"მეგონა, ამდენ ტკივილს ვერ გავუძლებდი"
"მეგონა, ამდენ ტკივილს ვერ გავუძლებდი"
06-06-2016
ზოგიერთ ჭრილობას დრო ვერ ახორცებს. თვეების განმავლობაში ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ... დღიურო, დღეს ჩემთვის ყველაზე უბედურ პერიოდზე მინდა მოგიყვე... ჩემი და და ბიძაშვილები თებერვალში დაიბადნენ, ამიტომ ეს სუსხიანი თვე ყოველთვის ძალიან მიყვარდა...

2016 წლის თებერვლის პირველი რიცხვებიდან ცუდი წინათგრძნობა მქონდა, სიბნელე და სიცივე მესიზმრებოდა. როგორც ჩანს, ჩემი ინტუიცია თავიდანვე ტრაგედიის მოახლოებას გრძნობდა. ჩემი დის დაბადების დღიდან ორი დღე გავიდა. შინ დაბრუნებულს არავინ დამხვდა. არ გამკვირვებია, რადგან ჩემი ოჯახის წევრები, ჩვეულებრივ, სამსახურიდან გვიან ბრუნდებიან. მოსაღამოვდა თუ არა, მათთან დაკავშირება ვცადე, მაგრამ ყველას მობილური ჰქონდა გამორთული. გონება საშინელი აზრებით გამევსო: "რაღაც ცუდი მოხდა?" - ავიკვიატე.

არ მახსოვს, დედა როდის მოვიდა, მაგრამ მის ნათქვამ სიტყვებს­ ვერასდროს დავივიწყებ: ბებო გარ­დაიცვალა. სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა.
თავიდან არ დავიჯერე. ვუყურებდი და ველოდი, ტყუილში როდის გამოტყდებოდა. არ მესმოდა, რაში სჭირდებოდა ეს ბოროტი ხუმრობა. ჩემი დუნიაშა... ყველაზე ტკბილი... ყოველთვის ვიცოდი, რომ მიყვარდა, მაგრამ მისმა დაკარგვამ კიდევ უფრო გამიმძაფრა გრძნობები. დუნიას გარდაცვალებიდან ზუსტად ერთ კვირაში მეორე ბებომაც დამტოვა. მეგონა, ამდენ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ტკივილს ვერ გავუძლებდი.

ცარიელ სახლში ბიძაშვილებსა და ჩემს დებთან ერთად ვიყავი. ბებოს ფოტოები ჩავიხუტე და გათენებამდე ვტიროდი. თებერვლის შემდეგ სამ თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ მარტო მაინც ვერ ვიძინებ. ბებო ექიმების მცდარმა დიაგნოზმა წამართვა...
ძვირფასო დღიურო, ვისურვებდი, ჩვენი სიცოცხლე პროფესიონალების ხელში იყოს და თითოეული მათგანი აცნობიერებდეს თავის პასუხისმგებლობას.

ელენე შუბითიძე, 16 წლის

თათული ღვინიანიძე
Ni
21 სექტემბერი 2016 00:08
როგორი ძნელია ამ გაზაფხულზე მამაჩემს დაუსვეს სიმსივნის გვიანი სტადია აგვისტოში დიდი ტანჯვის მერე მამამ დაგვტოვა ისეთ სიცარიელეს ვგრძნობ ვერ ავღწერ
nino
16 ივნისი 2016 01:09
მესმის შენი...ჩემი უბედურება გინდათ მოგიყვეთ?20112 თუ 2013 წელს დედას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ჩვენც მე და ჩემს და_ძმასაც დაგვესვა დიაგნოზი რომ სულ უახლოეს პერიოდში ობლად დავრჩებოდით...ხუთი წლის უშვილო ვიყავი და ერთი კი მოვასწარი რომ სანამ დედა ლოგინად ჩავარდებოდა შვილიშვილი ვაჩუქე პატარა ბარბარე...დედამ ეს ქვეყანა დიდი ტანჯვა წამების შემდეგ 19 იანვარს დატოვა...ათ დღეში კი ჩემს ძმას შვილი შეეძინა...დაგვრჩა მამიკო რომელიც ჩვენთვის უკვე დედაც იყო და მამაც...ჩვენი იმედი მაგრამმაგრამ ვერ გადაიტანა დედას გარდაცვალება და სამ თვეში მამიკოც გარდაგვეცვალა..ორ დღეში მამას ორმოციაორივენი ახალგაზრდები...და კიდევ სასწაული იცით რა არის? არვიცი რატომ მოხდა ასე და საერთოდ რა ხდება მაგრამ ბებომ და ბაბუამაც ზუსტად იგივე ასაკში და 25 დღეში დაიგუპნენ ერთად...ძალიან მიკვირს როგორ გავუძელი და როგორ ვუძლებ...როგორ გადავიტანეთ და გადაგვაქვს ეს ყველაფერი..მეც მეგონა რომ ამდენ ტკივილს ვერ გავუძლებდი მაგრაააამ ადამიანები რობოტები ვყოფილვართ :(
სხვა სიახლეები
"ძვირფასო რედაქცია, მაგ დალოცვილებს მე ვერ მივწვ­დი და თქვენ მაინც ჰკითხეთ, - რა ქნას გლეხკაცმა და მისმა პირუტყვმა, საით წავიდეს,
რომ ცოცხალი გადარჩეს?!"
დაწვრილებით...
"ერეკლე დილით გამვლელ მანქანას მიჰყვება - ყველა მძღოლი ცნობს, დაინახავენ თუ არა, უჩერებენ. სკოლიდანაც ამგვარად ბრუნდება"
დაწვრილებით...
"დღეს მათი საქმიანობაა საკუთარი თავისთვის ხელფასების მომატება, დევნილთა სამსახურიდან გათავისუფლება და მათ მაგივრად ახლობლების მიღებაა, რომელთა უმრავლესობას უმაღლესი განათლებაც არა აქვს"
დაწვრილებით...
"ხშირად არასაკმარისი რაოდენობის საწოლის გამო ყველა ბავშვის დაძინებას ვერ ვახერხებთ"
დაწვრილებით...
"ამ ხეობის 17 სოფლიდან უმეტესობას ენატრება გზა, წყალი და ელექტროდენი. XXI საუკუნეში კი რა დროს ამეების მონატრებაა! აბა, ახალგაზრდა ადამიანს წყალსა და დენზე რომ ეტყვიან, - არ არის და არც იქნებაო, იქ რაღა გააჩერებს. ადგება და იქით გასწევს, სადაც ეუბნებიან, აქ ჩამოდი და უკეთესად იქნებიო!"
დაწვრილებით...
"ვიცი, სოფელში ჩარჩოებში მოვექცევი. დარწმუნებული ვარ, დეპრესიაში ჩავვარდები და ალბათ ცხოვრებაზე ჩავიქნევ ხელს"
დაწვრილებით...
"კომუნისტების დროს ბიბლიურ სიუჟეტებს ვინ გაგვაკეთებინებდა, ამიტომ ვიეშმაკე და გავაკეთე ჩვეულებრივი ბიჭის ქანდაკება, რომელიც გველეშაპს მახვილით კლავდა"

"სულხან-საბას ძეგლი ისე რატომ უნდა გაიმეტო, რომ გვერდით ტუალეტი მიუდგა?"
დაწვრილებით...
"იყო დღეები, როცა რაც მოგვხვდებოდა, იმას ვჭამდით. ისე, როცა სადმე გუბიდან ამიღია წყალი, მას ადამიანის სისხლი ამოჰყოლია..."

"59 გერმანელი სნაიპერი მყავს მოკლული"
დაწვრილებით...
15 წლის მარიკო სასიყვარულო სამკუთხედში პირველად აღმოჩნდა.
დაწვრილებით...
ქირავდება დღიურად 1,5 ოთახიანი ბინა
გირავდება ბინა
LTD ,,NDS” გთავაზობთ დიღმის მასივში
იყიდება ზემო ვერაზე 2-სართულიანი კაპიტალურად
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები