"ჩვენმა სამოთხესავით მხარემ რა დააშავა, რომ ჩვენკენ გამოხედვა არავის უნდა"
"ჩვენმა სამოთხესავით მხარემ რა დააშავა, რომ ჩვენკენ გამოხედვა არავის უნდა"
12-09-2016
"ამ ხეობის 17 სოფლიდან უმეტესობას ენატრება გზა, წყალი და ელექტროდენი. XXI საუკუნეში კი რა დროს ამეების მონატრებაა! აბა, ახალგაზრდა ადამიანს წყალსა და დენზე რომ ეტყვიან, - არ არის და არც იქნებაო, იქ რაღა გააჩერებს. ადგება და იქით გასწევს, სადაც ეუბნებიან, აქ ჩამოდი და უკეთესად იქნებიო!"

ამას წინათ რედაქციაში ქალბატონი მობრძანდა, ხელში წერილი ეჭირა - პირველი სტრიქონების წაკითხვისთანავე მივხვდით, რომ საქართველოს ძირძველი და ამავე დროს, სპეციფიკური კუთხიდან მნიშვნელოვანი სათხოვარი ჩამოიტანა, რათა ხელისუფლებამ ყურადღება მიაპყროს, რა ესახება მოსახლეობას პრობლემების მოსაგვარებლად.

"პანკისი არაერთხელ მოხვედრილა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ყურადღების ცენტრში - ამ ბოლო დროს მას მსოფლიო მედიაც ახსენებს ხოლმე იმ ახალგაზრდების გამო, რომლებიც ჩვენი ხეობიდან უცხო ქვეყანაში მიდიან სისხლის დასაღვრელად და ისე კვდებიან, სამარეც არ რჩებათ. მე ხშირად ვფიქრობ ამაზე - რატომ? პანკისელებს ქვეყნის სიყვარული არ გვესწავლებოდა. მაშ, რა მოხდა?! სამწუხაროდ, პანკისი საზღვარგარეთიდან შემოსული შეიარაღებული არაბული და ჩეჩნური დაჯგუფებების სათარეშო გახდა.

რა დამავიწყებს - ეს ვაჟბატონები სოფელ ყვარელწყალთან იყრიდნენ თავს. იქ ჩავლილი ხალხი შიშით შესცქეროდა, რომ ნარკობარიგებს მათი შვილებისთვისაც არ შეეჩეჩებინათ ნარკოტიკი. ვისაც შეაჩეჩეს და მათ აჰყვა, უმეტესობა დედების თვალწინ დაიხოცა. მადლობა ღმერთს, რომ ამ საშიშროებამ უკვე ჩაიარა - არც ისეთი სუსტი ყოფილა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, რომ ამას წლების მანძილზე გაუმკლავდა და ახლაც მედგრად დგას. მაგრამ თუ პანკისში მეტი არაფერი გაკეთდა, ახალგაზრდობა, ძველი თაობებივით როდი შესწირავს თავს ჩვენს რთულ პირობებს და ვერც მოსთხოვთ - ამ ხეობის 17 სოფლიდან უმეტესობას ენატრება გზა, წყალი და ელექტროდენი. XXI საუკუნეში კი რა დროს ამეების მონატრებაა! აბა, ახალგაზრდა ადამიანს წყალსა და დენზე რომ ეტყვიან, - არ არის და არც იქნებაო, იქ რაღა გააჩერებს. ადგება და იქით გასწევს, სადაც ეუბნებიან, აქ ჩამოდი და უკეთესად იქნებიო!

ტურიზმი საქართველოს ყველა კუთხეში ვითარდება, ჩვენმა სამოთხესავით მხარემ რა დააშავა, რომ ჩვენკენ გამოხედვა არავის უნდა. შესაძლოა, ეს ადრინდელი შეიარაღებული დაჯგუფებების გამოძახილია და სახელმწიფოს პანკისში ტურისტის გაშვება ეშინია, მაგრამ მერწმუნეთ, პანკისელები სულელები არ ვართ, რომ შემოსავლის წყარო დავკარგოთ. როცა ახალგაზრდები დასაქმდებიან, ხომ უფრო დამშვიდდებიან?! თუ არადა, ძალიან ძნელი საყურებელია, ის შავოსანი დედები, რომელთა შვილებმა სადღაც, სირიაში იპოვეს სამარე, "ისლამურ სახელმწიფოს" შეეწირნენ. მერწმუნეთ, არც ერთი დედა - არც მუსლიმანი, არც ქრისტიანი, არ ზრდის შვილს იმისთვის, რომ ერთ შავბნელ დღეს შინიდან გავიდეს და აღარ დაბრუნდეს. ეს ძლიერი ტკივილია და ყველა დედა ცოდვაა ამისთვის.

ამ ტკივილმა პანკისის ქრისტიანი და მუსლიმანი დედები თითქოს უფრო მეტად შეგვაკავშირა - ქრისტიანები შვილმკვდარ მუსლიმან დედებს ვანუგეშებთ. მათ შორის მინდა ფარეულიძის დედა, ნაზი გაურგაშვილი გავიხსენო. ნაზი პანკისის ვარსკვლავი იყო. როცა ხეობაში იღებდნენ ფილმს "ქვიშანი დარჩებიან", ნაზი იმდენად მოეწონა რეჟისორს, რომ მის ოჯახს საშველი არ მისცა და გოგონა ფილმში
You must have Flash Player installed in order to see this player.
თამაშზე დაითანხმა. სამწუხაროდ, ნაზის ოჯახმა უდიდესი შეცდომა დაუშვა და ეს ულამაზესი გოგონა სახლში გამოკეტა. დღეს ნაზი უბედური დედაა - შვილი სირიაში გაეპარა და სამუდამოდ დაკარგა... გული მიკვდება მისი და სხვა შავოსანი დედების დანახვისას. ეს არ უნდა მომხდარიყო!

და კიდევ: პანკისის ორ სოფელში - საკობიანოსა და ჯოყოლოში ქრისტიანული ეკლესიებია, რომლებიც დღეს დადუმებულია. ამ სოფლების ქრისტიანულ მოსახლეობას ჰაერივით გვჭირდება უფალთან მიახლება, ჟამის წირვა და "კირიელეისონ"... მინდა, ჩვენი ხმა იმ სასულიერო თუ საერო პირებს მისწვდეთ, რომლებიც ჩვენთვის ამ ნუგეშის მონიჭებას შეძლებენ - როცა ტაძრებში წირვა-ლოცვა დაიწყება, ჩვენც იმედი ჩაგვესახება.

ეს პანკისის ქრისტიანი მრევლის სათხოვარია. ტურიზმი კი არსობის პურის მოძიება იქნება მთელი პანკისისთვის".

მანანა სამუკაშვილი
tamari
02 იანვარი 2017 04:34
დიდ სიამოვნებიტ ვინახულებდი პანკისის ხეობას . საქარტველოს სტრატეგიულ და მნისჰვნელოვან კუტხეს . მარტლაც რატომ არის მიყრუებული ტურიზმისადმი ეს ადგილი ? სასჰისჰროებას არა მგონია წარმოადგენდნენ ეს ადგილები მაშინ სვანეტი საერტოდ საშიშ ზონად უნდა გამოცხადებულიყო გზებს ტუ ჩავტვლიტ და ზოგიერტ თავზე ხელაგებულ მასპინძელს . იქნებ მტავრობამ შეიმუშაოს ბიუჯეტი და გახსნან კურორტები ისე რომ მოსახლეობამაც ისარგებლოს ტუნდაც სამუშაო ადგილების მხრივ ან მატი ხელთნაქმევი გაიყიდოს მატივე სასარგებლოდ.
სხვა სიახლეები
"ძვირფასო რედაქცია, მაგ დალოცვილებს მე ვერ მივწვ­დი და თქვენ მაინც ჰკითხეთ, - რა ქნას გლეხკაცმა და მისმა პირუტყვმა, საით წავიდეს,
რომ ცოცხალი გადარჩეს?!"
დაწვრილებით...
"ერეკლე დილით გამვლელ მანქანას მიჰყვება - ყველა მძღოლი ცნობს, დაინახავენ თუ არა, უჩერებენ. სკოლიდანაც ამგვარად ბრუნდება"
დაწვრილებით...
"დღეს მათი საქმიანობაა საკუთარი თავისთვის ხელფასების მომატება, დევნილთა სამსახურიდან გათავისუფლება და მათ მაგივრად ახლობლების მიღებაა, რომელთა უმრავლესობას უმაღლესი განათლებაც არა აქვს"
დაწვრილებით...
"ხშირად არასაკმარისი რაოდენობის საწოლის გამო ყველა ბავშვის დაძინებას ვერ ვახერხებთ"
დაწვრილებით...
"ვიცი, სოფელში ჩარჩოებში მოვექცევი. დარწმუნებული ვარ, დეპრესიაში ჩავვარდები და ალბათ ცხოვრებაზე ჩავიქნევ ხელს"
დაწვრილებით...
"კომუნისტების დროს ბიბლიურ სიუჟეტებს ვინ გაგვაკეთებინებდა, ამიტომ ვიეშმაკე და გავაკეთე ჩვეულებრივი ბიჭის ქანდაკება, რომელიც გველეშაპს მახვილით კლავდა"

"სულხან-საბას ძეგლი ისე რატომ უნდა გაიმეტო, რომ გვერდით ტუალეტი მიუდგა?"
დაწვრილებით...
ზოგიერთ ჭრილობას დრო ვერ ახორცებს. თვეების განმავლობაში ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ...
დაწვრილებით...
"იყო დღეები, როცა რაც მოგვხვდებოდა, იმას ვჭამდით. ისე, როცა სადმე გუბიდან ამიღია წყალი, მას ადამიანის სისხლი ამოჰყოლია..."

"59 გერმანელი სნაიპერი მყავს მოკლული"
დაწვრილებით...
15 წლის მარიკო სასიყვარულო სამკუთხედში პირველად აღმოჩნდა.
დაწვრილებით...
ქირავდება დღიურად, ქართველი და უცხოელი
ქირავდება დღიურად! 3-ოთახიანი, 140კვ.მ ბინა
ქირავდება დღიურად! ბინა ახალი რემონტით
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები