"ხელოვნურად იქმნება პანიკა - არიქა, რუსი მოდისო!"
"ხელოვნურად იქმნება პანიკა - არიქა, რუსი მოდისო!"
06-08-2012
"ის, რაც დღეს ხდება, მაღალ დონეზე შეთანხმებული ფსევდოოპერაციაა, რომელსაც მოდელირებული აგრესიის ფორმა აქვს"

"საქართველოზე რუსეთის თავდასხმის იმიტაციით ხელისუფლებას ვითარების დაბევება აქვს გადაწყვეტილი, რომ მოახერხოს არჩევნების გადატანა, ლიკვიდაცია, სხვა ტიპის რეჟიმის შექმნა"


ცხინვალიდან, ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, ბავშვები და ქალები გაჰყავთ. როგორც ამბობენ, რუსული საჯარისო შენაერთები საქართველოს საზღვრებთან იყრიან თავს; რომ ბზიფის ხეობიდან ყვარლის მთებამდე რუსეთის ყველა სახის საჯარისო ფორმირებაა მობილიზებული და რომ რუსებმა სპეცდანიშნულების ტექნიკაც კი შემოიყვანეს. ამიტომაც საზოგადოება დამფრთხალია, შიშობენ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტი ისევ დაიწყება. პოლიტიკოსებიც რუსული ინტერვენციის საფრთხეზე ლაპარაკობენ.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში:
- ზუსტად იგივე ხდებოდა 2008 წელს, მაგრამ ამჯერად ვითარება თვისებრივად განსხვავებულია. თუ მაშინ ასეთ ქმედებებს საფუძველი ჰქონდა და საომარი ვითარების ელემენტი შეინიშნებოდა, ამჯერად რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი პანიკაა. ბავშვი რომ გააჩერო ცხინვალში, გეტყვით, რომ საქართველო მალე თავს დაესხმება. ჩვენ აშკარად ვხედავთ რუსეთის სრულიად ალოგიკურ მზადებას და სამხედრო შენაერთების სამაჩაბლო-საქართველოს პირობით საზღვარზე დემონსტრაციულად ტარებას, იქაც კი, სადაც რუსული სამხედრო ტექნიკა აქამდე არ ყოფილა. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ღრომის ხეობა.

საქართველოს საზღვართან ახლოს რუსული შენაერთების ტრიალი ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ახლა რატომღაც განსაკუთრებული პანიკა ატყდა. საკითხავია, რატომ? დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ქართულ და რუსულ მხარეს შორის მოლაპარაკების შედეგია საქართველოში წინასაარჩევნო აჟიოტაჟის შესაქმნელად, არიქა, რუსი მოდისო!

- როგორ, რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლება გარიგდნენ?
- 27 ივლისს, შუადღისას, მოსახლეობის თვალწინ, სოფელ დიცსა და ერედვს შორის ქართველი და რუსი მაღალჩინოსნები შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრა ოკუპანტებთან პურობით, მწვადების შეწვითა და რიარიით დასრულდა. ქეიფისთვის სპეციალურად კარავიც კი გაშალეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ორი რუსი პოლკოვნიკი და ორი სამოქალაქო პირი, რომელთაც ახლდა გორის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ტრამაკიძე. ადგილობრივი პოლიციელები ოკუპანტ რუსებს ემსახურებოდნენ, მწვადებს უწვავდნენ და იყვნენ ერთ ბზრიალ-ტრიალში!

სწორედ ოკუპანტებთან ამ შეხვედრამ აღმიძრა ეჭვი, რომ საქმე მთლად სუფთად ვერ არის.
შეიძლება შეხვედრის მიზანი ვითარების გარკვევა იყო - რატომ გააქტიურდნენ საჯარისო შენაერთები და ასე შემდეგ. ეს არის ყველაზე კარგი  ვარიანტი ამ შეხვედრის "გასაპრავებლად", მაგრამ ამის არ მჯერა. ის, რაც დღეს ხდება, მაღალ დონეზე შეთანხმებული ფსევდოოპერაციაა, რომელსაც მოდელირებული აგრესიის ფორმა აქვს. ლოგიკურად, რუსეთს სამხედრო აქტივობა არ სჭირდება საქართველოში. რუსეთის აგრესია სავარაუდოდ, მოსალოდნელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირანის პრობლემა გაღრმავდება და ირანის ინტერვენცია მოხდება. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ნოემბრის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ამერიკაში არჩევნები დასრულდება. რუსეთი ოკუპანტია და საბაბს ეძებს სამხედრო მოქმედებისთვის, მაგრამ არა ახლა. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებაში ვიღაცამ რუსეთის აგრესიის მოდელირება და მტრის ხატის შექმნა გადაწყვიტა. ზოგიერთი ფსევდოოპოზიციური პარტიის გამოსვლა სწორედ ამის დამადასტურებელია. ისტერიკის იმიტაციით ქმნიან ფონს, თითქოს რუსეთი საქართველოზე შეტევისათვის ემზადება. თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ რუსეთის აგრესია მოსალოდნელია ოქტომბერში, სექტემბერში დაწყებული წვრთნების ფონზე. ახლა კი რატომღაც გადმოსწიეს მოდელირებული თავდასხმის ვადა, - ხან ოქტომბერს ასახელებენ, ხან აგვისტოს. ყველაფერი კეთდება, რომ ხალხი დაშინდეს, რომ ის მოიმოქმედონ, რაც სურთ და ეს რუსეთის აგრესიის საფრთხით გაამართლონ.

- დავუშვათ, ეს ხელს აძლევს ქართულ მხარეს, მაგრამ რაში ენაღვლება რუსეთს?
- ნუ გამორიცხავთ, რომ საოკუპაციო ჯარის ხელმძღვანელობა საკუთარი ინიციატივით აკეთებდეს ამას საქართველოს ხელისუფლების მიერ გადახდილი ფულის სანაცვლოდ. საოკუპაციო რეჟიმს ახასიათებს ავტონომიურად მოქმედება. ამის საილუსტრაციოდ ბორისოვისთვის გადახდილი თანხებიც კმარა. ბორისოვმა ჩვენი ხელისუფლების თხოვნით ბევრი ისეთი დავალება შეასრულა, რაც რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას არ მოუთხოვია. აჟიოტაჟის იმიტაციის შექმნის გადაწყვეტილება შესაძლოა საოკუპაციო ჯარის ხელმძღვანელობამ ინდივიდუალურადაც მიიღო ფინანსური სარგებლის მისაღებად. მეტსაც გეტყვით, ცხინვალში შექმნეს ფონი, რომ მოსახლეობამ ასე იფიქროს. რამდენიმე ჟურნალისტს რუსმა სამხედროებმა მისცეს ინფორმაცია, რომ საქართველო ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთზე დარტყმას აპირებს. ამ ეტაპზე ეს აჟიოტაჟი ფსიქოლოგიური ფონის შექმნას ემსახურება. საქართველოზე რუსეთის თავდასხმის იმიტაციით ვითარების დაბევება აქვთ გადაწყვეტილი, რომ მოახერხონ არჩევნების გადატანა, ლიკვიდაცია, სხვა ტიპის რეჟიმის შექმნა და ა.შ.

არ გამოვრიცხავ ჩვენი ხელისუფლებისგან ისეთი ტიპის პროვოკაციასაც, რომ მართლა დაიწყოს საომარი მოქმედებები, მაგრამ ეს იქნება საქართველოს ხელისუფლების ინსპირირებული დანაშაული.
არასოდეს მითქვამს, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ომი რუსებმა დაიწყეს, უბრალოდ, აქ იყო ხალხი, რომელთაც ეს უნდოდათ. მათ დაგებულ ხაფანგში შეგნებულად გაყვეს თავი. ახლა პირიქით შეიძლება მოხდეს და პროვოცირება ჩვენმა ხელისუფლებამ მოაწყოს იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოს და როგორმე დარჩეს ხელისუფლებაში.

იხილეთ მამუკა არეშიძის ყოველკვირეული გადაცემა "კავკასიური პალიტრა"
Jiha
09 აგვისტო 2012 12:03
david67
ცოტა მოუხმე გონებას.

იმდენად მოხმობილი გაქვს, რომ გული მხოლოდ ტუმბო გგონია.
მე მაგ გზას ვერ დავადგები.
david67
08 აგვისტო 2012 13:57
JIha როგორც სჩანს შენთან არა აქვს აზრი პოლემიკას! აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველო რომ აღარაა ეხლა გაიგე? რა გაგიკვირდა? თბილი ზღვის გულისთვის აუგიათ თურმე პოლიტიკა რუსებს)))))))))))))))))) ცოტა მოუხმე გონებას!
სხვა სიახლეები
"იმედია, მერაბიშვილის დაკავება კარგად მომზადებული საქმეა და არა აჩქარებულად დაწყებული 17 მაისის პროცესების გადასაფარად"

”დღესაც, როგორც გუშინ, მაინც არ მიმიჩნევენ ე.წ. ”ჩვენიანად”, მაინც სხვად ვრჩები…”

”შეთავაზებით შექმნილი მესამე ძალა შეიძლება აღმოჩნდეს თარგამაძისა და ”ქრისტიან – დემოკრატების”, ანუ ჯიბის ოპოზიციის როლში ”
დაწვრილებით...
”დათა არაფერ შუაშია... ეკლესიას ძალიან ბევრი კრიმინალი აფარებს თავს, ქვეყანა ირანიზაციისკენ მიდის..."
დაწვრილებით...
”დასავლეთი მერაბიშვილს ისე აქტიურად არ დაიცავს, როგორც სექსუალურ უმცირესობას...”

”მე წავიდოდი მერაბიშვილთან საპროცესო გარიგებაზე, თუ სააკაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას”

"100 ათასი კაცი 100-ის წინააღმდეგ, გმირობა კი არა, სირცხვილია... ეს იყო ორი სამარცხვინო აქცია - შინაარსით სამარცხვინო იყო ლგბტ-ს აქცია, ხოლო ფორმით - კონტრაქცია."
დაწვრილებით...
"მერაბიშვილმა მკითხა, კარგად ჩაცმულ-დახურული ჯარი რომ გვყავდეს და ცხინვალში ან სოხუმში შევვარდეთ რა იქნებაო?"

"რა გვინდა ხალხო ავღანეთში, არ გვეყო წინა საუკუნის 80-იან წლებში საჯიშე ვაჟკაცები რომ ჩაგვეხოცა, არაა საკმარისი 21-ში უკვე დაღვრილი სისხლი?"
დაწვრილებით...
პოლიტოლოგიით დაინტერესებული ფილოსოფოსი თუ უბრალოდ - არასერიოზული კაცი?!

"ეს კაცი ივანიშვილის ახირება გახლავთ."
დაწვრილებით...
”კატეგორიულად ვაცხადებ, ”იდენტობის” აქციასთან არანაირი შეეხება არ გვქონია”

"უმჯობესია მუშაობა სწორედ პარლამენტში გავაგრძელო. თუმცა არაერთი ჩემი თანაგუნდელი მიიჩნევს სხვანაირად"

"მარგველაშვილისგან განსხვავებით, ირაკლი ალასანიასთან კითხვები არ ჩნდება"
დაწვრილებით...
"ხელზე რომ შეხედავთ და "ნაკოლკები" აქვთ, საინტერესოა, ვიკითხოთ, ეს "ნაკოლკები" რა დროს გაჩნდა"
დაწვრილებით...
"შესაძლებელია, ვანოს დაპატიმრება 17 მაისის მოვლენებიდან ყურადღების გადატანის მიზნით მოხდა"
დაწვრილებით...
”კრემლში მახრჩობელა გველები ცხოვრობენ. თბილისში კი ცხოვრობენ ... კურდღლები.”
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. საგანგაშოდ მიგაჩნიათ თუ არა საკვები პროდუქტების პოლიეთილენით შეფუთვა?