მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
09-07-2012
ჩასაფრებული პოლიტიკოსი და ფარშავანგები

ახლა ერთი პოლიტიკოსის ერთ ქართულ სოფელში მოგზაურობაზე მინდა გიამბოთ, რომელიც წინა კვირას შედგა. პოლიტიკოსი იმ სოფელში თავის გუნდთან ერთად ჩავიდა და კამერების თანხლებით მაინცდამაინც სკოლის ნახევრად დანგრეულ შენობას მიაშურა. იქ შესულმა ხელი ხელს შემოჰკრა და დაიწყო: "აი ეს არის სოფლის სკოლა და შემდეგ ჯერზე, როდესაც თავს მოვიწონებთ ჩვენი განათლების სისტემის განვითარებულობით, გთხოვთ გაიხსენოთ ეს სკოლა". შემდეგ საკლასო ოთახში შევიდა, მასწავლებლის ძველისძველ მაგიდასთან დაჯდა და განაგრძო: "ამ შენობაში არც დამოუკიდებლობის მოპოვებამ შეცვალა რამე, არც "ვარდების რევოლუციამ". დარწმუნებული ვარ, აი ეს მაგიდა, როგორიც იყო საბჭოთა დროს, კანტორის მაგიდა, ისეთივე კანტორის მაგიდაზე ზის ხალხი". პოლიტიკოსი ლაპარაკის დროს პარალელურად მაგიდის ქვეშ იხედებოდა, აშკარად რაღაც გასაკრიტიკებელს ეძებდა. სხვა რომ ვერაფერი იპოვა, უჯრიდან რვეული ამოიღო, ხმაში ბრაზი გაურია:

"აგერ რუსეთში გამოშვებული რვეულებით მარაგდებიან ჩვენი სკოლები. მაგარია, ხომ? პატრონი ჰყავს აქაურობას?" წარმოთქვა გაბრაზებულმა და რვეული მოისროლა. მერე ჭერს ახედა: "ჭერი ნახეთ, დარწმუნებული ვარ, წყალი ჩამოდის და მერე ტელევიზორით უყურებს ეს ხალხი, რა მაგარი რეფორმები და რა მაგარი ცვლილებები ტარდება ქვეყანაში. ტელევიზორი მაინც არის ამ სოფელში". მაგიდას ხელი დაჰკრა და უკმაყოფილო სახით წამოხტა. დერეფანში რომ გავიდა, არც კედლები მოეწონა: "კედლები ნახეთ რას ჰგავს". მერე კედელზე გაუქმებული რადიატორი იპოვა და ამის გამოც აღშფოთდა: "ეს რადიატორი არის დეკორაცია," შემდეგ კიდევ ერთ საკლასო ოთახში შევიდა და მერხზე ჩამოჯდა: "მერხების ნაწილი ძველია, მეგობრებო, იატაკი ამობურცული, ეგერ "ბურჟუიკა", ფანჯრები ისევ ლეიკოპლასტით დაკრული... ამ მერხის ადგილი არის მუზეუმში რევოლუციამდელ მძიმე ცხოვრებაზე, ეს კი რევოლუციის შემდგომ მეცხრე წელიწადზეც აგერ დგას."

აბა, მიხვდით, ვინ არის, ასე ჩასაფრებულის პოზიციიდან რომ აკრიტიკებს მთავრობას? ვინც სპეციალურად მიყრუებულ სოფელში ჩადის, დანგრეულ სკოლას პოულობს და ასე უნდა მთავრობის მუშაობა დააკნინოს და ხალხს აჩვენოს, ვითომ მხოლოდ ის ზრუნავს მათზე? ვინ არის ის, ვინც ვერ ხედავს, რომ მთავრობამ ამ წლების განმავლობაში სხვა ასეულობით სკოლა გაარემონტა და ის, რომ რომელიღაც სოფლამდე ჯერ ვერ ჩააღწია, არ ნიშნავს, რომ ცუდად მუშაობს. ვინ შეიძლება იყოს, ასე კრიტიკულად განწყობილი ჩვენი ხელისუფლების მიმართ? თქვენ გგონიათ, ეს "ქართული ოცნების" რომელიმე ლიდერია? ან უკიდურეს შემთხვევაში შალვა ნათელაშვილი? როგორ გეკადრებათ! ეს პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილია. დიახ, წინა კვირას ახალი პრემიერ-მინისტრის და ძველი კაბინეტის დამტკიცების შემდეგ სააკაშვილმა მთელი მთავრობა ჭიათურის რაიონის სოფელ ხრეითში წალალა. ჩასხა ავტობუსში და თითქოს პატარა ბავშვები ყოფილიყვნენ, თავად კი ბაღის მასწავლებელი, რომელსაც აღსაზრდელები ექსკურსიაზე მიჰყავს, ისე მოატარა სოფლის ნახევრად დანგრეული სკოლა, თან დადიოდა და საკუთარი ხელისუფლების მუშაობას აკრიტიკებდა. ასეთი რამ რომელიმე ჟურნალისტს რომ გაეკეთებინა, ეს სკოლა გადაეღო და იგივე აქცენტები დაესვა, ან ოპოზიციის ლიდერი მისულიყო ამ სკოლაში და მთავრობა გაეკრიტიკებინა, ხელისუფლების წარმომადგენლები აუცილებლად იტყოდნენ, ჩასაფრებულიაო.

თუმცა მანამდე, ვიდრე საკუთარი ხელისუფლების კრიტიკაზე გადავიდოდა, პრეზიდენტმა, რომელსაც მთავრობის წევრთა გადაადგილების ტემპი არ მოეწონა, მათ ასე მიმართა: "რა არის, რა ფარშავანგებივით დადიხართ, მოდით დროზე". "ფარშავანგებმაც" კუდები დაკეცეს და პრეზიდენტს უსიტყვოდ გაჰყვნენ.

მარტო ბოდიში რას გვიშველის, ბატონო ვანო

წინა კვირას ოფიციალურად დაიწყო საქართველოში ვანო მერაბიშვილის ეპოქა. მე არ ვემხრობი მოსაზრებას, რომ ამ დანიშვნით მერაბიშვილი დაასუსტეს. პირიქით, ამ დანიშვნით სააკაშვილმა ის ოფიციალურად გამოაცხადა თავის მემკვიდრედ. ახლა საინტერესოა, მოსახლეობას თუ მოხიბლავს მერაბიშვილის ეპოქაში ცხოვრების პერსპექტივა და ამ პერსპექტივით აღფრთოვანებული მისცემს თუ არა ხმას მმართველ პარტიას. დანარჩენი უკვე გარკვეულია. მოსახლეობის მოხიბვლას კი მერაბიშვილი უკვე ენერგიულად შეუდგა. ბატონი ვანო დაპირებებში ძუნწი ნამდვილად არ აღმოჩნდა: - მილიარდები უხვად გაიმეტა და რაც მთავარია, ოთხი წლის განმავლობაში ყველა ოჯახისთვის 1.000-ლარიანი ვაუჩერიც არ დაინანა. მას შემდეგ ვცდილობ დავადგინო, წინასაარჩევნოდ ასეთი დაპირების გაცემა (ანუ ამირჩიეთ და მერე ფულს დაგირიგებთ) რატომ არ არის ამომრჩევლის მოსყიდვა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე. ივანიშვილი რომ გამოვიდეს და მოსახლეობას 1.500-ლარიანი ვაუჩერის დარიგებას დაჰპირდეს, მერე რა მოხდება? მერე მთავრობა გამოვა და თანხას 2.000 ლარამდე გაზრდის?

მე რომ ივანიშვილის ადგილზე ვიყო, გამოვიდოდი და ვიტყოდი: თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს ამომრჩევლის მოსყიდვა არ არის, მაშინ მე თქვენ 1.500-ლარიან ვაუჩერს გპირდებით და ხელისუფლების რეაქციას დაველოდებოდი. დღეს ამ ინიციატივაზე რაც უნდა იქირქილონ ოპოზიციამ და ექსპერტებმა, ხალხზე ეს დაპირება კარგად მუშაობს. უამრავი ადამიანი მოხიბლა მუქთად 1.000 ლარის მიღების პერსპექტივამ. ის კი არა, ბატონი პრემიერ-მინისტრის პროგრამამ რამდენიმე ე.წ. ოპოზიციონერიც კი აღაფრთოვანა. თორთლაძემ განაცხადა, მერაბიშვილს ეტყობა, რომ ხალხის პრობლემებს ახლოდან იცნობსო. ახლა მივხვდი, შსს-ს შენობა გამჭვირვალე რატომ ააშენა. იქიდან ხალხის პრობლემები უკეთ რომ დაენახა. ედპ-ის გურამ ჩახვაძემ კი, საერთოდ, უპრეცედენტო საქციელი ჩაიდინა. მან სხვა პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატს საკუთარი პარტიის პროგრამა გადასცა, ჩვენ ხელისუფლებაში მაინც ვერ მოვალთ და იქნებ თქვენ განახორციელოთო.

მერაბიშვილმა მარტო მოსახლეობის და ოპოზიციის კი არა, ჟურნალისტების მოხიბვლაც სცადა და ამ მიზნით ბოდიშის მოხდაც არ ითაკილა. "ქართულ მედიას ბოდიშს ვუხდი, რადგან რუსულ მედიასთან უფრო ვურთიერთობდი, ვიდრე მათთან, თუმცა რუსულ მედიაში ქართული რეფორმების რეკლამას ვახდენდი, ქართულმა მედიამ კი ეს ისედაც იცოდა," - განაცხადა მერაბიშვილმა. პრინციპში, ვეთანხმები ბატონ ვანოს, ჩვენ ხომ ეს რეფორმები სულ ალილუიასავით ზეპირად დაგვასწავლეს და ჩვენთან ურთიერთობა რაღა საჭირო იყო. რომელიმე ქართველ ჟურნალისტს, რეფორმების გარდა, გახმაურებულ მკვლელობებზე ან პოლიციის პოლიტიზებაზე რომ ეკითხა? კარგი, დავუშვათ, ბოდიში მივიღეთ, მაგრამ მარტო ბოდიში რას გვიშველის! დანაპირების შესრულებას და ქართულ მედიასთან უფრო ღია ურთიერთობას ველოდებით. იმედია, როდესაც ამ პირობას დებდით, "ქართულ მედიაში" მხოლოდ სასურველ სახელისუფლებო მედიას არ გულისხმობდით, რომელსაც აწი ორმაგი ჯაფა დაადგება: მარტო მიხეილ სააკაშვილის ყველა ნაბიჯის აღნუსხვა და მერე ნახევარსაათიანი სიუჟეტების კეთება კი აღარ მოუწევს, არამედ, თქვენც სათანადოდ უნდა გაგაშუქონ, როგორც ახლად დანიშნული მმართველი.
tvalsazrisi
15 ივლისი 2012 19:14
martia
"მეც მოვედი"
გაგიმარჯოს ღმერთმა. :))))


კი, ვანოს დასუსტება ნაღდად უნდა სააკაშვილს,- ვერ იტანს, როცა ვინმეს მასზე დიდი ავტორიტეტი აქვს,-მაგრამ ჯერჯერობით იგი ძალიან სჭირდება და გარდა ამისა, მთელი შსს ცალსახად და ნბეისმიერ დროს დადგება ვანოს მხარეზე. ახალაიას ნუ ეგონება, რომ ვინმე რამედ თვლის, ვიდრე ვანო საქართველოშია.
თუ დიდმა ქვეყნებმა წაიყვანეს და, მანამდე ახალაია აღარც გვეხსომება :))))))
martia
13 ივლისი 2012 22:07
tvalsazrisi!
მეც მოვედი:)
კარდი სტატიაა, ზოგჯერ არ გამოსდის ხოლმე მერაბს, მაგრამ არა უშავს, ეს მართლა კარგია:)
ისე, ვანოს თოფიანი კაცები ჩამოართვეს, ანუ - დაასუსტეს, ძალა აღარ აქვს, მაგრამ ეგ ისეთი მომთმენია, დროს დაელოდება, თავის მომენტს!
ასეა ეს!
სხვა სიახლეები
”დათა არაფერ შუაშია... ეკლესიას ძალიან ბევრი კრიმინალი აფარებს თავს, ქვეყანა ირანიზაციისკენ მიდის..."
დაწვრილებით...
"100 ათასი კაცი 100-ის წინააღმდეგ, გმირობა კი არა, სირცხვილია... ფეხებზე მკიდია დასავლეთის შეფასებები, მაგრამ ის, რაც იმ დღეს მოხდა, ქართველობაში არ ჯდება... დედის გინებით ღვთის დიდება არ გამიგია..."

”მე წავიდოდი მერაბიშვილთან საპროცესო გარიგებაზე, თუ სააკაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას”

"ეს იყო ორი სამარცხვინო აქცია - შინაარსით სამარცხვინო იყო ლგბტ-ს აქცია, ხოლო ფორმით - კონტრაქცია."
დაწვრილებით...
"მერაბიშვილმა მკითხა, კარგად ჩაცმულ-დახურული ჯარი რომ გვყავდეს და ცხინვალში ან სოხუმში შევვარდეთ რა იქნებაო?"

"რა გვინდა ხალხო ავღანეთში, არ გვეყო წინა საუკუნის 80-იან წლებში საჯიშე ვაჟკაცები რომ ჩაგვეხოცა, არაა საკმარისი 21-ში უკვე დაღვრილი სისხლი?"
დაწვრილებით...
პოლიტოლოგიით დაინტერესებული ფილოსოფოსი თუ უბრალოდ - არასერიოზული კაცი?!

"ეს კაცი ივანიშვილის ახირება გახლავთ."
დაწვრილებით...
”კატეგორიულად ვაცხადებ, ”იდენტობის” აქციასთან არანაირი შეეხება არ გვქონია”

"უმჯობესია მუშაობა სწორედ პარლამენტში გავაგრძელო. თუმცა არაერთი ჩემი თანაგუნდელი მიიჩნევს სხვანაირად"

"მარგველაშვილისგან განსხვავებით, ირაკლი ალასანიასთან კითხვები არ ჩნდება"
დაწვრილებით...
"ხელზე რომ შეხედავთ და "ნაკოლკები" აქვთ, საინტერესოა, ვიკითხოთ, ეს "ნაკოლკები" რა დროს გაჩნდა"
დაწვრილებით...
"შესაძლებელია, ვანოს დაპატიმრება 17 მაისის მოვლენებიდან ყურადღების გადატანის მიზნით მოხდა"
დაწვრილებით...
”კრემლში მახრჩობელა გველები ცხოვრობენ. თბილისში კი ცხოვრობენ ... კურდღლები.”
დაწვრილებით...
"ქვეყანაში, რომელსაც აქვს ევროატლანტიკური მისწრაფებები და სურს ევროპული ღირებულებები გაიზიაროს, ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს"
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. უნდა განადგურდეს თუ არა, წინა ხელისუფლების დროს შექმნილი, ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები?