"ნუ წამიყვანთ იმ ქვეყნად­ ისე, რომ უცხოეთში გადაკარგულ ჩემსა და სხვის შვილებს ისევ არ მოუნდეთ სამშობლოსკენ გამოხედვა"
"ნუ წამიყვანთ იმ ქვეყნად­ ისე, რომ უცხოეთში გადაკარგულ ჩემსა და სხვის შვილებს ისევ არ მოუნდეთ სამშობლოსკენ გამოხედვა"
17-10-2016
წერილები ახალ ხელისუფლებას!

"5 შვილი მაჩუქა განგებამ. მომავლის­ იმედიც მქონდა... ოთხი გაჭირვებამ უცხოეთში გადამიკარგა; მხოლოდ ერთმა შექმნა ოჯახი და ისიც ერთ შვილზე გაჩერდა, მეტი რომ გავაჩინო, როგორ გავზარდოო"

არჩევნებმა თითქმის ჩაიარა­ და როგო­რც ჩვენი წესია, ვნებათაღელვა არ ცხ­რება. ჩვენ კი რედაქციაში­ ისეთი წერილები დაგვ­იგროვდა, სადაც აღწერილი პრობლემები­ ყველა ხელისუფლებას "ხელიდან ხელში" გადა­ეცა და, ჯერ ვერ ან არ მოუგვარებიათ:

"5 შვილი მაჩუქა განგებამ. მომავლის­ იმედიც მქონდა... ოთხი გაჭირვებამ უცხოეთში გადამიკარგა; მხოლოდ ერთმა შექმნა ოჯახი და ისიც ერთ შვილზე გაჩერდა, მეტი რომ გავაჩინო, როგორ გავზარდოო. ამ ერთადერთ შვილიშვილსაც ვერ შევყურებ, ჩოხატაურის მთიან სოფელში გადავედი საცხოვრებლად, რომ სამოცდაათ წელს გადაშორებულმა კაცმა ვიშრომო და მისი განათლებისთვის თანხა დავაგროვო­. აქ თითქმის მარტო ვარ, უახლოესი მეზობელი ლამის კილომეტრით არის დაშორებული. მამაპაპეულმა მიწამ მიხსნა გაგიჟებისგან. ორი თხა, ქათმები და ღორი მყავს,­ ხეებზე უპატრონოდ გაშვებულ ადესასაც მოვუარე და ღვინოსაც დავწურავ. მოკლედ, სანამ ვიცოცხლებ, შვილიშვილსაც მივეხმარები და დადუმებულ სოფელსაც ავახმაურებ. მაგრამ ეს ტკბილი სიცოცხლე ვერ იქნება - ცალკე უშვილძიროდ დარჩენილი შვილების დარდი არ მშორდება და ცალკე ჩემი ქვეყნისა. რა გვჭირს ამისთანა, რომ ყველა მთავრობა ქვეყანას ფეხზე დადგომას ჰპირდებოდა და ამის ნაცვლად საკუთარ ფეხზე დადგომაზე უფრო ზრუნავს?! ყველა მთავრობა ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებით "ემუქრებოდა" და ამ დროს სულ უფრო მეტი ქართველი გარბის უცხოეთში! ძვირფასო­ ხელისუფლებავ, გთხოვ, ნუ წამიყვანთ იმ ქვეყნად­ ისე, რომ უცხოეთში გადაკარგულ ჩემსა და სხვის შვილებს ისევ არ მოუნდეთ სამშობლოსკენ გამოხედვა და მათი უნახავი მოვკვდე. ქვეყანას მიხედეთ, ბიძიებო, ქვეყანას, თორემ დაპირებების შეუსრულებლობაზე პასუხი მოგეთხოვებათ".

"დამიბრუნეთ ჩემი ანაბარი, შვილის საფლავი მინდა გავაკეთო"


"75 წლის შვილმკვდარი დედა ვარ, 30 წლის ერთადერთი ვაჟი გულის შეტევით დამეღუპა და ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა. ღმერთმა ნურც ერთ
You must have Flash Player installed in order to see this player.
დედას ნუ მოუკლას შვილი, ამის შემდეგ დედის სიცოცხლეს აზრი ეკარგება, მაგრამ მეორე დიდი ტანჯვა­ ის არის, რომ მისი საფლავი ვერ გავაკეთე - მისივე სიკვდილით ნაშოვნი საფლავის ფული საკუთარი­ ხელით შევაჭმევინე იმ უნამუსოებს, ვინც ჩემისთანა ბედკრული ხალხის ანაბრები მიითვისა. ჯერ ის მეყოფოდა დარდად, რომ მისი გადარჩენა­ შეიძლებოდა... 1992 წელი იყო, ექიმებმა გვითხრეს, თუ ამერიკაში წაიყვანთ, გადარჩებაო, მაგრამ ქვრივი და ოხერი რანაირად წა­ვსულიყავი. ასე მომიკვდა. მისი საცოდაობით შეძრულმა ნათესავებმა იმდენი ფული მაინც მომიგროვეს, რომ საფლავი გამეკეთებინა. მირჩიეს, ახლა ზამთარია და საფლავის გაკეთება არ ივარგებს, გაზაფხულზე გააკეთე, მანამდე კი ფული ანაბარზე შეიტანეო. შევიტანე და გაზაფხულზე ჩემი ანაბარი უკვე შეჭმული ჰქონდათ სისხლგაყინულ უნამუსოებს. მას შემდეგ დავდივარ განცხადებებით... ერთმა მითხრა, დეპუტატე­ბთან ან პრეზიდენტთან წაიღე ეგ განცხად­ება, იქნებ დაგეხმარონო. პარლამენტის წინ ატუზული ვიდექი, ისინი კი უკანა მხარეს სხდებოდნენ მანქანაში. ამიტომაც მოვიტანე ახლა გაზეთში - იქნებ ახალმა მთავრობამ იმ დრომდე­ წაიკითხოს, სანამ პარლამენტში დასხდებიან და იქიდან უკანა კარით გავლიან: შვილებო, დამიბრუნეთ ჩემი ანაბარი, შვილის საფლავი მინდა გავაკეთო და ასე წავიდე მასთან!"

ეთერ ერაძე
bela
12 ნოემბერი 2016 02:20
ქალბატონო ეთერ, შეიძლება ამ ქალბატონის ტელეპონის მომერი მომცეთ, ნეტავ რამდენი თანხაა საჯირო ამ ქვისტვის?
სხვა სიახლეები
"რამ­დე­ნი­მე წე­ლი ცი­ხე­ში ვი­ჯე­ქი, გა­მო­ვე­დი და ად­გილს ვერ ვპო­უ­ლობ. ახ­ლა არ ვი­ცი, ჩემს ცხოვ­რე­ბას რა ჰქვი­ა"
დაწვრილებით...
"ძვირფასო რედაქცია, მაგ დალოცვილებს მე ვერ მივწვ­დი და თქვენ მაინც ჰკითხეთ, - რა ქნას გლეხკაცმა და მისმა პირუტყვმა, საით წავიდეს,
რომ ცოცხალი გადარჩეს?!"
დაწვრილებით...
"ერეკლე დილით გამვლელ მანქანას მიჰყვება - ყველა მძღოლი ცნობს, დაინახავენ თუ არა, უჩერებენ. სკოლიდანაც ამგვარად ბრუნდება"
დაწვრილებით...
"დღეს მათი საქმიანობაა საკუთარი თავისთვის ხელფასების მომატება, დევნილთა სამსახურიდან გათავისუფლება და მათ მაგივრად ახლობლების მიღებაა, რომელთა უმრავლესობას უმაღლესი განათლებაც არა აქვს"
დაწვრილებით...
"ხშირად არასაკმარისი რაოდენობის საწოლის გამო ყველა ბავშვის დაძინებას ვერ ვახერხებთ"
დაწვრილებით...
"ამ ხეობის 17 სოფლიდან უმეტესობას ენატრება გზა, წყალი და ელექტროდენი. XXI საუკუნეში კი რა დროს ამეების მონატრებაა! აბა, ახალგაზრდა ადამიანს წყალსა და დენზე რომ ეტყვიან, - არ არის და არც იქნებაო, იქ რაღა გააჩერებს. ადგება და იქით გასწევს, სადაც ეუბნებიან, აქ ჩამოდი და უკეთესად იქნებიო!"
დაწვრილებით...
"ვიცი, სოფელში ჩარჩოებში მოვექცევი. დარწმუნებული ვარ, დეპრესიაში ჩავვარდები და ალბათ ცხოვრებაზე ჩავიქნევ ხელს"
დაწვრილებით...
"კომუნისტების დროს ბიბლიურ სიუჟეტებს ვინ გაგვაკეთებინებდა, ამიტომ ვიეშმაკე და გავაკეთე ჩვეულებრივი ბიჭის ქანდაკება, რომელიც გველეშაპს მახვილით კლავდა"

"სულხან-საბას ძეგლი ისე რატომ უნდა გაიმეტო, რომ გვერდით ტუალეტი მიუდგა?"
დაწვრილებით...
ზოგიერთ ჭრილობას დრო ვერ ახორცებს. თვეების განმავლობაში ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ...
დაწვრილებით...
"იყო დღეები, როცა რაც მოგვხვდებოდა, იმას ვჭამდით. ისე, როცა სადმე გუბიდან ამიღია წყალი, მას ადამიანის სისხლი ამოჰყოლია..."

"59 გერმანელი სნაიპერი მყავს მოკლული"
დაწვრილებით...
ქირავდება ახალი გარემონტებული კორპუსის ბინა,
ქირავდება დღიურად კორპუსის იზოლირებული ბინა
იყიდება ზაარბრუკენის მოედანზე (ყოფილი ვორონცოვი)
ბინა მდებარეობს მეტრო სამგორის მიმდებარედ.
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები