"გვესაჭიროება 25 წლამდე გოგონები, 15-წლიანი გამოცდილებით" - "ზღაპრული" ვაკანსიები, ანუ რას ჰგავს მენეჯმენტი საქართველოში?!
"გვესაჭიროება 25 წლამდე გოგონები, 15-წლიანი გამოცდილებით" - "ზღაპრული" ვაკანსიები, ანუ რას ჰგავს მენეჯმენტი საქართველოში?!
16-11-2016
ერთ-ერთ კომპანიაში CV მივიტანე. რამდენიმე წუთი, კომპანიის მენეჯერს, მისი ქცევებისა და სიტყვების გამო, გაოგნებული ვუყურებდი. მერე მალოდინა. თურმე, ყავის დრო ჰქონდა. და ბოლოს, როგორც იქნა დამელაპარაკა. ოფის-ასისტენტი სჭირდებოდა (მან ესე მითხრა). დამიდო ფურცელი რა უნდა გამეკეთებიანა.
მერე მთხოვა, ადმინისტრაციული საქმეებიც იქნებ შეითავსოთო. ერთი ფურცელი მათარგმნინა. გაეხარდა, იქნებ თარჯიმნადაც გამოგიყენოთო. ვუყურებდი მორჩილად და თავს ვუქნევდი. ბოლოს, საბუღალტრო საქმეში, რამე ხომ არ გაგეგებათო,- მკითხა. მეგობრულად გეკითხებიო - დაამატა. და ეს ყველაფერი, 9-დან 6-საათამდე თვეში 220 ლარად. ანუ, სულ რაღაც, პარლამენტარების "სემიჩკის" ფულად. ხმა არ გამიღია. ავდექი და წამოვედი.

მეგობარმა, რომელიც სამსახურს ეძებს, აი ეს მიმოწერა გამომიგზავნა...

ეს კამათის ნაწილია. საუბრის ფინალი შოკში ჩაგაგდებთ. არაფერი მაქვს სათქმელი, მას 6 ფუნქცია 150 ლარად სთხოვეს, 10 საათიანი სამუშაო გრაფიკით და როცა მეგობარმა ჰკითხა, ამ ხელფასად 5 მაინც დაგევალებინათ ან ბონუსები დამირიცხეთო, ერთი კარგად გამოლანძღეს.

ამ ყველაფრის შემდეგ გადავწყვიტე, ექსპერიმენტი ჩამეტარებინა და ჩემი CV-ით მოვიარე დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები. მაგალითად, ე.წ "ფეშენ" მაღაზიები. ყველას ერთი და იგივე შეკითხვას ვუსმევდი: "შეიძლება ჩემი CV დაგიტოვოთ, თუ თქვენი ბაზა გაქვთ, სადაც შემიძლია ჩავაგდო ჩემი მონაცემები, იქნებ ოდესმე ვინმემ წაიკითხოს"?

არავითარი განმარტებები და მით უფრო, კულტურული პასუხები. მხოლოდ გაოგნებული სახეები. ზოგს შუბლზე ეწერა, - შენ რა, პატრონი არ გყავს? გამიჩნდა გრძნობა, რომ არც ერთ მათგანს, არც რეზიუმე დაუწერია ოდესმე და არც ის გაუგია კომპანიის საინფორმაციო ბაზა რას ნიშნავს. კულტურასაც ვერ მოსთხოვ, რადგან, როგორც კი, ერთით მეტ შეკითხვას დასვამ, გაილანძღები.

ეხლა, გახსენით ის საიტები, ვაკანსიების შესახებ, რომ აქვეყნებენ ინფორმაციას. გულწრფელად ვკითხულობ, ვისთვის ქვეყნდება ეს განცხადებები? უცხოპლანეტელებს ხომ არ ეპატიჟებიან ნეტავ?! მაგალითად: ერთ-ერთი ისტერიული მოთხოვნაა, განმცხადებელი იყოს კომუნიკაბელური. მაპატიეთ, მაგრამ რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი გეტყვით, რომ არაკომუნიკაბელურია და ეძებს სამსახურს?!

მეორე მხრივ, ამ ისტერიკამ გამიჩინა იმედი, რომ ნებისმიერ დაწესებულებაში არიან კომუნიკაბელური ადამიანები და, რომ სხვაგვარად ისინი სამსახურს ვერ მიიღებდნენ. არაერთ ადგილას მივედი (ზოგან დაუპატიჟებლად) და დავუსვი ორად ორი შეკითხვა, ღიმილით. ერთი მხრივ, არ იციან რა გიპასუხონ, მეორე მხრივ, არ ყოფნით ნერვები სწორად მოგემსახურონ. მასიურად არაკომუნიკაბელურობა სუფევს ყველგან.

საერთოდ, გულგრილობის მეშინია ყველაზე მეტად, ზოგან ასეთი განწყობაც გამიჩნდა და უკანმოუხედავად გამოვიქეცი.

რაც შეეხება ვალდებულებებს. როცა 10 ფუნქციას აკისრებ ერთ ადამიანს, მიზერული ხელფასის ფასად, არა მხოლოდ თამაშობ მშიერ და უმუშევარ ადამიანებზე, არამედ პატივს არ სცემ საკუთარ კომპანიას. ერთი ფუნქცია მაინც, ხომ უნდა შესრულდეს ერთი თანამშრომლისგან სრულად და პასუხისმგებლობით? - გიფიქრიათ ამაზე, მენეჯერებო?

როგორც ჩანს, რას ნიშნავს სიტყვა: "მენეჯმენტი", ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ გაუგიათ. ცუდი სისტემა, ცუდი პოლიტიკა და ცუდი მოპყრობა სხვების მიმართ, ორგანიზაციის სისუსტეა და მენეჯერებმა ეს უნდა გააცნობიერონ და შეცვალონ. აუცილებელია შეიქმნას ნებისმიერ ორგანიზაციაში მყარი საფუძველი დასაქმებულთათვის. და თუ ეს არ ხდება, ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში,
You must have Flash Player installed in order to see this player.
მოთხოვნა ხარისხზე საერთოდ არ არის.

ნებისმიერ მცირე კომპანიაშიც კი, თუ მენეჯერისთვის სულერთია, როგორ ემსახურებიან მისი თანამშრომლები კლიენტებს, სულერთია, თანამშრომლების დისცილპინა, ოღონდ ფული აკეთოს და სხვა არაფერი აინტერესებს, ეს ზეწოლაა, როგორც კლიენტებზე, ასევე თანამშრომლებზე და ქმნის ზოგად ქაოსს.

მართვა ურთიერთობის ხელოვნებაა და თუ, არ ხართ მზად იმუშაოთ ხალხთან ერთად, დაეხმაროთ, მოუსმინოთ და გაამხნევოთ ისინი, მაშინ პრეტენზიაც არ უნდა გქონდეთ, რომ ოდესმე თქვენი კომპანია წარმატებული იქნება.

ხელისუფლების ერთ-ერთმა წევრმა, ამასწინათ აღინიშნა, რომ ჩვენ სწრაფი ნაბიჯებით უნდა დავეწიოთ მსოფლიოს განვითარებაშიო. როგორ? - იქნებ, განმარტოთ. დაველოდოთ ხალხის მორალი როდის გაიღვიძებს? კიდევ ერთხელ გახსენებთ, რომ ეს საკითხიც კი, ხელისუფლების პრეროგატივაა. ყველა იმ პრობლემის მოწესრიგებას, რომლის შესახებაც ჩემს ბლოგებში გულისტკივილით ვწერ, პოლიტიკური ნება და რამდენიმე თვე სჭირდება და თუ, ამის სურვილი არ არსებობს, ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ არც პოლიტიკურ წრეებშია სწორი მენეჯმენტი. არასწორი ხალხი არასწორ ადგილზე და მორჩა, ქვეყანა წინ ვერ მიდის.

არაერთხელ მითქვამს და დღესაც უნდა გავიმეორო: სისტემა უნდა დაინგრეს, ძველი საბჭოური სისტემა. დღეს, რაც ხდება ნებისმიერ სავაჭრო ცენტრსა თუ მცირე და მსხვილ კომპანიაში, არ პასუხობს მსოფლიო ცივილურ მოთხოვნებს. კომპანიები, რომლებიც კვლავ ძველებურად, მართავენ ბიზნესს, იერარქიული, მკაცრად ცენტრალიზებული მოდელით - სისტემატურად კარგავენ თანამშრომლებს, ხელს უწყობენ კომპანიის რეგრესს და ხელს უშლიან, ქვეყნის დადებით იმიჯს.

ამ პროცესებში, ყველაზე მეტად გულს მტკენს ის ფაქტი, რომ დაუცველი ხარ. დაუცველი, როგორც თანამშრომელი, როცა მენეჯერი უხეშად და უკანონოდ გექცევა. დაუცველი, როგორც კლიენტი, რადგან არასწორი მენეჯმენტის გამო, ერთი ნივთის შეძენისთვისაც კი გალანძღული რჩები. არ არსებობს სტრუქტურა, სადაც შენს უფლებებს დაიცავ. არ გიცავს კანონი. ადამიანის ღირსება და უფლება ჩვენს ქვეყანაში, ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს და სწორედ, ეს არის დღეს პოლიტიკური ნება.

დავუბრუნდეთ ვალდებულებებს. თქვენთვის პოპულარულ დასაქმების ვებგვერდებზე, ამასწინათ, ამგვარი განცხადება აღმოვაჩინე: "გვესაჭიროება 25 წლამდე გოგონები, 15-წლიანი გამოცდილებით. ქართული, რუსული, ინგლისურისა და თურქული ენების გარდა, კიდევ ერთი ენის ცოდნა უპირატესად ჩაითვლება..." - აღარ გავაგრძელებ. სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს.
იუმორი არ გეგონოთ. პირველად, მეც მეგონა ციფრები, მექანიკური შეცდომა იყო, მაგრამ...

მსგავსი, გაურკვეველი და შეურაცხმყოფელი განცხადებები დასაქმების ვებგვერდებზე ხშირად იდება და ითვლება, რომ ვაკანსიები ბევრია ჩვენს ქვეყანაში. აბა გარისკეთ და მიდით, საქმიანი ურთიერთობის დასამყარებლად ასეთ კომპანიაში. ხომ წარმოგიდგენიათ შიგნით რა ხდება?


ფხიიიფხიიიი
10 დეკემბერი 2016 00:30
"ერთერთ კომპანიაში ცვ მივიტანე....." დანარჩენი წაიკითხეთ და დააკვირდით წერტილ-მძიმეს,მიიღებდით ასეთ ადამიანსთუნდაც დამლაგებლად? რათქმაუნდა არა.ამის პატრონ ალბათ გამოელაპარაკა კიდეც ის პატარა პერიოდი სანამ ყავას მოიმზადებდა. ამიტომ ჯერ ისწავლეთ და მერე დაალაგთ,ევროპაში ისე არაფერს გაგაკეთებინებენ თუ სულ მცირე, სამი თვე მაინც არ გასწავლეს სპეციალობა.თქვენ კი მძიმის დასმა გეზარებათ.
ინგა
07 დეკემბერი 2016 15:32
და ვინ თქვა ბატონყმობა გადავარდაო?
სხვა სიახლეები
ქართველ კაცს ეშინია სექსუალური ცოლის. ლამაზი და სექსუალური, მაგრამ ერთგული ქალი მათთვის თანხვედრაში ვერ მოდის. ცოლმა, რომ მრავალფეროვანი პოზები შესთავაზოს, შეიძლება კაცმა ხმამაღლა არაფერი თქვას, მაგრამ მის გონებაში ქალის მიმართ ეჭვი ჩნდება.
ყოველთვის ეშინიათ რეალური გრძნობების გამომჟღავნების.
დაწვრილებით...
ფრთხილად ვახელ თვალებს და მისაღები ოთახის შეთვალიერებას ვცდილობ. ჩემი საძინებლიდან კარგად ჩანს მისაღები ოთახი, სადაც ღამით, ჩემს მშობლებს ზღაპრული ნაძვის ხე მოურთავთ. 6-7 წლის ვარ და გული სიხარულით მევსება. ლოგინიდან ვხტები და ყვირილს ვიწყებ: "ზეიმი იწყება".
დაწვრილებით...
ევროპამ, სანამ ვიზალიბერალიზაციას მოგვცემს, "შეჩერების მექანიზმი" მიიღო და ჩვენ ვზეიმობთ, თან ვზეიმობთ ისე, რომ არც კი ვიცით რას ნიშნავს ეს. ისიც არ ვიცით ჯერ საბოლოოდ მივიღებთ თუ არა ვიზალიბერალიზაციას, მაგრამ უნდა ვიზეიმოთ. მთავრობა დუმს.
დაწვრილებით...
2011 წლის 19 დეკემბერი იდგა. მე და ჩემი რამდენიმე ნაცნობ-მეგობარი შევიკრიბეთ. მაშინ აღმოსავლეთ ინგლისში ვცხოვრობდი. წრიულად დავანთეთ სანთლები და შუაში ჩავწერეთ - "ჰაველი". წინა დღეს 18 დეკემბერს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების შესახებ შევიტყვეთ. ვიდექით ჩუმად, თავდახრილები.
დაწვრილებით...
ერთი შუახნის ქალბატონი სიონის საკათედრო ტაძარში შემოვიდა. სწრაფი ნაბიჯით მივიდა ღვთისმშობლის ხატთან და ერთდროულად, დაახლოებით 20 სანთელი დაანთო.
დაწვრილებით...
ჩემი კორეელი მეგობარი მეკითხება, თუ რატომ მაქვს სოციალურ ქსელში მხოლოდ ერთი "ექაუნთი", რომელსაც "ფეისბუკი" ჰქვია? ვპასუხობ, რომ ჩემთვის ეს აბსოლუტურად საკმარისია, სხვა ქსელებისთვის დროც არ მეყოფოდა. ის, მსუბუქად მსაყვედურობს, რომ "პოსტებსაც" იშვიათად ვცვლი, "სელფებს" არ ვიღებ და ამატებს: "საერთოდ რეალური ხარ?"
დაწვრილებით...
არ მსურს ვცხოვრობდე ქვეყანაში, რომლის მმართველებიც განუდგნენ საკუთარ ისტორიას. ითხოვენ განსაკუთრებულსა და საბოლოოდ, ბანალურსა და იაფფასიანს ირჩევენ. სადაც აზრის, ქმედების და თავისუფლების ეშინიათ. სწორედ ეს განწყობა მეუფლება, როდესაც ქართულ პოლიტიკურ პროცესებს ვაკვირდები.
დაწვრილებით...
რატომ ვიტანჯებით მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით?!

აგრესიული და უკულტურო მძღოლები, არა მხოლოდ უხეშად გვპასუხობენ, არამედ მგზავრების სიცოცხლესაც საფრთხეში აგდებენ და როგორც ნივთებს, ისე გვექცევიან.
დაწვრილებით...
"პოლიტიკოსები, რომლებსაც ამოუწურავი ძალაუფლება გააჩნიათ, ბავშვებივით არიან. მე, მათ ვირუსებად აღვიქვამ. ისინი, ვირუსებივით ანადგურებენ ყველაფერს და ვიდრე ყველაფერს არ შეჭამენ, არ მოისვენებენ", - ამბობდა მუსიკოსი რიჩარდ ბონა
დაწვრილებით...
თუკი, საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხს არავინ გთხოვს, იტყვი იმას, რაც გინდა და როგორც გინდა. თუკი, ქვეყანა საერთოდ არ გადარდებს და პარლამენტში იმიტომ შედიხარ, რომ თავი ქუდში გქონდეს, რა თქმა უნდა, გააკეთებ იმას, რაც გინდა და როგორც გინდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სრული უპასუხისმგებლობა სუფევს. და ეს, მხოლოდ დღეს კი არა, წლებია ასე ხდება.
დაწვრილებით...
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები