სიტუაციის მორიგი მსხვერპლი, ანუ ქართული ტელევიზია პლურალისტური ფეოდალიზმის ეპოქაში
სიტუაციის მორიგი მსხვერპლი, ანუ ქართული ტელევიზია პლურალისტური ფეოდალიზმის ეპოქაში
12-02-2016
"საქმეს ის ადამიანები აფუჭებენ, ვინ ლიდერებს დათვურ სმსახურს უწევს. ჯერ კიდევ ღრმადაა ჩვენში საბჭოთა წარსული, რომელიც გვეუბნება, რომ ხელმძღვანელს მონურად უნდა დაემორჩილო, მთავარია ბრმად ენდო, მერე სხვა მოვა იმას აუგად მოიხსენიებ და ახალს ადიდებ... როდესაც ფიქრობ, რომ ლიდერი ყოველთვის მართალია ეს არასწორია. ბევრი მღვრიე წყალში ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს და ეს მღვრიე წყალი არის შედეგი იმისა, რომ წესრიგი არ არის სათანადო. წესრიგი ნიშნავს იმას, რომ ერთი მხრივ, ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ საქციელითვის მოეთხოვება. ჟერ კიდევ ღრმადაა ჩვენში საბჭოთა წარსული, რომელიც გვეუბნება, რომ ხელმძღვანელს მონურად უნდა დაემორჩილო. მთავარია ბრმად ენდო, მერე სხვა მოვა, იმას აუგად მოიხსენებ, ახალს ადიდებ. ერთი სიტვით, ეს მოჯადოებული წრე უნდა გაირღვეს. მძიმე წარსულის ტყვეობაში ყოფნა ყოველთვის ანადგურებს მომავალს და მით უმეტეს ოცნებას. არ შეიძლება მაინცდამაინც ცუდ დღეში იყოს ჩვეულებრივი ადამიანი და მუდმივად ყოველთვის თავს კარგად გრძნობდეს ის, ვინც გაუგებარი მანქანებით ხვდება ყოველ მომდევნო პარლამენტში", - განაცხადა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურმა საბჭოს წევრმა, ყოფილმა აღმასრულებელი მდივანმა, არმაზ ახვლედიანმა ა.წ. 24 იანვარს "რუსთავი2"-თვის მიცემულ ინტერვიუში.

ამავე ინტერვიუში მან თქვა, რომ "ყოველთვის საქმეს აფუჭებენ ისინი, ვინც მზად არიან, ნებისმიერ ხელისუფალს გაუწიონ დათვური სამსახური, სამწუხაროდ, ასეთი არაერთია დღეს მმართველ ძალაში. სწორედ ამ ადამიანებისგან უნდა გათავსუფლდეს "ოცნება". ადამიანებს, რომლებსაც იდეოლოგია არ გააჩნიათ და დემოკრატიული ღირებულებებისაგან შორს არიან, სხვა არაფერი შეუძლიათ თუ არა კერპების ერთგულება, ამ შემთხვევაში კერპებში ვგულისხმობ ზუსტად იმას, რომ ასეთი ადამიანები ეძებენ მხოლოდ ქოლგას, იმისათვის, რომ თავი შეაფარონ და მერე იქ ათასი რამ აკეთონ. ლოგიკა გვკარნახობს, რომ როცა ადამიანი ასეთი კონფორმისტი ხდება, ის სანაცლოდ რაღაცას ითხოვს და ალბათ ღებულობს კიდეც. ასე ხდება ხოლმე მით უფრო იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც მმართველი ძალის წიაღში გრძნობენ თავს ასე კომფორტულად. ასე, რომ არავითარი იდეა, არავითარი პოლიტიკური რეალური დემოკრატიული ჩართულობა, ეს ყველაფერი სასაცილოა ასეთი მოღვაწეებისთვის, თუ ვაი-მოღვაწეებისთვის".

არმაზ ახვლედიანის განცხადება ნამდვილად სენსაციური იყო. მართალია მას ახალი არაფერი უთქვამს - ყველაფერი, რაც არმაზმა თქვა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და მრავალჯერ დადასტურდა "ოცნების" ცნობადი ვაიმოღვაწეების ქცევით ბოლო სამი წლის განმავლობაში. მაგრამ ნამდვილად სენსაციური იყო და არის ის, რომ "ოცნებაში" არსებულ ვითარებაზე პირველად, საჯაროდ, გულახდილად და ვაჟკაცურად ისაუბრა ადამიანმა, რომელიც ახლაც არის "ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრი. სრულიად ბუნებრივი იქნებოდა, რომ არმაზ ახვლედიანის ამ სენსაციური განცხადებების შემდეგ სხვა ტელეკომპანიებს მაშინათვე მოეწყოთ გადაცემები, სადაც დაპატიჟებდნენ სენსაციის ავტორს, მის თანაპარტიელებს, სხვა პოლიტიკოსებს, ექსპერტებს და გაიმართებოდა დებატები იმაზე, ეთანხმებიან თუ არა მის მოსაზრებას "ოცნებაში" არსებულ ვითარებაზე, ვინ არიან "მონურად მორჩილი კომფორმისტები" "ოცნებაში" და ვინ არა, და ა.შ.

ასე იქნებოდა ნებისმიერ მეტ-ნაკლებად თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში. ის კი არა, როცა მე, მაშინ პარლამენტის წევრმა, 2008 წლის შემოდგომაზე, განვაცხადე, რომ
ოპოზიციაში გადავედი, იმ დღესვე მიმიწვიეს "კავკასიაში", შემდეგ "მაესტროში" და სხვა ტელევიზიებში (ცხადია "რუსთავი2"-ს, "იმედს" და "პირველ არხს" არ ვგულისხმობ) და იქ ვამბობდი ყველაფერს, რასაც ვფიქრობდი სააკაშვილის 2008 წლის აგვისტოს სამხედრო-პოლიტიკურ ავანტიურაზე და სხვა დანაშაულებზე. მაგრამ არმაზ ახვლედიანის სენსაციურ განცახებას მეორე სენსაცია მოჰყვა - მისი სრული იგნორირება ელექტრონული მას-მედიის მხრიდან. ხოლო ის, რომ არმაზ ახვლედიანის თანაპარტიელებმა პირში წყალი დაიგუბეს და საჯაროდ არაფერი თქვეს პოლიტსაბჭოს წევრის პოზიციასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი საბუთია იმისა, რომ მან სიმართლე თქვა.

"რა ხდება ამ "მაესტროსთან" გარშემო", მეკითხებიან ნაცნობებიც და უცნობებიც. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა ჩვენი ახალი ისტორიის გახსენება და გაანალიზება.

"პოლიტიკური სიბეცე! როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება!",
შეიცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, მშვიდმა და თავშეკავებულმა ნუგზარ საჯაიამ 2001 წლის სექტემბერს, როდესაც ჩემგან გაიგო (!), რომ სამართალდამცველების ჯგუფი "რუსთავი 2"-ში შევიდა და დაიწყო კრიზისი. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველები მოქმედებდნენ კანონის სრული დაცვით და სასამართლოს ნებართვით მივიდნენ "რუსთავი2"-ში არა მაუწყებლობის შესაწყვეტად, არამედ მხოლოდ იმ დოკუმენტაციის ამოსაღებად, რაც, სავარაუდოდ, დაამტკიცებდა საფუძვლიან ეჭვს, რომ კომპანია თავს არიდებდა გადასახადების გადახდას. მაგრამ სამართალდამცველთა მოქმედების კანონიერება არ ამცირებდა არც ხელისუფლების პოლიტიკური სიბეცის დონეს და არც განვითარებული კრიზისის მასშტაბს.

"იმედი" რომ არ დაგვეხურა, ძალაუფლებას ვკარგავდით"
, მშრალად მითხრა ვანო მერაბიშვილმა, მეტსახელად მონსტრმა" წერდა იულია ლატინინა 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ.

მშრალად რომ ვთაქვათ, ვითარება ასეთია: საქართველოში, ეკონომიკური ვითარებისა და სარეკლამო ბაზრის სიმწირის გამო, მეტ-ნაკლებად მძლავრი ტელევიზია არის კომერციულად წამგებიანი, ის ვერ ინახავს თავის თავს. სწორედ ამიტომ ტელევიზიას, გაზეთისაგან განსხვავებით, არ შეუძლია იყოს დამოუკიდებელი. მას ან ოლიგარქი უნდა აფინასებდეს, რომელსაც საკმარისი ძალა აქვს იმისათვის, რომ განუდგეს მმართველ დაჯგუფებას და კიდევაც შეებრძოლოს მას, თუნდაც თავისი პირადი ინტერესების დასაცავად, ან ხელისუფლებაში მყოფი მმართველი დაჯგუფება უნდა მფარველობდეს ტელეკომპანიას და პირდაპირ, თუ ირიბად (ვალების ჩამოწერით; ბიზნესისათვის კარნახით, რომ რეკლამა მხოლოდ ფავორიტ ტელევიზიას შეუკვეთონ და ა.შ.) აფინანსებდეს მას.

ბადრი პატარკაციშვილს კარგად ვიცნობდი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მას კოშმარულ სიზმარშიც არ მოუვიდოდა აზრი თუნდაც ერთი ლარი დაეხარჯა საქართველოში სიტყვის თავისუფლების განმტკიცებისათვის - "იმედი" ამხელდა სააკაშვილის და მისი თანამზრახველების დანაშაულებს მხოლოდ იმიტომ, რომ ბადრი, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ებრძოდა სააკაშვილს და მის რეჟიმს.

დღეს "რუსთავი 2" სააკაშვილის ქონებაა და მისი პროპაგანდისტული რუპორი. სწორედ ამიტომ "რუსთავი 2" არაფერს ამბობს სააკაშვილისა და მისი სადისტური რეჟიმის მრავალ მძიმე დანაშაულზე, სამაგიეროდ ამხელს "ქოცების" ხელისუფლებას ისე, როგორც არცერთი სხვა ტელევიზია საქართველოში; საქმე იქამდე მივიდა, რომ "ოცნების" პოლიტსაბჭოს მოქმედმა წევრმა მხოლოდ "რუსთავი 2"-ით შეძლო მნიშვნელოვანი და, პირველ რიგში, თვით ოცნებისათვის ესოდენ საჭირო განცხადების გაკეთება.


ახლა, ჯერ კიდევ 2014 წლის გაზაფხულზე მიჭირხნულ ვახო სანაიას მოვუსმინოთ: "პირველი გადაცემა გაკეთდა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაზე. ივანიშვილის დამოკიდებულებაზე საპატრიარქოსთან. ამას მოჰყვა ჩემი გადაცემები ნეპოტიზმზე – ახლანდელი და წინა ხელისუფლების პირობებში. ასევე "ქართული ოცნების" დაპირებებზე. გავიდა გადაცემა შიდა სახელისუფლებო დაპირისპირებაზე, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის კონფლიქტზე, თავდაცვის მაშინდელი მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის ურთიერთობებზე და სხვა. ყველა გადაცემას ჰქონდა დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი. ამ შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებ გადაცემაზე, რომელიც ახლანდელი და წინა ხელისუფლების პირობებში ნეპოტიზმის ფაქტებს ეძღვებოდა, იმავე გადაცემაში შევეხეთ "ქართუული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებებსაც. გახსოვთ ალბათ, ივანიშვილის ორგანიზაცია "მოქალაქე", მთავრობა, პარტია "ქართული ოცნება" ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებდნენ განცხადებებს და მართავდნენ ბრიფინგებს და გადაცემის შინაარსს აპროტესტებდნენ. გარედან მომდინარე სრულიად უსაფუძვლო და არაარგუმენტირებულ შეტევას დაემატა ერთი მოულოდნელი ამბავი შიგნიდან. ტელევიზიის დირექტორმა შეხვედრა მთხოვა. იმ შეხვედრას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა (ისინი, რომლებიც უკვე დღეიდან უკვე აღარ მუშაობენ მაესტროში) . დირექტორმა თქვა, რომ მე ჩემი გადაცემებით "მაესტრო" შესაძლოა სერიოზულ დაპირისპირებაში შევიყვანო ხელისუფლებასთან და პრობლემები შევქმნა. დირექტორი ძალიან ღელავდა ამის გამო".

ახლა სიტყვა ნინო ჟიჟილაშვილს გადავცეთ: "მე "მაესტროდან" ისედაც მივდიოდი და ეს გადაწყვეტილება იცოდნენ. თუმცა გუშინ დამირეკა გოგელიამ და მითხრა, რომ ყველანაირი წითელი ხაზი გადავკვეთე. მითხრა, რომ არხიდან გათავისუფლებული ვიყავი. ამას მე კორექტულობის ფარგლებში ვყვები. მან ასევე მითხრა, რომ არხზე ვქმნიდი არასწორ გარემოს და ვეწინააღმდეგებოდი საკადრო პოლიტიკას, ეს ხომ არასერიოზულია". - ასე გაიხსენა 2014 წლის მიწურულს ცნობილმა ჟურნალისტმა "მაესტროდან" წამოსვლის ამბავი.

"ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ლევან და გია გაჩეჩილაძეები სიტუაციის მსხვერპლნი არიან. ყოველთვის მინდა დავიჯერო და მჯერა, რომ ადამიანები სიტუაციის მსხვერპლნი არიან. დიდი შანსია, რომ ისინიც მსხვერპლნი იყვნენ. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ასეა", თქვა რამდენიმე დღის წინათ კოტე გოგელიას მეუღლემ მაკა ასათიანმა "მაესტროში" შექმნილ ვითრებასთან დაკავშირებით. თანამედროვე მეცნიერებამ მეცნიერულად დაასაბუთა ის, რაც უძველესი დროიდან კარგად ესმოდათ ბრძენ ადამიანებს: ყოველი ადამიანი გარკვეული გაგებით მსხვერპლია მრავალი ფაქტორისა, საკუთარი ფსიქიკის და გონების ჩათვლით. ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეები ნამდვილად მსხვერპლნი არიან. მსხვერპლი იყო "მაესტროს" ის დირექტორი, რომელიც ძალიან ღელავდა, როცა ელაპარაკებოდა ვახო სანაიას, მსხვერპლია კოტე გოგელიაც. აშკარა მსხვერპლია პროფესიონალი მენეჯერი ირაკლი რუხაძეც, რომელსაც ბადრი პატარკაციშვილისა არ იყოს, თავშიც არ მოუვიდოდა "უცნობისათვის" მილიონების სესხება პროცენტით და მერე იმის გაცხადება, რომ დარწმუნებულია, რომ "უცნობი" თანხას დააბრუნებს. მაგრამ სიტუაციამ და დრომ მოიტანა ეს და რუხაძეს, ცხადია, სრული გარანტია აქვს, რომ მსხვერპლად შეწირული "უცნობისათვის" მიცემული ფული დაბრუნდება (ვფიქრობ დაბრუნებულიც არის პროცენტებთან ერთად); ცხადია, მსხვერპლნი არიან არმაზ ახვლედიანის მიერ ნახსენები "ოცნების" წევრი "კერპთაყვანისმცემლები" და კონფორმისტები, რომელთა ერთადერთი იდეოლოგიაა პირადი გამდიდრება და კარიერის კეთება ნებისმიერ ფასად...

საერთოდ საქმე ის არის მხოლოდ, ვინ ვისი ან რისი მსხვერპლია და რატომ. "ფოტოგრაფებმა" და სხვებმაც "აღიარეს" სააკაშვილის სადისტების აბსურდული ბრალდებები და ამით გადაირჩინეს არა მარტო საკუთარი თავები, არამედ ოჯახის წევრებიც სასტიკ წამებას და ძალადობას. მაგრამ რისი მსხვერპლნი არიან ძმები გაჩეჩილაძეები, კოტე გოგელია და რუხაძე? რისი მსხვერპლნი არიან პირველი არხის ხელმძღვანელები, რომლებმაც აბსურდული, უკანონო და სამარცხვინო საბაბით დახურეს ეკა მიშველაძის გადაცემა და მერე პირდებოდნენ მისი გადაცემის განახლებას, იმ პირობით, რომ პოლიტიკოსებს აღარ მიიყვანდა? რისი მსხვერპლნი არიან ყველა ის ადამიანები, ვინც ასეთი ენთუზიაზმით მონაწილეობდა "რუსთავი2"-ის წინააღმდეგ მიმდინარე აბსურდულ პროცესებში, რომელთა შედეგად კა-გე-ბეს ჯარების ეფრეიტორ სააკაშვილის "პროპაგანდონმა" ტელეკომპანიამ საქართველოში სიტყვის თავისუფლების შუქურის სტატუსი დაიმკვიდრა, ხოლო "ოცნებას" დიდი ზიანი მიადგა?

მიაქციეთ ყურადღება: "რუსთავი2"-ის გარშემო განვითარებულმა მარაზმმა პიკს რომ მიაღწია, ივანიშვილმა განაცხადა, რომ თვითონ რომ ყოფილიყო ამ პროცესების უკან, არასოდეს არ დაუშვებდა ასეთ სისულეებს, ვინაიდან ეს ხელისუფლებისათვის იყო საზიანო. მეორე დღეს ყველა მსხვერპლი გაქრა და მარაზმიც დასრულდა "ვითა სიზმარი ღამისა".

"საქართველოში პლურალისტული ფეოდალიზმი სუფევს.... ერთი სიტყვით, ეს არის ფეოდალური ტიპის პოლიტიკური სისტემა, სადაც ტელევიზიაში დადებითი გაშუქების კაც-საათები და პატრონ-კლიენტური ურთიერთობების ინდივიდუალური ქსელები ძალაუფლების მოპოვების ძირითად მექანიზმს წარმოადგენს", წერდა 2009 წლის ზაფხულში ათენში მოღვაწე ცნობილი მეცნიერი ილია რუბანისი.

"მაშ ბევრი არაფერი შეცვლილა!", შეიძლება თქვას ამ წერილის ზოგიერთმა მკითხველმა. მაგრამ ასე არ არის. შეიცვალა ბევრი რამ და მთავარი ის არის, რომ მმართველი დაჯგუფება არ/ვერ იყენებს რეპრესიულ მექანიზმს, წამებას, სადისტურ მოპყრობას და მხოლოდ ადმინისტრაციულ რესურს და რბილ ძალას ჯერდება.

თუმცა ესეც პოლიტიკური სიბეცეა და, როგორც იტყოდა ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი, "მსუბუქი დებილიზმის" გამოვლინებაა ხელისუფლებაში მყოფი მსხვერპლნის მხრიდან.

პეტრე მამრაძე

12 თებერვალი, 2016 წელი
დათო
18 თებერვალი 2016 11:24
რუსთავი 2-ი უსინდისოების და მატყუარების ტელევიზიაა, რომ გაჰკივიან არიქა 3 ხე უნდა გადარგანო სად მიაქვთ და რატო მიაქვთ რატო არ აშუქებენ, რატო არ გადმოცემენ რა კარგი თეატრი შენდება ქველმოქმედებით, რა კარგი უმაღლეს დონეზე გაკეთებული 6-სართულიანი სახლი სპორტული ეზოთი, რომ გადაეცათ ლტოლვილებს კასპში. კასპის და რუსთავის ცემ. ქარხნებიდან მილიონობით ტონა ცემენტი, რომ მიდის და იხარჯება, მხოლოდ საქართველოში და კიდევ გაიძახიან არაფერი შენდებაო.
david
16 თებერვალი 2016 08:20
რუსთავი2 დაან მაგარი ტელევიზია, რეიტინგითაც I ადგილზეა
სხვა სიახლეები
"გინდა, "ნაციონალების" დაბრუნება ხელისუფლებაში? - მიეცი ხმა "ქოცებს"!, - ასე ხუმრობენ დღეს საქართველოში და იმასაც ამბობენ, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ქოცების" და "ნაცების" სიმბიოზი, ანუ "ქოციონალობა", ახალ საფეხურზე ავა. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გამახსენა ჩვენი უახლესი ისტორიის ზოგიერთი ეპიზოდი.
დაწვრილებით...
როგორც კი გავიგე, რომ სააკაშვილმა დიდგორი ახსენა, გამახსენდა მისი სამარცხვინო გაქცევა გორში 2008 წლის 11 აგვისტოს.
დაწვრილებით...
ოცი წლის წინათ, 1996 წლის მარტში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ბაქო-სუფსის ნავთობსადენის აშენების შესახებ. ეკონომიკური მნიშვნელობის გარდა ხელშეკრულებას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა და საერთაშორისო რეზონანსიც ადექვატური იყო.
დაწვრილებით...
ერთხელ შევარდნაძესთან თათბირის დასრულების შემდეგ ერთმა მინისტრმა ისაუბრა დასავლეთში ჰომოსექსუალიზმისადმი დამოკიდებულების შეცვლის, კერძოდ კი ე.წ. ჰომოფილიის დამკვიდრების შესახებ. იმ დღეებში დასავლეთის დიდი სახელმწიფოს დედაქალაქის მერად გეი აირჩიეს, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს წარმატებით აფიშირებდა თავის სექსუალურ ორიენტაციას.
დაწვრილებით...
2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს არ მისცემდნენ გაწევრების სამოქმედო გეგმას, ანუ მაპ-ს, მაგრამ გარანტია მოგვცეს, რომ საქართველოს უსათუოდ მიიღებდნენ ნატო-ში. ამ ფაქტორმა დიდი გავლენა მოახდინა პუტინზე და მის ჩეკისტურ რეჟიმზე. ჩეკისტებმა ფორსირებულ რეჟიმში გააქტიურეს თავისი "სასარგებლო იდიოტი" - კა-გე-ბეს ჯარების ეფრეიტორი სააკაშვილი და 2008 წლის აგვისტოში სასურველი შედეგიც მიიღეს
დაწვრილებით...
"რეპუბლიკელებს" გადასცეს ,,ხაზეინის" ნება: ,,ოცნება" მათ შანტაჟს არ დაჰყვება და არავითარ გარანტიებს არ მისცემს საარჩევნო სიებთან და სამომავლო თანამდებობებთან დაკავშირებით. მაგრამ თუ ,,კარგად მოიქცევიან", მაშინ მათ მინისტრებს არ მოხსნიან და პროკურატურაც ვერ დაადგენს, რომ საგარეჯოს არჩევნებზე დანაშაულია ჩადენილი.
დაწვრილებით...
ფოტოსურათზე ასახულია რუტინული პროცედურა რუსეთის ერთერთ საჯარისო ნაწილში. ოფიცრები და ჯარისკაცები თაყვანს სცემენ ხატს, რომელზედაც კა-გე-ბე-ს პოლკოვნიკი პუტინია ასახული. ხატზე პუტინის სახის გარშემო ოქროსფერი შარავანდედია, ისეთივე, როგორიც წმინდანების ხატებზეა გამოსახული.
დაწვრილებით...
"ერის დვრიტის უგულებელყოფას, ვინც უნდა მოიმოქმედოს ეს (თავად მან თუ ვინმე სხვამ), ბოლო აქვს ხოლმე ან ტრაგიკული ან კომიკური, მაგრამ არაოდეს - შუალედური" წერდა 1989 წლის ივლისში გამოჩენილი ლოგიკოსი და ფილოსოფოსი ზურაბ მიქელაძე ესსეში "დვრიტა ერისა".
დაწვრილებით...
რამდენიმე დღის წინათ ნატო-ს გენმდივანმა სტოლტენბერგმა საზეიმოდ განაცხადა, რომ ალიანსი იწვევს თავის რიგებში ახალ სახელმწიფოს მონტენეგროს, ანუ ჩერნოგორიას.
დაწვრილებით...
,,ნუ ელოდებით, რომ არაფრის მაქნისი ოპორტუნისტი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს მეთაურია და იდიოტად დაბადებული ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ან თუნდაც ,,ოპოზიციის ვარსკლავები" ამ განსაცდელის შემდეგ უფრო გონიერები იქნებიან".
დაწვრილებით...
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
იყიდება საუკეთესოდ გარემონტებული
იყიდება
იყიდება 53 კვ.მ. 2,5-ოთახიანი კუთხის
სასწრაფოდ იყიდება გარემონტებული 3 ოთახიანი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები