"ნაციონალების" დრო წავიდა! როდის დაიშლება "ქართული ოცნება"?!
"ნაციონალების" დრო წავიდა! როდის დაიშლება "ქართული ოცნება"?!
11-11-2016
არ მსურს ვცხოვრობდე ქვეყანაში, რომლის მმართველებიც განუდგნენ საკუთარ ისტორიას. ითხოვენ განსაკუთრებულსა და საბოლოოდ, ბანალურსა და იაფფასიანს ირჩევენ. სადაც აზრის, ქმედების და თავისუფლების ეშინიათ. სწორედ ეს განწყობა მეუფლებ, როდესაც ქართულ პოლიტიკურ პროცესებს ვაკვირდები.

დღეს მსურდა, ერთ კონკრეტულ და მოსახლეობისთვის მტკივნეულ პრობლემაზე დამეწერა, მაგრამ მომავალი კვირისთვის გადავდე, რადგან პოლიტიკა პირდაპირ სახლში გვივარდება და გვთრგუნავს. ხომ ხედავთ, რეალური პოლიტიკური პროცესების არეალიც დავიწროვდა და უკვე, მერამდენე კვირაა პოლიტიკოსები თავისი ექსპერტებიანად საუბრობენ, რატომ დაიშალა ესა თუ ის პოლიტიკური ძალა. ბატონებო, გავიგეთ, რაც მოხდა. ახლა, იქნებ, გაგვარკვიოთ, რის გაკეთებას აპირებთ შემდეგი 4 წლის განმავლობაში?

განსაკუთებით მომხვდა თვალში, მედიაში დასმული ერთ-ერთი შეკითხვა: - როგორ ფიქრობთ, 2020 წლისთვის ნაციონალები შეძლებენ რეინკარნაციას?- ჟურნალისტი ეკითხება ერთ-ერთ ექსპერტს. როგორი ირონიულია, რომ ექსპერტი (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ) ღრმაშინაარსიანად იწყებს განსჯას, შეძლებენ თუ არა ისინი ამას.

შეშინებულ ექსპერტს ვეტყვი, რომ როგორც არ უნდა გადაჯგუფდნენ "ნაციონალები", როგორი ჯადოსნური ჯოხიც არ უნდა დაჰკრას განგებამ, მათი რეინკარნაცია ვერ მოხდება. პასუხი მარტივია: "ნაციონალები" არსებობენ, დადიან, ჭამენ, სუნთქავენ და 2020 წლისთვისაც იარსებებენ, მაგრამ მათი დრო წავიდა. საერთოდ, გულწრფელად გეტყვით, მათი დრო 2012-ში წავიდა, როცა ხალხმა მასიურად უარი თქვა მათზე, მაგრამ "ოცნებამ" ძალით შეინარჩუნა "ნაციონალები". და როგორც ჩანს დღევანდელი დღისთვის, თორემ "ოცნება" 48% ვერ მიიღებდა და ვერც თავის უნიათობას გაამართლებდა.

დღეს თუკი კვლავ აქტუალურია შეკითხვა "ნაციონალებზე", თუ რას იზამენ ისინი ახლო მომავალში, ან 2020 წლისთვის, განგაშის ზარია ასატეხი. ჩემთვის ეს, ხალხის მიზანმიმართულ ზომბირებას გულისხმობს.

დაიშალნენ რესპუბლიკელები და "თავისუფალი დემოკრატები". ზუსტადაც, რომ დაიშალნენ და არა, ვინმე კონკრეტულმა პირმა დატოვა პარტია. არც მათი რეინკარნაცია არ მოხდება. მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა, ზოგიერთი პოლიტიკოსის გამოცდილებისა თუ განათლების მიმართ, მათი დროც წავიდა. შეუძლებელია 20-25 წელი პოლიტიკაში იყო და ნეიტრალური საქმე აკეთო - არათავგანწირული, არაეროვნული და ყოველი არჩევნების შემდეგ ქვეყანა თავიდან იწყებდეს ცხოვრებას. შენ კი კარგად გრძობდე თავს, რადგან ყოველთვის "თავი ქუდში გაქვს".

მოდით გულწრფელები ვიყოთ, ეს პოლიტიკური ძალები არაფერზე დაფუძნებულები, ფორმალურად შეკოწიწებულები იყვნენ და ამიტომაც ჩამოიშალა ხუხულასავით. ეს ეგრევე გამოჩნდა, როცა მათ დამოუკიდებლად "ცურვა" შესთავაზეს და მათ ეს ვერ შეძლეს. ეგრევე გამოჩნდა, რომ მათ მოქალაქეებზე არასოდეს უფიქრიათ. ხალხს კი მათი "ახალი" იდეები არც დღეს და მით უფრო, არც 2020 წლისთვის აღარ დააინტერესებს.

აქვე უნდა ვახსენო ერთი საკითხი: როდესაც ფარად იფარებთ უცხოელი ექსპერტებისა და დამკვირვებლების დადებით შეფასებებს, გულის კუნჭულში მაინც უნდა გრძნობდეთ, რომ ხალხს ეს აოცებს. მაპატიეთ, რომ აქაც გულწრფელი ვარ, მაგრამ ხომ იცით, რომ დასავლეთი რასაც არ დაუშვებს საკუთარ ქვეყანაში, იმავეს მწვანე შუქს უნთებს ჩვენთან. მას ახლა ჩემი ხალხის გაოგნებულ პოზაში ყოფნა, ყველაზე მეტად აწყობს.

ე.წ ექსპერტებმა ეს ყველაფერი, ან კარგად იცით და შეგნებულად აბნევთ ხალხს, ან თქვენც იყიდებით. და როცა, სერიოზული სახეებით მსჯელობთ შეიქმნება
You must have Flash Player installed in order to see this player.
თუ არა მესამე ძალა უსუფაშვილის, ალასანიას, მარგველაშვილისა თუ ბურჭულაძის ნაზავისგან, ვფიქრობ, ხალხს ილუზიაში ამყოფებთ. მოქალაქეები, მესამე ძალაში საქმის მკეთებლებს მოიაზრებს და არა 25 წელი, ერთი და იგივე ადგილის მტკეპნელებს.
ექსპერტების და ზოგი პოლიტიკოსის ასეთი "ანალიზი" ააშკარავებს, რომ პოლიტიკური შეფასებები და ქვეყნაში არსებული მდგომარეობა თანხვედრაში არ არის.

დღეს, თუ ჩვენ გვექნება ქმედითუნარიანი პარლამენტი, ქმედითუნარიანი ნაბიჯებით, სახელმწიფო ინტერესებზე მორგებული ცვლილებებით და არა პირად პოლიტიკურ ინტერესებზე, ხალხის ნდობა გაიზრდება მათ მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში "ქართული ოცნებაც" დაიშლება მარტივ მამრავლებად. ვფიქრობ, რომ დღეს სწორედ ეს არის მთავარი კითხვა, როდის დაიშლება "ქართული ოცნება?" - არაფრისგან შემდგარი, არაფერზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა, როდის ჩამოიშლება ხუხულასავით თავისი წინამორბედი პოლიტიკური ძალებივით?!

არ მინდა, პესიმისტი ვიყო, მაგრამ ის სიტუაცია, რაც დღეს ქვეყანაში არის პესიმიზმის საფუძველს მაძლევს. ქვეყანას დღეს რეალურად სჭირდება შველა, ახალი, მიმზიდველი იდეოლოგიით, გამართული ორგანიზაციული სტრუქტურებითა და მყარი სოციალური ბაზით.
და თუ რამდენიმე თვეში აქტიური ძვრები არ დაიწყო, არ არის გამორიცხული "მესამე ძალა" ხალხის იმ 50%-დან წამოვიდეს, რომელმაც უნდობლობა გამოუცხადა დღევანდელ "დომხალს".


ალექს
14 ნოემბერი 2016 08:21
ერთიდაიგივე სახელის მამის სახელის და გვარსოციალური წარმოშობის 500-მდე პირი ათას პარტია და არასამთავრობო საექსპერტო წარსულისა გაზის 25 წელი თავზე ,ინკარნირებული კი არა უკვდავია უკვე !
ჰკა მაგათ !
ალექს
14 ნოემბერი 2016 08:01
გლახუნა ქალია !
ნაცქოცმოქკავშირი და ყველა კვალიფიციური პარტია კი კომკავშირია -რეინკარნაცია აქაა !
ისე ყველა ერთად ნაცია -ეგაა ზოგს დაღვრილი აქვს, ზოგს დასაღვრელი სისხლი,თავისი კი არა თქვენი !
სხვა სიახლეები
ქართველ კაცს ეშინია სექსუალური ცოლის. ლამაზი და სექსუალური, მაგრამ ერთგული ქალი მათთვის თანხვედრაში ვერ მოდის. ცოლმა, რომ მრავალფეროვანი პოზები შესთავაზოს, შეიძლება კაცმა ხმამაღლა არაფერი თქვას, მაგრამ მის გონებაში ქალის მიმართ ეჭვი ჩნდება.
ყოველთვის ეშინიათ რეალური გრძნობების გამომჟღავნების.
დაწვრილებით...
ფრთხილად ვახელ თვალებს და მისაღები ოთახის შეთვალიერებას ვცდილობ. ჩემი საძინებლიდან კარგად ჩანს მისაღები ოთახი, სადაც ღამით, ჩემს მშობლებს ზღაპრული ნაძვის ხე მოურთავთ. 6-7 წლის ვარ და გული სიხარულით მევსება. ლოგინიდან ვხტები და ყვირილს ვიწყებ: "ზეიმი იწყება".
დაწვრილებით...
ევროპამ, სანამ ვიზალიბერალიზაციას მოგვცემს, "შეჩერების მექანიზმი" მიიღო და ჩვენ ვზეიმობთ, თან ვზეიმობთ ისე, რომ არც კი ვიცით რას ნიშნავს ეს. ისიც არ ვიცით ჯერ საბოლოოდ მივიღებთ თუ არა ვიზალიბერალიზაციას, მაგრამ უნდა ვიზეიმოთ. მთავრობა დუმს.
დაწვრილებით...
2011 წლის 19 დეკემბერი იდგა. მე და ჩემი რამდენიმე ნაცნობ-მეგობარი შევიკრიბეთ. მაშინ აღმოსავლეთ ინგლისში ვცხოვრობდი. წრიულად დავანთეთ სანთლები და შუაში ჩავწერეთ - "ჰაველი". წინა დღეს 18 დეკემბერს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების შესახებ შევიტყვეთ. ვიდექით ჩუმად, თავდახრილები.
დაწვრილებით...
ერთი შუახნის ქალბატონი სიონის საკათედრო ტაძარში შემოვიდა. სწრაფი ნაბიჯით მივიდა ღვთისმშობლის ხატთან და ერთდროულად, დაახლოებით 20 სანთელი დაანთო.
დაწვრილებით...
ჩემი კორეელი მეგობარი მეკითხება, თუ რატომ მაქვს სოციალურ ქსელში მხოლოდ ერთი "ექაუნთი", რომელსაც "ფეისბუკი" ჰქვია? ვპასუხობ, რომ ჩემთვის ეს აბსოლუტურად საკმარისია, სხვა ქსელებისთვის დროც არ მეყოფოდა. ის, მსუბუქად მსაყვედურობს, რომ "პოსტებსაც" იშვიათად ვცვლი, "სელფებს" არ ვიღებ და ამატებს: "საერთოდ რეალური ხარ?"
დაწვრილებით...
ერთ-ერთ კომპანიაში CV მივიტანე. რამდენიმე წუთი, კომპანიის მენეჯერს, მისი ქცევებისა და სიტყვების გამო, გაოგნებული ვუყურებდი. მერე მალოდინა. თურმე, ყავის დრო ჰქონდა. და ბოლოს, როგორც იქნა დამელაპარაკა. ოფის-ასისტენტი სჭირდებოდა (მან ესე მითხრა). დამიდო ფურცელი რა უნდა გამეკეთებიანა.
დაწვრილებით...
რატომ ვიტანჯებით მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით?!

აგრესიული და უკულტურო მძღოლები, არა მხოლოდ უხეშად გვპასუხობენ, არამედ მგზავრების სიცოცხლესაც საფრთხეში აგდებენ და როგორც ნივთებს, ისე გვექცევიან.
დაწვრილებით...
"პოლიტიკოსები, რომლებსაც ამოუწურავი ძალაუფლება გააჩნიათ, ბავშვებივით არიან. მე, მათ ვირუსებად აღვიქვამ. ისინი, ვირუსებივით ანადგურებენ ყველაფერს და ვიდრე ყველაფერს არ შეჭამენ, არ მოისვენებენ", - ამბობდა მუსიკოსი რიჩარდ ბონა
დაწვრილებით...
თუკი, საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხს არავინ გთხოვს, იტყვი იმას, რაც გინდა და როგორც გინდა. თუკი, ქვეყანა საერთოდ არ გადარდებს და პარლამენტში იმიტომ შედიხარ, რომ თავი ქუდში გქონდეს, რა თქმა უნდა, გააკეთებ იმას, რაც გინდა და როგორც გინდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სრული უპასუხისმგებლობა სუფევს. და ეს, მხოლოდ დღეს კი არა, წლებია ასე ხდება.
დაწვრილებით...
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები