”პალიტრის” ფოსტა
14-05-2012 
ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ რაც ბუნებამ გვიბოძა, თუ არ მოვუფრთხილდებით, მარადიულად გვექნება. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა მანანა ჭყოიძემ ეს რომ იცის, იმიტომაც გვწერს, - "სანამ ჯერ კიდევ რამის გადარჩენა შეიძლება, მანამდე ვიბრძოლებ".
07-05-2012 
კვლავ მოვიდა 9 მაისი და რაოდენ სამწუხაროა, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები არავის ახსოვს... ალბათ ამიტომაც ჩნდება კითხვა, ეხსომება კი მომავალ თაობებს ცხრა მაისი? არადა, ეს Dდღე ხომ ბნელ ძალაზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა - ისტორიას კი ფასი მით უფრო ედება, რაც მეტი დრო გვაშორებს მნიშვნელოვან მოვლენებს...
07-05-2012 
ვერაფერი შეაჩერებს სიცოცხლეს, თუ გადასაშენებლად არ არის განწირული, ასევე ვერაფერი დაუდგება წინ ერის განვითარებას. მაგრამ რადგან ნგრევის ეპოქაში მოგვიწია ცხოვრებამ, ეჭვიც თითოეული აგურის დადებაზე ჩნდება. და თუ მავანი იტყვის, - ჩვენ არაფრის ღირსნი არ ვართო, ამაოდ გაირჯება - განვითარებას კი არავინ ეღობება წინ, მაგრამ ნგრევას რა შეიძლება მოჰყვეს, ვიცით და გვეშინია.
07-05-2012 
ქართველებს ბევრ ნაკლი გვაქვს, მაგრამ უსაზღვრო სიყვარულიც შეგვიძლია და გარდაცვლილი ადამიანებისადმი პატივისცემაც რომ იტყვიან, ძვალსა და რბილში გვაქვს გამჯდარი. იქნებ სწორედ ეს გვშველოდა და გვინახავდა.
30-04-2012 
ადამიანი ბევრ რამეს ივიწყებს, მაგრამ ბავშვობას - ვერა. განსაკუთრებით ტკივილად გვრჩება  ბავშვობის აუხდენელი ოცნებები და რას არ მივცემდით, რომ ასრულებულიყო. რედაქციაში ერთი ბიჭის წერილი მოვიდა. რომ წავიკითხე, ბევრი აღარ მიფიქრია, გაზეთში გამოსაქვეყნებლად გადავდე. მას მხოლოდ ერთი ნატვრა აქვს, - თავის 13 წლის  დაიკოსთან ერთად ეზოში გაისეირნოს და ამისთვის ეტლი სჭირდება. გვჯერა, რომ გამოჩნდება ვინმე, ვინც მას ნატვრას აუსრულებს...
30-04-2012 
როცა დედა იმ ქვეყნად მიდის, შვილები მის მზრუნველობას ზეციდანაც გრძნობენ. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენა ჟურნალისტ ანზორ პატეიშვილის წერილმაც, რომელიც ჩვენ ყველა იმ ქვეყნად წასულ დედას მივუძღვენით.
02-04-2012 
რას იზამ, ცხოვრება ასეთია! - ხშირად ასე ვიმშვიდებ თავს, როცა მსგავსი შინაარსის წერილს ვკითხულობ. მაგრამ მაინც როგორ ხდება, რომ ადამიანი, რომელიც თავისი სიბერისთვის მთელი სიცოცხლე ემზადება, მარტო რჩება? როგორ უნდა გავიგოთ, როდის ვუშვებთ შვილის აღზრდაში ისეთ შეცდომებს, რომელსაც მწარე მოხუცებულობა მოაქვს? აი, ასე ვფიქრობდი, როცა "კვირის პალიტრის" ფოიეში მოხუცი სტუმრის შესახვედრად მივდიოდი.
02-04-2012 
რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ აფხაზეთი და სოხუმი ძნელად დასავიწყებლად გვექცა - ღმერთმა ნუ დაგვავიწყოს ის, რაც დასავიწყებლად არასოდეს უნდა ვაქციოთ.
26-03-2012 
"პალიტრის ფოსტაში" წერილების გარდა სატელეფონო შეტყობინებაც ბევრი მოდის და სიამაყე მეუფლება, როცა მათ ვკითხულობ. ზოგჯერ ამ მესიჯებს სხვებსაც ვაჩვენებ. ან კი როგორ გინდა ასეთი მესიჯი მიიღო და მაშინვე წაშალო? "მიყვარხართ.
26-03-2012 
ეს თემა ბუნების შემსწავლელ მეცნიერებებს არ ეხება, მაგრამ ფიზიკის ერთ-ერთი ძირითადი კანონი, ენერგიის შენახვის კანონი აუცილებლად უნდა გავიხსენოთ.
26-03-2012 
ჩვენ მუდამ წარსულის შენახვისთვის ვიბრძოდით, მაგრამ თავისუფლების მოპოვებით გახარებულებმა დროს ისეთი სახელები გადავაყოლეთ, რომელიც წარსულს ფერებს აკლებს.
19-03-2012 
საქართველოს მოსახლეობის მესამედს რეპრესიის წლები მძიმე ლოდად აწევს. მხოლოდ ჩვენს თაობებს მიეცათ შესაძლებლობა,  ეს ტვირთი მოგონებების გამხელით შევუმსუბუქოთ.  
19-03-2012 
ხშირად გაგვიგონია, რა გვეშველება, ამ გადაჯიშებულ ახალგაზრდობას რა უნდა მოსთხოვოო. შეუძლებელია არსებობდეს მხოლოდ ცუდი და მის გვერდით არ იყოს კარგი. ეს, სხვა თუ არაფერი, სიცოცხლის კანონია.
19-03-2012 
ვიდრე დევნილები გვყავს, მით უფრო არაადამიანურ პირობებში, ბედნიერი ქვეყანა არ გვექნება. ეს უბრალო  აქსიომაა, რომელსაც მტკიცება არ სჭირდება. თუმცა, სამწუხაროდ, ამის გაკეთება გამუდმებით გვიხდება. ამ წერილის ავტორი წლებია ხელისუფლებას აი, რას უმტკიცებს...
05-03-2012 
- დაიცავით თქვენი წილი საქართველო თქვენს გულში და თქვენ გარშემო. ახლა ეს არის თქვენი ბასიანი და თქვენი დიდგორი - ამბობს ჩვენი სულიერი მამა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
05-03-2012 
16 წლის ესმა გუმბერიძე კი განსაკუთრებული გოგოა. თუ გრძნობა-გონება სხვას თვალებში აესახება, ესმას განწყობილებაზე პირსახე მეტყველებს - ესმა უსინათლოა. ჩვენთან წერილი მოიტანა. ფოსტით რატომ არ გამოგზავნე-მეთქი.
27-02-2012 
ჩვენს მკითხველს კარგად ემახსოვრება "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული წერილი რეპრესირებულთა კომპენსაციის შესახებ - რამდენიმე ასეულმა კაცმა დაგვირეკა: თუ ამ ხანდაზმულობის ჟამს ვინმე წაგვეშველება, დიდი შვებაა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს თანხა მივიღოთო.
27-02-2012 
ჩვენს გაზეთში დაბეჭდილ წერილებში ხშირად წაიკითხავთ ფრაზას, "ბრმები არ ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლების გაკეთებული საქმეები ვერ დავინახოთო".
27-02-2012 
ჩვენი ერის გენეტიკური კოდის ძლიერებით ყოველთვის აღტაცებული ვრჩები. ის, რასაც ამ წერილის ავტორი სტუდენტი გვწერს, ერთხელ კიდევ იმის დადასტურებაა, რომ  გადაშენება არ გვიწერია...
20-02-2012 
ჩვენ რომ ისევ ჩვენს მთა-ბარში გაფანტული და უყურადღებოდ მიტოვებული გლეხობის ნაამაგრით ვართ, აქამდეც არაერთხელ გვითქვამს.
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. უნდა განადგურდეს თუ არა, წინა ხელისუფლების დროს შექმნილი, ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები?