"ამდენი აღსაზრდელი არასოდეს გვყოლია"
"ამდენი აღსაზრდელი არასოდეს გვყოლია"
"ხშირად არასაკმარისი რაოდენობის საწოლის გამო ყველა ბავშვის დაძინებას ვერ ვახერხებთ"

"ძვირფასო კვირისპალიტრ­ელებო, მოგმართავთ თხოვ­ნით, თბილისის 117-ე ბაღის პრო­ბლემებით დაინტერესდეთ. მყავს­ 3 წლის გოგონა, რომე­ლსაც ბაგა-ბაღის ერთადერთ ჯგ­უფში 60 ჯგუფელი ჰყავს. არადა, ერთ ჯგუფში აღსაზრდელთა რაოდენობა 25-35 ბავშვს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა სრული განუკ­ითხაობაა - 2-3 წლის პატარებს შუადღის ძილი მორიგეობით უწევთ. ბავშვებს არც ერთი ოთახი ჰყოფნით და სივიწროვის გამო თამაშსაც ვერ ახერხებენ. გთხოვთ, დაგვეხმარეთ, რომ ჩვენს პატარებს ელემენტარული პირობები ჰქონდეთ... "

You must have Flash Player installed in order to see this player.
წერილის წაკითხვის შემდეგ 117-ე ბაღს ვესტ­უმრეთ. 2-3 წლამდე ჯგუფის კართან ბავშვების სია დაგვხვდა, სადაც 63 აღსაზრდელი ირიცხება. 117-ე საბავშვო ბაღის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორმა თამარ ქართველიშვილმაც დაგვიდასტურა, რომ გადატვირთულობის პრობლემა ჯგუფებში ნამდვილად არსებობს:

"საბავშვო ბაღში მართვის სტრატეგიის მიხედვით ჯგუფებში აღსაზრდელების­ რაოდენობა განსაზღვრულია - 2-3 წლამდე, ბავშვების რაოდენობა 25-დან 35-მდე უნდა აღწევდეს, უფრო მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში კი შესაძლებელია 40-მდეც მიაღწიოს, თუმცა, გადატვირთულობის გამო, თბილისის ყველა ბაღში ეს რიცხვი მაქსიმალურად გაზრდილია. პრობლემა განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს აღწევს ცენტრალურ უბნებში. ვცდილობთ, ბავშვები ისე გადავ­ანაწილოთ, რომ ფართობის
პრობლემა­ მაინც არ შეგვექმნას­. დილემის წინაშე ვდგა­ვა­რთ 2-3 წლამდე ასაკის ჯგუფებში, სადაც­ 63 აღსაზრდელია. ეს უპრეცედენტო რაოდენობაა, ჯგუფში ამდენი აღსაზრდელი არასოდეს გვყოლია. თავისუფალ დროს ძიძასა და მასწავლებელს დამლაგებელი და მრეცხავიც კი ეხმარებიან. ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის 100 კვ/მ ოთახი გვაქვს, თუმცა
ხშირად არასაკმარისი რაოდენობის საწოლის გამო, ყველა ბავშვის დაძინებას ვერ ვახერხებთ. ვისაც ძილი არ უნდა, ვართობთ და ასე ვცდილობთ შექმნილ ვითარებას როგორღაც გავუმკლავდეთ".

117-ე ბაღში ვიზიტის შემდეგ ბაღების მართვის სააგენტოს დავუკავშირდით. სააგენტოს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ კვირტიამ განგვიცხადა, რომ 2017 წლისთვის თბილისის ბაღებში გადატვირთულობის პრობლემა ამოიფხვრება:

- ეს პრობლემა ბოლო წლებში არ შექმნილა - იმის გამო, რომ წინა ხელისუფლების დროს არაერთი ბაღი დაიხურა­ ან გასხვისდა, ზოგში კი სოციალურად დაუც­ველები ან დევნილები შესახლდნენ, შენობის დეფიციტი წარმოიქმნა. ვცდილობთ აუთვისებელი ბაღები მოვიძიოთ, ამასთან, უკვე ხუთი ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც უახლოეს მომავალში გადატვირთულობის პრობლემის აღმოფხვრაში ხელს შეგვიწყობს.

შესახლებული დევნილების პრობლემებზე დევნილთა სამინისტროც მუშაობს და როდესაც მათ საცხოვრებლით დააკმაყოფილ­ებენ, ჩვენ ამ შენობებში საბავშვო ბაღებს აღვადგენთ. რაც შეეხება კონკრეტულად 117-ე საბავშვო ბაღს, არსებულ პრობლემაზე ხელმძღვანელობასთანაც მისაუბრია. მართალია, დიდი რაოდენობაა­ დარეგისტრირებული, მაგრამ, როგორც ვიცი, ყოველდღიურად ბავშვების მოსწრება­ დაბალია და ზოგჯერ ბავშვების ნახევარი დადის.

რუსუდან შელია

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები