ეს აუტანელი ქართველი კაცები
ეს აუტანელი ქართველი კაცები
09-01-2017
კრებითი სახელის გამოყენება საერთოდ არ მჩვევია, არც ერთი ადამიანის "უკუღმართობის" გამო მთელი ერის ლანძღვა მახასიათებს. ამას ჩემი ბლოგებიდანაც მიხვდებოდით, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა კრებით სახელს შეგნებულად ვიყენებ და აი, რატომ: უბრალოდ გადით ქუჩაში, რომელიმე მამაკაცი გააჩერეთ და დახმარების მიზნით შეკითხვა დაუსვით. აღარ დავწერ, რაც ამ დროს მათზე თავში მომდის ხოლმე. გადით ქუჩაში და შეეცადეთ აღმოაჩინოთ ერთი სუფთად ჩაცმული მამაკაცი. არ ვამბობ მაინცდამაინც ბრენდული ტანსაცმელი ეცვას, მთავარია იყოს მოწესრიგებული, დაბანილი, კულტურულად გამოიყურებოდეს.

თბილისის ქუჩებში მასიურად ნახავთ გაუპარსავ, მოუწესრიგებელ და ხშირად სუნიან მამაკაცებს. მსგავსი ტიპები მეტროში ან "მარშრუტკაში" თუ შეგხვდათ, ვერ გადარჩებით. ეს იმდენად თვალშისაცემია ჩემთვის, რომ იძულებული ვარ ყველა ერთად აუგად მოვიხსენიო და დავწერო ის უარყოფითი ფაქტები, რომელიც ქართველი მამაკაცისთვის მასიურად არის დამახასიათებელი.

ჯერ ერთი არ იციან, როგორ მოგექცნენ, როგორც ქალს. ვიღაცამ ჩაუდო ტვინში, რომ ქალს პატივი უნდა სცენ და ეს "პატივისცემა" ძალადობა ჰგონიათ. აი, მარტივი მაგალითი: თუკი გადაწყვიტეს, რომ ტრანსპორტში ადგილი დაგითმონ, ვიღაც იწყებს შენი მხარის "ჩამონგრევას", გეჯაჯგურება უხეშად, რა თქმა უნდა, კულტურულად არ მოგმართავს: "ხომ არ დაბრძანდებით" და, რა თქმა უნდა, მათთვის უარყოფითი პასუხიც მიუღებელია. თუკი გაუღიმებ და ეტყვი: "მადლობა, რომ შეწუხდით, მაგრამ არ მინდა დაჯდომა", ვიდრე შენი ჩასვლის დრო მოვა, საშინელი ძალადობის მსხვერპლი ხდები. არაერთხელ, ახალგაზრდა მამაკაცები ლამის მეჩხუბნენ, - "არა უნდა დაჯდეთო"! შედეგად იძულებული გავხდი მეტროს ვაგონი, პირველივე გაჩერებაზე დამეტოვებინა. ამ ელემენტარული მაგალითიდანაც კი ჩანს, რომ ქალს მათ თვალში არანაირი უფლება არ აქვს. როგორ თუ შეწუხდნენ და ქალმა იუარა. სხვა დასკვნას ვერ ვაკეთებ.

არ მინდა შევადარო ზოგი რამ განვითარებულ ქვეყნებს, მერე მეტყვით ეს საქართველოა და ნუ ადარებ სხვასო, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც უნდა ვთქვა. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, ქალბატონი რომ ამოვიდეს ტრანსპორტში და ვინმემ გადაწყვიტოს ადგილის დათმობა, თუკი ქალბატონი გაუღიმებს და ეტყვის, რომ არ შეწუხდეთ, კუთხეში დგომა მირჩევნიაო, არავინ დაუწყებს ჯაჯგურს, ხვეწნას, არავინ ადგება მაინც, დატოვებს ცარიელ ადგილს და ჩააგდებს უხერხულ სიტუაციაში მას.

ქართველი მამაკაცები ყველაზე დიდ პრივილეგიას ეკლესიებში გრძნობენ (შეუძლებელია ეს ფაქტი არ დავწერო). როდესაც ზიარების საიდუმლო იწყება, მოშორებით, კარიბჭესთან მდგარი კაცებიც კი "ფხიზლდებიან". ზედმეტი ფამილიარობის გარეშე, მუჯლუგუნებით თელავენ ქალებს, არანაირი მორიდება. არა აქვს მნიშვნელობა სავსეა ტაძარი თუ არა, ყველანაირად ცდილობენ, რომ დაწინაურდნენ და ამით თავისი უპირატესობა დაამტკიცონ.

ქართველი კაცებისგან ხშირად მესმის, მე კაცი ვარ, კაფეში ფულს ქალს არ გადავახდევინებო. არადა, ამავე დროს შეუძლიათ ქალისგან ფული ისესხონ და მერე "გაუჯანჯლონ" ან "გადააგდონ". საზღვარგარეთ წასულ ცოლებისგან გამოგზავნილი თანხა შეიფერონ. არ ვამბობ, რატომ გაუშვა ცოლი სამუშაოდ, ეს ყველა ოჯახმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როგორც ცხოვრება მოუტანთ მათ, მაგრამ იშვიათად მოიკითხო, არამიზნობრივად დახარჯო მისი გამოგზავნილი ფული და ეს ყველაფერი შეიფერო ისე, რომ არ გაწუხებდეს, ამაზრზენია.

ქართველ კაცს შეუძლია განსხვავებული სასმისი დადგას იატაკზე და ისე დალიოს
You must have Flash Player installed in order to see this player.
ქალის, დედის ან მეუღლის სადღეგრძელო და იმავე წამს შეურაცხყოს ის: "ქალო მეთვითონ ვიცი, სახლში, როდის წამოვალ". გაგრძელებას აღარ დავწერ, ამ ფაქტის უამრავი ვარიანტი არსებობს, რომელიც შეურაცხყოფს ქალებს.
საქმიანი შეხვედრის დროსაც, რომელსაც წინასწარ ვათანხმებ, ხშირად ვხვდები აბსოლუტურად "აჯაჯულ" (ამ სიტყვას შეგნებულად ვიყენებ) მამრობითი სქესის ადამიანებს, თუმც ამაზე არ "ვწუწუნებ", ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ სუნი მაინც არ ასდით.

სამსახურში, ნაცნობებში ან უბრალოდ ახლად გაცნობილ მამაკაცებთან კულტურული, თბილი პასუხები, ყურადღება ან ურთიერთობები მათ ფლირტი ჰგონიათ.
ყველა მექალთანე კაცი, ვინც არ უნდა იყოს ის, ყალბია. ვითომ ქალების მოყვარულია, სინამდვილეში ამით თავის ღრმა კომპლექსებს მალავს. შესაძლოა ერთ-ერთი ქალებთან მასიური წარუმატებლობის კომპლექსი იყოს და მექალთანეობის იმიჯით საზოგადოებაში, თავის რეალურ სახეს მალავდეს. ნებისმიერი მექალთანე კაცი მეზღაპრე და მეოცნებეა. მრავალფეროვანი პოზების წარმოდგენა მხოლოდ თავის გონებაში შეუძლია. ლოგინში კი მექალთანეები" ვეზირებიც" ვერ არიან.

ქართველი კაცების 70%-ს განათლებული ქალების ეშინია.

ქართველი კაცი, როცა ცოლს ოფიციალურად სცილდება, გული უსკდება ვისთან "დაიჭერს" საქმეს მისი ყოფილი, რადგან თავისი "სისუსტის" გამოაშკარავების ეშინია.

ქართველ კაცი, რომელსაც ცოლად ჰყავს უმუშევარი, ამასთანავე არასექსუალური მეუღლე (მთელი ცხოვრება ერთ პოზაში რომ კვდება) თავს კომფორტულად გრძნობს. სწორედ ასეთ სიტუაციაშია ქართველი კაცი დომინანტი. მერე, თავისუფლად შეუძლია საყვარლებში სიარული და ტრაბახი. საზოგადოებაში კი ითვლება, რომ მას მყარი და კარგი ოჯახი აქვს.

ქართველ კაცს ეშინია სექსუალური ცოლის. ლამაზი და სექსუალური, მაგრამ ერთგული ქალი მათთვის თანხვედრაში ვერ მოდის. ცოლმა, რომ მრავალფეროვანი პოზები შესთავაზოს, შეიძლება კაცმა ხმამაღლა არაფერი თქვას, მაგრამ მის გონებაში ქალის მიმართ ეჭვი ჩნდება.
ყოველთვის ეშინიათ რეალური გრძნობების გამომჟღავნების. მათ ყოველთვის ეშინიათ იყვნენ ნამდვილები.

18-დან 25-წლამდე ქალიშვილი გოგოები, ქორწინების პირველ ღამეს გაუპატიურების მსხვერპლნი არიან. ეს ინფორმაცია სექსოპათოლოგებისგან გავიგე, გთხოვთ ჰკითხოთ მათ (მასიური არა, მაგრამ ეს ხშირი შემთხვევებია თურმე). გოგოები ჰყვებიან სექსოპათოლოგებთან, რომ ისინი გააუპატიურეს,  პირველ ღამეს ასევე არის "არანორმალური" სექსის შემთხვევებიც
. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ნათელი ხდება, თუ რაში სჭირდებათ კაცებს ე.წ. "წესიერი" ქალი. (ეს არ ნიშნავს, რომ ვეთანხმები დამახინჯებულ მოსაზრებას, რომ ქალმა კაცივით, როგორც უნდა ისე "იგულაოს").

ყოველმა მეორე ქართველმა მამაკაცმა მხოლოდ საშუალო დონის სექსი იცის და საშუალოზე დაბალ დონეზე ესმის ქალის.

ქართველმა კაცებმა არ იციან რატომ ღალატობენ
. ისინი ფიქრობენ, ნამდვილ მამაკაცად რომ ჩათვალონ, ერთხელ მაინც უნდა უღალატონ პარტნიორს. ჩემმა ერთ-ერთმა ძმაკაცმა მითხრა: "კაცები იტყუებიან თითქოს ტვინი აქვთ სხვაგვარად მოწყობილი. სინამდვილეში მათ "შემთხვევითი" სექსუალური კავშირები თუ "დაგეგმილი" პარტნიორები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ახსოვთო". მე ვკითხე, თუ რატომ ღალატობენ მეუღლეებს, თუკი სიყვარულით ქმნიან ოჯახს და მან გულწრფელად მითხრა: " ისე უნდა უღალატო, ვითომ არ გიღალატია, ცოლმა ვერაფერი გაიგოს და აი, მაშინ ხარ ნამდვილი მამაკაციო". ეს წესი ალბათ პირველყოფილ ქართველ მამაკაცებს ვიღაცამ უკარნახა და მას შემდეგ კაცი-ადამიანი არ გამოჩნდა, რომ "შეცვალოს".

ტრაგედიაა, რომ ქართველი მამაკაცების 98%-ს ჰგონია, რომ პირველი ღამის შემდეგ სისხლი აუცილებელია და 21-ე საუკუნეშიც კი არაფერი გაუგიათ სხვადასხვაგვარი საქალწულე აპკის შესახებ.


ძალიან ძნელია დღეს ნორმალური მამაკაცის პოვნა. ვგულისხმობ კულტურულს, სწორად აღზრდილს, კომპლექსებისგან თავისუფალს.
არასოდეს ვისურვებდი დამემყარებინა საქმიანი, მით უფრო სექსუალური ურთიერთობა ქართველ მამაკაცთან. არასოდეს ვისურვებდი ოჯახი ქართველ მამაკაცთან შემექმნა (ეს ჩემი პირადი ემოციაა და ნუ დამაბრალებთ, ვინმესთვის რაიმეს მოწოდებას). თუ ოდესმე ბიჭის დედა ვიქნებოდი არასოდეს გავზრდიდი ჩემზე დამოკიდებულ, საცოდავ და კომპლექსებით სავსე არსებას, მიუხედავად იმისა, რომ "გიჟი" დედა ვიქნებოდი.

პ.ს თუ სადმე სწორად აღზრდილ-განვითარებული ქართველი მამაკაცები არსებობთ (ეჭვი არ მეპარება, რომ იქნებით), ბოდიშს გიხდით ჩემი ბლოგისთვის. ბუნებრივია ეს თქვენ არ გეხებათ.
ასეთი კაცები თითო-ოროლა ჩემს ნაცნობ-მეგობრებშიც არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ პირდაპირი მნიშვნელობით კარგი კაცები მთელ ქვეყანაში, შესაძლოა 2% იყოს.

ეს მცირე რიცხვი კი სამწუხაროდ, შესაფერის "ამინდს" ვერ ქმნის.


ნინო ცხვარაშვილი
ჟურნალისტი


eka
15 იანვარი 2017 19:12
რა გამწარებული ხართ.ტქვენ თუ არ გაგიმართლად რატომ ლანძღავტ ყველას.ძალიან კარგი ძმა მყავს და ქმარიც.ჩემს მეგობრებსაც კულტურული და წესიერი ქმრები ყავტ.იქნებ პრობლემა თქვენშია და სხვაგან ეძებთ.
სოფიო
14 იანვარი 2017 11:14
შეიძლება ყველაფერში არა, მაგრამ საერთოდ, კონტექსტში ვეთანხმები ნინოს. მიმაჩნია, რომ ქართველი კაცების უმრავლესობის უპირველესი პრობლემა მათი უპასუხისმგებლობაა ყველგან და ყველაფერში, შინაც და გარეთაც.
სხვა სიახლეები
ფრთხილად ვახელ თვალებს და მისაღები ოთახის შეთვალიერებას ვცდილობ. ჩემი საძინებლიდან კარგად ჩანს მისაღები ოთახი, სადაც ღამით, ჩემს მშობლებს ზღაპრული ნაძვის ხე მოურთავთ. 6-7 წლის ვარ და გული სიხარულით მევსება. ლოგინიდან ვხტები და ყვირილს ვიწყებ: "ზეიმი იწყება".
დაწვრილებით...
ევროპამ, სანამ ვიზალიბერალიზაციას მოგვცემს, "შეჩერების მექანიზმი" მიიღო და ჩვენ ვზეიმობთ, თან ვზეიმობთ ისე, რომ არც კი ვიცით რას ნიშნავს ეს. ისიც არ ვიცით ჯერ საბოლოოდ მივიღებთ თუ არა ვიზალიბერალიზაციას, მაგრამ უნდა ვიზეიმოთ. მთავრობა დუმს.
დაწვრილებით...
2011 წლის 19 დეკემბერი იდგა. მე და ჩემი რამდენიმე ნაცნობ-მეგობარი შევიკრიბეთ. მაშინ აღმოსავლეთ ინგლისში ვცხოვრობდი. წრიულად დავანთეთ სანთლები და შუაში ჩავწერეთ - "ჰაველი". წინა დღეს 18 დეკემბერს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების შესახებ შევიტყვეთ. ვიდექით ჩუმად, თავდახრილები.
დაწვრილებით...
ერთი შუახნის ქალბატონი სიონის საკათედრო ტაძარში შემოვიდა. სწრაფი ნაბიჯით მივიდა ღვთისმშობლის ხატთან და ერთდროულად, დაახლოებით 20 სანთელი დაანთო.
დაწვრილებით...
ჩემი კორეელი მეგობარი მეკითხება, თუ რატომ მაქვს სოციალურ ქსელში მხოლოდ ერთი "ექაუნთი", რომელსაც "ფეისბუკი" ჰქვია? ვპასუხობ, რომ ჩემთვის ეს აბსოლუტურად საკმარისია, სხვა ქსელებისთვის დროც არ მეყოფოდა. ის, მსუბუქად მსაყვედურობს, რომ "პოსტებსაც" იშვიათად ვცვლი, "სელფებს" არ ვიღებ და ამატებს: "საერთოდ რეალური ხარ?"
დაწვრილებით...
ერთ-ერთ კომპანიაში CV მივიტანე. რამდენიმე წუთი, კომპანიის მენეჯერს, მისი ქცევებისა და სიტყვების გამო, გაოგნებული ვუყურებდი. მერე მალოდინა. თურმე, ყავის დრო ჰქონდა. და ბოლოს, როგორც იქნა დამელაპარაკა. ოფის-ასისტენტი სჭირდებოდა (მან ესე მითხრა). დამიდო ფურცელი რა უნდა გამეკეთებიანა.
დაწვრილებით...
არ მსურს ვცხოვრობდე ქვეყანაში, რომლის მმართველებიც განუდგნენ საკუთარ ისტორიას. ითხოვენ განსაკუთრებულსა და საბოლოოდ, ბანალურსა და იაფფასიანს ირჩევენ. სადაც აზრის, ქმედების და თავისუფლების ეშინიათ. სწორედ ეს განწყობა მეუფლება, როდესაც ქართულ პოლიტიკურ პროცესებს ვაკვირდები.
დაწვრილებით...
რატომ ვიტანჯებით მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით?!

აგრესიული და უკულტურო მძღოლები, არა მხოლოდ უხეშად გვპასუხობენ, არამედ მგზავრების სიცოცხლესაც საფრთხეში აგდებენ და როგორც ნივთებს, ისე გვექცევიან.
დაწვრილებით...
"პოლიტიკოსები, რომლებსაც ამოუწურავი ძალაუფლება გააჩნიათ, ბავშვებივით არიან. მე, მათ ვირუსებად აღვიქვამ. ისინი, ვირუსებივით ანადგურებენ ყველაფერს და ვიდრე ყველაფერს არ შეჭამენ, არ მოისვენებენ", - ამბობდა მუსიკოსი რიჩარდ ბონა
დაწვრილებით...
თუკი, საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხს არავინ გთხოვს, იტყვი იმას, რაც გინდა და როგორც გინდა. თუკი, ქვეყანა საერთოდ არ გადარდებს და პარლამენტში იმიტომ შედიხარ, რომ თავი ქუდში გქონდეს, რა თქმა უნდა, გააკეთებ იმას, რაც გინდა და როგორც გინდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სრული უპასუხისმგებლობა სუფევს. და ეს, მხოლოდ დღეს კი არა, წლებია ასე ხდება.
დაწვრილებით...
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები