სკოლა რომ არ დახურულიყო, მამამ 14 წლის ვაჟი ამბროლაურიდან 20 კილომეტრით დაშორებულ ხოტევის სკოლაში გადაიყვანა
სკოლა რომ არ დახურულიყო, მამამ 14 წლის ვაჟი ამბროლაურიდან 20 კილომეტრით დაშორებულ ხოტევის სკოლაში გადაიყვანა
14-11-2016
"ერეკლე დილით გამვლელ მანქანას მიჰყვება - ყველა მძღოლი ცნობს, დაინახავენ თუ არა, უჩერებენ. სკოლიდანაც ამგვარად ბრუნდება"

თითოეული სოფლის დაცლა მიწის მტრისთვის უომრად გადაცემას ნიშნავს. თუმცა, საბედნიეროდ, არსებობენ ქართველები, ვინც მამაპაპეულ კერას ბოლომდე პატრონობენ. ერთი მათგანია მამუკა ჯანელიძე.­ ამიტომაც გაგვახარა რაჭიდან მოწერილმა წერილმა:

"მამუკა ჯანელიძემ საკუთარი ოჯახის ინტერესები ქვეყნის ინტერესების გამო გვერდზე გადადო და ამით რაჭის ერთ-ერთი ძველი და ლამაზი მაღალმთიან სოფელ ხოტევის სკოლა დახურვას გადაარჩინა: უთხრეს, სკოლა არ დაიხურება, თუ იქ ერთი მოსწავლე მაინც იქნებაო და მანაც 14 წლის ვაჟი, ერეკლე, ამბროლაურის­ სკოლიდან ხოტევში გადაიყვანა. ბიჭი ყოველდღე 20-კილომეტრიან გზას გადის სკოლაში მისასვლელად, სამაგიეროდ, ხოტევის სკოლაში ზარი ისევ რეკავს".

ამ ამბავმა გული გაგვითბო და მამუკა ჯანელიძის ოჯახს სოფელ სადმელში დავუკავშირდით. …

ინგა ჯოხაძე, მამუკა ჯანელიძის მეუღლე
: - მარტის დასაწყისში სოფელ ხოტევის სკოლიდან მოვიდნენ ჩვენს სოფელში­ და გვთხოვეს, - იქნებ აქედან ერთმა ბავშვმა მაინც იაროს ხოტევში, სკოლა იხურება, სოფელში დარჩენილ ხალხს დანა კბილს არ უხსნისო. სკოლის დახურვა აბა, სასიამოვნო ვისთვის არის, მაგრამ რაჭაში ერთ-ერთი უძველესი ხოტევის სკოლის ამბავი მახვილივით მოგვხვდა გულზე.
ჩემი შვილები აბროლაურის სკოლაში დადიან, მეგობრებიც იქ ჰყავთ. მამუკამ - ხოტევის სკოლა არ უნდა დაიხუროსო და ერეკლეს დაელაპარაკა. ერეკლემ, ვერ ვიტყვი, დიდად მოიწონა-მეთქი, მაგრამ მამას უარი ვერ შეჰკადრა. დღეს კი ვხედავ, რომ ამაყობს თავისი ნაბიჯით.

ხოტევი ჩვენი სოფლიდან 20 კილომეტრით არის დაშორებული, ერეკლე დილით გამვლელ მანქანას მიჰყვება - ყველა მძღოლი ცნობს, დაინახავენ თუ არა, უჩერებენ. სკოლიდანაც ამგვარად ბრუნდება.

ვნატრობთ, რომ ეგებ მომავალში მაინც ეშველოს რაჭას რაიმე
.

ბარის სოფლებს ხვანჭკარა გვაძლებინებს - ჭირნახულს გავყიდით და ორიოდ გროშს ვიშოვით, მაღალმთიან სოფლებში კი ვენახიც არა აქვთ და ხალხი ვეღარ ჩერდება. ახლა რაჭაში აეროპორტის მშენებლობა გვაიმედებს...

You must have Flash Player installed in order to see this player.
ერეკლემ კი რაჭველივით დინჯად გვით­ხრა: - თავიდან ძნელი იყო, ახლა ისე დავუახლოვდი ახალ მასწავლებლებს, ძალიანაც მომწონსო...

ლალი ბოჭორიშვილი, ხოტევის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:

- იყო დრო, ჩვენს სკოლაში 1000 ბავშვიც სწავლობდა - ხუთი სოფლიდან დადიოდნენ: ველევიდან, თლუღიდან, ჭელიაღელიდან, წედისიდან, სხარტალიდან. ახლა აღარც ამ სოფლებში არიან ბავშვები და აღარც ხოტევში.

საცოლე ბიჭები გვყავს, ვეხვეწებით, დაქო­რწინდითო და გვპასუხობენ, - ცოლი რომ მოვიყვანოთ, მარტო ლობიო და მჭადი­ ვაჭამოთო?!
სკოლას ახალგაზრდა, ენერგიული დირექტორი ჰყავს. იქნებ სასწაულიც მოხდეს და სოფელში ხალხი დაბრუნდეს, ანდა ჩვენმა ბიჭებმა შეირთონ ცოლები... ხომ იცით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ბრძოლას მართლაც ყოველთვის აქვს აზრი და ამ ბრძოლაში თუნდაც ერთი სოფლის გამარჯვება მთელი ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა.

ეთერ ერაძე
გაიოზი
05 იანვარი 2017 12:04
მადლობთ, ქალბატონო ეთერ ერის ასეთ მტკივნეულ თემას, რომ შეეხეთ. თუ ხშირად იქნება ასეთი სტატიები ალბათ მთავრობაც და ხალხიც დაფიქრდება და ერთიანად მოიფიქრებენ რაღაც ზომებს რაჭის და არამარტო რაჭის გადასარჩენად. ერთი კი უნდა ვიცოდეთ მთავრობა ხალხის აქტიურობის გარეშე ვერაფერს გააკეთებს. და საერთოდ საქართველო გაზლუქუნებული და სახელმწიფოს ხელში შემყურე ხალხი არა მარტო ვერ გადაარჩენს, არამედ დაღუპავს კიდეც.
წკადისელი
15 დეკემბერი 2016 10:49
"იყო დრო, ჩვენს სკოლაში 1000 ბავშვიც სწავლობდა - ხუთი სოფლიდან დადიოდნენ: ველევიდან, თლუღიდან, ჭელიაღელიდან, წედისიდან, სხარტალიდან." აქ შეცდომაა წედისი კი არა წკადისი უნდა იყოს!
სხვა სიახლეები
"რამ­დე­ნი­მე წე­ლი ცი­ხე­ში ვი­ჯე­ქი, გა­მო­ვე­დი და ად­გილს ვერ ვპო­უ­ლობ. ახ­ლა არ ვი­ცი, ჩემს ცხოვ­რე­ბას რა ჰქვი­ა"
დაწვრილებით...
"ძვირფასო რედაქცია, მაგ დალოცვილებს მე ვერ მივწვ­დი და თქვენ მაინც ჰკითხეთ, - რა ქნას გლეხკაცმა და მისმა პირუტყვმა, საით წავიდეს,
რომ ცოცხალი გადარჩეს?!"
დაწვრილებით...
"დღეს მათი საქმიანობაა საკუთარი თავისთვის ხელფასების მომატება, დევნილთა სამსახურიდან გათავისუფლება და მათ მაგივრად ახლობლების მიღებაა, რომელთა უმრავლესობას უმაღლესი განათლებაც არა აქვს"
დაწვრილებით...
"ხშირად არასაკმარისი რაოდენობის საწოლის გამო ყველა ბავშვის დაძინებას ვერ ვახერხებთ"
დაწვრილებით...
"ამ ხეობის 17 სოფლიდან უმეტესობას ენატრება გზა, წყალი და ელექტროდენი. XXI საუკუნეში კი რა დროს ამეების მონატრებაა! აბა, ახალგაზრდა ადამიანს წყალსა და დენზე რომ ეტყვიან, - არ არის და არც იქნებაო, იქ რაღა გააჩერებს. ადგება და იქით გასწევს, სადაც ეუბნებიან, აქ ჩამოდი და უკეთესად იქნებიო!"
დაწვრილებით...
"ვიცი, სოფელში ჩარჩოებში მოვექცევი. დარწმუნებული ვარ, დეპრესიაში ჩავვარდები და ალბათ ცხოვრებაზე ჩავიქნევ ხელს"
დაწვრილებით...
"კომუნისტების დროს ბიბლიურ სიუჟეტებს ვინ გაგვაკეთებინებდა, ამიტომ ვიეშმაკე და გავაკეთე ჩვეულებრივი ბიჭის ქანდაკება, რომელიც გველეშაპს მახვილით კლავდა"

"სულხან-საბას ძეგლი ისე რატომ უნდა გაიმეტო, რომ გვერდით ტუალეტი მიუდგა?"
დაწვრილებით...
ზოგიერთ ჭრილობას დრო ვერ ახორცებს. თვეების განმავლობაში ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ...
დაწვრილებით...
"იყო დღეები, როცა რაც მოგვხვდებოდა, იმას ვჭამდით. ისე, როცა სადმე გუბიდან ამიღია წყალი, მას ადამიანის სისხლი ამოჰყოლია..."

"59 გერმანელი სნაიპერი მყავს მოკლული"
დაწვრილებით...
ბინა მდებარეობს მეტრო სამგორის მიმდებარედ.
მდებარეობს წერეთლის გამზირზე "კოკა-კოლის" ქარხნის
იყიდება მეტრო ვაგზლის მოედნის პირდაპირ,
სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები