"გიგა ბოკერიას განცხადება დემაგოგიურია"
"გიგა ბოკერიას განცხადება დემაგოგიურია"
08-06-2012
"აშშ მოუთმენლად ელოდება შემოდგომაზე საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და 2013 წელს ძალაუფლების დემოკრატიულად გადაცემას", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ საქართველოს წარმატება დამოკიდებული იქნება დემოკრატიის ხარისხზე. სახელმწიფო მდივნის თქმით, დემოკრატიული პროცესებისთვის მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტიურობა, საჯარო დებატები, თანაბარი სამუშაო გარემო - ეს ყველაფერი არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის".

რას გაუსვა ხაზი ამ განცხადებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა? - ამ კითხვით დავიწყეთ საუბარი კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორთან გოგი ხუციშვილთან:
 
- ჰილარი კლინტონს აქცენტები ზედმიწევნით გათვლილი ჰქონდა. მას არ უნდოდა შეექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალის მომხრეა. ის ამბობდა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო გარემო, რომ უნდა ჩატარდეს თავისუფალი და დემოკრატიულია არჩევნები. ჰილარი კლინტონმა გაიმეორა ფრაზა ძალაუფლების გადაცემაზე, რომელიც სააკაშვილთან შეხვედრისას ობამამ თქვა. "ძალაუფლების გადაცემა" გულისხმობს იმას, რომ როდესაც სახელისუფლებო გუნდმა ორი ციკლი გაიარა, მან ძალაუფლება უნდა გადასცეს სხვას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კლინტონი რაღაცას წინასწარმეტყველებს და რომ ხელისუფლება ოპოზიციის ხელში გადავა. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია აზრის საჯარო, თავისუფალი გამოხატვა და მერე ხალხის გადასაწყვეტია, ვის დაუჭერს მხარს, მაგრამ მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მან ახსენა "ძალაუფლების გადაცემა".

- გიგა ბოკერიამ განაცხადა, ძალაუფლების გადაცემა ყოველ არჩევნებზე ხდებაო.

- ეს განცხადება დემაგოგიურია. როდესაც ხელისუფლებას კონსტიტუციური უმრავლესობა აქვს პარლამენტში, ლაპარაკი იმაზე, რომ ყოველი არჩევნების დროს ხდება ხელისუფლების გადაცემა, ცოტა უხერხულია.

- ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, ჰილარი კლინტონმა სააკაშვილს ფაქტობრივად უთხრა, რომ უნდა წავიდეს, ზოგიც იმას უსვამს ხაზს, რომ სახელმწიფო მდივანი ცალკე არ შეხვდა ბიძინა ივანიშვილს.
 
- ის, რომ ჰილარი კლინტონი ბიძინა ივანიშვილს არ შეხვდა, არ ნიშნავს, თითქოს მხარს არ უჭერს ოპოზიციის გაძლიერებას. უბრალოდ, კლინტონს არ უნდოდა ამაზე ზედმეტი აქცენტირება და წინასაარჩევნო პერიოდში ამით დისბალანსის შექმნა. ეს არადიპლომატიური ნაბიჯი იქნებოდა.

- სახელმწიფო მდივნისა და მისი მოადგილე ერიკ რუბინის განცხადებებში აშკარად ჩანდა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება საარჩევნო გარემოს.

- სარჩევნო გარემო არ გულისხმობს მხოლოდ არჩევნების დღეს. არჩევნების წინა თვეებში უნდა იყოს დემონსტრირება იმისა, რომ მასმედიაში და ყველგან თანაბარი პირობებია შექმნილი, რასაც დღეს ვერ ვხედავთ. თუნდაც კონტროლის პალატის მოუზომავი და ცალმხრივი ქმედებები გავიხსენოთ. ამიტომაც აშშ-ის რეაქცია დიდად იქნება დამოკიდებული სწორედ იმაზე, თუ როგორი წინასაარჩევნო გარემო იყო. თუ ჩათვლიან, რომ ამ თვეებში ხელისუფლება ბოროტად იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს, ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგის გაპროტესტებას მეტად დაუჭერენ მხარს.

- პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა არ უპასუხა კითხვას, - აპირებს თუ არა პრემიერმინისტრობას.

- პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს ხალხის გადასაწყვეტია. არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის პრემიერ-მინისტრად დარჩენას აპირებს. სააკაშვილი თავისივე გუნდის შექმნილის სისტემის მძევალია. ის ვერ წავა ხელისუფლებიდან, იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური სისტემა ერთ პირზეა აწყობილი. ქვეყანაში არის ორი ხელოვნური ბანაკი (ხელისუფლება და სხვა დანარჩენი), რაც გულისხმობს იმას, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი პრეზიდენტით უნდა მთავრდებოდეს. როგორც პრეზიდენტს აქვს სახელი და გვარი, ისევე ამ სისტემასაც აქვს. მისი შეცვლა წარმოუდგენელია. ბოკერია ამბობს, საპარლამენტო მოდელზე გადავდივართო. ეს ნიშნავს გადაწყვეტილების მიღების კოლექტიურობას, ერთპიროვნული ლიდერობისა და ვერტიკალის მოშლას. ამაზე ეს გუნდი ვერ წავა, რადგან სისტემა დაეშლება.

ჰილარი კლინტონის ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ამერიკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი სიგნალია მთელი მსოფლიოს, რუსეთისა და სეპარატისტული რეგიონებისთვის. ფასდაუდებელი იყო სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის დამოუკიდებლობასა და განვითარებას.


(სპეციალურად საიტისთვის)


sanebeli
12 ივნისი 2012 16:52
სიმართლე გითხრათ, ბოლო ოთხ კომენტარზე გვარიანად ვიხალისე.

ზუბელი, ალბათ მისიკო გინდოდა დაგეწერა (ამაზე უფრო გაჯავრდებოდა) :)

ვფიქრობ "თვალსაზრისი" მართალია. მთავარია არჩევნებს ვინ მოიგებს, შემდგომი პერიოდი წყლის ნაყვა იქნება. ალბათ გახსოვთ ბოლო არჩევნებზე დამკვირვებლებმა ყველაფერი მხოლოდ უმნიშვენო დარღვევბით ჩატარდაო. მერე ამბავი რომ ატყდა გაყალბებაზე, გადაუხვისე თავის აზრზს და ... ხოო, ბევრი დარღვევა იყოო. მაგრამ შედეგად, რა? პრინციპში ყველანი ვხედავთ.
Zubeli
10 ივნისი 2012 20:05
შენ მეისპე,მაგარია მიშიკო???
სხვა სიახლეები
"იმედია, მერაბიშვილის დაკავება კარგად მომზადებული საქმეა და არა აჩქარებულად დაწყებული 17 მაისის პროცესების გადასაფარად"

”დღესაც, როგორც გუშინ, მაინც არ მიმიჩნევენ ე.წ. ”ჩვენიანად”, მაინც სხვად ვრჩები…”

”შეთავაზებით შექმნილი მესამე ძალა შეიძლება აღმოჩნდეს თარგამაძისა და ”ქრისტიან – დემოკრატების”, ანუ ჯიბის ოპოზიციის როლში ”
დაწვრილებით...
”დათა არაფერ შუაშია... ეკლესიას ძალიან ბევრი კრიმინალი აფარებს თავს, ქვეყანა ირანიზაციისკენ მიდის..."
დაწვრილებით...
”დასავლეთი მერაბიშვილს ისე აქტიურად არ დაიცავს, როგორც სექსუალურ უმცირესობას...”

”მე წავიდოდი მერაბიშვილთან საპროცესო გარიგებაზე, თუ სააკაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას”

"100 ათასი კაცი 100-ის წინააღმდეგ, გმირობა კი არა, სირცხვილია... ეს იყო ორი სამარცხვინო აქცია - შინაარსით სამარცხვინო იყო ლგბტ-ს აქცია, ხოლო ფორმით - კონტრაქცია."
დაწვრილებით...
"მერაბიშვილმა მკითხა, კარგად ჩაცმულ-დახურული ჯარი რომ გვყავდეს და ცხინვალში ან სოხუმში შევვარდეთ რა იქნებაო?"

"რა გვინდა ხალხო ავღანეთში, არ გვეყო წინა საუკუნის 80-იან წლებში საჯიშე ვაჟკაცები რომ ჩაგვეხოცა, არაა საკმარისი 21-ში უკვე დაღვრილი სისხლი?"
დაწვრილებით...
პოლიტოლოგიით დაინტერესებული ფილოსოფოსი თუ უბრალოდ - არასერიოზული კაცი?!

"ეს კაცი ივანიშვილის ახირება გახლავთ."
დაწვრილებით...
”კატეგორიულად ვაცხადებ, ”იდენტობის” აქციასთან არანაირი შეეხება არ გვქონია”

"უმჯობესია მუშაობა სწორედ პარლამენტში გავაგრძელო. თუმცა არაერთი ჩემი თანაგუნდელი მიიჩნევს სხვანაირად"

"მარგველაშვილისგან განსხვავებით, ირაკლი ალასანიასთან კითხვები არ ჩნდება"
დაწვრილებით...
"ხელზე რომ შეხედავთ და "ნაკოლკები" აქვთ, საინტერესოა, ვიკითხოთ, ეს "ნაკოლკები" რა დროს გაჩნდა"
დაწვრილებით...
"შესაძლებელია, ვანოს დაპატიმრება 17 მაისის მოვლენებიდან ყურადღების გადატანის მიზნით მოხდა"
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. საგანგაშოდ მიგაჩნიათ თუ არა საკვები პროდუქტების პოლიეთილენით შეფუთვა?