"აფხაზეთი მხოლოდ ფოტოებსა და საიტებზე მინახავს"
11-04-2011
გამარჯობათ. ძალიან მიყვარხართ, ბევრჯერ დავუფიქრებივარ თქვენს წერილებს ქვეყნის ბედზე. აუცილებლად უნდა მომეწერა - ჩემი თაობა ჩვენი ქვეყნისთვის, შეიძლება არ ჩანს, მაგრამ მართლა აკეთებს საქმეს. ერთ გოგონაზე უნდა მოგწეროთ.

ერთმა ჩემმა ახლობელმა ისეთი წიგნი დაწერა აფხაზეთზე, რომ უკვე ამერიკაშიც იყიდება, გერმანიასა და ინგლისშიც. და როგორ გგონიათ, რამდენი წლის არის ეს ჩემი ახლობელი? 25-ის! გვარსა და სახელსაც გეტყვით - შორენა ნიკოლეიშვილი. შეგიძლიათ მასზე ინტერნეტშიც მოიძიოთ ცნობები და ყველაფერს ისედაც გაიგებთ. დარწმუნებული ვარ, ასეთ ადამიანზე ყველამ უნდა გაიგოს.

ანასტასია ლობჟანიძე

ანასტასია, შენი თაობა რომ ქვეყნისთვის მართლა აკეთებს საქმეს, ჩვენც ძალიან კარგად ვიცით. ისიც ვიცით, რომ მომავალში კიდევ ბევრის გაკეთება მოგიწევთ. მაგრამ რაც მოგვწერე, ჩვეულებრივი ამბავი მართლა არ არის, ამიტომ დიდი სიამოვნებით გადავათვალიერე ინტერნეტში ინფორმაცია შორენა ნიკოლეიშვილზე. ეს ხომ გაგვიხარდა და ისიც ამაზე ნაკლებ არ გაგვხარებია, რომ შორენა ახლა უცხოეთში კი არა, აქ, სამშობლოშია და აქვე აპირებს ცხოვრებას. მადლობა შენც და მადლობას ვუხდით შორენასაც, რომ გამოგვეხმაურა.

- შორენა, უკვე ვიცით, რომ შენი წიგნი მსოფლიოს სამ უდიდეს ქვეყანაში იყიდება და წარმატებითაც. ხომ მოგვიყვები, 25 წლის ასაკში ეს როგორ შეძელი?
- ჯერ მითხარით, ვინ შეგატყობინათ?

- მოდი, სიურპრიზად დავტოვოთ, როცა ჩვენი გაზეთის ახალი ნომერი გამოვა, მაშინ გაიგებ.
- მაშინ სხვა რაღა დამრჩენია... მოკლედ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, ჯერ ბაკალავრიატი და მერე მაგისტრატურა. მერე ვმუშაობდი და თან ვცდილობდი, კიდევ რაიმე მესწავლა. ჯერ ჰააგის საერთაშორისო კურსები დავამთავრე, მერე, ადამიანის უფლებების კურსები გერმანიაში, შემდეგ რიგის უნივერსიტეტმა გამოაცხადა მაგისტრანტების კონკურსი. ერთი წელიწადი ვსწავლობდი რიგის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში. იქ ასეა, ყველა სტუდენტი თავისი ქვეყნის შესახებ ნაშრომს წარადგენს. ამიტომ გადავწყვიტე, სამაგისტრო ნაშრომი აფხაზეთზე დამეწერა.

- სამართლებრივ წიგნებში სუბიექტური ვერ იქნები, მოვლენებს მესამე პირის თვალით უნდა უყურო.

- ეგ მართლა ყველაზე რთული აღმოჩნდა. მე ქართველი ვარ, ჩემი გული და ემოცია ბუნებრივად იხრება ჩემი ხალხისკენ. წაიკითხავდა თუ არა უკვე დაწერილ მონაკვეთებს ჩემი ხელმძღვანელი, მეტყოდა, - შორენა, სულ ქართველებისკენ ნუ იხრები, ნუ იცავო... მოკლედ, მივხვდი, რომ მუშაობა რიგაში არ გამომივიდოდა, ამიტომ აფხაზეთის ომის შესახებ  საერთაშორისო სამართლის შეფასებები წამოვიღე და თბილისში სამი თვე ვმუშაობდი - სამშობლოდან უკეთ ჩანს, რა როგორ არის.

მაშინ სულაც არ მიფიქრია, რომ რასაც ვწერდი, წიგნად გამოვიდოდა. რიგის უნივერსიტეტში ნაშრომების დაცვას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობითი კომისიები ისმენენ. მათ შორის გერმანელებიც იყვნენ. სწორედ გერმანელებმა შემომთავაზეს, თქვენი ნაშრომი წიგნად ხომ არ გამოგვეცაო. რა თქმა უნდა, ეს რიგის უნივერსიტეტის რეკომენდაციაც იყო.

- ეტყობა, ამ უნივერსიტეტის რჩეული იყავი.

- მგონი კი. ხუთი კაცი გაგვგზავნა ევროპარლამენტში, სადაც სამი თვე სტაჟიორად ვმუშაობდი.

- ყოფილხარ აფხაზეთში?
- აბა, საიდან? მე იქ არ დავბადებულვარ. ომიც ბუნდოვნად მახსოვს. ბიძაჩემი იბრძოდა და დედა და ბებია სულ ტიროდნენ, გული უსკდებოდათ, ვაითუ, ცოცხალი აღარ დაბრუნდესო. აფხაზეთი მხოლოდ ფოტოებსა და საიტებზე მინახავს, მაგრამ დამერწმუნეთ, აფხაზეთი ჩემს თაობას ისევე სტკივა, როგორც იმ ადამიანებს, ვინც ამ ჩვენი ძირძველი მიწიდან გამოყარეს და მიგვაჩნია, რომ აფხაზეთი არ დაგვიკარგავს, ის ჩვენია!
lela
11 აპრილი 2011 15:46
სწორედ რომ შენნაირებმა უნდა ააშენონ საქართველოს მომავალი. ვამაყობ შენით ჩემო ძვირფასო მეგობარო.
ლელა დიასამიძე
Malkhaz Jabua
11 აპრილი 2011 13:03
აბსოლუტურად გეთანხმები,მეც მიმაჩნია,რომ აფხაზეთი არ დაგვიკარგავს.გული მტკივა,როცა უფროსი თაობის წარმომადგენლები ამბობენ ხოლმე აფხაზეთი დავკარგეთო.არამც და არამც,მე დღე არ გავა ამ ლამაზ კუთხეზე არ ვიფიქრო,მეც შენსავით მხოლოდ სურათებში და ინტერნეტით მაქვს ნანახი.წარმოსახვით ხშირად ვმოგზაურობ იქ.მთავარია ქართველებმა გონებაში არ დავუშვათ, რომ აფზაზეთი დაკარგულია,შინაგანად უნდა გვჯეროდეს ,რომ ის ჩვენია და სხვანაირად შეუძლებელია რომ იყოს.მე ღრმად მწამს,რომ არც ისე შორეულ მომავალში, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს აფხაზეთს და სამაჩაბლოს დავიბრუნებთ და ჩვენს ძმებ აბხაზებთან და ოსებთან ერთად ბედნიერად ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში.
3-სართულიანი ახალი აშენებული აგურის კერძო სახლი, თანამედროვე...
3-ოთახიანი, 8(9), 78 კვ.მ. შავი კარკასი ახალაშენებულ...
კომერციული ფართი ექსპერიმენტული პრ. 60 კვ.მ. ევრორემონტი...
სხვა სიახლეები
"მინახავს კაზინოში წაგების გამო მეთორმეტე სართულიდან გადმომხტარი ადამიანის გვამი."
დაწვრილებით...
ძვირფასო რედაქცია, ისევ თქვენი იმედი გვაქვს,  რომ ჩვენს ტკივილს გულთან მიიტანთ და ჩვენი გასაჭირის შესახებ ამ  წერილს უყურადღებოდ არ დატოვებთ.
დაწვრილებით...
"ეს ძეგლი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი იყო, რომელიც ჩვენ შეგვიქმნია."
დაწვრილებით...
"გემით "დალანდი" მოვდიოდი სამშობლოსაკენ, და მთვარისაგან განშორება გულს დარდად ჰქონდა, მაგრამ სამშობლოს ძველი გზებით ვეღარ მივაგენ, და არ მახსოვდა: მქონდა იგი, თუ მომაგონდა?" - ამ წერილს გალაკტიონის პოეზიასთან არაფერი აკავშირებს, მაგრამ როცა იმაზე დავფიქრდი, რომ ათასობით ემიგრანტი შეიძლება სამშობლოსთვის ზედმეტ ბარგად იქცეს, ეს სტრიქონები გამახსენდა:
დაწვრილებით...
გამუდმებით გვესმის ლევილის სასაფლაოს შესახებ, გაიყიდაო. გვაინტერესებს ყოველივე სიმართლეს შეესაბამება თუ არა და კიდევ - აქვს თუ არა ლევილის გაყიდვას კავშირი გურამ შარაძის მკვლელობასთან?
დაწვრილებით...
დევნილების პრობლემა, ჩვენი ქვეყნისთვის საუბედუროდ, დაუსრულებელ დილემად იქცა. სახელმწიფომ ნაწილისთვის თავშესაფრის მიცემა შეძლო, მაგრამ ბევრს კვლავაც არ აქვს ჭერი, - ის, რის გარეშეც ადამიანი ვერასოდეს იგრძნობს თავს სრულფასოვნად.
დაწვრილებით...
ალბათ ამ ფოტომ ცოტა დაგაბნიათ, მაგრამ ეს ჩვენი უბნის სიამაყე რიჩი გახლავთ. ასლან აბაშიძის ბასმაჩის ლეკვი. სწორედ მასზე მინდა გიამბოთ.
დაწვრილებით...
ქართველებმა ჩვენი სუფრა ეროვნულ ტრადიციად ვაქციეთ და საუკუნიდან საუკუნეში გადმოვიტანეთ. ემუქრება თუ არა დაკარგვა ამ ტრადიციას? ალბათ ეს შეუძლებელია, რადგან მთელ საქართველოში და მათ შორის გურიაში, თითქმის ვერ ნახავთ ოჯახს, წინაპართა სტუმარმასპინძლობისთვის რომ ეღალატოს.
დაწვრილებით...
ჩემო საყვარელო რედაქცია, ეს ფოტო ქალაქის გარეუბანში, ფონიჭალაში გადავიღე. თვალებს არ დავუჯერე  ბუდრუგანიდან (რომელიც მიტოვებული მეგონა) კოჭლობით საცოდავი კაცი რომ გამოვიდა.
დაწვრილებით...
დევნილების პრობლემა, ჩვენი ქვეყნისთვის საუბედუროდ, დაუსრულებელ დილემად იქცა. სახელმწიფომ მათი ნაწილისთვის თავშესაფრის მიცემა შეძლო, თუმცა დანარჩენებს კვლავაც არ აქვთ ჭერი, - ის, რის გარეშეც ადამიანი ვერასოდეს იგრძნობს თავს სრულფასოვნად. ამაზე ფიქრი ყველაზე მეტად მათი ვალდებულებაა, ვისი მისამართითაც ეს წერილია დაწერილი.
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია: