"დედა იტალიაში გათხოვდა, მამამ კი არაფერი იცის"
"დედა იტალიაში გათხოვდა, მამამ კი არაფერი იცის"
08-02-2016
"სოციალურ ქსელში შემთხვევით დედას პროფილი აღმოვაჩინე, იტალიური სახელით და გვარით. საპატარძლო კაბა ეცვა და ვიღაც კაცის გვერდით იდგა. კომენტარებს გადავავლე თვალი, ვიღაცები დედაჩემს გათხოვებას ულოცავდნენ"

ჩემი მშობლების სურათს ვუყურებ და ვერ ვიჯერებ, რომ დედა გათხოვდა, ჩემმა ძმამ და მამამ კი არაფერი იციან.

ყველაფერი მაშინ გართულდა, როცა მამა სამსახურიდან გაათავისუფლეს და ფინანსური პრობლემები დედას დააწვა მხრებზე. ჩემს ძმას ასთმა დაუდგინეს და ექიმმა გვირჩია, ზამთარ-ზაფხულ დასასვენებლად ბაკურიანში წაგვეყვანა. დედა კომუნალური გადასახადებისა და საკვების ფულს ძლივს შოულობდა, ბაკურიანში სახლის დაქირავებაზე ვერც კი ვიოცნებებდით. მშობლებმა იმსჯელეს და გადაწყდა, რომ დედა საზღვარგარეთ მომვლელად წავიდოდა. მამამ ფული ისესხა და დედა იტალიაში გაუშვა. ის ყოველთვიურად თანხას გვიგზავნიდა. ჩემი ძმის მკურნალობა და ბაკურიანში წაყვანაც მოვახერხეთ. თითქოს ყველაფერი დალაგდა.
დედას ჩამოსვლაზე რომ დავუწყებდი ლაპარაკს, ყოველთვის რაიმეს იმიზეზებდა და საერთოდ, ცდილობდა, ამაზე არ გვესაუბრა. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შემთხვევით მისი მეორე პროფილი აღმოვაჩინე, იტალიური სახელით და გვარით. სურათები დავათვალიერე, საპატარძლო კაბა ეცვა და ვიღაც კაცის გვერდით იდგა.
ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ გათხოვდა. კომენტარებს გადავავლე თვალი, იტალიურად ულოცავდნენ. ისე ვინერვიულე, რომ ცუდად გავხდი. სასწრაფოდ გამოვრთე კომპიუტერი, თუმცა ნანახი გონებიდან ვერ ამოვიშალე. ნერვიულობის გამო სიცხემ ამიწია. ერთ დღესაც რომ შევეხმიანეთ ერთმანეთს, დედას ვკითხე, მანდ გათხოვდი-მეთქი? ჯერ დაიბნა, მერე სიცილი დაიწყო, - რა კარგი ფანტაზიის უნარი გაქვსო და მირჩია, მოთხრობების წერა დამეწყო. ქორწილის ფოტოები გადავუგზავნე. მაშინ კი გამოტყდა, რომ შეხვდა კაცს, რომელიც შეუყვარდა. სწორედ მისი დახმარებით გვარჩენდა ჩვენ და მთხოვა, მამაჩემისთვის არაფერი მომეყოლა. არ უნდოდა, მისთვის გული ეტკინა. არა მგონია, მამაჩემის მოტყუება სწორი იყოს, თუმცა ვერც დედას დავაღალატებ. ორ ცეცხლს შუა ვარ. არ ვიცი, როგორ მოვიქცე.

თათული ღვინიანიძე

თინა
25 ივლისი 2016 12:17
ჯანმრთელი კაცი, რომ ცოლს უცხოეთში სამუშაოდ გააგდებს, იმისთვის რომ მან სამსახური დაკარგა და სასოწარკვეთილებაშია, ის ყველაფრის ღირსია!
მა კა
22 ივლისი 2016 12:16
როდესაც ცოლს მომვლელად უშვებდა და თან გულიც ისესხა,რომ უცხოეთში სამუშაოდ ''გაეგდო'' ოჯახის ქალი,მაშინ ეფიქრა, გაენძრია ერთი ადგილი და ოჯახი შეენახა,ბევრი კარგავს სამსახურს,მაგრამ კაცურად ნახულობს გამოსავალს და ცოლის კისერზე არ გადააქვს საკუთარი მოვალეობა,ასე,რომ კაცებო დადექით მოწოდების სიმაღლეზე,ნუ გადაიქცევით მეურვეობა-მზრუნველობის ობიექტებად.
სხვა სიახლეები
"ვიცი, სოფელში ჩარჩოებში მოვექცევი. დარწმუნებული ვარ, დეპრესიაში ჩავვარდები და ალბათ ცხოვრებაზე ჩავიქნევ ხელს"
დაწვრილებით...
"კომუნისტების დროს ბიბლიურ სიუჟეტებს ვინ გაგვაკეთებინებდა, ამიტომ ვიეშმაკე და გავაკეთე ჩვეულებრივი ბიჭის ქანდაკება, რომელიც გველეშაპს მახვილით კლავდა"

"სულხან-საბას ძეგლი ისე რატომ უნდა გაიმეტო, რომ გვერდით ტუალეტი მიუდგა?"
დაწვრილებით...
ზოგიერთ ჭრილობას დრო ვერ ახორცებს. თვეების განმავლობაში ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ...
დაწვრილებით...
"იყო დღეები, როცა რაც მოგვხვდებოდა, იმას ვჭამდით. ისე, როცა სადმე გუბიდან ამიღია წყალი, მას ადამიანის სისხლი ამოჰყოლია..."

"59 გერმანელი სნაიპერი მყავს მოკლული"
დაწვრილებით...
15 წლის მარიკო სასიყვარულო სამკუთხედში პირველად აღმოჩნდა.
დაწვრილებით...
"ჩემი სახლის წინ მოედანია. აივანზე არ გავდივარ, რომ არ დავინახო, მეზობლები ფეხბურთს როგორ თამაშობენ. სულ მძინავს ან ფილმებს ვუყურებ. ხანდახან ვფიქრობ, არ დავემორჩილები ექიმს, გავრისკავ და ჩემს გუნდში დავბრუნდები-მეთქი..."
დაწვრილებით...
"მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც განიკითხავენ - დამპყ­რობს ემსახურებოდითო."
დაწვრილებით...
"ჩემი იდეაა, წმინდა გიორგის ქანდაკების გარშემო წრიულ კონსტრუქციაზე, რამდენიმე ენაზე ოქროსფერი ასოებით ამოვკვეთოთ სიტყვა "თავისუფლება"
დაწვრილებით...
ოთარ იმნაიშვილი: "თემქაზე, "ინჟმშენის" მე-5 სამმართველოს ბაზაზე შპს "მშენებელი-5" შევქმენით, სწორედ ამ ობიექტის დაბრუნებისთვის 12 წელია ვიბრძვით"
დაწვრილებით...
"იმ დღეს რა დამავიწყებს, - ჩვენს ეზოში ტრაქტორს მამაჩემი და ბიძაჩემი დაუწვნენ. მძღოლი არც შეჩერებულა, ორივე ტრაქტორის ციცხვით აიყვანა და განზე გადაყარა... "
დაწვრილებით...
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
62 კვ.მ. +90კვმ ბინის თეთრი
იყიდება შავი კარკასი საბურთალოს ცენტრში,
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები