"ბოლოს და ბოლოს, სააკაშვილმა ივანიშვილს დაუჯერა"
"ბოლოს და ბოლოს,  სააკაშვილმა ივანიშვილს დაუჯერა"
02-07-2012
"არ გამოვრიცხავ, სააკაშვილი გადადგეს და სიის პირველ ნომრად მოგვევლინოს"

ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გაიყო ექსპერტთა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რას უკავშირდება პრეზიდენტის ეს საკადრო გადაწყვეტილება.  ექსპერტი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ გაპრემიერებით სწორედ მერაბიშვილი გახდა იმაზე პასუხისმგებელი, რომ მიხეილ სააკაშვილმა ძალაუფლება არ დაკარგოს.

"იმდენი აქო ბიძინა ივანიშვილმა ვანო მერაბიშვილი, რომ როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილმა მას დაუჯერა. ეს ხუმრობით, რეალურად კი ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნით "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთიანობის დემონსტრირება მოახდინა. “ნაციონალებმა” ყველას აჩვენეს, რომ ერთად არიან და ერთად შეეცდებიან ხელისუფლებაში დარჩენას. ალბათ, ივანიშვილის იმ თანაგუნდელებმაც მიიღეს ამომწურავი პასუხი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა, მერაბიშვილი მათი თანამებრძოლი გამხდარიყო. არაერთხელ უთქვამთ “ნაციონალებს, რომ მერაბიშვილზე უკეთესი გენერალური მდივანი და მსგავსი ორგანიზატორი მათ არ ჰყოლიათ. შესაბამისად, ეს ორგანიზატორული თვისებები კარგად  გამოადგებათ წინასაარჩევნოდ. მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსის მობილიზების კუთხით. ასე რომ, მერაბიშვილს წინასაარჩევნოდ ერთ-ერთ მთავარი ფუნქცია აკისრია. გარდა ამისა, კრიტიკული არჩევნების წინ პრემიერის თანამდებობაზე ნიკა გილაურის ადგილი აღარ იყო, რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ყოველთვის თავს არიდებდა.

არც იმას გამოვრიცხავ, რომ თუ  ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების ოპონირება კიდევ უფრო გააძლიერა და ხელისუფლებისთვის მდგომარეობა დაიძაბა, მიხეილ სააკაშვილი გადადგეს პრეზიდენტის თანამდებობიდან და საპარლამენტო საარჩევნო სიას ჩაუდგეს სათავეში. თუ ეს მოხდა, მერაბიშვილმა უნდა უზრუნველყოს, რომ სააკაშვილმა ძალაუფლება არ დაკარგოს. როგორც ჩანს, პრეზიდენტი დავით ბაქრაძესა და ნიკა გილაურს არ ენდობა.

- საინტერესო ვერსიაა. თქვენი აზრით, რამდენად ენთუზიაზმით შეხვდებოდა მერაბიშვილი ამ მისიას?
- ენთუზიაზმით შეხვდებოდა, რადგან მანაც, მიხეილ სააკაშვილმაც და ზურაბ ადეიშვილმაც არაერთხელ დაადასტურეს, რომ ხელისუფლებიდან წასვლას არ გეგმავენ. სხვათა შორის, ხელისუფლების შიგნით ბევრი არაფერი შეიცვლება. მერაბიშვილი მანამდეც თითოეულ უწყებას  აკონტროლებდა. დღეს კი ამას ოფიციალური სახე მიეცა. როდესაც გილაური რაიმე განკარგულებას გასცემდა, შემდეგ მერაბიშვილისა და ადეიშვილის უწყებებში მიმდინარეობდა იმის განსჯა, მართლაც უნდა შესრულებულიყო თუ არა პრემიერის ესა თუ ის გადაწყვეტილება. დღეს მსგავსი პრობლემა აღარ იქნება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
"იმედია, მერაბიშვილის დაკავება კარგად მომზადებული საქმეა და არა აჩქარებულად დაწყებული 17 მაისის პროცესების გადასაფარად"

”დღესაც, როგორც გუშინ, მაინც არ მიმიჩნევენ ე.წ. ”ჩვენიანად”, მაინც სხვად ვრჩები…”

”შეთავაზებით შექმნილი მესამე ძალა შეიძლება აღმოჩნდეს თარგამაძისა და ”ქრისტიან – დემოკრატების”, ანუ ჯიბის ოპოზიციის როლში ”
დაწვრილებით...
”დათა არაფერ შუაშია... ეკლესიას ძალიან ბევრი კრიმინალი აფარებს თავს, ქვეყანა ირანიზაციისკენ მიდის..."
დაწვრილებით...
”დასავლეთი მერაბიშვილს ისე აქტიურად არ დაიცავს, როგორც სექსუალურ უმცირესობას...”

”მე წავიდოდი მერაბიშვილთან საპროცესო გარიგებაზე, თუ სააკაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას”

"100 ათასი კაცი 100-ის წინააღმდეგ, გმირობა კი არა, სირცხვილია... ეს იყო ორი სამარცხვინო აქცია - შინაარსით სამარცხვინო იყო ლგბტ-ს აქცია, ხოლო ფორმით - კონტრაქცია."
დაწვრილებით...
"მერაბიშვილმა მკითხა, კარგად ჩაცმულ-დახურული ჯარი რომ გვყავდეს და ცხინვალში ან სოხუმში შევვარდეთ რა იქნებაო?"

"რა გვინდა ხალხო ავღანეთში, არ გვეყო წინა საუკუნის 80-იან წლებში საჯიშე ვაჟკაცები რომ ჩაგვეხოცა, არაა საკმარისი 21-ში უკვე დაღვრილი სისხლი?"
დაწვრილებით...
პოლიტოლოგიით დაინტერესებული ფილოსოფოსი თუ უბრალოდ - არასერიოზული კაცი?!

"ეს კაცი ივანიშვილის ახირება გახლავთ."
დაწვრილებით...
”კატეგორიულად ვაცხადებ, ”იდენტობის” აქციასთან არანაირი შეეხება არ გვქონია”

"უმჯობესია მუშაობა სწორედ პარლამენტში გავაგრძელო. თუმცა არაერთი ჩემი თანაგუნდელი მიიჩნევს სხვანაირად"

"მარგველაშვილისგან განსხვავებით, ირაკლი ალასანიასთან კითხვები არ ჩნდება"
დაწვრილებით...
"ხელზე რომ შეხედავთ და "ნაკოლკები" აქვთ, საინტერესოა, ვიკითხოთ, ეს "ნაკოლკები" რა დროს გაჩნდა"
დაწვრილებით...
"შესაძლებელია, ვანოს დაპატიმრება 17 მაისის მოვლენებიდან ყურადღების გადატანის მიზნით მოხდა"
დაწვრილებით...
”კრემლში მახრჩობელა გველები ცხოვრობენ. თბილისში კი ცხოვრობენ ... კურდღლები.”
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. საგანგაშოდ მიგაჩნიათ თუ არა საკვები პროდუქტების პოლიეთილენით შეფუთვა?