"მაპატიეთ, თქვენ ის ხომ არ ხართ ჯერ კენჭს, რომ იყრის და მერე - მახათს"?
"მაპატიეთ, თქვენ ის ხომ არ ხართ ჯერ კენჭს, რომ იყრის და მერე - მახათს"?
15-08-2016
მოდით შევთანხმდეთ, წელს საპარლამენტო არჩევნებზე გადაწყვეტილების მიღება ძალიან ადვილია. რა რაოდენობის შემოთავაზებული თანხაც მოგეწონებათ, იმ პოლიტიკურ პარტიაზე უნდა შეაჩეროთ ყურადღება. სულ ეს არის.

აბა,  ყურადღებით, წამზომი ჩაირთო:
1) თვიური პენსია 200 ლარი. 2) თვიური პენსია 250 ლარი. 3) თვიური პენსია 300 ლარი უკვე ა.წ. ოქტომბრის ბოლოდან.

თქვენც 300 ლარზე შეგრჩათ თვალი? რა თქმა უნდა, ეს თანხა მეც ძალიან მომწონს. ჰოდა, ამ პარტიას მივცემ ხმას.

რას კითხულობთ რომელი პარტია გთავაზობთ ასეთ ნათელ მომავალს? ხომ იცით, რომ ისედაც არ იქნება. მარტო ეს კი არა, ხალხო, არაფერი არ იქნება ამ ქვეყანაში. ჰოდა, პირდაპირ მიეცით ხმა. თვითონ მაინც ხომ გაიხარებენ. ეს კი, რამხელა სიკეთეა. ამ მართლმადიდებლურ ქვეყანაში წარმომიდგენია, რამდენ ქრისტიანს სწყურია სიკეთის ქმნა.

თან ხომ იცით, კარგი ცხოვრებისა და ფულის გულისთვის პარლამენტში მოხვედრის მსურველთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. იქნებ, ერთ დღესაც თქვენც აღმოჩნდეთ ამ მსურველებში, მერე...

დაპირებები კი, ეს უბრალოდ წინასაარჩევნო "კულტურაა". ყურადღებას ძალიან ნუ მიაქცევთ. რაც მეტ თანხას დაასახელებ, შენი პარტიის სახელს უფრო გარკვევით ჩაიწერს ხალხი გულში და თანაც არჩევნებამდე, პატარ-პატარა, წუთიერი, სასიამოვნო განცდები არ მოგვაკლდება.
ასე, რომ დიდი მადლობა პოლიტიკურ პარტიებს ჩვენზე ზრუნვისთვის.

ერთი-ერთი ე.წ ექსპერტი დაობდა, როგორ უნდა ენდო ამ დაპირებას, ვინაიდან დაუსაბუთებელიაო. არ გაგიჟდები ადამიანი?! მანამდე ხომ რას ამბობთ, ყველა არჩევნებზე დაპირებები დასაბუთებული იყო და არჩევნების შემდეგ ისინი ლიწინ-ლიწინით სრულდებოდა რა. თანაც რაღა 300 ლარიან პენსიაზე გაახსენდა ეს პასუხი. 200 ლარიანი პენსია, ლარის გაუფასურების, ეკონომიკური ვარდნის და სრული ქაოსის ფონზე ხომ შესაძლებელია? ჰოდა, გვაცადეთ რა ე.წ ექსპერტო, ცოტა გავიხაროთ 300-ლარიანი საპენსიო დაპირებით.

წელს უთუოდ იქნება თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები. ელექტორატს არანაირი შეკითხვა და მით უფრო მოთხოვნა აღარ აქვს. პოლიტიკურ პარტიებს კი, არაფერი არა აქვთ! ჰო, არაფერი. არც გამოცდილება, არც შესაძლებლობა, არც ფული, არც პასუხისმგებლობები, არც სინდისი. რაღა გვაქვს საკამათო, ვისაც რა უნდა იმას აკეთებს. და აჰა, დამყარდა ნანატრი დემოკრატია.

მე, როგორც არჩევნების მეხოტბეს, მხოლოდ ერთი, ძალიან მორიდებული შენიშვნა მექნებოდა. მე, რომ პოლიტიკური პირი ვყოფილიყავი თამამად ვიტყოდი, პენსია თვეში 1000 ლარი! მინიმუმი ხელფასი 2000 ლარი და ასე შემდეგ... ოღონდ ცოტა რიხიანდ თქვით, თქვენგან რა მიდის. თუ ოცნებაა ოცნება იყოს! თუ მეოცნებეები ოცნებებშიც "ჟოჟკავთ?".

მტრები ხომ არ აკლდება ამ ქვეყანას რა. აი კიდევ ერთი ე.წ. ექსპერტი გამოხტა და განაცხადა. რეიტინგებში "ნაციონალებს" "ქართული ოცნება" სულ რამდენიმე პუნქტით უსწრებსო. სასწრაფოდ უნდა გამოიყენოს "ოცნებამ" ეს შანსი და შეაშინოს ხალხი, თუ არ მივა არჩევნებზე, მაშინ "ნაციონალები" დაბრუნდებიანო.

ეს იმას ჰგავს, ბავშვი, რომ აღარ ჭამს... და უცებ, ვიღაც ეუბნება პირი გააღე, თორემ "ბუა" მოვაო. ხალხიც პირს გააღებს და კიდევ 4 წლის "სიმართლეს" გემრიელად ჩაყლაპავს. არადა, თქვენ რა იცით ამ ორ "ზეაღმატებულ", "კონკურენტულ" პოლიტიკურ ძალას რამდენი აღტაცებული მიმდევარი ჰყავს.

You must have Flash Player installed in order to see this player.
ჩემს კახელ მეზობელს ერთისთვის უკითხავს: თქვენ ვინღა ხართო? იმას უპასუხია, პოლიტიკოსი ვარ, თქვენს რაიონში კენჭი უნდა ვიყაროო. ა, მგონი,  ვიცი რას ნიშნავს ეს - გულწრფელად უთქვამს მეზობელს, - თქვენ იმ ჯგუფიდან ხართ ჯერ კენჭს, რომ იყრიან და მერე მახათსო...

წელს ხალხზე მზრუნველთა რაოდენობამ ერთი ორად იმატა. როგორ, ეს არ არის დასაფასებელი? 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 56 პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას. მრცხვენია, რომ ვამბობ, მაგრამ პირველად დავიბენი. ის პირველი ორი გასაგებია, მაგრამ დანარჩენი 54 ვინღაა?-  გავიფიქრე. მაგრამ მივხვდი, მთავარი ეს კი არ არის, მთავარია გონივრული გადაწყვეტილება!

რომ დავფიქრდი, გადავწყვიტე 33-ეს მივცემ ხმას. ორი სამიანი შესაძლოა იღბლიანი აღმოჩნდეს. ან... 55-ეს იგივე მიზეზით. რა ვიცი, დავფიქრდები, მაგრამ არჩევნებზე აუცილებლად წავალ. ჩაფიქრებული მაქვს და იქნებ, ამიხდეს.

ნინო ცხვარაშვილი
ჟურნალისტი



Ia
18 აგვისტო 2016 13:56
ნაცხროვა და ქოცხროვა -ო ეს რომ ვერ გაურჩევია ვინმეს ერთმანეთისგან .სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
nugzari
18 აგვისტო 2016 02:11
ის კაცი ხადური მეგონა მაღლა როა დ
სხვა სიახლეები
ქართველ კაცს ეშინია სექსუალური ცოლის. ლამაზი და სექსუალური, მაგრამ ერთგული ქალი მათთვის თანხვედრაში ვერ მოდის. ცოლმა, რომ მრავალფეროვანი პოზები შესთავაზოს, შეიძლება კაცმა ხმამაღლა არაფერი თქვას, მაგრამ მის გონებაში ქალის მიმართ ეჭვი ჩნდება.
ყოველთვის ეშინიათ რეალური გრძნობების გამომჟღავნების.
დაწვრილებით...
ფრთხილად ვახელ თვალებს და მისაღები ოთახის შეთვალიერებას ვცდილობ. ჩემი საძინებლიდან კარგად ჩანს მისაღები ოთახი, სადაც ღამით, ჩემს მშობლებს ზღაპრული ნაძვის ხე მოურთავთ. 6-7 წლის ვარ და გული სიხარულით მევსება. ლოგინიდან ვხტები და ყვირილს ვიწყებ: "ზეიმი იწყება".
დაწვრილებით...
ევროპამ, სანამ ვიზალიბერალიზაციას მოგვცემს, "შეჩერების მექანიზმი" მიიღო და ჩვენ ვზეიმობთ, თან ვზეიმობთ ისე, რომ არც კი ვიცით რას ნიშნავს ეს. ისიც არ ვიცით ჯერ საბოლოოდ მივიღებთ თუ არა ვიზალიბერალიზაციას, მაგრამ უნდა ვიზეიმოთ. მთავრობა დუმს.
დაწვრილებით...
2011 წლის 19 დეკემბერი იდგა. მე და ჩემი რამდენიმე ნაცნობ-მეგობარი შევიკრიბეთ. მაშინ აღმოსავლეთ ინგლისში ვცხოვრობდი. წრიულად დავანთეთ სანთლები და შუაში ჩავწერეთ - "ჰაველი". წინა დღეს 18 დეკემბერს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების შესახებ შევიტყვეთ. ვიდექით ჩუმად, თავდახრილები.
დაწვრილებით...
ერთი შუახნის ქალბატონი სიონის საკათედრო ტაძარში შემოვიდა. სწრაფი ნაბიჯით მივიდა ღვთისმშობლის ხატთან და ერთდროულად, დაახლოებით 20 სანთელი დაანთო.
დაწვრილებით...
ჩემი კორეელი მეგობარი მეკითხება, თუ რატომ მაქვს სოციალურ ქსელში მხოლოდ ერთი "ექაუნთი", რომელსაც "ფეისბუკი" ჰქვია? ვპასუხობ, რომ ჩემთვის ეს აბსოლუტურად საკმარისია, სხვა ქსელებისთვის დროც არ მეყოფოდა. ის, მსუბუქად მსაყვედურობს, რომ "პოსტებსაც" იშვიათად ვცვლი, "სელფებს" არ ვიღებ და ამატებს: "საერთოდ რეალური ხარ?"
დაწვრილებით...
ერთ-ერთ კომპანიაში CV მივიტანე. რამდენიმე წუთი, კომპანიის მენეჯერს, მისი ქცევებისა და სიტყვების გამო, გაოგნებული ვუყურებდი. მერე მალოდინა. თურმე, ყავის დრო ჰქონდა. და ბოლოს, როგორც იქნა დამელაპარაკა. ოფის-ასისტენტი სჭირდებოდა (მან ესე მითხრა). დამიდო ფურცელი რა უნდა გამეკეთებიანა.
დაწვრილებით...
არ მსურს ვცხოვრობდე ქვეყანაში, რომლის მმართველებიც განუდგნენ საკუთარ ისტორიას. ითხოვენ განსაკუთრებულსა და საბოლოოდ, ბანალურსა და იაფფასიანს ირჩევენ. სადაც აზრის, ქმედების და თავისუფლების ეშინიათ. სწორედ ეს განწყობა მეუფლება, როდესაც ქართულ პოლიტიკურ პროცესებს ვაკვირდები.
დაწვრილებით...
რატომ ვიტანჯებით მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით?!

აგრესიული და უკულტურო მძღოლები, არა მხოლოდ უხეშად გვპასუხობენ, არამედ მგზავრების სიცოცხლესაც საფრთხეში აგდებენ და როგორც ნივთებს, ისე გვექცევიან.
დაწვრილებით...
"პოლიტიკოსები, რომლებსაც ამოუწურავი ძალაუფლება გააჩნიათ, ბავშვებივით არიან. მე, მათ ვირუსებად აღვიქვამ. ისინი, ვირუსებივით ანადგურებენ ყველაფერს და ვიდრე ყველაფერს არ შეჭამენ, არ მოისვენებენ", - ამბობდა მუსიკოსი რიჩარდ ბონა
დაწვრილებით...
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები