ჩვენ, რუსეთი და "მაპი"
ჩვენ, რუსეთი და "მაპი"
09-12-2011
"ლავროვის შეფასებები აშკარად შეიცავდა მინიშნებას იმაზე, რომ თუ საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭება დადგება დღის წესრიგში, რუსეთი აქ ვითარებას დაძაბავს"
მოგეხსენებათ, რუსეთის სათათბიროს არჩვენების შედეგებით უკმაყოფილება უამრავმა მოქალაქემ ქუჩაში გასვლით გამოხატა, დაკავებულია ასობით ადამიანი. რუსეთის ვითარებას, ოფიციალურ კრემლ-ვაშინგტონის ურთიერთობებს აფასებს ექსპერტი უსაფრთხების საკითხებში, ირაკლი სესიაშვილი:

- ვფიქრობ, რუსეთში ჯერ არ არის საერთო-სახალხო პროტესტის ნიშნები. ახალ თაობას მართლც აქვს დემოკრატიის მოთხოვნილება, მეტად არიან დაინტერესებულნი, რომ რუსეთში არსებობდეს თავისუფალი გარმო როგორც ბიზნესის წარმოებისთვის, ისე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, რომ დასრულდეს კლანებისა და ოლიგარქების მიერ ქვეყნის მართვა, მაგრამ ძალიან ბევრი ფაქტორის გამო ამ ყველაფრის მოსაპოვებლად ბრძოლისთვის საჭირო მუხტს ჯერ ვერ ვხედავ. უპირველესად, გასათვალისწინებელია რუსეთის გეოგრაფიული და დემოგრაფიული თავისებურებები და ის პოლიციური რეჟიმი, რომლის დიქტატის ქვეშაცაა მთელი ქვეყანა. რუსი საზოგადოების დიდი ნაწილი, ვგულისხმობ, ძველ თაობას, კვლავაც მზადაა, არსებულ ვითარებასთან შესაგუებლად, შესაბამისად, რევოლუცისთვის საკმარისი ფონი ჯერჯერობით არ ჩანს. ამ ეტაპზე ალბათ იქნება არაერთი გამოსვლა, საპროტესტო აქცია, მაგრამ რევოლუციისთვის ეს არ კმარა.

- ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ერთ-ერთი სოციალური ქსელით პუტინს უთხრა, - რუსეთს უახლოვდება "არაბული გაზაფხულიო". როგორ ფიქრობთ, ის პროტესტი, რაც არჩევნების შემდეგ გაჩნდა, მზარდი თუ იქნება, ე.წ. "არაბული გაზაფხული" რამდენად მალე შეიძლება დადგეს რუსეთში?

- ვფიქრობ, ეს დღეს და ხვალ არ მოხდება, ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება. თუმცა 21-ე საუკუნის მსოფლიო იმით არის გამორჩეული, რომ ვითარება ძალიან დაჩქარებული ტემპით იცვლება. არსებული საკომუნიკაციო სისტემები პროცესების სწრაფად წარმართვის მრავალგვარ საშულებას იძლევა. შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რაც საერთო-სახალხო მღელვარებას გამოიწვევს.

- რუსეთში ჩატარებული არჩევნები ძალიან უარყოფითად შეაფასა დასავლეთმა, საპასუხოდ სკამოდ მკაცრი განცხადებები გააკეთა ოფიციალურმა მოსკოვმაც. უკვე ისმის შეფასებები, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკა დასასრულისკენ წავიდა.

- ეს გადატვირთვის პოლიტიკა უფრო მეტად პიარკამპანია იყო, ვიდრე ამ ორი ქვეყნის დაახლოების რეალური მცდელობა, რაც შეუძლებელი მგონია ამ ეტაპზე, რადგან მათ პოლიტიკურ ხედვებს შორის უდიდესი განსხვავებაა, ასევე განსხვავებულია მსოფლიოში ამ ორი ქვეყნის როლზე მათი შეხედულებები. გადატვირთვის პოლიტიკაზე ლაპარაკი იყო ობამას მშვიდობიანი გზავნილი რუსეთის მისამართით, განსაკუთრებით ბუშის პრეზიდენტობის შემდეგ. ობამას ამ ინიციატივას ჰქონდა თავისი მიზნები, ერთ-ერთი ის გახლდათ, რომ ხელმოსაწერი იყო ხელშეკრულება ბირთვული შეიარაღების შემცირების თაობაზე, რასაც სჭირდებოდა ვითარების მეტ-ნაკლებად დალაგება. ეს მოხერხა და ამ დოკუმენტსაც მოეწერა ხელი. გარდა ამისა, ამერიკას რუსეთისგან სჭირდებოდა ერთგვარი მხარდაჭრა ავღანეთისა და ირანის საკითხებში, რაც ასევე გარკვეულ ეტაპზე რუსეთისგან მიიღო. თუმცა გადატვირთვის პოლიტიკა, ჩემი აზრით, დასრულდა მაშინ, როდესაც ამერიკამ განაცხდა, რომ ის უარს არ იტყოდა თავის პროექტზე, განეთავსებინა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები.

ასევე რუსეთის განაწყენება მოჰყვა თურქეთში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სარადარო სისტემის განთავსებასაც. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებში აშკარად იგრძნობა სიხისტე, თუმცა თუ მათი ურთიერთობის უახლეს ისტორიას გადავხედავთ, ის ხან უკეთესობისკენ მიდის, ხანაც უარესობისკენ. ამაში რაიმე განაკუთრებულად ნეგატიურს ვერ ვხედავ. აქ
გასათვალისწინებელია ერთი რამაც, რუსეთს შიდა მოხმარებისთვისაც სჭირდება ამერიკისგან მუდმივად ქმნიდეს მტრის ხატს, კრემლი ამ მტრის ხატის დამატებად საქართველოსაც წარმოაჩენს ხოლმე.

- ამერიკასა და რუსეთს შორის ვითარების დაძაბვა როგორ აისახება საქართველოზე? სულ ახლახან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა გააკრიტიკა ნატოს მინისტერიალის კომუნიკე, რომლის ჩანაწერის მიხედვით საქართველო ნატოს ე.წ. ასპირანტების რიცხვში მოხვდა. ლავროვის ამასთან დაკავშირებული კომენტარი თბილისმა რუსეთის მორიგ მუქარად შეაფასა.

- ლავროვის შეფასებები აშკარად პრევენციული ხასიათისაა და შეიცავდა მინიშნებას იმაზე, რომ თუ საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭება დადგება დღის წესრიგში, რუსეთი აქ ვითარებას დაძაბავს. სამწუხაროდ, კრემლს ამის მექანიზმები აქვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული სამხედრო ბაზების სახით. პირადად მე ახალ ომს გამოვრიცხავ, თუმცა ეს განცხადებები ალბათ იქონიებს გავლენას ნატოს წევრ იმ ქვეყნებზე, რომლებიც დღემდე ორჭფობენ საქართველოს ნატოში გაწევრების თაობაზე.

- ბოლო ხანს ქვეყნაში გაჩნდა მოლოდინი იმისა, რომ საქართველო ნატოს ჩიკაგოს სამიტზე აუცილებლად მიიღებს მაპ-ს.

- ეს მოლოდინი სახელისუფლო პროპაგანდის შედეგი მგონია. სააკაშვილის ხელისუფლება ნატოს საკითხს ყოველთვის პროპაგანდისთვის იყენებდა, მათი მტკიცებით, ხან "მაპ-ზე უკეთესს" ვიღებდით, ხანაც სულაც არ გვჭირდებოდა მაპ-ი, ისე ვხდებოდით ნატოს წევრი და ა.შ. ვფიქრობ, ამჯერადაც მაპ-ის გარეშე დავრჩებით. ამას არაერთი მიზეზი აქვს, მათ შორის ქვეყანაში არსებული არადემოკრატიული გარემო, არსებული საფრთხეები და რუსეთთან დაულაგებელი ურთიერთობა.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)

dato
12 დეკემბერი 2011 14:49
ნატოს ნატაშა ჯობია ))))
ciba
11 დეკემბერი 2011 21:39
უბრალოდ ვსვამ კითხვას,ვინაიდან ნამდვილად მაინტერესებს,თუ რატომ არ შეიძლება სესიაშვილმა გააკეთოს კომენტარი?მე მგონი უხეში შეცდომა არ დაუშვია.
სხვა სიახლეები
"ლაფანყურის სპეცოპერაციისას დანაშაული რომ ჩაგვედინა, ამას დღეს შეგვარჩენდნენ? ჩემ წინააღმდეგ საქმე იმის გამო აღიძრა, რომ დღესასწაულზე ტორტი ვჭამე..."

"ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროში ბევრი რამ გააფუჭა. თუ ის სხვის დავალებებს ბრმად ასრულებდა, ეს საჯაროდ უნდა განაცხადოს და საკუთარი შეცდომაც აღიაროს."
დაწვრილებით...
ამ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი რამ სხვანაირად გამოაჩინა. მაგალითად, ბევრი კიდევ ერთხელ დაფიქრდა, ღირდა თუ არა ისეთი მასშტაბური ამნისტიის გამოცხადება, როგორიც მოსვლისთანავე "ოცნებამ" გააკეთა?
დაწვრილებით...
"მოსახლეობის ნაწილი, ვფიქრობ, მცდარად აღიქვამს იმას, თუ რას ნიშნავს სავიზო რეჟიმის გამარტივება... სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგაც კი, მათ, ვისაც ევროკავშირში სამსახურის პოვნა სურთ, ვიზა და ხშირად მუშაობის უფლებაც, აუცილებლად დაჭირდებათ."
დაწვრილებით...
"უკმაყოფილო საუბარი მქონდა ბაჩიაშვილთან."

"მათი პრეტენზიები ვიცი ყიფიანთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს ამ თემაზე არ გვქონია საუბარი. თვითონ უნდა გაერკვნენ, მე ჩემი საქმე მაქვს."
დაწვრილებით...
"როგორ ხდება, რომ ხელისუფლების ყოფილი ფუნქციონერებს (კეზერაშვილის არ იყოს) და მათთან დაკავშირებულ "დრუჟენიკებს", ყველას ბიზნესის ისეთი ნიჭი აღმოაჩნდა?!"
დაწვრილებით...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მესამე ვაჟის მამა გახდა.
დაწვრილებით...
რუსეთისა და აშშ-ის შერკინების მწვავე ფაზა კარგა ხანია გასცდა უკრაინის საზღვრებს და როგორც ჩანს, სხვადასხვა ინტენსივობით მოიცავს ჩვენს უახლოეს სამეზობლოს, მთლიანად ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეს თუ ევროკავშირისა და ნატოს ამჟამინდელ წევრებს, სხვა რეგიონებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
დაწვრილებით...
"როდესაც ასეთი მიზნები გაქვს, რუსეთს შემოსასვლელი გზები უნდა დაუხშო - დაბლოკე გვირაბები, ააფე­თქე ხიდები"

ე.წ. სამ­ხ­რეთ ოსეთის "მოგება" უსისხლოდ, ერთი ტყვიის გასროლის გარეშეც კი შეიძლებოდა
დაწვრილებით...
ბოლო ორ თვეში უკვე მეორე ადამ­იანს­ კლავენ, ვინც ქვეყანაში სამართლ­იანობის აღდგენას ითხოვდა! რაღაც საოცარი რეალობის წინაშე აღმოვჩნდით.
დაწვრილებით...
"ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება არ მაკმაყოფილებს. შემსრულებლის დაკავება პასუხად ვერ ჩაითვლება."

"კარგია, რომ გიორგი მარგველაშვილი "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებს ხშირად ხვდება... მაგრამ სახელისუფლო პარტიასთან ურთიერთობაც აუცილებელია."
დაწვრილებით...
ქირავდება დღიურად საბურთალოს ცენტრში ძალიან
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
დღიურად ქირავდება, მყუდრო, კომფორტული ბინა
ქირავდება დღიურად, 1-ოთახიანი, 40 კვ.მ.