თბილისის ქუჩები ძაღლის ფუნით ყარს, ანუ როცა მორალის კითხვა ვერ შველის დანაგვიანებულ ქალაქს
თბილისის ქუჩები ძაღლის ფუნით ყარს, ანუ როცა მორალის კითხვა ვერ შველის დანაგვიანებულ ქალაქს
27-07-2016
შეუძლებელია გაიაროთ ჭავჭავაძის გამზირზე და წვალებით არ აარიდოთ ფეხი ძაღლის ფუნას. თბილისში ზოგიერთი ქუჩა ყარს. ვაკის პარკში ბავშვს ვერ გაასეირნებ. ცენტრალურ ქუჩებზე წააწყდებით სიბინძურით და და ნაგვით სავსე ურნებს.

"მორალის მქადაგებლები" კი მზად არიან "გიქადაგონ", რომ ნაგავი ურნაში უნდა ჩაყარო თურმე და არა ურნასთან ახლოს დადო. გუშინ მსგავსი სიტუაცია დამხვდა ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. განსაკუთრებით კი თაბუკაშვილის ქუჩაზე.

როგორ მივეჩვიოთ, არ დავანაგვიანოთ ჩვენი ქალაქი? როგორ შევქმნათ სუფთა გარემო? ვიცი, თქვენი პასუხები: "საზოგადოება უნდა გავზარდოთ", " მთელს ერს დისციპლინა და სისუფთავე ვასწავლოთ", "ჩვენი მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს" და ასე შემდეგ. მე, ყველაფერ ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. ის, რაც არ მოგწონთ ჩემს ბლოგებში არის ის, რომ თავდაყირა ვაყენებ იმ მიდგომებსა და დამოკიდებულებებს, რომლებმაც წლების განმავლობაში ფესვი გაიდგეს ჩვენს აზროვნებაში. თქვა ერთმა და დანარჩენებიც ბრმად იმეორებენ.
ერის აღზრდა აქ არაფერ შუაშია. სწორედ ასეთი მიდგომა ანგრევს ჩვენს ქვეყანას. სწორედ, ასეთი მიდგომა აგვიანებს ქვეყნის განვითარებას მინიმუმ 15 წლით, რასაც ახალ-ახალი ხელისუფლებები ბოროტად იყენებენ.

ხშირად მესმის თქვენგან: "ხელისუფლება ყველაფერს ვერ მოაგვარებს"!- ეს მცდარი აზრია. გთხოვთ, გაითავისოთ, რომ მცდარი აზრია! ოდესმე ხელისუფლება როგორმე ჩაერთოს აქტუალური პრობლემების მოგვარებაში. ეს მისი ვალდებულებაა!

რადგან ვერასოდეს ვგრძნობ, რომ ამ ქვეყანას ხელისუფლება ჰყავს, რამდენიმე თვის წინ, მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, დაგვეწყო მცირე აქცია. მიწისქვეშა გადასასვლელებში და ჭავჭავაძის გამზირის ზოგიერთ ადგილას, ჩვენივე ხელით შექმნილი განმარტებები გამოვაკარით: "აქ კამერებია". "არ დაანაგვიანოთ თქვენი ქალაქი", ჯარიმა 500 ლარი" და ა.ს.
ვიღაც თანამდებობის პირები დაგვადგნენ, ვფიქრობ, ადგილობრივი მმართველობიდან და გვითხრეს (სიტყვა-სიტყვით ვიმეორებ): "კარგით რაა, ვერ ხვდებით, რომ აქ საქართველოა. ჩვენ ვერ ვამკაცრებთ სიტუაციას, რადგან ყველა ყველას იცნობს. არანაირი ჯარიმა არ იმუშავებს. ხალხი აგრესიას გამოამჟღავნებს. ადამიანები თავად უნდა მიეჩვიონ, რომ არ დაანაგვიანონ".

გაოცების უნარიც დავკარგე! მაშ, დაველოდოთ მთელი ერის აღზრდას? - ვკითხე. რა თქმა უნდა, პასუხი ვერ მიიღე.

გავიგე, სკოლებში სპეციალური საგნის შეტანას აპირებენ, თუ უკვე შეიტანეს არ ვიცი, სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ. ეს ცუდი არ არის, მაგრამ თაობების აღზრდას უნდა დაველოდოთ თუ კანონი ავამოქმედოთ?! სისტემა შევქმნათ?! გვინდა თუ არა ჩვენს ქვეყანას ნორმალური სახელმწიფო ერქვას?! ჩვენი აზროვნება იმდენად დამახინჯებულია, კანონიც, რომ ამოქმედდეს, ვგრძნობ ჯარიმები ნაცნობობით იქნება.

მე, არასოდეს მისწავლია მსგავსი საგანი, მაგრამ არ მახსენდება ერთი ფაქტიც კი, როდესაც მე და ჩემს მეგობრებს, თუნდაც ტყეში რაიმე სახის ნარჩენი დაგვეტოვებინოს. ბავშვობიდან მოყოლებული, თუკი ურნას ვერ ვნახავდი ქუჩაში, მუჭით, ან ჩანთით სახლამდე მიმქონდა ნაგავი. არავის დაუვალებია, ეს ჩემი შინაგანი პასუხისმგებლობა იყო.

ყველას აქვს უფლება იყოს ისეთი, როგორიც მას სურს. თუნდაც დაყაროს ქუჩაში ნაგავი, მაგრამ წესებს და სტანდარტებს სახელმწიფო უნდა ადგენდეს.

მე ვერ დაველოდები, როდის იქნებიან მომავალი თაობები "მორალურად აღზრდილები". ასეთი რამ არ არსებობს. მინდა, ვგრძნობდე, რომ ცივილიზებულ ქვეყანაში ვცხოვრობ...

ამასწინათ, ჩემი მეგობარი აღშფოთებული დამხვდა. კორპუსის
You must have Flash Player installed in order to see this player.
წინ გვიდგას ნაგვის ურნა და მეზობელმა ფანჯრიდან ისროლა ნაგავიო. გაწიწმატებული კართან იდგა. აპირებდა წასულიყო და გაელანძღა თავისი მეზობელი. მე შევთავაზე, დავრეკოთ მერიაში ან სადმე, როგორც ნორმალურ ქვეყნებშია, გავიგოთ ამგვარ ადამიანს, როგორ შეიძლება პასუხი ვაგებინოთ - მეთქი. სასაცილოდ არ ეყო. მე, მაინც დავრეკე და დღის განმავლობაში ვერ ვიპოვე პასუხისმგებელი პირი, ვინც ჩვენს უფლებებს და ნერვებს დაიცავდა. იმ მეზობელს კი პასუხს მოსთხოვდა.

ამასწინათ, ერთ-ერთმა ინტერნეტგამოცემამ, სპეციალური გადაცემები მიუძღვნა იმას, თუ როგორი უკულტურო ერი ვართ.
მახსოვს, ერთი ჩანაწერი ასეთი იყო, გოგონა შეყვარებულთან ერთად მიდიოდა ქუჩაში. გვერდით, გამვლელმა ხაჭაპურის ნარჩენი ნაგვით სავსე ურნასთან მიაგდო. გადაცემაში, ჯერ ლანძღეს ეს უცნობი გოგონა, რატომ არ გაჩერდა და მორალი არ წაუკითხა იმ ბიჭს, ვინც ნაგავი ურნასთან დააგდო. მერე, ამ ბიჭსაც უკულტურო ეძახეს.

ამ ე.წ "ჟურნალისტურ ნაღვაწში" არც ერთი სიტყვა არ იყო ნახსენები, რატომ იყო შუაგულ რუსთაველზე ნაგვის ურნები გადავსებული? იმ ბიჭს ნარჩენი ქუჩაში კი არ დაუგდია, ურნასთან დააგდო, რადგან შიგ ჩასაგდები ადგილი ვერ ნახა. არც ერთი სიტყვა არ იყო ნახსენები, რამდენს ხარჯავს სახელმწიფო თითოეული უბნის დასუფთავებაზე და რაც, ჩემთვის მთავარია, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ახალგაზრდებს დაიცვან თავისი უფლებები.

მე, რომ იმ გოგონას ადგილზე ვყოფილიყავი აუცილებლად ვუჩივლებდი ასეთი გადაცემის ავტორებს, რადგან არც ერთ, ცივილიზებულ ქვეყანაში არ არის უცნობი გამვლელი ვალდებული, ვიღაცას მორალი უკითხოს.

ასეთი მახინჯი აზროვნება კლავს ჩვენს ქვეყანას.

განვითარებულ ქვეყანებში, შენი სანერვიულო საერთოდ არ არის, ვინმე ნაგავს დაყრის, კანონს დაარღვევს თუ სხვა. პირველ რიგში, უმეტეს ადგილებში კამერებია დამონტაჟებული. მერე, სადაც დიდი, დასასვენებელი პარკებია, შესაბამისი სამსახურის ერთი პირი მაინც, მეთვალყურეობს დღის განმავლობაში. ამასთანვე, მკაცრი სისტემა და კანონი მოქმედებს. უამრავი თანხა იხარჯება დასუფთავებისთვის. ღამის საათებშიც კი ნახავთ მეეზოვეებს ნებისმიერ უბანში. სადაც ძაღლით სიარული არ შეიძლება, იქ არაერთი გამაფრთხილებელი ნიშანია.
თუ მაინც რაიმე მოხდა, გაქვს უფლება შესაბამის სამსახურს დაურეკო, რადგან სრულ პასუხისმგებლობას ადგილობრივი ხელისუფლება იღებს და ამისთვის, არავინ სრულიად ერს არ ლანძღავს.

ჩვენთან კი ვერ გაიგებ, რა პოლიტიკა გვაქვს ამ მიმართულებით? რამდენს ხარჯავს ხელისუფლება თითოეული უბნის დასუფთავებისთვის? რატომ გვაყენებს ის ერთმანეთის პირისპირ ადამიანებს? ჩხუბით და მუშტიკრივით ვაგვაროთ პრობლემები 21-ე საუკუნეში? რატომ არ იცავს ერთს, როგორც კანონის დამცველს და არ სჯის იმას ვინც არღვევს მას? ან, რა შემთხვევაში იღებს ხელისუფლება პასუხისმგებლობას?

გთხოვთ, "გაიტანოთ" ნაგავი და "ნაგავნარევი" მიდგომები და დამოკიდებულებები ჩემი ქალაქიდან!

უბრალოდ, ეს არ არის ცივილური მიდგომები და ქვეყანა წინ ვერ მიდის. ამასობაში კი თბილისის ქუჩები ძაღლის ფუნით ყარს.


ნინო ცხვარაშვილი. ჟურნალისტი

ძაღლსი პატრონი
29 სექტემბერი 2016 13:33
მე თნახმა ვარ მოეწყოს, ვიმეორებ მოეწყოს, რადგან მარტო გამოყოფა არ უშველის, სპეციალური ადგილები ძაღლებისთვის, სადაც გავიყვან დ ავასეირნებ ჩემ ოთხფეხა მეგობარს და ამის მერე მე თუ რაიმე სახის დავარღვევ ქალაქის სისუფთავეს, დამაჯარიმონ ბატონო, ჯარიმების შემოღება მარტივია. საქმე აკეთონ და დამიჯერეთ არც მე და არც უმრავლესობა ცხოველის პატრონი არ დავუშვებთ იმას რომ ჩვენმა მეგობარმა ქალაქი დააბინძუროს
istambuli.
17 სექტემბერი 2016 14:09
მე ამ ქალაქში დიდი ხანია ვარ და არ მინახავს ქუჩაში ძაღლის ფუნა. პატრონს პარკი ააქვს და იმწუთში იღებენ და ნაგვის ურნაში აგდებენ.
ქალაქები სისუფთავით ბრწყინავს. კურორტებზე ხომ ენით აუწერელი სისუფთავეა. ამიტომ არის რომ თურქეთი მსოფლიოში სისუფთავით პირველ ადგილზეა. გაწკრიალებულია სოფლის გზები. პატარა ქალაქები კი სარკესავით კრიალებს. ესპანეთში ნამყოფი ქართველი მელაპარაკა რომ ესპანეთი სიბინძურეში არისო. მარაზიებში მომსახურებით ხომ აღფრთოვანებული დრჩ.ა . ასეთი მომსახუება ესპანეთს არა აქვსო. აი ეს აის ერდოგანის ქვეყანა სადაც ყველგან წესრიგი და სისუფთავეა
სხვა სიახლეები
ქართველ კაცს ეშინია სექსუალური ცოლის. ლამაზი და სექსუალური, მაგრამ ერთგული ქალი მათთვის თანხვედრაში ვერ მოდის. ცოლმა, რომ მრავალფეროვანი პოზები შესთავაზოს, შეიძლება კაცმა ხმამაღლა არაფერი თქვას, მაგრამ მის გონებაში ქალის მიმართ ეჭვი ჩნდება.
ყოველთვის ეშინიათ რეალური გრძნობების გამომჟღავნების.
დაწვრილებით...
ფრთხილად ვახელ თვალებს და მისაღები ოთახის შეთვალიერებას ვცდილობ. ჩემი საძინებლიდან კარგად ჩანს მისაღები ოთახი, სადაც ღამით, ჩემს მშობლებს ზღაპრული ნაძვის ხე მოურთავთ. 6-7 წლის ვარ და გული სიხარულით მევსება. ლოგინიდან ვხტები და ყვირილს ვიწყებ: "ზეიმი იწყება".
დაწვრილებით...
ევროპამ, სანამ ვიზალიბერალიზაციას მოგვცემს, "შეჩერების მექანიზმი" მიიღო და ჩვენ ვზეიმობთ, თან ვზეიმობთ ისე, რომ არც კი ვიცით რას ნიშნავს ეს. ისიც არ ვიცით ჯერ საბოლოოდ მივიღებთ თუ არა ვიზალიბერალიზაციას, მაგრამ უნდა ვიზეიმოთ. მთავრობა დუმს.
დაწვრილებით...
2011 წლის 19 დეკემბერი იდგა. მე და ჩემი რამდენიმე ნაცნობ-მეგობარი შევიკრიბეთ. მაშინ აღმოსავლეთ ინგლისში ვცხოვრობდი. წრიულად დავანთეთ სანთლები და შუაში ჩავწერეთ - "ჰაველი". წინა დღეს 18 დეკემბერს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების შესახებ შევიტყვეთ. ვიდექით ჩუმად, თავდახრილები.
დაწვრილებით...
ერთი შუახნის ქალბატონი სიონის საკათედრო ტაძარში შემოვიდა. სწრაფი ნაბიჯით მივიდა ღვთისმშობლის ხატთან და ერთდროულად, დაახლოებით 20 სანთელი დაანთო.
დაწვრილებით...
ჩემი კორეელი მეგობარი მეკითხება, თუ რატომ მაქვს სოციალურ ქსელში მხოლოდ ერთი "ექაუნთი", რომელსაც "ფეისბუკი" ჰქვია? ვპასუხობ, რომ ჩემთვის ეს აბსოლუტურად საკმარისია, სხვა ქსელებისთვის დროც არ მეყოფოდა. ის, მსუბუქად მსაყვედურობს, რომ "პოსტებსაც" იშვიათად ვცვლი, "სელფებს" არ ვიღებ და ამატებს: "საერთოდ რეალური ხარ?"
დაწვრილებით...
ერთ-ერთ კომპანიაში CV მივიტანე. რამდენიმე წუთი, კომპანიის მენეჯერს, მისი ქცევებისა და სიტყვების გამო, გაოგნებული ვუყურებდი. მერე მალოდინა. თურმე, ყავის დრო ჰქონდა. და ბოლოს, როგორც იქნა დამელაპარაკა. ოფის-ასისტენტი სჭირდებოდა (მან ესე მითხრა). დამიდო ფურცელი რა უნდა გამეკეთებიანა.
დაწვრილებით...
არ მსურს ვცხოვრობდე ქვეყანაში, რომლის მმართველებიც განუდგნენ საკუთარ ისტორიას. ითხოვენ განსაკუთრებულსა და საბოლოოდ, ბანალურსა და იაფფასიანს ირჩევენ. სადაც აზრის, ქმედების და თავისუფლების ეშინიათ. სწორედ ეს განწყობა მეუფლება, როდესაც ქართულ პოლიტიკურ პროცესებს ვაკვირდები.
დაწვრილებით...
რატომ ვიტანჯებით მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით?!

აგრესიული და უკულტურო მძღოლები, არა მხოლოდ უხეშად გვპასუხობენ, არამედ მგზავრების სიცოცხლესაც საფრთხეში აგდებენ და როგორც ნივთებს, ისე გვექცევიან.
დაწვრილებით...
"პოლიტიკოსები, რომლებსაც ამოუწურავი ძალაუფლება გააჩნიათ, ბავშვებივით არიან. მე, მათ ვირუსებად აღვიქვამ. ისინი, ვირუსებივით ანადგურებენ ყველაფერს და ვიდრე ყველაფერს არ შეჭამენ, არ მოისვენებენ", - ამბობდა მუსიკოსი რიჩარდ ბონა
დაწვრილებით...
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები