ნუ გვაშინებთ "ნაციონალების" დაბრუნებით!
ნუ გვაშინებთ "ნაციონალების" დაბრუნებით!
16-09-2016
არჩევნები, როცა ამომრჩეველი გაცილებით მაღლა დგას, პოლიტიკოსებზე

გულწრფელად ვუხდი მადლობას ბიძინა ივანიშვილს. მისი ხელისუფლებაში მოსვლით, ხალხმა, ისიც კი ისწავლა, რომ ხმის მიცემა "ფულიანი ბიძისთვის", იმ იმედით, რომ ის მთელი ცხოვრება, შენს ოჯახს გამოკვებავს, აბსურდია. საერთოდ, ხალხმა ბევრი რამ ისწავლა. ამის დაჯერება, არ უნდათ პოლიტიკოსებს და რას არ აბრალებენ ამომრჩეველს.

ვიღაცას ხალხის მსოფლმხედველობა არ მოსწონს, ვიღაცას ანალიზის უნარი. მავანის აზრით კი, ხალხს მეტი დაპირებები უნდოდა და ამიტომ არის ნიჰილიზმში... აღარ გვინდა არანაირი დაპირება, შეგიძლიათ დაიჯეროთ?! მით უფრო მისტიკური. ამიტომ დუმს ამომრჩეველი. შეგნებულად კი არა, უბრალოდ გაოგნებულია.

ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი ხედავს, რომ ხელისუფლებასა და ხალხს შორის უდიდესი უფსკრულია. ვერ ვიტყოდი, რომ პოლიტიკოსები ამას ვერ ხედავენ. პირიქით, ისინი ხალხს ბოლოჯერ და შეგნებულად წირავენ.

მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გვიწუნებენ. არადა, თუ გენდნენ და საუბარი გააბეს შენთან მოქალაქეებმა, გეუბნებიან, რომ ეს არის არჩევნები, როცა ხალხს არჩევნები სწყურია და ასარჩევ სუბიექტს ვერ ხედავს.

ეს არის არჩევნები ელექტორატის გარეშე ან ხელისუფლებას სურს ასე, ჩატარდეს არჩევნები ამომრჩევლის გარეშე, რომ "ნაციონალებმა" და "ოცნებამ" კიდევ ერთხელ, გაინაღდონ ძალაუფლება. სწორედ, ხალხის ნაწილის თქმით, სასაცილოა საუბარი პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოზე, როცა პოლიტიკური კრიზისი სახეზეა და დღევანდელი გარემო, აბსოლუტურად პარალიზებულია.
ელექტორატის "გულის ასაჩუყებლად" დესტაბილიზაციაზე, აქტიურად დაიწყო საუბარი. იქნებ, როგორმე გამოვარდეს ხალხი და დაიცვას ხელისუფლება. ამავე დროს, ამ ყველაფერს ისეთი ელფერი დაჰკრავს, რომ ყველა ხმის ამომღებს, ქაოსში ჩაითრევენ და რუსეთომანობას დააბრალებენ.

ამ ფანდებს მოსახლეობა აღარ "ჭამს". არც ხმის ამოღებას აპირებს. ამომრჩევლების, დაახლოებით 60 პროცენტი, რომელიც ხელისუფლებას პრობლემად გადაექცა, მშვენივრად გრძნობს, რომ მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი, ხელისუფლებას ეკისრება.

რა სავალალოა, რომ ხელისუფლება ვერ გაიზარდა. რომ, გასული 4 წელია, როგორც ოპოზიცია ისე ესაუბრებოდა, საკუთარ ხალხსაც კი.
რადგან, თქვენ ხალხს არ ეკონტაქტებით, მე გეტყვით მათ განწყობას (ნაწილისას, რა თქმა უნდა). ნუ გვაშინებთ "ნაციონალების" დაბრუნებით, რადგან ერთი ჭკვიანი ადამიანის ნათქვამისა არ იყოს, "ქართული ოცნებაც" და "ნაციონალებიც" ხალხის წინაშე თუ გრძნობენ თავს, "ცოტა" უხერხულად, თორემ ერთმანეთთან მეგობრულად და კომფორტულად არიანო.

როგორ გინდა ენა მოგიბრუნდეს და თქვა, ხალხი ბრძენი არ არისო. აშკარაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ბევრი რამ, ნაციონალებისგან შეითვისა და არც, არასოდეს ყოფილა "ნაციონალების" რეალური ოპონენტი. აქედან გამომდინარე, ერთი მოვა უმრავლესობით, თუ მეორე, დესპოტიზმი გაიმარჯვებს თუ უნიათობა, ეს იქნება მანიშნებელი იმისა, რომ ძალადობა, განუკითხაობა, უწესრიგობა და უცოდინრობა გამართლდება. რადგან ერთსაც და მეორესაც ეს ყველაფერი, უკვე შერჩათ.

ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ხალხს ვერ გამოიყვანთ ქუჩაში და ვერც დააშინებთ დესტაბილიზაციით. პოლიტიკოსების უაზრო ხრიკები კი, ხალხისთვის კარგა ხანია გაცვდა. დღეს, განსაკუთრებული არაფერი ხდება. სავალალოა, რომ მომდევნო 4 წელიც, ქვეყანა ინერციით სვლას გააგრძელებს.

დღეს, სწორედ მოსახლეობა ითხოვს გონივრულ, ქვეყანაზე მორგებულ, სისტემურ ცვლილებებს. არადა, ძველი, პოლიტიკური ნიადაგი, გამოფიტულია.

ეს არის არჩევნები, როცა ამომრჩეველი გაცილებით მაღლა დგას, პოლიტიკოსებზე. ეს არის არჩევნები, როცა პოლიტიკოსები არჩევნების ჩატარებას ელექტორატის გარეშე გეგმავენ.

მაგრამ, ზუსტად ვიცი, ამ მდუმარე პროტესტის ფონზე, ყოველგვარი ხმაურისა და ძალადობის გარეშე, დიდ სიურპრიზს უმზადებს საზოგადოება პოლიტიკოსებს.


guro
19 სექტემბერი 2016 10:24
მეც ეს გრძნობა მაქვს და კარგა ხანია პროტესტის შეგრძნება გამოჩნდა, მაგრამ რად გინდა, ამათ ხელში არაფერი გამოდის. ხალხი ალთას არის, მთავრობა ბალთას(: რა უნდათ თვითონაც არ იციან
goga
17 სექტემბერი 2016 12:57
წინასწარ ვიცი რაც იქნება! ამას თუ ცოტა აზროვნებს ადამიანი და ცოტა ტვინი თუ გაანძრია ყველა მიხვდება: ისევ ნაცები და ოცნება გაიმარჯვებს და ოთხი წელი ისევ ამათ კამათს და შუღლს უნდა ვუსმინოთ! აი ეს არის სიმართლე სხვას ნურაფერს ნუ დაელოდებით ახალს! ჩვენ არაფერი არ გვეშველება, ჩვენ სულ ესე ვიქნებით!!!!
სხვა სიახლეები
ქართველ კაცს ეშინია სექსუალური ცოლის. ლამაზი და სექსუალური, მაგრამ ერთგული ქალი მათთვის თანხვედრაში ვერ მოდის. ცოლმა, რომ მრავალფეროვანი პოზები შესთავაზოს, შეიძლება კაცმა ხმამაღლა არაფერი თქვას, მაგრამ მის გონებაში ქალის მიმართ ეჭვი ჩნდება.
ყოველთვის ეშინიათ რეალური გრძნობების გამომჟღავნების.
დაწვრილებით...
ფრთხილად ვახელ თვალებს და მისაღები ოთახის შეთვალიერებას ვცდილობ. ჩემი საძინებლიდან კარგად ჩანს მისაღები ოთახი, სადაც ღამით, ჩემს მშობლებს ზღაპრული ნაძვის ხე მოურთავთ. 6-7 წლის ვარ და გული სიხარულით მევსება. ლოგინიდან ვხტები და ყვირილს ვიწყებ: "ზეიმი იწყება".
დაწვრილებით...
ევროპამ, სანამ ვიზალიბერალიზაციას მოგვცემს, "შეჩერების მექანიზმი" მიიღო და ჩვენ ვზეიმობთ, თან ვზეიმობთ ისე, რომ არც კი ვიცით რას ნიშნავს ეს. ისიც არ ვიცით ჯერ საბოლოოდ მივიღებთ თუ არა ვიზალიბერალიზაციას, მაგრამ უნდა ვიზეიმოთ. მთავრობა დუმს.
დაწვრილებით...
2011 წლის 19 დეკემბერი იდგა. მე და ჩემი რამდენიმე ნაცნობ-მეგობარი შევიკრიბეთ. მაშინ აღმოსავლეთ ინგლისში ვცხოვრობდი. წრიულად დავანთეთ სანთლები და შუაში ჩავწერეთ - "ჰაველი". წინა დღეს 18 დეკემბერს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების შესახებ შევიტყვეთ. ვიდექით ჩუმად, თავდახრილები.
დაწვრილებით...
ერთი შუახნის ქალბატონი სიონის საკათედრო ტაძარში შემოვიდა. სწრაფი ნაბიჯით მივიდა ღვთისმშობლის ხატთან და ერთდროულად, დაახლოებით 20 სანთელი დაანთო.
დაწვრილებით...
ჩემი კორეელი მეგობარი მეკითხება, თუ რატომ მაქვს სოციალურ ქსელში მხოლოდ ერთი "ექაუნთი", რომელსაც "ფეისბუკი" ჰქვია? ვპასუხობ, რომ ჩემთვის ეს აბსოლუტურად საკმარისია, სხვა ქსელებისთვის დროც არ მეყოფოდა. ის, მსუბუქად მსაყვედურობს, რომ "პოსტებსაც" იშვიათად ვცვლი, "სელფებს" არ ვიღებ და ამატებს: "საერთოდ რეალური ხარ?"
დაწვრილებით...
ერთ-ერთ კომპანიაში CV მივიტანე. რამდენიმე წუთი, კომპანიის მენეჯერს, მისი ქცევებისა და სიტყვების გამო, გაოგნებული ვუყურებდი. მერე მალოდინა. თურმე, ყავის დრო ჰქონდა. და ბოლოს, როგორც იქნა დამელაპარაკა. ოფის-ასისტენტი სჭირდებოდა (მან ესე მითხრა). დამიდო ფურცელი რა უნდა გამეკეთებიანა.
დაწვრილებით...
არ მსურს ვცხოვრობდე ქვეყანაში, რომლის მმართველებიც განუდგნენ საკუთარ ისტორიას. ითხოვენ განსაკუთრებულსა და საბოლოოდ, ბანალურსა და იაფფასიანს ირჩევენ. სადაც აზრის, ქმედების და თავისუფლების ეშინიათ. სწორედ ეს განწყობა მეუფლება, როდესაც ქართულ პოლიტიკურ პროცესებს ვაკვირდები.
დაწვრილებით...
რატომ ვიტანჯებით მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით?!

აგრესიული და უკულტურო მძღოლები, არა მხოლოდ უხეშად გვპასუხობენ, არამედ მგზავრების სიცოცხლესაც საფრთხეში აგდებენ და როგორც ნივთებს, ისე გვექცევიან.
დაწვრილებით...
"პოლიტიკოსები, რომლებსაც ამოუწურავი ძალაუფლება გააჩნიათ, ბავშვებივით არიან. მე, მათ ვირუსებად აღვიქვამ. ისინი, ვირუსებივით ანადგურებენ ყველაფერს და ვიდრე ყველაფერს არ შეჭამენ, არ მოისვენებენ", - ამბობდა მუსიკოსი რიჩარდ ბონა
დაწვრილებით...
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები