"სტალინგრადის ბრძოლაში სნაიპერი ვიყავი"
"სტალინგრადის ბრძოლაში სნაიპერი ვიყავი"
"იყო დღეები, როცა რაც მოგვხვდებოდა, იმას ვჭამდით. ისე, როცა სადმე გუბიდან ამიღია წყალი, მას ადამიანის სისხლი ამოჰყოლია..."

"59 გერმანელი სნაიპერი მყავს მოკლული"

9 მაისს ფაშიზმის დამარცხებიდან 71-ე წელი გავიდა. ამ ომში საბჭოთა­ სახელმწიფომ 20 მილიონი კაცი დაკარგა. მათგან 300 000 ქართველი იყო. დაახლოებით მილიონ-ნახევარი სტალინგრადისთვის მოკვდა. სტალინგრადის ბრძოლის ვეტერანის ტარას­ იჩქიტიძის წერილმა, "ჩვენ ცოცხლები ვართ", ცრემლი მოგ­ვგვარა. 94 წლის ვეტერანი რედაქციაშიც გვესტუმრა და კაცობრიობის ყველაზე სასტიკ ბრძოლაზე გვიამბო...

- რაც დრო გადის,
You must have Flash Player installed in order to see this player.
უფრო ხშირად ვფიქრობ დედაჩემზე, ომში 17 წლისა გავეპარე... ომი ომია, მაგ­რამ სტალინგრადი, ამ ომის ნამდვილი სასაკლაო იყო. ამ ქალაქისთვის 2 მილიონი კაცი იბრძოდა. სტალინმა და ჰიტლერმა ამ ქალაქში ლამის მთელი ტექნიკა და ცოცხალი ძალა გადაისროლეს, რადგან სტალინგრადს ვინც მოიგებდა, გამარჯვებაც მისი იყო. ქალაქში მდინარე ვოლგით გადაგვიყ­ვანეს. ვოლგა ყინულით იყო დაფარული. დაბომბვისას ყინულის ნამსხვრევები კატერებს ეჯახებოდა და ძირავდა. ერთი ასეთი ნატეხი ჩვენს კატერსაც დაეჯახა... ბიჭები წყალში ნაფოტებივით ცვიოდნენ და მათი ამომყვანი არავინ იყო. გემბანზე გავწექი და კატერის კიდეს ფეხი მივაჭირე. ამან გადამარჩინა - კატერიდან არ გადავვარდი. ნაპირზე არავინ დაგვხვედრია. ეს იმას ნიშნავდა, რომ სტალინგრადის ფრონტი ჯერ კიდევ არ იყო კარგად ორგანიზებული... ერთხელაც მეთა­ურმა შაშხანა გამასრ­ოლინა და ყველა მიზანში მოვარტყი; ასე გავხდი სნაიპერი.­ ბავშვობის ამბავი­ იყო - ჩიტებს შუ­რდულით კენჭს არა­სოდეს­ ვაცდენდი.
ჩვენი შენაერთი 62-ე არმიას შეუერთდა. ეს არმია ქალაქის ყველაზე­ თავზე ხელაღებულ დამცველად ითვლებოდა­.

სტალინმა იმიტომ მოინდომა­ მოსახლეობის ყოფნა ქალაქში, რომ ეს ჯარს საბრძოლველად აანთებდა... ხალხს უყვარდა თავ­ისი ქალაქი და თავად უნდოდა, დაეცვა. სტალინგრადელი გოგონებისთვის პოლკის შექმნა არავის უბრძანებია, მაგრამ მათ ქალების პოლკი შექმნეს! გერმანელების პირველი დარტყმისას სწორედ ეს პოლკი განადგურდა, - გამოუცდელი გოგოები კბილებამდე შეიარაღებულ გერმანელ ჯარისკაცებს რას გაუძლებდნენ. იქ არავის ასწავ­ლიდნენ თავდადებას, თავად იცოდნენ­, თავი რატომ უნდა დაედოთ, - სტალინგრადში 3-ჯერ დავიჭერი­ და ერთი დაჭრისას მოწყალების დამ ციგაზე მიკრული მთელი ღამე, 8 საათი მატარა დაბომბვებში, ვიდრე საოპერაციო ადგილამდე მიმიყვანდა, მერე კი უკან გაბრუნდა. ვინ იცის, გადარჩა თუ არა...

ეს ომი რკინისებურმა წესრიგმა მოიგო. ეს დისციპლინა არავის ინდობდა. როცა უკრაინა გერმანელებმა დაიპყრეს, სამხედრო ჰოსპიტლის ავადმყოფებს ხელი არ ახლეს, მაგრამ ექიმებს მოსთხოვეს,­ გაეცათ საბჭოთა პილ­ოტი, რომელსაც 4 თვე ეძებდნენ. მათ დაჭრილების გადასარჩენად, ჩანს, ეს გააკეთეს. მე რომ მივედი, ამ საავადმყოფოს 2 ექიმი ­საბჭოთა ჯარისკაცებს დასახვრეტად გაჰყავდათ. ერთმა დამინახა, ქართველი ყოფილა და მეც რომ ქართველად შემიცნო, მომაძახა, - მიშველე, ძამიკოო, მაგრამ... ვერ ვუშველე.

- სნაიპერი იყავით, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მისია გქონიათ...

- 59 გერმანელი სნაიპერი მყავს მოკლული. რომ გადავრჩენილიყავით, უნდა დაგვეხოცა... საცეცხლე წერტილები დაბომბილ შენობებში გვქონდა. ამიტომაც უწოდეს სტალინგრადის ფრონტს გერმანელებმა "ვირთხების ომი", რომელიც სამარცხვინოდ წააგეს - სტალინგრადის ბრძოლის დამთავრებისას­ საბჭოთა არმიას ტყვედ 800 000 გერმანელი ჩაჰბარდა. აქედან 24 გენერალი იყო.

- ამბობენ, ამ სასტიკი ომის დროს ალყაშემორტყმულ ქალაქებში კანიბალიზმი არცთუ იშვიათი შემთხვევა იყო.

- მე კანიბალიზმზე ვერ ვილაპარაკებ, თუმცა იყო დღეები, როცა ჯარისკაცებსაც არაფერი გვქონდა და რაც მოგვხვდებოდა, იმას ვჭამდით. ისე, როცა სადმე გუბიდან ამიღია წყალი, მას ადამიანის სისხლი ამოჰყოლია... აი, ამ უბედურებას გადავურჩი. გადარჩა ჩემი ტყუპი ძმაც, რომლებიც ფრონტზე იბრძოდნენ. ამ ომში დაიღუპა დედაჩემიც - მე ასე ვთვლი, რადგან ომი რომ არ ყოფილიყო, ჩემი 54 წლის დედა არ მოკვდებოდა. ომში გაპარვიდან 9 თვის შემდეგ, სტალინგრადიდან მივწერე წერილი, - ნუ გეშინია, ცოცხალი ვარ და ვიბრძვი-მეთქი. ეს რომ წაუკითხავს, ეზოში სკამზე მჯდარა, გადავარდნილა და რამდენიმე წუთში დაულევია სული. მისი უკანასკნელი სიტყვები ყოფილა, - შვილო, ბოდიშს გიხდი, რომ ვეღარ გელოდებიო...

ეთერ ერაძე
"59 გერმანელი სნაიპერი მყავს მოკლული"
მკითხველის კომენტარი (15)
...
12 იანვარი 2017 09:47
მშვიდობიან დროს სამაგალითო კაცი იყავი,მე ხომ თქვენთან 45 წელი მიშრომია და დარწმუნებული ვარ მეომარიც მაგარი იქნებოდი. ბატონო ტარასი დიდ მადლობას გიხდით ყველაფრისთვის.დიდხანს იცოცხლე ასიანთა კლუბი გელოდება.
jiji
14 მაისი 2016 16:01
ჯიჯი, ქართულ დიალექტზე (მეგრულად) უფროს კაცს ნიშნავს (წესიერად ცხოვრებაგამოვლილს)! ალფაიძესავით განათლებული და სხვისი ღირსების დამფასებელნი, რომ იყონ მავანნი, კი ჰკითხავდნენ უფროსს რამეს, სანამ "გამოხტებოდნენ"! რუსების მხარეს... გერმანელების მხარეს... ამა თუ იმ იდეის გამო.. სიტყვების რახარუხი! ბრძოლის ველზე გასული, თუ გაყვანილი, ვინც ღირსეულად იბრძვის, გმირია და კაცი! ვინც გარბის-ლაჩარი (ქუჩაში ახვარი ჰქვია)! ომს პოლიტიკოსები იწყებენ, იბრძვიან კაცები! რაც არ იცით და არ გინახავთ (რომ იცოდეთ, სულ ცოტა, სანგარში უნდა იყო ნამყოფი და დენთის სუნს ცნობდე), იმაზე მაინცდამაინს თავს ნუ გამოიდებთ და მითუმეტეს, ომგამოვლილ, საკუთარი ჯიშის და ჯილაგის, მხცოვან ადამიანებს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ! იდეებზე და პრინციპებზე - კი ბატონო, ისაუბრეთ რამდენიც გნებავთ და ცინიზმი (ქართველებისთვის ესოდენ დამახასიათებელი) თქვენთვის შეინახეთ სადმე... მაგრად! ნუ მბლოკავთ!
gio
14 მაისი 2016 14:44
egeti dro iyo da samshoblos dasacavad unda gebrdzola, chem tvalshi yvela maseti jariskaci gmiria. germanelebi hainekenis ludit da goris shashxit ar apirebdnen saqartveloshi shemosvlas.
tarieli
14 მაისი 2016 14:38
მე პირადად ფაშიზმის და ნაცისტების დიდი წინააღმდეგი ვარ!!!ბაბუა იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში და გაიმარჯვა,მე რუსების წინააღმდეგ ვიბრძოდი და ვიბრძოლებ კიდევ მაგრამ მე დავიცავ ჩემ ქვეყანას სამართლიანად!!!საქართველოს გარშემო არცერთი კეთილმოსურნე ქვეყანა არ ყავს ამიტომ გამოვცოცხლდეთ!!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა