"მარშუტკიდან" ჩამოსვლა ძლივს მოასწრო, მძღოლმა მანქანა დაძრა... ჩემი მეგობრის დედა გარდაიცვალა"
"მარშუტკიდან" ჩამოსვლა ძლივს მოასწრო, მძღოლმა მანქანა დაძრა... ჩემი მეგობრის დედა გარდაიცვალა"
რატომ ვიტანჯებით მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით?!

ჩემი მეგობრის დედა გარდაიცვალა. სამარშრუტო ტაქსის კარში, ჩანთა ჩაჰყვა და მანქანამ რამდენიმე მეტრი ათრია. 60-ს მიღწეულმა ქალბატონმა, "მარშუტკიდან" ჩამოსვლა ძლივს მოასწრო, რომ მძღოლმა მანქანა დაძრა... სახსრები სულ დალეწილი ჰქონდა. მცირე დაზიანებად შეაფასეს ექიმებმა, მაგრამ საავადმყოფოდან გაწერიდან რამდენიმე დღეში, სახლში გარდაიცვალა.

ყველაზე მეტად შოკში ჩამაგდო იმ ფაქტმა, რომ მსგავსი შემთხვევები, არცთუ იშვიათი ყოფილა ჩვენს ქალაქში. ეს ინფორმაცია, საავადმყოფოში, ექიმებისგან გავიგე. ამასწინათ,
You must have Flash Player installed in order to see this player.
ახალგაზრ
და გოგოს, გრძელი კაბა მოჰყოლია კარში და ხალხს ყვირილი, რომ არ მოესწრო, რამდენიმე წამში გოგონა, მანქანის ბორბლებს ქვეშ აღმოჩნდებოდა.

ანუ ზემოთ მოყვანილი ამბავი, მხოლოდ უბედური შემთხვევა არ არის. აგრესიული და უკულტურო მძღოლები, არა მხოლოდ უხეშად გვპასუხობენ, არამედ მგზავრების სიცოცხლესაც საფრთხეში აგდებენ და როგორც ნივთებს, ისე გვექცევიან.

მგზავრები ვერ ვიცავთ თავს, რადგან კანონისა და სიმკაცრის არავის ეშინია და თუ, რამის თქმას გაბედავ, დარჩები გალანძღული. სულ ეს არის.

ამ ფაქტიდან, დიდი ხანი არ იყო გასული და ერთ-ერთ ე.წ მარშუტკაში, შევესწარი, როგორ უხეშად მიმართავდა მძღოლი, შუახნის ქალბატონს. ვიდრე გავაჩერებ, რატომ სწრაფად არ გადმოდიხარ კართან, შენ გელოდოო?! ქალი ხმას არ იღებდა. მძიმე ჩანთით აქეთ-იქით ეხეთქებოდა, ძლივს მიაღწია, კარამდე. მერე, ჩასვლა ძლივს მოასწრო, რომ ისეთი სისწრაფით დაძრა მძღოლმა მანქანა, კარი თავისით მიჯახუნდა. ჩემი მეგობრის უბედურება გამახსენდა.

ვერ მოვითმინე და შევეცადე, აბსოლუტურად მშვიდად, მძღოლისთვის მიმემართა: "მაპატიეთ, თქვენ გაწერილი გაქვთ რამდენ ხანში უნდა იყოთ დანიშნულების ადგილზე?! - შენღა მაკლდი რაა!? - შემომიღრინა. ბოდიში მოვუხადე და ავუხსენი, რომ პასუხი ინფორმაციისთვის მჭირდებოდა.

აგრესია ვერ შეიკავა და "შემიკურთხა", სიჩქარესაც მოუმატა. ერთი-ორ ადგილზე, ავარიული სიტუაციაც შექმნა და ასე შემდეგ... ვიდექი მე და ჩემსავით, ბევრი სხვა ბედს მინდობილი, მოლოდინით, როდის გააჩერებდა მანქანას, როდის დამშვიდდებოდა." მარშუტკიდან" ჩასვლისას, ვუთხარი, რომ აუცილებლად ვუჩივლებდი...

დარწმუნებული ვარ ასეთ ვითარებაში ყველა ის ადამიანი არაერთხელ აღმოჩენილა, ვისაც ამ ტრანსპორტით უწევს გადაადგილება ქალაქში. ასეთი მძღოლები, ხომ სანთლით საძებარნი არ არიან?!

მოკლედ, სანამ დანიშნულების ადგილამდე მიხვალ, აღარც ჯანმრთელობა გაქვს და აღარც ნერვები.

ეს ჩემი გულისტკივილი, მოკლედ ასე გამოითქმის: აბსოლუტურად შეურაცხმყოფელია ჩვენს ქალაქში ტრანსპორტით მგზავრობა.
თქვენ გგონიათ, მძღოლს რომ "დავემუქრე", არ ვეცადე გამერკვია, რა პასუხისმგებლობები ეკისრებათ ამა თუ იმ დარღვევის დროს? - ვეცადე, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ან, რას მეტყოდნენ ცხელ ხაზზე თუ მერიაში რა მნიშვნელობა აქვს? ხომ ფაქტია, ერთ მძღოლს მაინც, რომ დაკისრებოდა რაიმე სახის პასუხისმგებლობა, ეს მაგალითი იქნებოდა სხვებისთვის...

ყველაზე მეტად გულსატკენია ხალხის გაღიზიანებაზე საუბარი იმ პირებისგან, რომლებსაც ქვეყნის ბედი აბარიათ. ისინი, მოსახლეობას ბოღმისაგან გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. მათ შორის პრემიერ-მინისტრიც. მე მათ ვეკითხები: ხალხს, თუკი ჩვენი უფლების დასაცავად, ერთადერთი ბერკეტი გვაქვს და ეს "ბერკეტი" ჩხუბია, როგორღა გავთავისუფლდეთ?!

რომელ ქვეყნაში ცხოვრობენ მოქალაქეები ალალბედზე და საკუთარი ჩხუბის ამარა?! - გთხოვთ, იქნებ დაფიქრდეთ და გვიპასუხოთ.

მიუხედავად ასეთი ფაქტებისა, მე არ ვაპირებ მძღოლების აუგად მოხსენიებას და აქედან გამომდინარე, მთელი ერის დამცირებას, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე.

ამ შემთხვევაშიც  მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

ვიღაცას აქვს უფლება იყოს უზრდელი და კანონდამრღვევი, მაგრამ მე და ბევრ ჩვენს მოქალაქეს უნდა გვქონდეს უფლება დავიცვათ ჩვენი ღირსება, სიცოცხლე...

ჩვენო ხელისუფალნო, არცერთი სახელმწიფო მორალზე არ დგას. ჩვენ, გვჭირდება სწორი მმართველები, რომ გავთავისუფლდეთ ზედმეტი ტანჯვისაგან.

შეგახსენებთ, ევროპული ღირებულებები უმთავრესად დაფუძნებულია ძლიერ სამოქალაქო ინსტიტუტებზე, რომლებიც მხარს უჭერენ წესებს დაქვემდებარებულ მკაცრ სისტემას და არა "სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ერზე," სადაც მხოლოდ ცინიზმისთვის, უკულტურობისა და მომავლის დეპრესიული შიშისთვის არის ადგილი.

ნინო ცხვარაშვილი
ჟურნალისტი

მკითხველის კომენტარი (72)
ნონა
16 იანვარი 2017 14:59
სამარშრუტო ტაქსები , რომ საშინლად დადიან ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი. ასვლას ვერ ასწრებ , იმ წუთში ადგილიდან მყისიერად იძვრებიან და თუ კარგად გავარჯიშებული არ ხარ და საკმარისი ძალა არ გაქვს კისერს მოიტეხ. რამდენჯერმე ისე გამაქანა, რომ შესასვლელი კარებიდან პირდაპირ ბოლოში სკამზე დავენარცხე. ეტყვი რამეს და აქეთ გლანძღავენ.

თუმცა, არამხოლოდ მარშრუტკების მოძრაობაა მოსაწესრიგებელი, ფეხით მოსიარულეთა უფლებებს არავინ არ იცავს. ტროტუარები ან აღარ არის და თუ სადმე შემორჩა იქაც მანქანებია გაჩერებული. ამის წინათ ჯიპმა ზედ ცხვირწინ დამიპარკინგა და გაიცებულმა რომ შევხედე მე სად წავიდემეთქი, ცინიკურად სავალ ნაწილზე მიმითითა იქ გადადიო. რა ვქნათ, გამოჩნდება ვინმე ამ საქმეების მომგვარებელი? თორემ ერთჯერაც იქნება ტროტუარზე დაპარკინგებული ჯიპების ლაბირინთებში გზის გაკვლევისას ჩავამსხვრევ ფარებს და მინებს და მერე პასუხს ნუ მომთხოვთ და ნუ დამსჯით.
ნატალია
13 იანვარი 2017 12:07
მე პირადად შევესწარი, ქალს შარფი მოყვა მარშიტკის კარში და მძღოლმა 5-10 მეტრზე ათრია, კიდევ კარგი ისეთი ადგილი იყო რომ ნელა მოდიოდა. მე ვყვიროდი პირველივე წამიდან "გააჩერეთ შარფი მოყვა", მაგრამ ამაოდ, სანამ მთელი მარშუტკა არ აყვირდა მძღოლმა ვერ გაიგონა. მძღოლს არ ვაბრალებ, მესმის დაღლილია, მესმის რთული ცხოვრება აქვს...მაგრამ...მთლად მასეც არაა, აბა ექიმმა საოპერაციო მაგიდაზე მოგკლათ და მერე რას იტყვით? დაღლილი იყო თავი დაანებეთ? სახელმწიფომ უნდა დაამატოს მანქანები+რაღაც ხელფასი დაუწესოს ამ ხალხს, რომ ესეთი დამოკიდებულება არ ქონდეთ მგზავრისადმი.
donatela
13 იანვარი 2017 01:49
მძღოლებს სულ რომ სადღაც ეჩქარებათ, ეს მათი ბრალი კი არაა. ცხოვრებამ მოიტანა, ადამიანებს სულ სადღაც ეჩქარებათ. ასეთია რუტინული ცხოვრების გავლენა. საბედნიეროდ მე, სულ ნორმალური მძღოლები მხვდებიან. თუმცაღა მესმის ამ სტატიაში წამოყენებული პრობლემაც და გულისტკივილი. ქალაქში იმდენად საშინელი მოძრაობაა,რომ ზოგის არამყარი ნერვული სისტემა უბრალოდ ვერ უძლებს და შესაბამისად აგრესიულადაა განწყობილი ყველაფრის მიმართ. მაგრამ მაინც არ ვამართლებ ასეთ მძღოლებს, რადგან ადამინებს დაატარებს და არა კარტოფილის მეშოკებს.
ჰმ
15 დეკემბერი 2016 12:24
მძღოლებს ნუ გადაუვლიტ არ დაგავიწყდეტ რა პირობებშიი მუშაობენ!
ისინიც ადამიანები არიან!!

გოგომ ტავის გრზელ კაბას და საკუტარ ტავს ვერ მიხედა და მძღოლმა უნდა მიხედოს რომ არ მოყვეს?

ცოტა დაფირქდიტ რაა

გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები