"ავღანეთში რამდენი ბრძოლის ჟინით მიდის და რამდენი ეკონომიური გაჭირვების გამო?!" - კვირის პალიტრა

"ავღანეთში რამდენი ბრძოლის ჟინით მიდის და რამდენი ეკონომიური გაჭირვების გამო?!"

"ჩვენ წინაპრებს თოხი და ხმალი ერთად ედოთ, ასე უნდა იყოს ახლაც, ქალიც კაციც, ჯანმრთელი, ყველა ჯარში..."

"კვირის პალიტრამ" გადაწყვიტა შემოგთავაზობთ ამა თუ იმ სტატიაზე მკითხველის საინტერესო გამოხმაურებები. ამჯერად გთავაზობთ სტატიაზე "შეიძლება სახელმწიფოს გარეშე დავრჩეთ" - დავით თევზაძის საშიში პროგნოზი და პოლიტიკური გეგმები" გაკეთებულ კომენტარს:

ჯემალი: "ბატონო დავით, დიდი პატივისცემით მოგმართავთ გორიდან, პირველი ტყვია რომ გავარდა სამაჩაბლოში, მას შემდეგ ომის მონაწილე ვარ. ახლაც, ამ სიბერეში 2008 წელს, სამი რეისი შემოვლითი გზით, და თბილისში გზააბნეული ჯარისკაცები ჩამოვიყვანე შემოვლითი გზით, ამიტომ თავს მივეცი უფლება და პოსტს ვწერ.ართალია, მთავრობის წევრთა უმრავლესობას ფალიის სუნი არ უყლაპია, ეგ ერთი, მეორეც, იუგოსლავიაში ერთ-ერთი მებრძოლისგან ინტერვიუ აიღეს, მან თქვა, ინგლისში უმუშევართა დახმარების თანხა უფრო მეტია, ვინემ აქაური ხელფასიო, ანუ მე სისხლში მაქვს ომში მონაწილეობის სურვილიო... ეხლა შევადაროთ, ჯარში, თუნდაც ავღანეთში, რამდენი ბრძოლის ჟინით მიდის,და რამდენი ეკონომიური გაჭირვების გამო?! ასევე ის უბედურებაც გვჭირს, რომ ნაბრძოლი კაცი არ ფასდება! არავითარი სხვაობაა მთელი შენი ცხოვრება, ლოთობდი, პარაზიტულ ცხოვრებას ეწეოდი თუ იბრძოდი და მთელი შენი ცხოვრება ქვეყნის სამსახურში იდექი, - ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მაგალითად, აფხაზეთის ომის დროს 11 დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშივ მოვარჩინე, იარაღი რომ ჭირდა ტანკის პულიმიოტებს ხელის პულიმიოტად ვაკეთედი... ომის ვეტერანობის საბუთი არ გავაკეთე, დახმარება არ მინდოდა, რადგან ეკონომიურად არ მიჭირდა, სახელმწიფოსგან არც პენსია მინდოდა. ეხლა რაც შეეხება ჯარში გაწვევას, ჩემს სოფელში სულ 20-მდე კომლია, მინიმუმ 30 ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე ბიჭები მთელი დღე ლოთობას უნდებიან, არც ერთი არ არის ჯარში გაწვეული, და ჩვენ მიზეზებს ვეძებთ, რატომ აქვს ქვეყანას დაბალი ბრძოლის უნარიანობა?! ჩვენ წინაპრებს თოხი და ხმალი ერთად ედოთ, ასე უნდა იყოს ახლაც, ქალიც, კაციც - ჯანმრთელი, ყველა ჯარში... ვინც არ არის ნაციხარი, ყველას იარაღი უნდა ჰქონდეს, 2008 წელს სათანადო იარაღი რომ მქონოდა, მინიმუმ ორ თვითმფრინავს ჩამოვაგდებდი, მიშას გაკეთებული ფანტანების ამოფრქვევით არაფერი გამოვიდოდა... ამას თქვენც ამბობდით, "რაგატკა" რომ ახსენეთ..."

იხილეთ სტატია