მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
11-06-2012
კლინტონისა და სააკაშვილის შეხვედრა
(პოლიტიკური სატირა)

მიშა: ჰელოუ, მაი დარლინგ!
ჰილარი: დარლინგ კი არა, დაჯექი! ნუ ცუნცრუკობ, თუ კაცი ხარ!
მიშა: ჰი-ჰი-ჰი...
ჰილარი: შენ კიდევ ვერ გაიზარდე, არა?
მიშა: ჰი-ჰი-ჰი. გინდათ, ახალი პროექტები გაჩვენოთ? აი, ნახეთ ახალი იუსტიციის  სახლი ასეთი იქნება, ახალი სასტუმრო...
ჰილარი: რა სახლი, რა სასტუმრო?! გაკვეთილი თუ ისწავლე?
მიშა: რა თქმა უნდა! ე-ე-ე...
ჰილარი: გისმენ, გისმენ.
მიშა: ე-ე-ე... შევინარჩუნოთ ევროატლანტიკური კურსი. გავზარდოთ ავღანეთში ჩვენი კონტინგენტი, არ წამოვეგოთ რუსეთის პროვოკაციას. ე-ე-ე...

ჰილარი:
მერე, მერე?
მიშა: სულ ეს იყო.
ჰილარი: დარწმუნებული ხარ? აბა, კარგად დაფიქრდი!
მიშა: დავფიქრდი, მაგრამ ვერაფერს ვიხსენებ.
ჰილარი: ე.ი. ცუდად ფიქრობ. ტვინი გაანძრიე! ჩა...
მიშა: ჩა...
ჰილარი: ჩა-ვა...
მიშა: ჩა-ვა...
ჰილარი: ჩა-ვა-ტა-როთ...
მიშა: ჰო, ჩავატაროთ... ჩავატაროთ მივიწყებული მომღერლების კონცერტები! ჰი-ჰი-ჰი...
ჰილარი: რა კონცერტი! რა მივიწყებული მომღერლები!
მიშა: აბა?
ჰილარი: დე...
მიშა: დე...
ჰილარი: დე-მო...
მიშა: ა, ჩავატაროთ დემონსტრაცია ლოზუნგით - "მონიკა ლევინსკი ბოზია!"
ჰილარი: რა მართალს ამბობდა შენზე კონდოლიზა!
მიშა: რას ამბობდა, რას? კონდოლიზას ძალიან მოვწონდი.
ჰილარი: კი, გიჟდებოდა... გავაგრძელოთ! დე-მო-კრა...
მიშა: დე-მო-კრა... დე-მო-კრა... ა, დემოკრატიული ქვეყნების ცეკვების ფესტივალი!
ჰილარი: შენ სულელი ხარ, თუ თავს ისულელებ?
მიშა: ხან როგორ, ხან როგორ...

ჰილარი: მოკლედ, ჩავატაროთ დემოკრატიული...
მიშა: ჩავატაროთ დემოკრატიული... გინდათ, მბრუნავი რესტორანი გაჩვენოთ?
ჰილარი: ჩავატაროთ დემოკრატიული და...
მიშა: ჩავატაროთ დემოკრატიული და... გინახავთ 37-ე სართულზე ეშმაკის ბორბალი?
ჰილარი: ჩავატაროთ დემოკრატიული და სა-მა...!!!
მიშა: ჩავატაროთ დემოკრატიული და სა-მა... სამარცხვინო?
ჰილარი: რა სამარცხვინო, რა სამარცხვინო?! სა-მარ-თლი-ანი! სამართლიანი!
მიშა: ჰო, დემოკრატიული და სამართლიანი... პროცესი, ჰო, სამართლიანი პროცესი! რუსეთის აგენტების სასამართლო პროცესი, უნდა ჩატარდეს სამართლიანად და დემოკრატიული სტანდარტების დაცვით!
ჰილარი: რა პროცესი, რა აგენტები! ბოლო შანსს გაძლევ. ჩავატაროთ დემოკრატიული და სამართლიანი არჩ...
მიშა: არჩ... არჩ... არჩ...
ჰილარი: ჰო, არჩ...!!!
მიშა: არ ვიცი და რა ვქნა!
ჰილარი: (კივის) არჩევნები! არ-ჩე-ვნე-ბი!
მიშა: უი...
ჰილარი: უი შენ და, ღვთის ცეცხლი!!!

შეცვლილი ქვეყანა

ჩვენი ქვეყანა მართლაც სწრაფი ტემპით მიიწევს წინ. საქართველოში ერთი თვეც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თავი სხვა ქვეყანაში გეგონოთ, მაგალითად, აღმოჩნდეთ სახელმწიფოში, სადაც უკვე სხვა ქვეყნის მოქალაქესაც შეუძლია გახდეს ქვეყნის პირველი პირი, ანუ ერთი სახელმწიფოს ქვეშევრდომს შეუძლია მეორე ქვეყანა მართოს, მაგრამ თუ ადამიანი ამავე დროს საქართველოს მოქალაქეცაა, ანუ ორმაგი მოქალაქეა, ამას ვერ შეძლებს.  
ასევე ადვილად აღმოჩნდებით ქვეყანაში, სადაც ოპოზიციას ჰყავს ლიდერი... დიახ, ლიდერი და არა რიგითი წევრი,  ვინც ჯერ პოლიტიკოსიც კი არ არის და ახლა სწავლობს, ვინც ყოველ ჯერზე ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ მერე მის თანაგუნდელებს რამდენიმე დღე მათი განმარტება უწევთ - არა, ასე კი არ თქვა, ისე თქვაო; ეს კი არ იგულისხმა, არამედ - ისო.

ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ ქვეყანაში, სადაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი იმისთვის ჩამოდის, რომ ოპოზიციისგანაც და ხელისუფლებისგანაც გაკვეთილი ჩაიბაროს და არჩევნების შედეგიც იმაზეა დამოკიდებული, ვის რა ნიშანს დაუწერს ჰილარი მასწავლებელი; პრეზიდენტი კი, იმის დასტურად, რომ ამერიკა რუსეთი არაა, ამაყად აცხადებს, საგარეო საკითხებში ამერიკა სრულ ავტონომიას გვაძლევსო. დიდი მადლობა, ავტონომია თუ გვქონია.  
დასასრულ, ყველაზე მთავარი: ჩვენ უცებ აღმოვჩნდით ქვეყანაში, სადაც შეიძლება აღარ იყოს შალვა ნათელაშვილი. მართალია, ხმები მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაჭარბებული მგონია, უფრო წინასაარჩევნო ტრიუკს ჰგავს, დაახლოებით ისეთს, ჩამქრალი პოპვარსკვლავები რომ იყენებენ ხოლმე ყურადღების მისაქცევად და სცენიდან ჯერ მიდიან, მერე - ბრუნდებიან, მაგრამ მართლა რომ წავიდეს? გიფიქრიათ, რა ეშველება ქართულ პოლიტიკას მთავარი ლეიბორისტის გარეშე? მერე ვინღა გაბრაზდება ქართველ ხალხზე და ეტყვის, ფურთხის ღირსი ხარო, თან ეგონება, რომ ეს სიტყვები ილია ჭავჭავაძემ თქვა; მერე ვინღა დაარქმევს პოლიტიკოსებს ზედმეტსახელებს: "აჭარელი ლუი დე ფიუნესი," "დაღლილი ვირი," "ბუხრიდან ჩამოვარდნილი მაჯლაჯუნა" და ა.შ. არ დაგვღუპო, შალვა! რა გაუძლებს ქართულ პოლიტიკას მასხარების გარეშე!
tvalsazrisi
16 ივნისი 2012 23:55
რა უკომენტარიდ დარჩენილა ამ კარგი ჟურნალისტის სტატია :))))

მაშინ მე ასეთ კო მენტარს დავწერ: კარგი ჟურნალისტი ხარ, მერაბ! :))))
leila
12 ივნისი 2012 21:11
სადაც მიშა პრეზიდენტია, შალვას მასხარას უწოდებდე, სულ ცოტა - უცნაურია
სხვა სიახლეები
"რესპუბლიკელების" იმედი არც მქონდა, მაგრამ ახლა ისიც ვინანე, ივანიშვილის რომ მჯეროდა...”

”ევროპამ მიგვიღოს ისეთები, როგორებიც ვართ, ანუ ტრადიციულები, ეროვნულები და ეკლესიურები”

”საქართველოს პარლამენტში ერთი კაციც არ აღმოჩნდა, ვინც ქართველი ხალხის 99%-ის ინტერესებს დაიცავდა და ამ მარაზმის წინააღმდეგ გამოვიდოდა.”
დაწვრილებით...
მამუკა ბაკურია – ნუ გადამაყოლეს ხიდაშელის მამიდაშვილობას... ჩემდა საუბედუროდ, თინა არის ჩემი მამიდაშვილი

მანანა გიორგობიანი – 20 კაცს 3 ვიგერიებდით, მაგრები ვართ და იმიტომ, არც ერთი არ ვართ მინდვრის ყვავილი

გიორგი ვაშაძე - ჩვენი მიზანი არ ყოფილა ამ ხალხის ცემა, თორემ მართლა 4 ადამიანი ხომ არ გვცემდა 20 კაცს?!.
დაწვრილებით...
"რა გამოცდილება აქვს მარგველაშვილს, ის რომ ფილოსოფოსია და ირონიული იუმორი აქვს?.."

"ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად ჯოხიც რომ წამოაყენოს, მას უკვე დიდი შანსი აქვს"

"96 %-იანი ხმათა უმრავლესობით ქვეყნის სათავეში მოსვლის დრო წარსულს უნდა ჩაბარდეს"

დაწვრილებით...
"ცხინვალის ციხეში ბავშვივით ავტირდი,  აღდგომას დედის საფლავზე რომ ვერ გავედი"

"ჩვენს დაჭერაში ფულს უხდიან "საზღვრის" დამცველებს. პრემიას დახარბებულები, ჩვენს ტერიტორიაზე გადმოდიან და ხალხს იტაცებენ"
დაწვრილებით...
ანუ ამბავი პროქტოლოგზე, ზღვაში მსხდომ ზვიგენებსა და ძუძუების მოჭმაზე(!)
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. უნდა განადგურდეს თუ არა, წინა ხელისუფლების დროს შექმნილი, ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები?