ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
08-02-2010
"ისევ ჭურში ვზივართ?!"
ამბობენ, ნიჭიერი კაცი ზარმაციაო. ყოველ შემთხვევაში, ქართველებისთვის ეს აქსიომაა, - ნამდვილად არ ვართ უნიჭო ერი. თუმცა მერე, რა! რაც შევქმენით, ჩვენი სიმღერებისა არ იყოს, იმისი დაცვა გვეზარება. იქ, სადაც ხალხი "პაჭაპუჭა" ღირებულებებით იწონებს თავს, ჩვენ არც კი ვჩნდებით, ამიტომაც ჩვენსას სხვა იჩემებს.

სხვათა შორის, ახლა ისეთი გაქანებული ბრძოლაა ეროვნული კულინარიული კერძების მისათვისებლად, შეიძლება, საცივის (და ხაჭაპურის!) პატრონობაც კი წაგვართვას ვინმემ. თუ არადა, ნახეთ, რა ხდება მსოფლიო კულინარიის "ბრძოლის ველზე."    


ცნობილ პარმეზანს - პარმის ყველს ამ ორი წლის წინ მიენიჭა იტალიის ნაციონალური სიმბოლოს სტატუსი. ამიერიდან, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სხვა ქვეყნებს აკრძალული აქვთ ამ დასახელების ყველის ბაზარზე გატანა. პარმის ყველის მწარმოებელთა აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება იტალიის უდიდესი გამარჯვებაა.

იტალიელები დაახლოებით 400 დასახელების ყველს ამზადებენ. მათგან ყველაზე პოპულარულია პარმეზანი. იგი პირველად 1100 წელს დაამზადეს ქალაქ პარმის მახლობლად მდებარე მონასტრის ბერებმა. 1 კგ ყველის მისაღებად საჭიროა დაახლოებით 16 ლ რძე. თავდაპირველად მას 1 წელი ინახავენ სპეციალურ ფორმებში.

წლისთავზე ამოწმებენ. თუ პროდუქტი ფორმითა და შემცველობით სტანდარტს არ შეესაბამება, იწუნებენ, მაგრამ არ ანადგურებენ და ბაზარზე სხვა დასახელებით გააქვთ, ხოლო ღირებულ პროდუქტს კიდევ ერთი წლით ინახავენ და მხოლოდ ამის შემდეგ ადებენ ხარისხის მაჩვენებელს.  მარკირება ხდება მაშინ, როცა ყველი ძალიან რბილია, ანუ "ახალგაზრდაა". მის ასაკს ძველად ვერცხლის ზარების დარტყმის ხმით განსაზღვრავდნენ.

ახლა, რაც შეეხება, სხვა ქვეყნებს: ლიბანი და ისრაელი ამჟამად კულინარიის გამოც ომობენ. ლიბანის მწერალთა ასოციაციის თავმჯდომარეს   განზრახული აქვს, თავისი ორგანიზაციის სახელით სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ "ლიბანის სამზარეულოს მიტაცებისთვის". ისრაელის კომპანიებს მთელ მსოფლიოში გააქვთ "ხამუსი", "თაბულე" და "ფალაფელი", როგორც ნაციონალური კერძები, არადა, ისინი ჩვენი ეროვნული საკუთრებაა და კრიმინალური მარკეტინგის გამო ლიბანი ყოველწლიურად მილიონობით დოლარს კარგავსო, - ამბობენ ლიბანელები.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი ამ საქმეში ნაწილობრივ საკუთარ მთავრობასაც ადანაშაულებენ, რომელმაც აქამდე არ იზრუნა ეროვნული სამზარეულოს კერძების უფლებების რეგისტრაციაზე, როგორც ეს გააკეთა, მაგალითად, კონიაკზე - საფრანგეთმა, პარმის ყველზე - იტალიამ, ფეტასა და მეტაქსაზე - საბერძნეთმა და ა.შ.

და რატომ ვზივართ ჭურში ქართველები? ჯერ იყო და, მსოფლიოს 7 საოცრების კონკურსი ჩატარდა, სადაც გამოკითხვაში 2 მილიარდზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ჩვენ გარდა, თითქმის ყველა ქვეყანამ წარადგინა თავისი ღირსშესანიშნავი ძეგლები. შარშან კი, ჩვენი პლანეტის შვიდი ბუნებრივი საოცრების კონკურსი იყო და აქაც ყური არ შევიბერტყეთ. ეროვნული სამზარეულოს კერძების დარეგისტრირებაზეც ხომ ხმას არავინ იღებს! არ შეიძლება, ჩამოვწეროთ ეროვნული კერძების სია, გამოკითხვით ავირჩიოთ მათგან საუკეთესონი და მივანიჭოთ ეროვნული სიმბოლოს სტატუსი?

ბოლოს და ბოლოს, დავესესხოთ ლუარსაბსა და დარეჯანს ჭკუა, ცოდნა, გამოცდილება და მათი დახმარებით მაინც შევძლოთ ამ საქმის თავის მობმა, თორემ ჩვენს მეზობლებს სულაც არ დაეზარებათ ამაზეც განაცხადონ პრეტენზია!
მედეა თავდიშვილი

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge სოფელი ქვეყნის მარჩენალია. მაგრამ ჩვენ მარჩენალი მიტოვებული გვყავს. თუმცა გლეხი მიწას ისე არ ტოვებს, როგორც დედა ავადმყოფ შვილს. ის გლეხია ქვეყნის პატრონი, - იმდენი იხვეწა, თუ ხელისუფლება ვერა, უბრალო ქართველები ხომ მაინც დააფიქრა, და სოფლისკენ მოახედა.
ჩვენს ისტორიაში ხშირად შეხვდებით მემატიანის შეძახილს: - "ქართველნი, ერთი ათის მძლეველნი"! მართლაც! ძლევამოსილ ქართულ მხედრობას უპირველესად სამშობლოს სიყვარული ასაზრდოებდა, მერე წვრთნა. ამათზე არანაკლები როლი ლაშქრის კვებას მიუძღოდა.
ჩვენ, ქართველები, ერთი იმ თოთხმეტ ერთაგანი ვართ, ვისაც საკუთარი ანბანი აქვს და ისეთი უნიკალური ენა, მსოფლიოს მრავალი ენათმეცნიერი უხრის ქედს. ხოლო იმ ხალხის დიდებას, რომლებიც დედამიწის ლიდერობას იჩემებენ და მათ შორის ჩვენსასაც, ეს პატივი არასოდეს ეღირსებათ.
KvirisPalitra.Ge სიცივეში სიცხეს ვნატრობთ, სიცხეში - სიცივეს. ამ ზაფხულშიც ასეა, სიცხემ "ცოტა" მოუჭირა და - არიქა, დავიხრჩვითო! ისე კი, თუ ღმერთს ჩვენი დახრჩობა არ უნდა, ზაფხული კი არა, სახრჩობელა ვერ დაგვახრჩობს.
KvirisPalitra.Ge აი, რა სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ცხოვრება, - თუ კაცმა მოინდომა, მთებს გადააბრუნებს. ამ წერილის ავტორმა თავისი მთები გადააბრუნა. მანამდე კი აი, რას გვწერდა:
KvirisPalitra.Ge პატივცემულო რედაქციავ, ეს წერილი იმ დღეს დავწერე, როცა ჩემს შვილს ვინ იცის, მერემდენედ, დაენისლა თვალები "ტოი ბოქსის" გახსნისას. ვისაც პატარები გყავთ,
KvirisPalitra.Ge ჩვენს ისტორიაში ყოველთვის ასე იყო, - თან ვომობდით და თან ვშრომობდით. ახლაც ასეა, - დაცოტავებულები შენების სურვილს და მომავლის რწმენას არ ვკარგავთ. ასეთი ძლიერი სულის მქონე ქვეყანა კი, შეუძლებელია ფეხზე არ დადგეს.
ხშირად გაიგონებთ, ქართველებს გული გაგვიცივდაო. უსაფუძვლოდ არაფერი ითქმება. ალბათ, ყველას გვაქვს გამოცდილი გულცივობის სიმწარე. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ცუდი ყოველთვის უფრო "ყვირის", ვიდრე კარგი, სინამდვილეში კი  თანადგომის მაგალითი უფრო მეტი ყოფილა.
ამ წერილმა ქართულ ზღაპრებში წყალს დაპატრონებული გველეშაპი გაგვახსენა. მადლობა ღმერთს, რომ დღესაც არის ხალხი, ვისაც ამ გველეშაპთან ბრძოლის სურვილი აქვს.
KvirisPalitra.Ge ჩვენ ამ წერილს ასე დავარქმევდით: "ასე უნდა მოუარო საქართველოს!" ქვეყანას მარტო უცხოეთიდან სამადლოდ გამოგზავნილი სასმელ-საჭმლით ვერ გადავარჩენთ, ჩვენც, როგორც წერილის ავტორი, ვფიქრობთ, რომ წერილის გმირივით ჩუმად, უპრეტენზიოდ უნდა იღვაწო, სამშობლოს წამალიც ეს არის!