"ჩემს დას თვალებში როგორ ჩავხედო?"
"ჩემს დას თვალებში როგორ ჩავხედო?"
15 წლის მარიკო სასიყვარულო სამკუთხედში პირველად აღმოჩნდა.

მარიკო: მე და ჩემი და ანა ერთ სკოლ­აში დავდივართ, ის მეთერთმეტეკლასელია. მეორე სემესტრის დასაწყისში ანას კლასში ახალი მოსწავლე, ზურა, გადავიდა­. ერთხელ ზურა ჩვენთან ფიზკულტურის გაკვეთილზე შემოიპარა და ბიჭებთან ერთად კალათბურთი ითამაშა. მაშინ­ გავიცანი - ბურთი შემთხვევით სახეში მომ­არტყა, თავი ვერ შევიმაგრე, წავიქეცი და ცხვირიდან სისხლი წამსკდა. სიმწრისგან­ ავტირდი, სახეც აწითლებული მქონდა. შეშფოთებული მომვარდა, წამომაყენა და ბოდიში მომიხადა. იმ მომენტში ისეთი გაცეცხლებული ვიყავი, რომ მწარედ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ვეჩხუბე.

გაკვეთილების დამთავრების შემდეგ სკოლის გასასვლელთან დამხვდა, ბოდიში კიდევ ერთხელ მომიხადა და სახლში გაცილება შემომთავაზა. სიბრაზე კიდევ არ გამნელებოდა და მივახალე, თავი დამანებე-მეთქი. უკან არ დაიხია, თუ არ გინდა, რომ გაგაცილო, შენ წინ იარე და მე გამოგყვებიო. სახლის სადარბაზოს რომ მიუახლოვდით, კიდევ ერთხელ მთხოვა პატიება.

იმ დღის შემდეგ გაკვეთილების დასრულებისთანავე ეზოში მხვდებოდა და შინ უხმოდ მაცილებდა, ასე გაგრძელდა ორი კვირა. საბოლოოდ გული მომილბა. მეტიც, მივხვდი, რომ ზურა არც ისეთი საშინელი ბიჭი იყო, როგორიც მეგონა. მისმა იუმორმა და მოთმინების უნარმა მომხიბლა.
ფიზიკურადაც კარგი ბიჭია: მაღალი, მწვანეთვალება, წაბლისფერი თმით. ვერც კი მივხვდი, როგორ შემიყვარდა. სანამ ანა ექსკურსიაზე წავიდოდა, მეგონა,­ ზურას მოვწონდი. ექსკურსიიდან დაბრუნების შემდეგ კი ჩემი და გამომიტყდა, ერთ ბიჭს დავუახლოვდიო. მომიყვა, რომ გაცნობის დღიდან მოსწონდა და ზურას სურათი მაჩვენა... იმ
დღესვე ზურას ვკითხე, ანასთან როგორი ურთიერთობა გაქვს-მეთქი, მშვენიერიო, - მიპასუხა. ჩემი და ძალიან აქო, კლასში ყველაზე ჭკვიანი და ლამაზი გოგონააო. არაფერი გაუზვიადებია, მაგრამ მაინც ვიეჭვიანე. ჩავთვალე, რომ არ მოვწონვარ და ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. გაურკვევლობა არ მიყვარს. თუ მეცოდინება, რომ ზურა ჩემი დის შეყვარებუ­ლია, მის დავიწყებას შევეცდები. მაშინაც კი თუ მე ვუყვარვარ... ანას თვალებში როგორ ჩავხედო? როგორ მოვიქცე, რას მირჩევთ?

თათული ღვინიანიძე
მკითხველის კომენტარი (3)
კატო
20 სექტემბერი 2016 23:30
სასაცილო კომენტარებია, თუ ბიჭი მოსწონს და ურთიერთობა უნდა რო ქონდეს თან უეჭველი დაოჯახებაზე უნდა იფიქროს? სწავლას თავისი ადგილი აქვს ცხოვრებაში და პირადს თავისი, სრულიად შესაძლებელია ორივე ერთმანეთს შეუთავსო.
თეკო
06 სექტემბერი 2016 10:36
ესეთ ისტორიებში იცით რა არ მესმის, კარგი, გასაგებია გყავს შეყვარებული, უთმობ დროს, ხშირად აღარ სწავლობ კარგად, მაგრამ ცოტა წინაც ხომ უნდა გაიხედო, ოჯახს ვერ შექმნი სრულფასოვანს, რადგან არცერთს არ გაქვთ პროფესია და თუ შექმნი მშობლებს უნდა აეკიდოთ, რამდენი ვიცი ბიჭს ბიჭზე რომ იცვლის ოფიციალურად გათხოვების იმედით, აღარ სწავლობს და ბოლოს ვეღაც უნივერსიტეტში აბარებს და ვეღარც თხოვდება..
maia
11 მაისი 2016 11:23
უტვინო ბავშვები... იმის მაგივრად, რომ სწავლას მიხედონ და მომავალზე იფიქრონ სანამ დრო აქვთ,სისულეებით იტენიან თავს და ლამის თავებს იკლავენ "უიმედო" სიყვარულის გამო, თითქოს სიყვარული მერე აღარ მოვა, სკოლის შემდეგ უკვე "შინაბერები" ჰგონიათ თავი..
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები