"სოფელში რა ვაკეთო? ორღობეში ქალების ჭორაობას ვუსმინო?"
"სოფელში რა ვაკეთო? ორღობეში ქალების ჭორაობას ვუსმინო?"
27-06-2016
"ვიცი, სოფელში ჩარჩოებში მოვექცევი. დარწმუნებული ვარ, დეპრესიაში ჩავვარდები და ალბათ ცხოვრებაზე ჩავიქნევ ხელს"

რედაქციაში 15 წლის სალომეს წერილი მივიღეთ. გოგონას მშობლებს ფინანსური კრიზისის გამო თბილისში სახლის გაყიდვა და სოფელში საცხოვრებლად გადასვლა უწევთ. გოგონა შიშობს, რომ ახალ გარემოსთან შეგუება გაუჭირდება და ვერც მეგობრებს გაიჩენს.

სალომე: - ორი თვის წინ მამა სამსახურიდან გაათავისუფლეს. დედა, თავისი მცირე ხელფასით (ერთ-ერთ კაფეში დამლაგებლად მუშაობს), ოჯახის რჩენას ვერ ახერხებს. უმცროსი და-ძმა მყავს. ნინიკო 8 წლისაა, გიორგი - 5-ის. კახეთში სოფელი გვაქვს, სადაც მამაჩემის დედ-მამა ცხოვრობს. ძველი შეხედულებების ხალხია. სტუმრად როცა ჩავდივარ, ჩემი დახეული ჯინსები უკვირთ და დედაჩემს საყვედურობენ, ნორმალური შარვალი ჩააცვით ამ ბავშვს, თორემ მეზობლები რას იფიქრებენო. როკმუსიკას ყურსასმენების გარეშე თუ ვუსმენ, უკვირთ, ამ ბრახაბრუხისა რა მოგწონსო და ქართულ სიმღერებს მირთავენ. სულ გადაგვარდა ახალგაზრდობა, ან რას უსმენენ, ან რა აცვიათო - პაპაჩემს ჩემი დანახვისას სულ ეს ფრაზა აკერია პირზე. ბებია ყოველთვის ამბობდა, ბავშვი სოფელში უნდა გაიზარდოს, ქალაქი ეშმაკი ხალხის ადგილიაო.

ცოტა ხნის წინ ჩემმა მშობლებმა მითხრეს, რომ სექტემბრიდან
You must have Flash Player installed in order to see this player.
სოფელში გადავდივართ საცხოვრებლად. ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ დაბრუნების პერსპექტივა არც არსებობს. სახლს ყიდიან. თავზარი დამეცა. თავის დროზე ჩემს კლასელებთან დამეგობრება ძალიან გამიჭირდა, მასწავლებლებსაც ძნელად შევეწყვე, მრცხვენოდა ფეხზე ადგომა და გაკვეთილის მოყოლა. საშინელ გუნებაზე ვდგები, როცა წარმოვიდგენ, რომ იგივე უნდა განმეორდეს...

ვიცი, სოფელში ჩარჩოებში მოვექცევი. დარწმუნებული ვარ, დეპრესიაში ჩავვარდები და ალბათ ცხოვრებაზე ჩავიქნევ ხელს. იქ რა ვაკეთო? ეზო დავგავო, ქათმებს ვაჭამო და ორღობეში სოფლის ქალების ჭორაობას ვუსმინო?

კიდევ ერთი მიზეზით მინდა ქალაქში დარჩენა... ჩემი მეზობელი ბიჭი მომწონს, რომელსაც სოფელში წასვლის შემდეგ ვეღარასდროს ვნახავ. სოციალურ ქსელში დამატებული არ მყავს და არც მისი ნომერი ვიცი. შეხვედრისას ერთ-ორ სიტყვას გავუცვლით ხოლმე ერთმანეთს თავაზიანობის გამო. არ ვიცი, როგორ მოვიქცე...

თათული ღვინიანიძე
მარინე
12 იანვარი 2017 16:39
ვის რა აწუხებს, მე კი სოფელს ვნატრობ ნეტა როდის გადავბარგდები სოფელში, რომ ჩემი ეზო ედემის ბაღად ვაქციო
nino
09 დეკემბერი 2016 17:21
სოფელში დავიბადე და გავიზარდე, ქათმებსაც ვაჭმევდი და ძროხასაც ვწველიდი, დღეს შუაგულ ევროპაში ვცხოვრობ და საუკეთესო სამსახური მაქვს, სოფელში ცხოვრება სათაკილო არაა, შენ მოხუც ბებია-პაპას გაუგე, იმათთვის ეს ცხოვრება ახალია, როცა ისინი გეყვარება მერე იმათი ყველაფერი კარგად მოგეჩვენება, ასე რომ წადი, ნატურალურ პროდუქტს შეჭამ და ჯანმრთელი იქნები, მერე შენ ააწყე ცხოვრება ისე როგორც გინდა.
სხვა სიახლეები
"ძვირფასო რედაქცია, მაგ დალოცვილებს მე ვერ მივწვ­დი და თქვენ მაინც ჰკითხეთ, - რა ქნას გლეხკაცმა და მისმა პირუტყვმა, საით წავიდეს,
რომ ცოცხალი გადარჩეს?!"
დაწვრილებით...
"ერეკლე დილით გამვლელ მანქანას მიჰყვება - ყველა მძღოლი ცნობს, დაინახავენ თუ არა, უჩერებენ. სკოლიდანაც ამგვარად ბრუნდება"
დაწვრილებით...
"დღეს მათი საქმიანობაა საკუთარი თავისთვის ხელფასების მომატება, დევნილთა სამსახურიდან გათავისუფლება და მათ მაგივრად ახლობლების მიღებაა, რომელთა უმრავლესობას უმაღლესი განათლებაც არა აქვს"
დაწვრილებით...
"ხშირად არასაკმარისი რაოდენობის საწოლის გამო ყველა ბავშვის დაძინებას ვერ ვახერხებთ"
დაწვრილებით...
"ამ ხეობის 17 სოფლიდან უმეტესობას ენატრება გზა, წყალი და ელექტროდენი. XXI საუკუნეში კი რა დროს ამეების მონატრებაა! აბა, ახალგაზრდა ადამიანს წყალსა და დენზე რომ ეტყვიან, - არ არის და არც იქნებაო, იქ რაღა გააჩერებს. ადგება და იქით გასწევს, სადაც ეუბნებიან, აქ ჩამოდი და უკეთესად იქნებიო!"
დაწვრილებით...
"კომუნისტების დროს ბიბლიურ სიუჟეტებს ვინ გაგვაკეთებინებდა, ამიტომ ვიეშმაკე და გავაკეთე ჩვეულებრივი ბიჭის ქანდაკება, რომელიც გველეშაპს მახვილით კლავდა"

"სულხან-საბას ძეგლი ისე რატომ უნდა გაიმეტო, რომ გვერდით ტუალეტი მიუდგა?"
დაწვრილებით...
ზოგიერთ ჭრილობას დრო ვერ ახორცებს. თვეების განმავლობაში ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ...
დაწვრილებით...
"იყო დღეები, როცა რაც მოგვხვდებოდა, იმას ვჭამდით. ისე, როცა სადმე გუბიდან ამიღია წყალი, მას ადამიანის სისხლი ამოჰყოლია..."

"59 გერმანელი სნაიპერი მყავს მოკლული"
დაწვრილებით...
15 წლის მარიკო სასიყვარულო სამკუთხედში პირველად აღმოჩნდა.
დაწვრილებით...
ქირავდება მაღაზია ბიზნეს ცენტრ "პანორამა"-ში
მთაწმინდის ხედით უმაღლესი ხარისხის კორპუსი
იყიდება მიწის ორი ნაკვეთი დიღომი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები