"მამას ოცნებას ვერ ავუხდენ..."
"მამას ოცნებას ვერ ავუხდენ..."
11-04-2016
"ჩემი სახლის წინ მოედანია. აივანზე არ გავდივარ, რომ არ დავინახო, მეზობლები ფეხბურთს როგორ თამაშობენ. სულ მძინავს ან ფილმებს ვუყურებ. ხანდახან ვფიქრობ, არ დავემორჩილები ექიმს, გავრისკავ და ჩემს გუნდში დავბრუნდები-მეთქი..."

ჩვენ კვლავ ვიღებთ მოზარდების წერილებს. ამჯერად დახმარება 17 წლის ბესომ გვთხოვა. ბიჭი ბავშვობიდან ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, მაგრამ ტრავმის შემდეგ ექიმმა სპორტისთვის თავის დანებება მოსთხოვა. ბიჭი დეპრესიაშია, რადგან ფეხბურთის გარეშე მომავალი ვერ წარმოუდგენია.

ბესო: "მამაჩემი ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, მაგრამ ბაბუამ იურიდიულზე ჩაბარება აიძულა. დედაჩემი რომ დაორსულდა, მამას უნატრია, ნეტავ ჩემი შვილი­ მაინც გამოვიდეს სპორტსმენიო. ხუთი წლის ასაკში ოჯახის წევრებისთვის მითქვამს, ფეხბურთზე მიმიყვანეთ-მეთქი­. მამამ­ სიხარულით ამისრულა თხოვნა. ასაკის მატებასთან ერთად დავრწმუნდი, რომ ფეხბურთელობა მინდოდა. არც ტექნიკური საგნებისკენ ვიყავი მიდრეკილი, არც ისტორია ან ლიტერატურა მიტაცებდა. დედაჩემი ნერვიულობდა, საქართველოში ფეხბურთელმა რა კარიერა უნდა გაიკეთოსო, მაგრამ მე სამშობლოში დარჩენას არც ვაპირებდი.

საუბედუროდ, ცოტა ხნის წინ მუხლი დავიზიანე და ოპერაცია გამიკეთეს. ჯერ წოლითი რეჟიმი მქონდა, ახლა უკვე ყავ­არჯნებით დავდივარ. როგორც მოსალოდნელი იყო, ექიმმა კატეგორიულად ამიკრძალა ფეხბურთის თამაში.
You must have Flash Player installed in order to see this player.
შემაშინა, ვეღარ გაივლიო. გეგმები წყალში ჩამეყარა­. ვერც მამაჩემს ავუსრულებ ოცნებას. დედაჩემი უნივერსიტეტზე ალაპარაკდა, ბაკალავრის დიპლომი მაინც აიღე, თავი ხომ უნდა ირჩინოო. ეროვნულ გამოცდებზე მშობლების ხათრით გავალ, მაგრამ ვიცი, რომ ვერც ერთ უნივერსიტეტში ვერ მოვეწყობი, ან თუ ჩავირიცხები, მეცადინეობას გულს მაინც ვერ დავუდებ. ხელობას ვისწავლიდი, მაგრამ ისეთი მოუხერხებელი ვარ, შემთხვევით ან თავს ვავნებ, ან რამეს დავაშავებ.

არ ვიცი, მომავალში რა მელის. ალბათ, ვიქნები კაცი, რომელსაც მშობლები არჩენენ და ვერც პირად ცხოვრებას ავიწყობ. ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. ჩემი სახლის წინ მოედანია. აივანზე არ გავდივარ, რომ არ დავინახო, მეზობლები ფეხბურთს როგორ თამაშობენ. სულ მძინავს ან ფილმებს ვუყურებ. ჩემი ცხოვრება უაზრო გახდა.M ხანდახან ვფიქრობ, არ დავემორჩილები ექიმს, გავრისკავ და სამ თვეში ჩემს გუნდში დავბრუნდები-მეთქი... როგორ მოვიქცე?

თათული ღვინიანიძე
ყური მიგდე
18 აპრილი 2016 18:14
გამარჯობა,
ძალიან შემაწუხა ამ ახალგაზრდა კაცის ამბავმა..
მე მსგავს უკვე შევხვედრივარ და, წარმოიდგინეთ, რამდენჯერმე..
2 შემთხვევაში დიდებული გამოსავალი ვნახეთ.ერთნაირი გამოსავალი- ჩემი დაჟინებული რჩევით ბიჭები აქტიური ფეხბურთიდან გადაერთნენ მსაჯობაზე. ერთ-ერთი ჩემი ნათესავია..
ეს ბაზარი თითქმის აუთვისებელია საქართველოში, ბევრი გრანტია და საშუალებაა საზღვარგარეთ სტაჟირების და ა.შ..
ნამდვილად ღირებული საქმეა..
ფეხბურთის ჟინსაც მოიკლავს, მსოფლიოსაც ნახავს, პარალელური პროფესია და შემოსავალიც ექნება...
პატივცემულო რედაცია, ეს წერილი გამოქვეყნდება, მაგრამ ადრესატმა შეიძლება ვერ წაიკითხოს და იქნებ პირადად გადაუგზავნოთ საშუალება თუ გაქვთ..
სხვა სიახლეები
"ძვირფასო რედაქცია, მაგ დალოცვილებს მე ვერ მივწვ­დი და თქვენ მაინც ჰკითხეთ, - რა ქნას გლეხკაცმა და მისმა პირუტყვმა, საით წავიდეს,
რომ ცოცხალი გადარჩეს?!"
დაწვრილებით...
"ერეკლე დილით გამვლელ მანქანას მიჰყვება - ყველა მძღოლი ცნობს, დაინახავენ თუ არა, უჩერებენ. სკოლიდანაც ამგვარად ბრუნდება"
დაწვრილებით...
"დღეს მათი საქმიანობაა საკუთარი თავისთვის ხელფასების მომატება, დევნილთა სამსახურიდან გათავისუფლება და მათ მაგივრად ახლობლების მიღებაა, რომელთა უმრავლესობას უმაღლესი განათლებაც არა აქვს"
დაწვრილებით...
"ხშირად არასაკმარისი რაოდენობის საწოლის გამო ყველა ბავშვის დაძინებას ვერ ვახერხებთ"
დაწვრილებით...
"ამ ხეობის 17 სოფლიდან უმეტესობას ენატრება გზა, წყალი და ელექტროდენი. XXI საუკუნეში კი რა დროს ამეების მონატრებაა! აბა, ახალგაზრდა ადამიანს წყალსა და დენზე რომ ეტყვიან, - არ არის და არც იქნებაო, იქ რაღა გააჩერებს. ადგება და იქით გასწევს, სადაც ეუბნებიან, აქ ჩამოდი და უკეთესად იქნებიო!"
დაწვრილებით...
"ვიცი, სოფელში ჩარჩოებში მოვექცევი. დარწმუნებული ვარ, დეპრესიაში ჩავვარდები და ალბათ ცხოვრებაზე ჩავიქნევ ხელს"
დაწვრილებით...
"კომუნისტების დროს ბიბლიურ სიუჟეტებს ვინ გაგვაკეთებინებდა, ამიტომ ვიეშმაკე და გავაკეთე ჩვეულებრივი ბიჭის ქანდაკება, რომელიც გველეშაპს მახვილით კლავდა"

"სულხან-საბას ძეგლი ისე რატომ უნდა გაიმეტო, რომ გვერდით ტუალეტი მიუდგა?"
დაწვრილებით...
ზოგიერთ ჭრილობას დრო ვერ ახორცებს. თვეების განმავლობაში ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ...
დაწვრილებით...
"იყო დღეები, როცა რაც მოგვხვდებოდა, იმას ვჭამდით. ისე, როცა სადმე გუბიდან ამიღია წყალი, მას ადამიანის სისხლი ამოჰყოლია..."

"59 გერმანელი სნაიპერი მყავს მოკლული"
დაწვრილებით...
ქირავდება/იყიდება ორ-სართულიანი კერძო სახლი, რომელიც
იყიდება/ქირავდება ორ-სართულიანი კერძო სახლი, რომელიც
გირავდება ბინა ცხოვრების უფლებით იპოთეკის
ტერიტორიაზე განთავსებულია: ადმინისტრაციული შენობა 650კვ.მ;
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები