქცევებისა და სიტყვების გამო, გაოგნებული ვუყურებდი. მერე მალოდინა. თურმე, ყავის დრო ჰქონდა. და ბოლოს, როგორც იქნა დამელაპარაკა. ოფის-ასისტენტი სჭირდებოდა (მან ესე მითხრა). დამიდო ფურცელი რა უნდა გამეკეთებიანა.
დაწვრილებით...
არ მსურს ვცხოვრობდე ქვეყანაში, რომლის მმართველებიც განუდგნენ საკუთარ ისტორიას. ითხოვენ განსაკუთრებულსა და საბოლოოდ, ბანალურსა და იაფფასიანს ირჩევენ. სადაც აზრის, ქმედების და თავისუფლების ეშინიათ. სწორედ ეს განწყობა მეუფლება, როდესაც ქართულ პოლიტიკურ პროცესებს ვაკვირდები.
დაწვრილებით...
რატომ ვიტანჯებით მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით?!

აგრესიული და უკულტურო მძღოლები, არა მხოლოდ უხეშად გვპასუხობენ, არამედ მგზავრების სიცოცხლესაც საფრთხეში აგდებენ და როგორც ნივთებს, ისე გვექცევიან.
დაწვრილებით...
"პოლიტიკოსები, რომლებსაც ამოუწურავი ძალაუფლება გააჩნიათ, ბავშვებივით არიან. მე, მათ ვირუსებად აღვიქვამ. ისინი, ვირუსებივით ანადგურებენ ყველაფერს და ვიდრე ყველაფერს არ შეჭამენ, არ მოისვენებენ", - ამბობდა მუსიკოსი რიჩარდ ბონა
დაწვრილებით...
თუკი, საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხს არავინ გთხოვს, იტყვი იმას, რაც გინდა და როგორც გინდა. თუკი, ქვეყანა საერთოდ არ გადარდებს და პარლამენტში იმიტომ შედიხარ, რომ თავი ქუდში გქონდეს, რა თქმა უნდა, გააკეთებ იმას, რაც გინდა და როგორც გინდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სრული უპასუხისმგებლობა სუფევს. და ეს, მხოლოდ დღეს კი არა, წლებია ასე ხდება.
დაწვრილებით...
არჩევნები, როცა ამომრჩეველი გაცილებით მაღლა დგას პოლიტიკოსებზე
დაწვრილებით...
მოდით შევთანხმდეთ, წელს საპარლამენტო არჩევნებზე გადაწყვეტილების მიღება ძალიან ადვილია. რა რაოდენობის შემოთავაზებული თანხაც მოგეწონებათ, იმ პოლიტიკურ პარტიაზე უნდა შეაჩეროთ ყურადღება. სულ ეს არის.
დაწვრილებით...
წლების შემდეგ პირველად ვნახე ბათუმი. მიყვარს მისი არქიტექტურა და ის, რომ ბათუმი გაცილებით სუფთა ქალაქი აღმოჩნდა, ვიდრე თბილისი, მაგრამ სანაპიროზე ამას ვერ ვიტყვი. სანაპირო ზოლის ზოგიერთ ადგილას წარმოუდგენელია ზღვაში შესვლა, იმდენად ბინძურია. საღამოს საათებშიც კი ჭირს ზღვასთან გასეირნება, რადგან ფეკალიების სუნი დგას.
დაწვრილებით...
შეუძლებელია გაიაროთ ჭავჭავაძის გამზირზე და წვალებით არ აარიდოთ ფეხი ძაღლის ფუნას. თბილისში ზოგიერთი ქუჩა ყარს. ვაკის პარკში ბავშვს ვერ გაასეირნებ. ცენტრალურ ქუჩებზე წააწყდებით სიბინძურით და და ნაგვით სავსე ურნებს.
დაწვრილებით...
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები