ვიზიდავთ თუ ვაფრთხობთ ტურისტებს?!
ვიზიდავთ თუ ვაფრთხობთ ტურისტებს?!
წლების შემდეგ პირველად ვნახე ბათუმი. მიყვარს მისი არქიტექტურა და ის, რომ ბათუმი გაცილებით სუფთა ქალაქი აღმოჩნდა ვიდრე თბილისი, მაგრამ სანაპიროზე ამას ვერ ვიტყვი. სანაპირო ზოლის ზოგიერთ ადგილას წარმოუდგენელია ზღვაში შესვლა, იმდენად ბინძურია. საღამოს საათებშიც კი ჭირს ზღვასთან გასეირნება, რადგან ფეკალიების სუნი დგას.

რამდენჯერმე გადავეყარე ფაქტს, როცა ტურისტი მორიდებულად უხსნის ვიღაცას: "მაპატიეთ, თქვენ შეგეშალათ, მე ასე არ მინდოდა" და პერსონალს არ ჰქონდა იმის კულტურა, რომ ბოდიში მოეხა
You must have Flash Player installed in order to see this player.
და, გაეღიმა და სიტუაციის გამოსწორებას დაპირებოდა...

ტურისტების არასწორი მომსახურების ფაქტებს დედაქალაქშიც ხშირად შეხვდებით. ამიტომ დღეს დამფრთხალ ტურისტებზე უნდა მოგიყვეთ.

უცხოელმა ვიზიტორებმა მითხრეს, რომ დღეში საშუალოდ 340 დოლარამდე ხარჯავენ ზღვისპირეთში, რაც ევროპულ კურორტებთან შედარებით გაცილებით ძვირია. აქედან გამომდინარე, ხშირად გეგმები ეცვლებათ და მხოლოდ, რამდენიმე დღე რჩებიან საქართველოში. მე, ფასებზე ლაპარაკს არ ვაპირებ, ეს სახელმწიფოს პრეპოგატივაა, რა როგორ უღირს, მაგრამ ვსვამ კითხვას, ვაკმაყოფილებთ თუ არა დაინტერესებული ტურისტების მოთხოვნებს?

პირველ რიგში ეს უნდა იყოს უსაფრთხოება და ასევე, ფასების შესაბამისი მომსახურება. არაერთხელ საშინელ ფაქტს გადავეყარე სალაროსთან, როგორ ყვირილითა და უზრდელი მიმართვებით ემსახურებიან უცხოელებს. ერთ-ერთ სიტუაციაში შევეცადე ჩავრეოდი და გადამეთარგმნა, გამეღიმა და სიტუაცია განმემუხტა. სხვა სიტუაციაში მენეჯერი მოვითხოვე, რომ მეთქვა თქვენი პერსონალი ცდება ასეთი უხეში მომსახურების გამო-თქო. არაფერი გამომივიდა, რადგან როგორც მენეჯმენტი, ასევე მენეჯერებიც არ არსებობენ საქართველოში.

ამასწინათ, თბილისის ქუჩებში
ორმა ტურისტმა გამაჩერა და ათასჯერ ბოდიშის მოხდით მითხრა, თუ გესმით ჩვენი, გვითხარით სად არის ვაგზალი, ბილეთების ყიდვა გვინდა და ზოგი სად გვაგზავნის, ზოგი კი - გვიყვირისო. ტაქსები კი უზარმაზარ ფულს გვართმევენ აქეთ-იქით სიარულშიო. პირდაპირ დანიშნულ ადგილზე მოვიყვანე, მაგრამ რად გინდა, ისეთი საშინელი ვალდებულებითა და გონორით ელაპარაკებოდა მძღოლი, რომ ტურისტებმა გაქცევა გადაწყვიტეს. მძღოლს ვთხოვე, უხეშად აღიქვამენ ასეთ ურთიერთობებს და იქნებ, ტონი შეარბილოთ-მეთქი. იცით რა მითხრა? - მე ფული გადამიხადონ და სულ ფეხზე მკიდია რას იფიქრებენ ჩემზეო.

დედაქალაქის ეკლესიებშიც კი ასეთი დამოკიდებულებაა. არაერთხელ შევსწრებივარ, რომ "შორტიან" მამაკაცებსა და ქალებს არ უშვებენ ეკლესიაში. მესმის, რომ ჩვენთვის ტაძარი გაცილებით მეტია, ვიდრე ისტორიული ძეგლი და ასეთი შიშველი არ უნდა შეხვიდე, მაგრამ ეს ხომ არ იცის ტურისტმა?! ხომ შეიძლება კულტურულად ავუხსნათ. ერთ-ერთ ტაძარში მესანთლე ბოლო ხმაზე ქართულად უყვიროდა: "გადით, გადიით ეხლავე გარეთ". ტურისტები ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა. გაოგნებულები იყურებოდნენ.

ღმერთმანი, 10 ლარი ღირს ინგლისურად ერთი გვერდის თარგმნა. ხომ შეიძლება ინფორმაცია გამოაკრა ყველა ეკლესიის კართან და ის უცხოელი პატივს გცემს და გაითვალისწინებს ყველაფერს.

ისტორიულ ადგილებთან მისასვლელი გზები არ არის გაკეთებული და არც ვცდილობთ, რომ მოვაწესრიგოთ. უცხოელებს არ უყვართ იმ ადგილებზე სიარული, სადაც საცალფეხო გზა მაინც არ არის მოწესრიგებული და სრული ინფორმაცია არ ხვდებათ, თუ რატომ არის ეს ადგილი საინტერესო.

მხოლოდ იმის ძახილი, რომ ჩვენ ლამაზი ბუნება გვაქვს და ამისთვის ვიღაცა გიჟდება, სასაცილოა. ქართველებს მეგობრულად გეტყოდით, დედამიწის ნებისმიერ კუთხეში არის განსხვავებული, ლამაზი ბუნება, დამახასიათებელი ცხოვრების წესი და ადგილის შესაბამისი, მცირე ისტორია მაინც. 21-ე საუკუნეში ქვეყანა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს შესაბამის მომსახურებას და უსაფრთხოებას უბრალოდ არ ვეწვევი, ფულს ტყუილად არ დავხარჯავ და ეგ არის.

იგივე სიტუაციაა მთიან რაიონებშიც. მაგალითად ბახმაროში, სადაც ერთი თვე დასვენება, როგორც მითხრეს, 2 ათას დოლარამდე ღირს, ტურისტი ვერ აგებინებს მასპინძელს რა უნდა. როცა ასეთი ძვირი ღირს საქართველოს კურორტები, ხომ შეიძლება რაღაც თანხა გაიმეტო, ძირითადი ინფორმაცია გადათარგმნო და კართან დაკიდო.

შეიძლება ენის ბარიერია, მესმის, მაგრამ ხომ არსებობს ადამიანური ქცევის წესები, გაღიმება, ბოდიში მოხდა, ბოლობოლო თბილად შეხვედრა ადამიანთან. როგორ შეიძლება აქცენტი მხოლოდ თანხაზე გქონდეს. ან ვერ ხვდებოდე, რომ ის შემოსავალი, სწორედ ასეთი ქცევის საფუძველზე მოდის და არა უხეშობით?

მაგალითები ძალიან ბევრია. ვიღაცისთვის წვრილმანი საკითხია, ჩემთვის კი ძალიან მტკივნეული, რადგან არ მინდა აქედან გასულმა ტურისტმა თქვას, რომ უბრალოდ უკულტურო ერი ვართ. ვფიქრობ, ტურიზმის დეპარტამენტი ამ მიმართულებითაც აქტიურად უნდა მუშაობდეს.

ისტერიულად ვითვლით ყოველ წელს 10 ტურისტით მეტი შემოვიდა თუ ნაკლები ჩვენს ქვეყანაში. წელსაც ჩატარდა ამგვარი ანგარიში და აღმოჩნდა, რომ წელს იანვრიდან დღემდე საქართველოს 900 ათასამდე ვიზიტორი ეწვია. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, გვინდა თუ არა ეს პროცესი მზარდი იყოს? გვსურს თუ არა, ერთხელ შემოსული ტურისტი ისევ დავაინტერესოთ, რომ ისევ უღირდეს აქ ჩამოსვლა და ფულის ხარჯვა?

მაპატიეთ, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ოდესმე პატრონი, რომ ჰყოლოდა ბოლო 25 წლის განმავლობაში, ტურიზმი ერთობ მარტივად გახდებოდა ჩვენი ქვეყნის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო. მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენ მხოლოდ ერთჯერადი მომსახურებით ვკმაყოფილდებით და ეს ინერცია, რომ რაღაცის გამო იზრდება ან მცირდება ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში დღესაც გრძელდება.

ვიცით მხოლოდ ერთი - თუ ბევრ ტურისტს დავინახავთ, ვამბობთ, რომ კარგია ბევრი ფული შემოვა, თუმცა, არავინ დარდობს, როგორ ვემსახურებით მათ. გამოდის, რომ ჩვენ ერთჯერად ურთიერთობებზე ვმუშაობთ, რაც განვითარებისა და ცივილურ ქვეყანათა სიაში ჩაწერის, კიდევ ერთ შანსს გვაკარგვინებს.

ნინო ცხვარაშვილი
ჟურნალისტი

მკითხველის კომენტარი (48)
koba
28 სექტემბერი 2016 22:22
არავინ არ არის ვალდებული,რომ ინგლისური წარწერები გააკრან. და კიდევ წინასწარ უნდა მოიძიონ ინპორმაცია,როგორ მოიქცნენ იმ ქვეყნის ეკლესიაში და ასე შემდეგ. მომინდომა ახლა ყველაპერზე ინგლისური წარწერები.აქ ხალხს ტურისტები კი არა,ინდუსტრიის განვიტარება ჭირდება რომ დასაქმდეს.25 წელია გაჭირვებაშია ხალხი,დაკარგა ზრდილობა. აგერ გერმანიაში თავზე გადასდით და ყველაპერი აქვთ, მაგრამ ისეთი უხეშები არიან საქართველოს ვერც შეადარებ.
უყურე-ამას
07 აგვისტო 2016 22:51
ნინო ცხვარაშვილო - რა ვქნათ ახლა ქართველობა დავკარგოდ და გადავგვარდეთ?

ვართ ერთი პატარა, შავი და ბანჯგვლიანი ხალხი - ტურისტი რომ ჩამოდიან და პირში რომ ავ გვეუბნებია რომ "დიკარის"-ო - ესეც პროგრესია თუ მკითხავ. ახსოვს რავა გადაგვარებული და გმერთო იო ქვეყანა საბჟოეთის დროს?

ხოდა შეგვეშვი ახლა.

ალზო
07 აგვისტო 2016 18:33
შენიშვნა უნდა მივიღოთ.ესეც კულტურის ელემენტია!
vidoki-ს
07 აგვისტო 2016 11:55
"ეს დედალი შეროზია გვაკლდა ჭკუის დამრიგებლად."

ხო აბა? დამრიგებელი რად გინდათ შენ და შენნაირებს,ინგლისის დედოფლის აღზრდილები ხართ და თავი გისკდებათ ცოდნა-კოლტურისაგან. :))))
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები