თქვენ ვირტუალური სამყარო გჭირდებათ იმისთვის, რომ იცოცხლოთ, მე კი არა!
თქვენ ვირტუალური სამყარო გჭირდებათ იმისთვის, რომ იცოცხლოთ, მე კი არა!
ჩემი კორეელი მეგობარი მეკითხება, თუ რატომ მაქვს სოციალურ ქსელებში ერთი "ექაუნთი", ისიც მხოლოდ"ფეისბუკში"? ვპასუხობ, რომ ჩემთვის ეს აბსოლუტურად საკმარისია, სხვა ქსელებისთვის დროც არ მეყოფოდა. ის, მსუბუქად მსაყვედურობს, რომ "პოსტებსაც" იშვიათად ვცვლი, "სელფებს" არ ვიღებ და ამატებს: "საერთოდ რეალური ხარ"?

მე ვეუბნები, რომ ჩემს რეალურ ცხოვრებას დროს ვერ ვაკლებ ვირტუალური განცდებისთვის და ვუღიმი. ის არ მეშვება... ვცდილობ დავუმტკიცო, რომ ნორმალურ ადამიანებს რეალური ურთიერთობები სჭირდებათ. იმ დროს, როცა დიდი ხნით ვიკარგები "ფეისბუკზე", ვანდომებ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ნამდვილ მეგობრებს, გავრბივარ ვინმეს
დასახმარებლად, ვუყურებ ცისფერ ცას და ღრმად ვსუნთქავ ჟ
ანგბადს, ვაკეთებ ჩემს საქმეს შინ თუ გარეთ და ასე შემდეგ.. იონგი ოდნავ მომღიმარი, მაგრამ უცნაური სახით მიყურებს.

იმ საღამოს იონგის მეგობრების წვეულებაზე წავედით. დამხვდა ულამაზესი სუფრა, ჩემთვის განსხვავებული კერძებით და ყველას "სმარტფონში" აქვს თავი ჩარგული. სითამამე მოვიკრიბე და მხოლოდ ერთხელ მივიქციე მათი ყურადღება. მინდოდა, ჩემი ემოციები გამეზიარებინა. "სიტყვის" დასრულებისთანავე თავიანთ "სმარტფონებს" დაუბრუნდნენ. ახლა მე ვსაყვედურობ იონგს, რატომ დავხარჯეთ ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წუთები აქ მოსასვლელად, შემეძლო სოციალური ქსელითაც გამომეგზავნა ორი წინადადება და ალბათ, უფრო წაიკითხავდნენ და გაანალიზებდნენ. უკვე ჩემი მეგობარი იცინის და მამშვიდებს.

საერთოდ ვფიქრობ, რომ "რეალობას" მოვწყდი. იმ, მხოლოდ 70 ადამიანიდან, რომელსაც "ფეისბუკზე" ვემეგობრები, ორის წაშლას კიდევ ვაპირებ. მათ არ ვიცნობ და არც არასდროს მოდიან კონტაქტზე. არც ერთი ჩემი ბავშვობის მეგობარი ან ოჯახის წევრი არ მყავს დამატებული. მათ, თითქმის ყოველდღიურად ვეკონტაქტები და მაქვს ავადმყოფური შიში, თუკი "ფეისბუკზე" დავიმატებ, ისინიც ვირტუალები გახდებიან და დავკარგავ.

არ ვამბობ, რომ თქვენც ასე უნდა მოიქცეთ ან მე სწორად ვიქცევი და ვიღაც ცუდად. ისიც კარგად მესმის, რომ იმ უცნობისთვისაც შენი ინფორმაცია გავლენის საფუძველი შეიძლება გახდეს, შენთვის კი ის ინფორმაციის მიღების ახალი შესაძლებლობა.

უბრალოდ, მე ხშირად მსაყვედურობენ ქართველი თუ უცხოელი მეგობრები იმის გამო, რომ "ვირტუალურ სამყაროში" პასიური ვარ.

ისტერიკაა სოციალურ ქსელში გყავდეს მინიმუმ 3000 ვირტუალური მეგობარი და კაცმა არ იცის, რეალურად რამდენი ნამდვილი მეგობარი. საშინლად არ მომწონს, რომ რეალურ სამყაროს ვირტუალური ცვლის. მე არ ვამბობ, რომ არ მსიამოვნებს, როცა "ფეისბუკში" ჩემი ნაცნობ-მეგობრები მწერენ. ხშირად ამ გზას მოწყენილობიდან თავის არიდების მიზნითაც ვიყენებ, ან ცოტაოდენი გართობისთვისაც, მაგრამ რეალურ სამყაროში ყოფნის საშინელ ნაკლებობას განვიცდი.

ხშირად ვწერ "ფეისბუკელ" ადამიანებს, დაბრუნდნენ ჩემს ცხოვრებაში, ვეუბნები გულიდან წამოსულ სიტყვებს, რომ მენატრებიან და მაინც მაქვს შეგრძნება, თითქოს არაფერი მითქვამს, თითქოს მე მათ ვკარგავ. უფრო და უფრო ვშორდები.

ჩემთვის, ეს არის სამყარო, რომელიც გაუფასურდა.

თავის გამართლების მიზნით დასავლელ მეცნიერებს მოვიშველიებ. მათი თქმით, მსოფლიოს მანია შეეყარა. ზოგადად "მანია" გარკვეული ნორმიდან გადახრას ნიშნავს. ამოჩემებული ქცევა, რომლის მიმართაც ადამიანი ხდება დამოკიდებული, უკვე მანიაა. დავამატებდი, რომ სამყარო ვიწრო ჩარჩოებში ექცევა, იმ დროს, როცა ფართე ასპარეზი გვაქვს.

როგორც, 2014 წლის 31 მარტს ამერიკის ფსიქიატრთა ასოცოაციამ, "სელფის" ხშირი გადაღება ოფიციალურად გამოაცხადა, როგორც გონებრივი აშლილობის საფუძველი, ასევე, ევროპელი ფსიქიატრები მუშაობენ დასკვნაზე, თუ რატომ ხდება ადამიანისთვის მთავარი და საინტერესო ვირტუალური სამყარო. ბრიტანელმა ექიმებმა ბი-ბი-სის ოფიციალურ გვერდზე ამ კვლევასთან დაკავშირებით გამოაქვეყნეს მოსაზრება: "ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი აზარალებს საკუთარ თავს იმის გამო, რომ 5 წუთი მაინც არ ჯდება სიჩუმეში და არ უსმენს საკუთარ თავს. აბა, დაფიქრდით, სიჩუმის ხომ არ გეშინიათ?" - ისინი, აქვე ეკითხებიან საკუთარ მოქალაქეებს.

შეკითხვის არსი ერთობ საინტერესოა, შეგიძლიათ, სცადოთ. ყოველდღიური დამღლელი ცხოვრებიდან, ხმაურიდან, რომელიც დღედაღამ გარს გვარტყია, პრობლემებიდან, რომლესაც ვერ ვუმკლავდებით, გამოსავალი ერთია, დაჯდე სიჩუმეში, საკუთარ თავთან, ყოველგვარი "სმარტფონის", "ლეპტოპისა" და ტელევიზორის გარეშე, ყოველგვარი ვირტუალური წარმოსახვების გარეშე და მოუსმინო საკუთარ თავს.

ასე რომ არ ვიქცეოდე კვირაში ერთხელ მაინც, არ მეცოდინებოდა რა განსხვავებაა მოუთმენლობასა და მოლოდინს შორის, კრიტიკასა და ლანძღვას შორის, არ მეცოდინებოდა რა მინდა ხვალ და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ვეთანხმები ერთი ბრძენი კაცის მოსაზრებას, რომ თუ დუმილს არ მოუსმენ, ვერც სიტყვას დაბადებ. თუ სიტყვას ვერ დაბადებ, სწორ ქმედებასაც ვერ წარმოშობ. ეს შეცდომებისგან არ გვიცავს, მაგრამ გამოსწორების მეტ შანსსა და ნაკლებად მრუდე ქმედების საშუალებას კი გვაძლევს.

დავუბრუნდები ინგლისელ ფსიქოლოგებს, რომელთა კვლევაც, როგორც თქვეს, მალე გამოქვეყნდება. ერთ-ერთი მათგანი, შერი ჯაკობსონი ამბობს: "დუმილში, როცა საკუთარ თავს უსმენ, ის გეუბნება რა არის მოწყენილობისა თუ ემოციური ტკივილის საფუძველი, მაგრამ ეს ადამიანებს არ სურთ, რადგან პირველ რიგში ისინი შინაგანი კრიტიკის ხმა იგებენ. როგორც კი ეს ხდება, ეგრევე ყურსასმენს "ირჭობენ" ყურში, ან მიმართავენ სოციალურ ქსელებს... გამოდის, რომ მათ შინაგანი კრიტიკის აღიარება არ სურთ. შინაგანი კრიტიკა ეს საკუთარი სინდისია, რომლის მოსმენაც ადამიანებს ეშინიათ".

ჯაკობსონის მოსაზრება ალბათ მართალია, თუმც ცოტა მკაცრი, მაგრამ ვისურვებდი, უფრო მეტი რეალობა იყოს ჩვენს ცხოვრებაში. "სოციალური ქსელი" შეგიძლია გამოიყენო არაერთი კარგი საქმისთვის, მაგრამ ნორმის ფარგლებში.

გაქვთ უფლება არ დამეთანხმოთ, უბრალოდ, მე ასე ვისურვებდი.

ის კი, რაც ალამაზებს ჩვენს სამყაროს არის რეალური ურთიერთობები, გულიდან წამოსული სიტყვების ცხოვრებაში განხორციელება. რეალური ჩახუტება, თანადგომა და გრძნობით ნათქვამი სიტყვები: მონატრებასა და სიყვარულზე.


მკითხველის კომენტარი (7)
DD
10 იანვარი 2017 12:08
ფეისბუქი საერთოდ გაუქმებული მქონდა, და ყველა, ვინც მიცნობს მეკითხებოდა რატომ გავაუქმე და ფიქრობდნენ, რომ ვინმეს ვემალებოდი. უბრალოდ არ მინდოდა ჩემი დროოის მანდ გაფლანგვა. ვინც მენატრება, უკიდურეს შემთხვევაში, დავურეკავ, და ხმას მაინც გავიგონებ, თუ მისვლას და ნახვას ვერ მოვახერხებ. ყველაზე მეტად რაც მაწუხებს და მაკვირვებს, არის ის, რომ ეზოში სათამაშოდ გასულ ბავშვებს ხელში მობილურები უჭირავთ და ჩაჰკირკიტებენ, იმის მაგივრად რომ ხეებზე აძვრნენ, იხტუნონ, ირბინონ. ესე ხომ რეალური ურთიერთობების ფასსა და მნიშვნელობას ვერც ისწავლიან?! ძალიან წაგვლეკა ვირტუალურმა სამყარომ :(
ნიკა
13 დეკემბერი 2016 12:43
სრული სიმართლეა, მადლობა ავტორს.
eto
04 დეკემბერი 2016 16:20
უაზრო ვირტუალურ სამყაროს მეც ვერ ვიტან. თითოს ურთიერთობები მართლა გახუნდა. ალბათ ამიტომაც , მერე ბევრიც გვეშლება ერთმანეთთან:)არა?
ადამიანი
03 დეკემბერი 2016 10:56
ფეისბუქიც მაქვს, ოდნოკლასნიკებიც, ინსტაგრამი, ტვიტერი და კიდევ რამდენიმე ჯანდაბა რომელბის სახელებიც არ მახსოვს...
მაგრამ! არ მძინავს ამ სოც ქსელებში.
ტელეფონზე შეტყბინებების გზავნითაც არ ვარ დაავადებული...
სელფის გადაღება არ მიყვარს და ... მოკლედ მთავარი ის არის რომ იცხოვრო რეალობაში...
-- დალევა მიყვარს მეგობრებთან ერთად და ვირტუალურად არ გამომდის ჯერჯერობით (მომავალში ალბათ ეგეც შესაძლებელი იქნება)

ინტერნეტია ზოგადად პრობლემა და პროგრესთან ერთად ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა... (შესაბამისად პრობლემაც გაიზრდება)
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები