ასეთ წერილებს "კვირის პალიტრას" თითქმის ყოველდღე უგზავნიან და ყოველთვის გვრცხვენია მათი წაკითხვისას, რადგანაც მსგავსი რამ ჩვენ თვალწინ ხდება და ვერ შევძელით, ხელისუფლება გვეიძულებინა, მილიონზე მეტი ხანდაზმული ადამიანის სიცოცხლე დაეცვა. უამრავ წერილთაგან დღეს ერთს იმიტომ ვბეჭდავთ, რომ სხვის სიბერეზე თუ არა, საკუთარ სიბერეზე მაინც დაგვაფიქროს!პირველ რიგში შენ გწერ, ჩემო "კვირის პალიტრა", რადგან ჩვენისთანა ცხოვრებაში დაკარგულების ხმას ხალხს აგონებ. გთხოვ, ახლა ჩვენს მთავრობას გააგონო ჩემი ხმა, - ჩათვალონ, რომ მე ერთი ნაწილი ვარ იმ ათასობით ადამიანისა, ღვთის ანაბარად რომ მიაგდეს. ჩვენ ხომ აღარც მუშაობა შეგვიძლია, აღარც თავის შენახვა.
ამ წერილს სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებული პირი, 83 წლის სოფიო გწერთ. მითხრეს, ტყუილად იღლი ხელსო, მაგრამ მე ხომ მჯერა თქვენი.
II მსოფლიო, ანუ სამამულო ომი რომ დაიწყო და მობილიზაცია გამოცხადდა, სამხედრო კომისარიატში ვთხოვე, ფრონტზე გავეგზავნე. უარი მითხრეს - 15 წლისა ვიყავი, ამიტომ 31-ე საავიაციო ქარხანაში გამიშვეს მუშად. ომის წლებში ცივ ბეტონზე ვიდექი და თვითმფრინავის ფრთებს, კუდებს, კარკასებს ვაკეთებდი. თავი არ დამიზოგავს. ომი რომ დამთავრდა, მუცელსა და ფილტვებში წყალი მქონდა ჩამდგარი. დიდხანს ვებრძოდი სიკვდილს, სასწაულებრივად გადავრჩი, მაგრამ თავზარი დამეცა, როცა ექიმებმა მითხრეს, - შვილი არ გეყოლებაო...
მე და ჩემმა მეუღლემ გოგონა ვიშვილეთ და გავზარდეთ. ღმერთს ვთხოვ, ყველას ჰყავდეს ასეთი შვილი, ახლა 43 წლის არის და თავს გვევლება, მაგრამ რა ქნას, როგორც ბევრ მის ხნისას, მასაც არა აქვს სამსახური. რისთვის ვიკლავდი თავს, რად მჭირდება დიპლომი, საპენსიოდ ძალიან ახალგაზრდა ვარ, სამსახურის შოვნისთვის ძალიან მოხუციო, - წუხს, მაგრამ ცხრაპირ ტყავში ძვრება და მაინც არ გვხოცავს შიმშილით.
აღარას ვჩივი, სხვა უბედურებაც რომ არ გვჭირდეს - წამალს ვეღარ ვყიდულობთ პენსიონერები და წამლის ფასის გაგონებაზე გულის გახეთქვას შინ სიკვდილი გვირჩევნია; თელასიც ჭირად დაგვაწვა... ერთ დროს, ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათი გვქონდა.
შესაბამისი ცნობა ჩემი ხელით ჩავიტანე თელასში, მაგრამ შარშან დენი მაინც ჩამიჭრეს (არა მარტო მე, დასახლების 90%-ს) იმ დავალიანების გამო, რომლისგანაც გათავისუფლებული ვიყავი. თანაც მითხრეს, ახლა საჯარიმო თანხა კომპიუტერშია შეტანილი და ვერაფერს გიშველითო. ახლა 308 ლარი დამადეს ვალად და სანამ არ გადავიხდი, შუქს არ ჩამირთავენ. რა მეშველება?! გასაყიდიც აღარაფერი გვაქვს და რაღა ვქნათ, როდემდე უნდა ვისხდეთ სიბნელეში? გაზსაც ვეღარ ვანთებ, შვილო, ისიც გადამიჭრეს, უგაზობას კიდევ ავიტან, მაგრამ 84 წლის მოხუცს, რომელსაც ორი პარასკევი დამრჩენია, სიბნელე იმ ქვეყნად არ მეყოფა?!
ნუთუ არავის აწუხებს ჩვენი ბედი, განა რამდენი ვართ - ვინც დავრჩით, თითებზე ჩამოგვთვლის კაცი, განა რამდენი წელი უნდა ვიცოცხლოთ კიდევ? ასე უნდა ფასდებოდეს სამშობლოსთვის დაღვრილი სისხლი?
რისი იმედით უნდა გავუშვათ ჩვენი შვილები, შვილიშვილები, მამები, ძმები, ქმრები იმ ომში, რომელიც ალბათ ჩვენი მიწისთვის მოგვიწევს?! იმის იმედით, რომ გავა წლები, მოხუცდებიან და ჩემსავით სიბნელეში დაიხოცებიან? გთხოვთ მიპასუხოთ, თუნდაც "არა" მითხარით, ოღონდაც მიპასუხეთ...
პატივისცემით - სოფიო, 84 წლის












სოფელი ქვეყნის მარჩენალია. მაგრამ ჩვენ მარჩენალი მიტოვებული გვყავს. თუმცა გლეხი მიწას ისე არ ტოვებს, როგორც დედა ავადმყოფ შვილს. ის გლეხია ქვეყნის პატრონი, - იმდენი იხვეწა, თუ ხელისუფლება ვერა, უბრალო ქართველები ხომ მაინც დააფიქრა, და სოფლისკენ მოახედა.
სიცივეში სიცხეს ვნატრობთ, სიცხეში - სიცივეს. ამ ზაფხულშიც ასეა, სიცხემ "ცოტა" მოუჭირა და - არიქა, დავიხრჩვითო! ისე კი, თუ ღმერთს ჩვენი დახრჩობა არ უნდა, ზაფხული კი არა, სახრჩობელა ვერ დაგვახრჩობს.
აი, რა სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ცხოვრება, - თუ კაცმა მოინდომა, მთებს გადააბრუნებს. ამ წერილის ავტორმა თავისი მთები გადააბრუნა. მანამდე კი აი, რას გვწერდა:
პატივცემულო რედაქციავ, ეს წერილი იმ დღეს დავწერე, როცა ჩემს შვილს ვინ იცის, მერემდენედ, დაენისლა თვალები "ტოი ბოქსის" გახსნისას. ვისაც პატარები გყავთ,
ჩვენს ისტორიაში ყოველთვის ასე იყო, - თან ვომობდით და თან ვშრომობდით. ახლაც ასეა, - დაცოტავებულები შენების სურვილს და მომავლის რწმენას არ ვკარგავთ. ასეთი ძლიერი სულის მქონე ქვეყანა კი, შეუძლებელია ფეხზე არ დადგეს.
ჩვენ ამ წერილს ასე დავარქმევდით: "ასე უნდა მოუარო საქართველოს!" ქვეყანას მარტო უცხოეთიდან სამადლოდ გამოგზავნილი სასმელ-საჭმლით ვერ გადავარჩენთ, ჩვენც, როგორც წერილის ავტორი, ვფიქრობთ, რომ წერილის გმირივით ჩუმად, უპრეტენზიოდ უნდა იღვაწო, სამშობლოს წამალიც ეს არის!













ევროპა ვართო.
ევროპაში პენსიონერს ვერ ნახავ, ყოფითი პრობლემები გააჩნდეს.
თავიანთი სიბერე უკვე უზრუნველყვეს ნაძრცვი ფინენსებით და ეს საცოდავები რაში ენაღვლებათ?
რა ამის პასუხია და მიშას ჩაცმულობაზე რომ იყო თემა, აღარ ჩანს. ამოფრინდა და გაფრინდა? :)