ამერიკული სტატისტიკა საქართველოს წინააღმდეგ
ამერიკული სტატისტიკა საქართველოს წინააღმდეგ
15-06-2012
საქართველოსა და აშშ-ს შორის ვაჭრობის რა ნაწილი ექცევა ჩრდილში, რა თანხა აკლდება ბიუჯეტს გადასახადების სახით და ვინ ხეირობს ამ ფულით, - კვლევა, რომელიც კონტროლის პალატისა და საგადასახადო სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა შალვა მექვაბიშვილმა წარმოადგინა, შემაშფოთებელ სტატისტიკას შეიცავს. ამ მონაცემებით დაინტერესდნენ ამერიკის საელჩო და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები.

კვლევაში ჩანს, რომ "საქსტატის" მონაცემები აშშ-ის შესაბამისი სამსახურის მიერ გავრცელებულს არ ემთხვევა და საგრძნობლად განსხვავდება. მაგალითად, ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში (2004-2012 წლებში), ამერიკული მონაცემებით, აშშ-ის ექსპორტმა საქართველოში $3.008,7 მლნ შეადგინა. საქართველოს მონაცემებით კი აშშ-დან იმპორტი მხოლოდ $1.662,4 მლნ იყო. სხვაობა $1.346,3 მლნ-ია. სახელმწიფო ბიუჯეტმა ამ წლებში გადასახადების სახით დაკარგა, სულ ცოტა, მილიარდ ლარზე მეტი, აშშ-დან შემოსული სხვადასხვა საქონლის განუბაჟებლობის გამო.

მაგალითად, 2011 წელს ხორცის (მათ შორის ქათმის ხორცის) სეგმენტში ჩრდილში დარჩა ამერიკიდან შემოსული პროდუქციის 66,5%. აშშ-ის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ექსპორტირებული იყო $101,3 მლნ-ის ღირებულების ხორცი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ამავე პერიოდში აშშ-დან $33,9 მლნ-ის ხორცი შემოვიდა. შარშან ნავთობპროდუქტების სეგმენტში ჩრდილში მოქცეული იყო 98,6%, ლეგალიზებული - 1,4%. თუ აშშ-ის მონაცემებით საქართველოში ექსპორტირებული იყო $56,685 მლნ-ის სხვადასხვა ნავთობპროდუქტი, საქართველოს ინფორმაციით, შემოვიდა $0,771 მლნ-ის, ანუ 74-ჯერ ნაკლები. "გამოდის, 2011 წელს აშშ-დან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტების 98,6% ქართული მხარის აღურიცხაობის გამო საქართველოში შემოვიდა კონტრაბანდულად!" - ნათქვამია კვლევაში.

ჩრდილში დარჩა ალკოჰოლური სასმელების 89,2%. აშშ-იდან ექსპორტირებული $4,373 მლნ-ის ალკოჰოლურ სასმელს (ღვინის გამოკლებით), საქართველომ $0,471 მლნ-ის ყველა სახის ალკოჰოლური სასმელი (მათ შორის ღვინო) "შეაგება", ანუ 9-ჯერ ნაკლები. კვლევის თანახმად, ბრინჯის ბიზნესში ჩრდილში მოექცა მოცულობის 87,0%, ხოლო ლეგალიზებული იყო 13,0%.

ამერიკული მონაცემებით, 2011 წელს აშშ-ის ექსპორტმა საქართველოში $538 მლნ შეადგინა, ხოლო ექსპორტმა საქართველოდან აშშ-ში - $176 მლნ. ამ ციფრებიდან გამომდინარე, უარყოფითი სავაჭრო სალდო $362 მლნ იყო. საქართველოს მონაცემებით კი ამ პერიოდის უარყოფითი სავაჭრო სალდო მხოლოდ $102,3 მლნ-ია.

შალვა მექვაბიშვილი (კვლევის ავტორი): "დაახლოებით სამი თვის წინ ინტერნეტით უცხოეთის პრესას ვეცნობოდი და კარნეგის ინსტიტუტის ცნობილი მკვლევრის, თომას დე ვაალის სტატიას წავაწყდი, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკიდან საქართველოში შარშან $534 მილიონის ექსპორტი განხორციელდა. სხვათა შორის, ეს ციფრი ბოლო მონაცემებით კიდევ უფრო გაიზარდა - $579,3 მილიონამდე. რა თქმა უნდა, სტატიაში მოყვანილმა მაჩვენებელმა გამაკვირვა (რიცხვებს კარგად ვიმახსოვრებ და ასეთი რამ არ გამომეპარებოდა). ფაქტი იყო, რომ საქართველოს სტატისტიკას ამერიკიდან იმპორტით მიღებული საქონლის მოცულობა ბევრად ნაკლები ჰქონდა მითითებული - $245 მილიონი, ანუ 2,4-ჯერ ნაკლები. თავიდან ვიფიქრე, ხომ არ გვქონდა საქმე იარაღის იმპორტთან ამერიკიდან, რასაც შესაძლოა ამერიკის მხარე აღნუსხავს, ხოლო საქართველო ასაიდუმლოებს. დავიწყე ძიება და ამერიკის აღწერის ბიუროს მონაცემებს გავეცანი, რომელსაც თავის ვებგვერდზე მითითებული აქვს, 1992 წლიდან 2012 წლის I კვარტლის ჩათვლით რა შემოვიდა ამერიკიდან საქართველოში ექსპორტის სახით, სასაქონლო ჯგუფების მიხედვით. ამან საქმე გამიადვილა და შემდეგ ადგილობრივი სტატისტიკით დავინტერესდი, რასაც ძირითადად ფინანსთა სამინისტრო და სტატისტიკის დეპარტამენტი აქვეყნებს. ჩვენთან კონკრეტული ინფორმაციის მოპოვება ცოტა გართულებულია, არ არსებობს ინფორმაცია იმპორტის შესახებ ქვეყნების მიხედვით და თუ კონკრეტული სასაქონლო ჯგუფის შესახებ გჭირდება მონაცემები, შესაბამისი სასაქონლო კოდი უნდა იცოდე და სხვ. თუმცა სპეციალისტისთვის არც ეს წარმოადგენს პრობლემას.

კვლევამ ცხადყო, რომ ბოლო რვა წლისა და ოთხი თვის განმავლობაში ამერიკიდან იმპორტით შემოსული საქონლის მოცულობის სხვაობამ ადგილობრივ მონაცემებთან შედარებით $1,4 მილიარდი შეადგინა. ყველაზე მეტად კი იმან გამაკვირვა, რომ ექსპორტშიც უზარმაზარი განსხვავებაა. ქართული მხარე რომ აღნუსხავს, თითქოს ამერიკაში გაგზავნა, მაგალითად, $700 მილიონის საქონელი, ამერიკელები აღრიცხავენ, რომ საბაჟოზე $1,212 მილიარდის საქონელი გაატარეს, ანუ $512 მილიონით მეტი.

აღურიცხავი პროდუქცია პირდაპირ ნიშნავს, რომ მავანთ დიდი მოგების მიღება სურთ. ეს ფული კი, პირველ რიგში, ბიუჯეტს აკლდება. დაახლოებით 1 მილიარდ ლარზე მეტი საბიუჯეტო შემოსავლები დაიკარგა, რაც ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისთვის ძალიან ბევრია. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა ჩრდილოვანი ეკონომიკა. ეს ფული არსად აღირიცხება, გადის ოფშორში და იქ ლეგალიზდება.
გამოითქვა მოსაზრებები, რომ შესაძლოა ეს იყოს ცდომილება, რაც შედეგია სხვადასხვა ქვეყანაში სტატისტიკური მონაცემების გაანგარიშების განსხვავებული მეთოდოლოგიისა. ასეთ შემთხვევაშიც კი ცდომილება, რომელიც იძლევა სხვაობას ორი ქვეყნის მონაცემებს შორის, შესაძლოა იყოს არა უმეტეს 5%-ისა და არა 98%, როგორც რეალურად გვაქვს".

(სპეციალურად საიტისთვის)
vaxushti
17 ივნისი 2012 10:15
ნავთობიც ჰუმანიტარული დახმარებაა ? :D ამ შემოსავლებს ნაცები პირდაპირ თავიანთ პარტიას და სასახლეებს ახმარენ
tvalsazrisi
16 ივნისი 2012 23:51
buska კარგი მაგრამ, "ჰუმანიტარულ" ტვირთს თავისი ემბლემა, კოდი, აღნიშვნა არ ახლავს? გამორიცხულია!
ის საერთო ექსპორტში ათქვეფილი იგი ვერ იქნება და რაც სპეციალისტს აქვს მოძიებული, სიმართლე მგონია.
მადა არ უვარგათ ნაცებს ამისთვის თუ ნამუსი დააბამთ? :))))))
სხვა სიახლეები
"იმედია, მერაბიშვილის დაკავება კარგად მომზადებული საქმეა და არა აჩქარებულად დაწყებული 17 მაისის პროცესების გადასაფარად"

”დღესაც, როგორც გუშინ, მაინც არ მიმიჩნევენ ე.წ. ”ჩვენიანად”, მაინც სხვად ვრჩები…”

”შეთავაზებით შექმნილი მესამე ძალა შეიძლება აღმოჩნდეს თარგამაძისა და ”ქრისტიან – დემოკრატების”, ანუ ჯიბის ოპოზიციის როლში ”
დაწვრილებით...
”დათა არაფერ შუაშია... ეკლესიას ძალიან ბევრი კრიმინალი აფარებს თავს, ქვეყანა ირანიზაციისკენ მიდის..."
დაწვრილებით...
”დასავლეთი მერაბიშვილს ისე აქტიურად არ დაიცავს, როგორც სექსუალურ უმცირესობას...”

”მე წავიდოდი მერაბიშვილთან საპროცესო გარიგებაზე, თუ სააკაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას”

"100 ათასი კაცი 100-ის წინააღმდეგ, გმირობა კი არა, სირცხვილია... ეს იყო ორი სამარცხვინო აქცია - შინაარსით სამარცხვინო იყო ლგბტ-ს აქცია, ხოლო ფორმით - კონტრაქცია."
დაწვრილებით...
"მერაბიშვილმა მკითხა, კარგად ჩაცმულ-დახურული ჯარი რომ გვყავდეს და ცხინვალში ან სოხუმში შევვარდეთ რა იქნებაო?"

"რა გვინდა ხალხო ავღანეთში, არ გვეყო წინა საუკუნის 80-იან წლებში საჯიშე ვაჟკაცები რომ ჩაგვეხოცა, არაა საკმარისი 21-ში უკვე დაღვრილი სისხლი?"
დაწვრილებით...
პოლიტოლოგიით დაინტერესებული ფილოსოფოსი თუ უბრალოდ - არასერიოზული კაცი?!

"ეს კაცი ივანიშვილის ახირება გახლავთ."
დაწვრილებით...
”კატეგორიულად ვაცხადებ, ”იდენტობის” აქციასთან არანაირი შეეხება არ გვქონია”

"უმჯობესია მუშაობა სწორედ პარლამენტში გავაგრძელო. თუმცა არაერთი ჩემი თანაგუნდელი მიიჩნევს სხვანაირად"

"მარგველაშვილისგან განსხვავებით, ირაკლი ალასანიასთან კითხვები არ ჩნდება"
დაწვრილებით...
"ხელზე რომ შეხედავთ და "ნაკოლკები" აქვთ, საინტერესოა, ვიკითხოთ, ეს "ნაკოლკები" რა დროს გაჩნდა"
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. საგანგაშოდ მიგაჩნიათ თუ არა საკვები პროდუქტების პოლიეთილენით შეფუთვა?