"სამეგრელო სააკაშვილისთვის ბასტიონია, იგივე, რაც აბაშიძისთვის - აჭარა"
"სამეგრელო სააკაშვილისთვის ბასტიონია, იგივე, რაც აბაშიძისთვის - აჭარა"
18-06-2012
"ქართული ოცნების" ლიდერის ჩასვლას სამეგრელოსა და აჭარაში ადგილობრივი ხელისუფლება და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები მობილიზებული დახვდნენ. ისინი შეძახილებით "მიშას გაუმარჯოს!" ცდილობდნენ ჩაეშალათ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრები მოსახლეობასთან. "ქართული ოცნების" ლიდერის სამეგრელოში სტუმრობის დეტალების გასარკვევად "კვირის პალიტრა" კახა მიქაიას ზუგდიდში დაუკავშირდა:

-  ბიძინა ივანიშვილი,  ირაკლი ალასანიასა და კოალიციის წევრებთან ერთად მოსახლეობას  ოდიშსა და ორულუში შეხვდა. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, - იმ ზონდერჯგუფს, რომელიც ხელს უშლიდა ბიძინა ივანიშვილს შეხვედრების ჩატარებაში, ბაჩო ახალაია აკონტროლებდა. შეხვედრას ასევე აკონტროლებდნენ ადგილობრივი კუდ-ის უფროსი რუსლან შამახია, ზუგდიდის პოლიციის უფროსი ლევან ქირია და, რაც  საგულისხმოა, ამ დროს ანაკლიაში იყო  მიხეილ სააკაშვილი. ორულუსა და ანაკლიას შორის კი ორი ნაბიჯია. ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა სამეგრელოს მოსახლეობასთან, სამწუხაროდ, არ გამოვიდა ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. იყო შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, "მიშა! მიშას!" ძახილი, დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილისა და სააკაშვილის მომხრეებს შორის და რომ არა  ივანიშვილი, საქმე შეხლა-შემოხლამდე მივიდოდა.  დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას ჩაფიქრებული ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირება, მაგრამ ივანიშვილმა განმუხტა ვითარება. სამწუხაროდ, კოალიციამ და კონკრეტულად კოალიციის წარმომადგენელმა სამეგრელოში ირაკლი ალასანიამ ვერ უზრუნველყო სათანადოდ ივანიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრა. კატეგორიულად არ ვეთანხმები გავრცელებულ მოსაზრებას, სამეგრელოში შიში გატყდაო. არა,  აქ ისევ ტოტალური შიში მძვინვარებს. ძალიან ვგულშემატკივრობ ირაკლი ალასანიას. მინდა კოალიცია ძლიერი იყოს, მაგრამ კოალიცია სამეგრელოში არ არის ძლიერი.

- ბოლო დროს, სადაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს ჩასვლას, მანამდე იქ სააკაშვილი ჩადის.

- სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ დააშინოს საზოგადოება და კვალში ჩაუდგეს ბიძინა ივანიშვილს.
როლანდ ახალაიას გარემოცვიდან მაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა აიძულა როლანდ ახალაია კენჭი ეყარა ზუგდიდში. მას ხობში უნდოდა მაჟორიტარობა, მაგრამ სააკაშვილის ბრძანებით კენჭს ზუგდიდში იყრის. ეს იმის ნიშანია, რომ სამეგრელო სააკაშვილისთვის ბასტიონია, იგივე, რაც ასლან აბაშიძისთვის იყო აჭარა. თუ ოპოზიციამ სამეგრელოში შეძლო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების გატეხა, ეს ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს მთელ საქართველოში. სამეგრელოს მნიშვნელობა ძალიან დიდია. თუ კოალიციამ ადგილებზე შტაბები გააძლიერა და ვითარება ადეკვატურად შეაფასა, მაშინ მართლაც შესაძლებელი იქნება სამეგრელოში დიდი აქციის გამართვა. მინდა "ქართული ოცნების" აქცია ყველაზე ძლიერი და დამუხტული სამეგრელოში იყოს.

არ მეგულება ნორმალური ადამიანი სამეგრელოში, რომელიც როლანდ ახალაიას მისცემს ხმას. როდესაც ასეთი განწყობაა და ვერ უზრუნველყოფ მეგრელებში შიშის გატეხას, რომ მართლაც თავისუფალი არჩევანი გააკეთოს ხალხმა, ეს არის მთავარი პრობლემა. ოპოზიციის ლიდერებმა პირადი მაგალითით უნდა დააძლევინონ შიში ხალხს. აქციები უნდა გამართონ, მხოლოდ აქეთ-იქით სიარულითა და საუბრებით არ გაკეთდება საქმე. სამეგრელოში ვერ აცხადდება კეისრის ნათქვამი, "მივედი, ვნახე, გავიმარჯვე". კი ჩამოვიდა "ქართული ოცნება", მაგრამ ვერ დაამარცხეს ჯერჯერობით სააკაშვილის რეჟიმი. როგორც შევიტყვე, სააკაშვილს ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილის მიტინგის ჩაშლა აქვს განზრახული. ამისთვის რეზერვში ჰყავს წალენჯიხა, ჩხოროწყუ და მარტვილი. მხოლოდ თბილისი-სენაკის გზატკეცილი იქნება გახსნილი. ხელისუფლება კვლავ ძალადობითა და დაშინებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას და ამას ადეკვატური პასუხი სჭირდება. სააკაშვილის ხელისუფლება უპირველესად სამეგრელოში უნდა გატყდეს, ამის შემდეგ დამარცხდება საქართველოში სააკაშვილი.
jambuli
21 ივნისი 2012 23:48
თავი დაანებეთ სამეგრელოს.
ნაირა ადამია–რუხაია
19 ივნისი 2012 12:48
არ ვიცი კახა რა ბასტიონია , მაგრამ ჩემი სამეგრლო სამწუხაროდ უმდაბლეს დონეს რომ ანახებს ეს ფაქტია...! დონეა დაბალი....! გაუნათლებლობაა ძირი და ძირი ყველაფრის მიზეზი...! სად არიან მარილნი ამასოფლისა?! რომ ალასანიასთან ერთად პირადი მაგალითი ანახონ და გაილაშქრონ ამ ამაზრზენი კლანის წინააღმდეგ ზუგდიდიში რომ ბობოლობს! როგორ ურიგდება ამ სიბინძურეს გურამ მისაბიშვილი... როგორ იცვლებიან ადამიანები...მის ადგილას საერთოდ დავტოვებდი იმ ბინძურ გარემოცვას სადაც მას უხდება ხელმძღვანელობა! ეტყობა თვითონ გადაშვა ამ სიბინძურეში...! სირცხვილი!!!! და წარმოდგენილი მაქვს რამდენი ხატი ექნება კაბინეტში...! რა მკრეხელობაა! რაც შეეხება ბატონ ბიძინას სამეგრელოში აქციის გამართვას... ამ მხეცებთან თავის შეკავება სჯობს, ჯერჯერობით, სანამ არ ექნება უსაფრთხოების სრული გარანტიები! ეს უნდა მოხდეს დასავლეთის დამკვირვებლების , უამრავი უცხოელი ჟურნალისტების და პირადად ბაჩო ახალაია და სააკაშვილზე თეთრიი სახლის უმკაცრესი მითითებით, შესაბამისად იმ როლანდ ახალაიას დაოკებით!!!! საქონელს რქებით აბამენ... ადამიანს სიტყვებით, თუ ის კაცია–ადამიანი?!
ერთხელ მაინც ევროპულ და ცივილიზებულ დონეზე ამ ქვეყანაში გაიმართოს საყოველთაო სახალხო სამართლიანი არჩევნები! დემოკრატიულს არ ვამბობ!!! ამ ხელისუფლებამ სასტიკად შემაზიზღა ეს სიტყვა...! ყოველი ნაძირალა რომ დემოკრატობას იჩემებს და გაიძახის!!!!
კომერციული ფართი ექსპერიმენტული პრ. 60 კვ.მ. ევრორემონტი...
სასწრაფოდ და იაფად! 4-ოთახიანი, 124 კვ.მ. ინდივიდუალური...
5 სართულიანი, 354 კვ.მ. ევრორემონტი ძველი თბილისის...
სხვა სიახლეები
დაიწყო თუ არა ყოფილმა პრემიერმა ლექსების წერა

"იძინებს თორმეტ საათზე, რამდენჯერმე დგება მოსაწევად, ყიდულობს ჰერკულესს, ყავისფერ შაქარს, სანთელს და ნახშირს"
დაწვრილებით...
"ეს ხელისუფლება არის რუსეთის მარიონეტი, რომელიც უსინდისოდ ატყუებს ხალხს"
დაწვრილებით...
"ერთიანი საინფორმაციო იერიშის ჩანაფიქრად აღვიქვამ როგორც ამ ვიდეორგოლს, ისე უბინძურეს და ამორალურ სტატიას, რომელიც "ნიუ-იორკ თაიმსში" დაიბეჭდა"
დაწვრილებით...
"თუ პუტინმა "ცუდად დაამთავრა", მთელი ქვეყნის საქმე იქნება ცუდად"

"ევრაზიული კავშირის შექმნა საბჭოთა კავშირის დაბრუნებას ნიშნავს."
დაწვრილებით...
მამუკა არეშიძე: "უფრო მეტი ვიცი, ვიდრე ვამბობ"

"არ გამოვრიცხავ, რომ ეს ასაფეთქებელი ნივთიერება  "საჭირო დროს"  რომელიმე პოლიტიკოსის სალიკვიდაციოდ გამოეყენებინათ"
დაწვრილებით...
"კუბლაშვილის მოქმედება ძალიან ჰგავს იმ ბავშვის საქციელს, რომელიც უღრან ტყეში თავდაჯერებისთვის შიშით იწყებს ხმამაღლა სიმღერას"
დაწვრილებით...
მარგველაშვილმა რაც უნდა თქვას, ეს არ არის ავტონომიის შეზღუდვაო, არის და შამანობა ხომ არ უშველის ამ საქმეს?
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია: