არალეგალი ქართველების ევროპიდან "გამოხიზვნის" შემთხვევაში, რას სთავაზობს მათ სამშობლო? - ვიზალიბერალიზაციის სიკეთე თუ არასრულფასოვნების კომპლექსი?!
არალეგალი ქართველების ევროპიდან "გამოხიზვნის"  შემთხვევაში, რას სთავაზობს მათ სამშობლო? - ვიზალიბერალიზაციის სიკეთე თუ არასრულფასოვნების კომპლექსი?!
ევროპამ, სანამ ვიზალიბერალიზაციას მოგვცემს, "შეჩერების მექანიზმი" მიიღო და ჩვენ ვზეიმობთ, თან ვზეიმობთ ისე, რომ არც კი ვიცით რას ნიშნავს ეს. ისიც არ ვიცით ჯერ საბოლოოდ მივიღებთ თუ არა ვიზალიბერალიზაციას, მაგრამ უნდა ვიზეიმოთ. მთავრობა დუმს.
განმარტებები არ არსებობს. პერიოდულად მხოლოდ დადებით მხარეზეა ლაპარაკი. დაჟინებით გვახსენებენ, რომ ჩვენ დაუნახავებმა უნდა დავინახოთ, თუ რას მიაღწია ხელისუფლებამ.

არაფერზე საუბრობენ პოლიტოლოგებიც. ინტერვიუს ინტერვიუზე ვკითხულობ გაურკვეველი ვარაუდებით. ყველას დასკვნა კი ერთია, თუ როგორ არ უნდა
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაარღვიონ საქართველოს მოქალაქეებმა "ვიზალიბერალიზაციით" გათვალისწინებული ვადები. სულ ეს არის! აი, ის ფრაზა, რომელიც მაღიზიანებს: "ქართველებმა უნდა შეიგნონ..." კი, მაგრამ თქვენ არ უნდა შეიგნოთ პოლიტიკოსებო, რომ ქვეყანას მართავთ და მთელი რიგი პასუხისმგებლობები თქვენზე მოდის? ამგვარი დამოკიდებულება მაფიქრებინებს, რომ უარყოფითი შედეგების გამოწვევის შემთხვევაში, მთელ თქვენს უნიათობას ხალხს გადააბრალებთ.

ვიდრე ჩემს მთავარ სათქმელს დავწერდე, ჩვეული გულწრფელობით უნდა გითხრათ: ვინც გასაქცევი იყო ამ ქვეყნიდან, უკვე გაიქცა, ვინც დევნილად წავიდა, უკვე გადადგა ეს ნაბიჯი, ვინც საზღვარგარეთ "აიწყო" ცხოვრება, უკვე დამკვიდრდა იქ და ვინც, ჩემსავით იდიოტი იყო და დაბრუნდა სამშობლოში, უკვე აქ არის. დღესაც კი, სავიზო რეჟიმის ამ პირობებში, თუ ვინმეს სურს გასვლა ქვეყნიდან, ოფიციალურად გადიან, თუ არალეგალად სურთ, ამასაც კარგად ახერხებენ. მაინტერესებს, რომელ მასიურ გადინების ვარაუდსა და დარღვევებზეა ლაპარაკი? რისი გეშინიათ? ის ხუთი, მშიერი კაცი, რომელიც
ქვეყანაში უიმედოდ დაგრჩათ არ მოიფიქროს და უცებ, ევროპა არ ნახოს?

ფულიანო პოლიტიკოსებო, თქვენ ხომ უპრობლემოდ დაფრინავთ ევროკავშირის ქვეყნებში? ამიტომ, მხოლოდ ევროპისკენ გადადგმულ ნაბიჯად კი ნუ ასაღებთ აღნიშნულ შეთანხმებას, სულ ცოტა სრულყოფილი ინფორმაცია მაინც ჩამოიტანეთ ჩვენი პარტნიორებისგან, რას გულისხმობს შეჩერების მექანიზმი? ან რატომ გახდა პრინციპული მისი მიღება?

ერთ-ერთმა დეპუტატმა (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ), მხიარული სახით მხოლოდ ის გვაუწყა, - ჩვენმა პარტნიორებმა გვითხრეს, თქვენც ევროპელები ხართო და ვაშა, რა კარგია, " გამოცხვა" ინტერვიუ. მაპატიეთ, ცოტა არასრულფასოვნების კომპლექსი ხომ არ გვაწუხებს?! თქვენ იმ ხელისუფლების წევრები არ ხართ "ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება" სიმბოლურ საგნად, რომ აქციეთ?

მოეშვით არასერიოზულობას. საკითხი გაცილებით პრობლემურია. მაქვს გრძნობა, რომ მიგრაციის კრიზისის ფონზე ევროპას უფრო სჭირდება ჩვენნაირი, მესამე ტიპის ქვეყნები, დევნილთა შესაკავებლად, ვიდრე დღეს ჩვენ ვიზალიბერალიზაცია.

რომელი უფრო მთავარი შეკითხვაა დღეს: როდის გაფრინდება საქართველოს პირველი მოქალაქე უვიზოდ(?!) ევროპაში თუ რამდენად სერიოზულად აღიქვამს საქართველოს ხელისუფლება დაკისრებულ ვალდებულებებს? იმას, რომ კონფლიქტური რეგიონებიდან დევნილები შესაძლოა ჩვენს ქვეყანასაც მოაწყდნენ? ილაპარაკეთ იმაზე, რომ თავის დროზე ჩემი ქვეყანა სამი ყველაზე საშიში ჯიჰადისტური ორგანიზაციის: "თალიბანის", " ალქაიდას" და "ისლამური სახალიფოს" პირდაპირი დაინტერესების საგანი იყო. ხომ არ არსებობს საშიშროება, რომ ჩვენი ქვეყანაც აღმოჩნდეს ტერორიზმის პირისპირ? ან იქნებ, საქართველოს გავლით მოახერხოს ტერორისტმა ევროპაში გასვლა, ამ შემთხვევაში ისევ ქართველი ხალხის ლანძღვას მოჰყვებით თუ შესაბამის ზომებს მიიღებთ? ანაც, რა პასუხისმგებლობას აკისრებთ ევროკავშირს?

გულწრფელად მაინტერესებს არსებობს თუ არა ხელისუფლების გეგმა, რომელიც უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითვალისწინებს? ესაუბრეთ ხალხს იმაზე, "რეადმისიის" ამოქმედების შემდეგ, თუ რა თანხებით აპირებთ არალეგალი ქართველების ევროპიდან "გამოხიზვნას" და რას სთავაზობს მათ სამშობლო? საკითხი ძალიან ვრცელი და მწვავეა. და, არც ისე იოლად სამხიარულო.

ყველაზე მეტად, რაც გულს მტკენს და ამ ყველაფერზე ღიად მალაპარაკებს არის ის, რომ არასოდეს ვგრძნობ ჩვენი ხელისუფლების პოზიციებში: - ჩვენ ვართ ქვეყანა, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი პირობები შევთავაზოთ ნებისმიერ სხვას და არა პირდაღებულები შევცქეროდეთ, ვინ საით "მოგვიგრიხავს კისერს".

და თუკი, ამ ყველაფრის შემდეგ თქვენთვის მხოლოდ "შეჩერების მექანიზმია" მთავარი, ისიც განმარტებების გარეშე, მიჩნდება ეჭვი, რომ საზღვრებთან ადგილი ექნება ჩვენი მოქალაქეების მასიურ შეურაცხყოფასა და დეპორტაციას, რაც ორმაგ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
სანამ ჩვენს მოქალაქეებს გაურკვევლობაში ამყოფებთ, ჩემს პირად მაგალითზე გეტყვით, რომ 5 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, აქედან ორში ვიცხოვრე და გადასახადებს ვიხდიდი, არასოდეს გამიფუჭებია პასპორტი და ეხლა, ამ პროცესების შემდეგ გამიჩნდა შიში, რომ ჩემს პორტუგალიელ, ფრანგ და ინგლისელ მეგობრებს დიდი ხნით ვეღარ ვნახავ.

ნინო ცხვარაშვილი. ჟურნალისტი

მკითხველის კომენტარი (20)
Nika nika
29 დეკემბერი 2016 02:32
Ra mainteresebs icit? Tu icis vinmem... Vcxovrob espanetshi da var chawerili 2welia da 2tve... Sabuti ar maqvs,3weli sjirdeba chaweridan espanuri kanonmdeblobit rom movitxovo sabuti... Uvizo rom shemova ra bedi Elis chemnairebs?
მარი
28 დეკემბერი 2016 22:26
არასოდეს არ მიგვიღებს ევროპა,რადგან ქართველს ძალიან უცნაური ხასიათი აქვს და ვერასოდეს ვერ გავხდებით ევროპელები!!!გამორიცხულია!მთავრობა გვატყუებს!ვისაც წასვლა უნდა წავიდა!მასე ისრაელმაც მოგვცა უვიზო,მაგრამ არ უშვებენ საზღვარზე.როგორ ფიქრობტ ამდენ დამშეულ ხალხის დანახვაზე(თუ უვიზოდ წავლენ)ევროპა აღფრთოვანდება?ეგრევე საჭმლის მოპარვას დაიწყებენ!ან სად უნდა იცხოვრონ?სასტუმროში?კარგით რა მეოცნებეებო....ჩამოფრინდიიიიით!!!
eka
28 დეკემბერი 2016 15:55
ვიზალიბერალიზაცია თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველა კუთხით არ არის განხილული მთავრობის მხრიდან. იცით რა ვერ გავიგე: თუკი იგივე საბუთების შეგროვება გვჭირდება(თუ მეტის არა) არ მირჩევნია საელჩომ მითხრას პასუხი საბოლოო, ვიდრე გავფრინდე და ვიღაც ხეპრე მესაზღვრემ გამომაბრუნოს უკან. ამ შემთხვევაში აეროპორტიც არ უნდა დატოვო. შენვე უნდა იყიდო ბილეთი და გამოფრინდე? გააკეთოს განმარტება მთავრობამ, გთხოვთ
nika1-ნინო ცხვარაშვილს
27 დეკემბერი 2016 13:56
ძლივს ერთი ბლოგერი არ გნახეთ, რომელიც წერს იმას რასაც სხვა ვერ ვიქრობს? ყველა გონიერი ადამიანს სათქმელი თქვით, თქვენ გაიხარეთ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები