ხმალი ბრეჟნევისთვის
ხმალი ბრეჟნევისთვის
"მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც განიკითხავენ - დამპყ­რობს ემსახურებოდითო. მე კი ამას ვიტყვი: მართალია, ბედმა­ ასეთ დროს გვარგუნა ცხოვრება, მაგრამ არავისზე ნაკლები ქართველები არ ვყოფილვართ! ახლა კი მინდა ის ამბავი გავიხსენო, რომლის მოგონებაზეც თვალს ცრემლი მადგება", - მოგვწერა ანტონ ჩაჩიბაიამ...

1981 წელს, საქართველოს გასაბჭოების 60 წლისთავზე, საბჭოთა ცეკას მთავარი ფიგურის, ლეონიდ ბრეჟნევის შესახვედრად ვემზადებოდით. საჩუქარიც ხომ უნდა მიგვერთმია? ამიტომ დიდი სჯა-ბაასის მერე მოვიფიქრეთ, - ომში ნაბრძოლი კაცია და იარაღის ჩუქება გაახარებსო.

You must have Flash Player installed in order to see this player.
მხატვარმა დიმიტრი თაყაიშვილმა იპოვა კაცი, რომელიც მამაპაპეულ ხმალს გაჭირვების გამო ყიდდა. ვთხოვეთ, ფასზე მოსალაპარაკებლად ცეკაში მოეყვანა. სტუმარს სოლიკო ხაბეიშვილის კაბინეტში ველოდებოდით. გაიღო კარი და დიმიტრი თაყაიშვილს მოხუცი კაცი შემოჰყვა. სოლიკომ ჰკითხა, როდინდელი ნაკეთობაა და ვისგან დაგრჩათო. მოხუცმა ამაყად გვიამბო ყველაფერი. ხაბეიშვილი კმაყოფილი დარჩა, - ბრეჟნევს ასეთი საჩუქარი აუცილებლად მოეწონებაო! ამის გაგონებაზე მოხუცი ფეხზე თოფნაკრავივით წამოვარდა - რა ბრძანეთ, ვინ დარჩება კმაყოფილიო?! მან კი უპასუხა,­ - ხმალი ბრეჟნევს უნდა ვაჩუქოთო. მოხუცმა თვალი მოგვავლო, მერე ხაბეი­შვილს მიახალა, - ეგ არ გამოვაო! ქუდს ხელი სტაცა და კაბინეტიდან გავარდნა დააპირა. სოლიკომ შეაჩერა, რატომო? ეს ხმალი ქართველმა გამოჭედა და საქართველოში უნდა დარჩესო, - ისე მტკიცედ გვითხრა, მივხვდით, მის გადაბირებას ვერ შევძლებდით. ხაბეიშვილი წამოდგა, მოხუცს ხელი გადახვია, - ძიაკაცო, ამას ჩვენც უნდა მივმხვდარიყავითო, მიეფერა და დიდი
პატივით გააცილა.

გამოსავალი კი იქვე მოვიფიქრეთ, - იმხანად თბილისში მდგარი რუსული გარნიზონიდან ხმალი ვიყიდეთ და სამხატვრო აკადემიაში ცნობილ ლეკ ოსტატებს ჩავაბარეთ. მათ ღამეები გაათენეს და რუსული ხმალი ნახევრად ძვირფასი თვლებით ისე მოოჭვეს, ქართულისგან ვერავინ გაარჩევდა. ბრეჟნევს საჩუქარი აეროპორტში, გაფრენის წინ, მიართვეს და როგორც ვიცი, ძალიან გახარებია. ასე დასრულდა რუსული ხმლის ქართულად გასაღების ამბავი, რომლის მოწმეთაგან ჩემ გარდა არავინ არის ცოცხალი!
მკითხველის კომენტარი (4)
ილია
20 აპრილი 2016 11:17
სულ ვფიქრობ, სოლიკო რომ გვყოლოდა იმ ბოროტი, უწიგნური მამათელი ვირთხის ნაცვლად, არ იქნებოდა ჩვენი ქვეყანა ასე დაცმორილი და თავსლაფდასხმული!
დავით დანელია
07 აპრილი 2016 13:08
დიმიტრი თაყაიშვილი ვინ არის და მისი ნაქონი ხმალი ნეტა თუ ისევ საქართველოშია? ვისურვებდი, რომ ხმალი ქართულ მუზეუმში დაცული ყოფილიყო.
კომუნისტი
07 აპრილი 2016 08:31
მაშინ თუ ხურჯინით ითვლიდნენ, ეხლა იმდენს ითვლიან, რომ შარვალს დააუთავებ გადახურებული ტელეფონით. დამოკიდებულება ადამიანებს შორის, შედარებით თბილი იყო.
beriberi
06 აპრილი 2016 10:14

ეს ჩვენი ისტორიაა, ეს უძრაობის დრო არი,
როცა ფულს აღარ ითვლიდდნენ წონიდნენ ხურჯინ-ტომარით,
პარტიის მზეს ვიფიცებდით ახალგაზრდა და მხცოვანი,
ორი თაღლითი და ვაგლახ, დრო ავად მისაგონარი.
როცა გმირობის ორდენი, შევარდნაძეს რომ ეკიდა,
მზის ამოსვლისა არ იყოს, მოუძღვნეს ჩრდილოეთიდან.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები