რატომ ვემსგავსებით მოსიარულე გვამებს?! - ფსიქოფობიით შეპყრობილი სამყარო
რატომ ვემსგავსებით მოსიარულე გვამებს?! - ფსიქოფობიით შეპყრობილი სამყარო
22-03-2016
ჩვენ სულიერების გვეშინია!

"მსოფლიოს სულიერ ცხოვრებას შეიძლება მართავდეს მხოლოდ სულიერი ხალხი. ასე იყო და იქნება, მაგრამ სულიერება დღეს თითქოს გარიყულია და ცხოვრების მდინარისაგან განზე გამდგარი. ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა. მე-19 საუკუნის მოაზროვნე ადამიანები უკვე გრძნობდნენ, რომ კაცობრიობას დაეუფლა ფსიქოფობია.
"ფსიქოფობია" ბერძნული სიტყვაა და სულიერების შიშს და არა მარტო შიშს, სულერების სიძულვილსაც ნიშნავს".
მე-20 საუკუნის მოაზროვნე და მთარგმნელი ბაჩანა ბრეგვაძე

რამდენიმე დღის წინ ჩემმა ნაცნობმა მესიჯი გამომიგზავნა: "თუ რაიმე ჩამიდენია შენს წინაშე, მაპატიეო. ეს ადამიანი ამპარტავნებითა და ფარისევლობით ყოველთვის დიდ "სიყვარულს" მიიწერდა. შემდეგ ისეთი ადამიანებისგან ვიღებდი გზავნილებს, რომ დაძაბულობა დამეტყო. რა თქმა უნდა, არცერთისთვის არ მიპასუხია. საღამოს სახლში ვბრუნდები და ცისფერი ეკრანიდან: იგივე თემაზე საუბრობდნენ. ინტერნეტში კი კიდევ ერთი ზიზღის წერილი წავიკითხე, რომელსაც თავის დაცვის მიზნით ბოლოში რეპლიკა ჰქონდა: ქრისტიანებო, თქვენ ხომ მიტევება არ შეგიძლიათ, აბა ჩამქოლეთო. მერე მოწოდება რატომ არ ვართ ტოლერანტები და ასე შემდეგ.
რა ამაზრზენია.
"შენდობის დღეც" მოდად აქციეს. "შენდობა" რის შესახებაც არაერთ დეტალს ამოიკითხავთ წმ. წერილებიდან, გვეძლევა არა უპირობოდ, არამედ სინანულის (რასაკვირველია გულწრფელი სინანულის) პირობით. როგორი გასაგები და ლოგიკურია ეს და რამდენად ემიჯნება მოჩვენებით ქრისტიანულ და ყოვლისმომცველ უპირობო ყოვლისმიმტევებლობას.

ეს ახლანდელი მოდური პროპაგანდაა.
მოდური, მოჩვენებითი "ქრისტიანობის" ამ ცრუმქადაგებლებს თავიანთი არამყარი პოზიციების გასამყარებლად უყვართ უფლის ცნობილი გამონათქვამის - " ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ" (მათე 7.1) გამოყენება. მათთვის განსაკუთრებით საყვარელი ეს გამონათქვამი ოდნავადაც არ უშლის მათ ხელს განიკითხონ და სასტიკად განსაჯონ ყველა, ისევ გაყიდონ სინდისი, შენდობის მიღების მეორე წუთიდანვე მოიტყუონ, შვილები დაგვიხოცონ, სამართალი დაგვიჩლუნგონ, ამპარტავნებით, ერთმანეთის ღალატითა და თვალთმაქცობით განაგრძონ ცხოვრება.

მაპატიეთ, მაგრამ ეს დღე საერთო სახალხო სიყალბის დღედ გადააქციეს. სიყალბედ რითაც ბევრს აბრკოლებენ და აბნევენ; უპირობო შენდობის მიღება, ანუ საკუთარი ცოდვების უპირობო გამართლება. შემდეგ გაგრძელება უზნეო ცხოვრებისა და ასე დაუსრულებლად.
ქვეყანას სიყალბე და პროვინციალიზმი მართავს. ეს პროვინციალები განათლებულ და საჭირო ხალხს თელავენ. თუ, განსაკუთრებით საშიშად ჩაგთვალეს, ცრუპატრიოტებისა და ცრუნამდვილების ფრაზა მზად არის: "ნუ განიკითხვათ..."

მთავარეპისკოპოსი ამბერკი ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში წერდა: "რა მიმზიდველი გამოთქმაა ნეოქრისტიანებისთვის, ანუ მე არ გიშლი ხელს ცოდვის ჩადენაში, შენ კი სამაგიეროდ მე ნუ შემიშლი ხელს ცოდვაში".

შემდეგ, ისევ საერთო სახალხო სიყალბის , ანუ "შენდობის" კვირა და გამართლება-გამყარება ჩვენი ცოდვებისა!

მსოფლიოს დღეს შიშველი და ტლანქი მატერიალური პრაგმატიზმი მართავს. წმინდა წერილების მიხედვით, უფალი არ კრძალავს ადამიანების ზნეობრივ შეფასებას, კეთილ და ბოროტ საქმეთა განსხვავებას(და არა ლანძღვას და ზიზღს). პირიქით გვავალებს კიდეც.
"ჩვენთვის ფრიად ყურადსაღებია, რომ დიდი მარხვის პირველი კვირიაკე წმინდა მართლმადიდებლობის დღესასწაულით მთავრდება. ახალ დროში ეს ნაკლებად აღინიშნება"
(მთავარეპისკოპოსი ამბერკი).


რატომ გაურბიხართ მხილების კვირას შენდობის მომთხოვნნო? ჭეშმარიტ ქრისტიანს არ შეუძლია, გულგრილი დარჩეს აშკარა ბოროტებისა და ცოდვისადმი. მით უმეტეს შეურიგდეს უზნეობას, უწმინდურობას, უსამართლობას! შეუძლებელია, არ ვთქვათ მათი საქმენი ხმამაღლა, ვინც მათთან თანამშრომლობს, ვინც მხარს უჭერს, ხელს უწყობს ამგვარი ძალაუფლების განმტკიცებას და ერის დეგრადირებას, ჯოჯოხეთური ჩანაფიქრების შესრულებას.

მხილების დღე, შენდობის კვირის დასასრულს აღინიშნება. გარანტირებულ შენდობას ვითხოვთ, ცოდვების აღიარება კი არავის უნდა.
სულმნათმა ჩემმა მშობელმა მამამ იცოდა თქმა: "ჭეშმარიტებაზე წინ ბიძაშვილს რომ დააყენებ, აბა, ის სამართალია?"

დუმილი, დღეს დანაშაულია იმის თაობაზე, რაც ქვეყანაში ხდება. იმ სიყალბეზე, რითაც აცდუნებენ ადამიანებს. თითქოს ყველაფერი რიგზეა და არაფერია შესაშფოთებელი. ჭეშმარიტება კი ფეხქვეშ გათელილია. შემდგომ კი, თითქოს ვალდებული ხარ, ყველას ყველა ცოდვა მიუტევო.

რა საშინელი სიბეცეა!

ჩვენთან ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ღმერთი იდევნება. ყველანაირად კომფორტულ სამყაროში ადამიანებს სულიერების სიძულვილი ეუფლებათ. გულწრფელად გეუბნებით, დღეს არანაირი ფობია არ არსებობს დედამიწის ზურგზე ერთის გარდა, ეს არის სულიერების ზიზღი. ყველა ჩვენგანი ნელ-ნელა ცოცხალ გვამებს ვემსგავსებით, დანაშაულებრივი აზროვნებით ვაზროვნებთ. ჩვენ ყველა ფსიქოფობიით დავაავადდით! ჩვენ სულიერების გვეშინია!


ნინო ცხვარაშვილი
ჟურნალისტი
luxo-s
11 მაისი 2016 15:48
პროგრამა მაქვს და თქვენი ლექსი ქართულ შრიფთში გადავიყვანე :)
როგორ მენატრება ღიმილი,
ღიმილი, სიყვარულით გამთბარი,
როგორ მენატრება სიცილი,
სიცილი, ხუმრობაზე ამტყდარი,
მაშინ ცას, ენძელის ფერი აქვს,
მაშინ მზეც, იების ფერია,
ოცნებას, იმედის ფრთები აქვს,
გულში ბულბულები მღერიან.
ხომ ძლიერია, მაგრამ მაინც შიმშილის შიშით,
წარმოშობილი ერთგულება, არის ცთუნება,
კეთილგანწღობაც ნიღაბია, დროებით ისიც,
და მას, მუდმივად ვერ ატარებს კაცის ბუნება.
გროვდება შური, უნდობლობა, ორმხრივად ისიც,
დღეს, თუ არა ხვალ, გულის კარი დაიხურება.
. . . რადგან, ვინმე თუ ლუკმისათვის, ვინმეს მსახურებს,
ნამდვილ სიყვარულს, ვერცერთი ვერ დაიმსახურებს
ლუხო
24 მარტი 2016 10:27
rogor menatreba Rimili,
Rimili, siyvaruliT gamTbari,
rogor menatreba sicili,
sicili, xumrobaze amtydari,
maSin cas, enZelis feri aqvs,
maSin mzec, iebis feria,
ocnebas, imedis frTebi aqvs,
gulSi bulbulebi mRerian.
xom Zlieria, magram mainc SimSilis SiSiT,
warmoSobili erTguleba, aris cTuneba,
keTilganwRobac niRabia, droebiT isic,
da mas, mudmivad ver atarebs kacis buneba.
grovdeba Suri, undobloba, ormxrivad isic,
dRes, Tu ara xval, gulis kari daixureba.
. . . radgan, vinme Tu lukmisaTvis, vinmes msaxurebs,
namdvil siyvaruls, vercerTi ver daimsaxurebs.
სხვა სიახლეები
შეუძლებელია გაიაროთ ჭავჭავაძის გამზირზე და წვალებით არ აარიდოთ ფეხი ძაღლის ფუნას. თბილისში ზოგიერთი ქუჩა ყარს. ვაკის პარკში ბავშვს ვერ გაასეირნებ. ცენტრალურ ქუჩებზე წააწყდებით სიბინძურით და და ნაგვით სავსე ურნებს.
დაწვრილებით...
საშინლად წვიმდა იმ დღეს ლონდონში. ეს იმას ნიშნავს, რომ აზრი არა აქვს სადმე შეეფარო, რადგან, შესაძლოა მინიმუმ სამი დღე არ გადაიღოს და დარჩე ასე, სადღაც შეფარებული.
დაწვრილებით...
შეკითხვა ასე მინდოდა დამესვა: "უნდა ვუთმობდეთ თუ არა ტრანსპორტში ადგილს ერთმანეთს?" და ერთი კონკრეტული მაგალითით დამეწყო, მაგრამ ჯობს, პირდაპირ ვუპასუხო ჩემსავე დასმულ შეკითხვას: "რა თქმა უნდა, არ უნდა ვუთმობდეთ!"
დაწვრილებით...
შერილ კირშენბაუმი ღრმად ჩააფიქრა ფაქტმა, როგორ მოიფიქრა ადამიანმა მეორისთვის ტუჩებში ეკოცნა…
დაწვრილებით...
30 ივნისი ქართველი ემიგრანტების საერთაშორისო დღეა.
დაწვრილებით...
მიეცით ევროპის ხალხებს იმდენი თავისუფლება, რაც ჩვენ გვაქვს და ზუსტად 6 თვეში აბსოლუტურ ქაოსს მიიღებთ
დაწვრილებით...
"რომელი მთავრობის მომხრე ხართ?!" - ეს არის შეკითხვა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს. თუმცა, ალბათ, ლოგიკაც არის ამ კითხვაში, რადგან, თუ ვინმეს საკმეველს არ უკმევ, მით უფრო პოლიტიკოსებს, ხალხს, სულ ცოტა გიჟი ჰგონიხარ.
დაწვრილებით...
რატომ გახდა სიტყვა: "პროევროპული" - კაი ტიპობის გამომხატველი? და თუ, მოქალაქის, ან ხელისუფლების ლანძღვა გინდა, რატომ უნდა თქვა: "ის ანტიევროპულიაო?". ჯერ ერთი, იმის დანერგვას ჩვენთან, რაც ევროპის ქვეყნებში მოგვწონს, არ ჭირდება 15 წელი. ეს სრული სიცრუეა. ჩვენი ქვეყნის დალაგებას მაქსიმუმ 2-3 წელი და რა თქმა უნდა, ეროვნული მთავრობა სჭირდება. და არა, "პაკაზუხა" ევროპული" ან "პრორუსული" მთავრობა.
დაწვრილებით...
ილია ჭავჭავაძეს 1907 წლის შემდეგ რომ ეცხოვრა, არასოდეს იტყოდა ფრაზას: ჩვენი ისტორია მხოლოდ მეფეების ისტორიაა და მასში ხალხის როლს ვერ ვხედავო. ან, თუ უკვე ნათქვამი ექნებოდა, აუცილებლად შეცვლიდა. რადგან ბოლო რამდენიმე ათეული წელი მოწმობს, რომ ჩვენ არ გვყოლია მთავრობა, რომელმაც ქვეყნის მართვა იცის.
დაწვრილებით...
რატომ მუშაობს 2-დიპლომიანი ტაქსის მძღოლად და რატომ აცხადებს პრემიერი ჩვენს ქვეყანას მონების ქვეყნად?!
დაწვრილებით...
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები