"ბალახი რომ იყოს, ძროხას ქუჩაში რა უნდა, განა ასფალტს ჭამს?! "
"ბალახი რომ იყოს, ძროხას ქუჩაში რა უნდა, განა ასფალტს ჭამს?! "
05-12-2016
"ძვირფასო რედაქცია, მაგ დალოცვილებს მე ვერ მივწვ­დი და თქვენ მაინც ჰკითხეთ, - რა ქნას გლეხკაცმა და მისმა პირუტყვმა, საით წავიდეს,
რომ ცოცხალი გადარჩეს?!"


ბოლო წლებში საგანგებო კანონები მუშავდება იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა იაროს ქალაქის თუ დასახლებების ცენტრში პირუტყვმა - ქუჩებში მოსეირნე ძროხები ტრანსპორტისთვის საფრთხეს ქმნის, მისგან დაბინძურებული ქუჩები და გადაძოვილი გაზონები კი უსიამოვნო განცდას. თუმცა,­ არსებობს მეორე მხარე, რა ქნას გლეხმა, სად აძოვოს მარჩენალი პირუტყვი, როცა საძოვრები ყველგან გაუყიდეს და მშიერი ოთხფეხი ქუჩაში დაეძებს საკვებს?!

სამოცს კარგა გადაცილებული გლეხკაცი გახლავართ. მთელი სიცოცხლე შრომაში გავატარე, შინ რომ მივიდოდი და ცოტას ამოვისუნთქავდი, კითხვა მიყვარდა და წიგნს ჩავუჯდებოდი ხოლმე. "კვირის პალიტრაც" წიგნივით იყო ჩემთვის, - აქაც ბევრჯერ ამომიკითხავს­ ბრძენი ხალხის ნათქვამი, მაგრამ არ მახსოვს, რომელიმეს ეთქვას, მშრომელი გლეხის მოსპობა და განადგურება ქვეყანას არ ღუპავსო.

ეს ცოდვა რამდენ მთავრობას აწევს კისერზე ტვირთად და ერთს არ წამოსცდენია - ამას რას ჩავდივარო! პირიქით, რაც შეუძლია, ყელში გვიჭერენ და გვიჭერენ.
საძოვრები განა მარტო კახეთში გაგვიყიდეს, მთელ საქართველოში, თანაც ჩალის ფასად, გლეხებისაგან ფარულად. მთელი სიცოცხლე რამდენიმე ძროხა მეწველებოდა, და ჩემი ნაშრომით ფეხზე ვიდექი.

ახლაც პატარა ფერმა მაქვს, მაგრამ ვაი, ამ ქონას - საძოვრები აღარ გვაქვს და საკვებში იმდენს ვიხდი, რომ აღარაფერი მრჩება. არადა, 40 წლის ვაჟი მიდგას გვერდით და მუხლს არ ვხრით. ჩემი ვაჟის დაკოჟრილ ხელებს რომ შევხედავ ხოლმე, ბოღმა მომაწვება - კაცი ამდენს შრომობს და იმდენი ვერ იშოვა, რომ ოჯახის შექმნა გაბედოს. ჩვენი ძროხების ნაწველით ამოყვანილ ყველსაც ვერ ვყიდით. იკითხავთ, - ბაზარში მაინც რატომ არ გაყიდეო?! ბაზარში სიარულს მარიფათი და დრო უნდა; ჩვენ კი არც ერთი არ გვაქვს. ერთი რძის მიმღებ ქარხანას ვნატრობთ და ისიც
You must have Flash Player installed in order to see this player.
კი არ გვაქვს საგარეჯოში.

ბალახი რომ იყოს, ძრო­ხას ქუჩაში რა უნდა, განა ასფალტს ჭამს?! ჩემი მთავრობა­ კი მემუქრება, - ეგ შენი ძროხა ქუჩაში არ დავინახოო, მაგრამ ვერ მოვაშორებ, რადგან ისევ ჩემი მარჩენალი უნდა შევინახო, სანამ ვიცოცხლებ... ძვირფასო რედაქცია, მაგ დალოცვილებს მე ვერ მივწვ­დი და თქვენ მაინც ჰკითხეთ, - რა ქნას გლეხკაცმა და მისმა პირუტყვმა, საით წავიდეს, რომ ცოცხალი გადარჩეს?!

თენგიზ მარიდაშვილი, საგარეჯო
რძე და ყველი
11 იანვარი 2017 15:27
პატარა ფერმა მაქვსო? რძის ქარხანა გვინდაო? და ქუჩაში გამოკვებილი საქონლით გინდა ფერმა და ქარხანა? ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მაგრამ ფერმას ქუჩაში ვერ გამოკვებავ...
nini@
24 დეკემბერი 2016 14:48
ნინო 70 ლის ასაკში მეც კი გავაყიდინე ჩემს დედამტილს ძროხა არ დაამტვრიოს ქალი მეტქი . კი მაგრამ ახალგაზრდებმაც გავყიდოთ ძროხები და შენი დაშენი მთავრობის მოიმედე დავჯდეთ. დაგჭირდებათ წადით სოფელშიო გაყვირით დაგჰირდებატ გაყიდეთო .უბრალოდ შენნაირების ჭკვაზედ ვინ დაიარება მაგრამ უნდა დაფიქრდე რას წერ .
სხვა სიახლეები
"რამ­დე­ნი­მე წე­ლი ცი­ხე­ში ვი­ჯე­ქი, გა­მო­ვე­დი და ად­გილს ვერ ვპო­უ­ლობ. ახ­ლა არ ვი­ცი, ჩემს ცხოვ­რე­ბას რა ჰქვი­ა"
დაწვრილებით...
"ერეკლე დილით გამვლელ მანქანას მიჰყვება - ყველა მძღოლი ცნობს, დაინახავენ თუ არა, უჩერებენ. სკოლიდანაც ამგვარად ბრუნდება"
დაწვრილებით...
"დღეს მათი საქმიანობაა საკუთარი თავისთვის ხელფასების მომატება, დევნილთა სამსახურიდან გათავისუფლება და მათ მაგივრად ახლობლების მიღებაა, რომელთა უმრავლესობას უმაღლესი განათლებაც არა აქვს"
დაწვრილებით...
"ხშირად არასაკმარისი რაოდენობის საწოლის გამო ყველა ბავშვის დაძინებას ვერ ვახერხებთ"
დაწვრილებით...
"ამ ხეობის 17 სოფლიდან უმეტესობას ენატრება გზა, წყალი და ელექტროდენი. XXI საუკუნეში კი რა დროს ამეების მონატრებაა! აბა, ახალგაზრდა ადამიანს წყალსა და დენზე რომ ეტყვიან, - არ არის და არც იქნებაო, იქ რაღა გააჩერებს. ადგება და იქით გასწევს, სადაც ეუბნებიან, აქ ჩამოდი და უკეთესად იქნებიო!"
დაწვრილებით...
"ვიცი, სოფელში ჩარჩოებში მოვექცევი. დარწმუნებული ვარ, დეპრესიაში ჩავვარდები და ალბათ ცხოვრებაზე ჩავიქნევ ხელს"
დაწვრილებით...
"კომუნისტების დროს ბიბლიურ სიუჟეტებს ვინ გაგვაკეთებინებდა, ამიტომ ვიეშმაკე და გავაკეთე ჩვეულებრივი ბიჭის ქანდაკება, რომელიც გველეშაპს მახვილით კლავდა"

"სულხან-საბას ძეგლი ისე რატომ უნდა გაიმეტო, რომ გვერდით ტუალეტი მიუდგა?"
დაწვრილებით...
ზოგიერთ ჭრილობას დრო ვერ ახორცებს. თვეების განმავლობაში ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ...
დაწვრილებით...
"იყო დღეები, როცა რაც მოგვხვდებოდა, იმას ვჭამდით. ისე, როცა სადმე გუბიდან ამიღია წყალი, მას ადამიანის სისხლი ამოჰყოლია..."

"59 გერმანელი სნაიპერი მყავს მოკლული"
დაწვრილებით...
ქირავდება 2-ოთახიანი ბინა დღიურად თვიურად
იყიდება დუპლექსის ტიპის ბინა გოთუას
იყიდება იოსებიძეზე 125 კვ.მ საერთო
იყიდება ნაყოფიერი სახნავი მიწა 34
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები