"წარმოუდგენელია, ფერისცვალების დღეს ხელისუფლება პროცესის უკიდურეს გამწვავებაზე წავიდეს"
"წარმოუდგენელია, ფერისცვალების დღეს ხელისუფლება პროცესის უკიდურეს გამწვავებაზე წავიდეს"
16-08-2012
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" რუსთავში კიდევ ერთი აქციის მოსაწყობად ემზადება, თუმცა ამჯერად ეს აქცია უსანქციო იქნება. მოვლენები ასე ვითარდებოდა: ადგილობრივმა ხელისუფლებამ კოალიციის მიერ აქციის გამართვის ადგილად მეგობრობის მოედნის მოთხოვნას, თავდაპირველად უარი უთხრა. მათ ასევე უარი მიიღეს შარტავას სახელობის მოედანზეც, რის შემდეგაც გამოაცხადეს, რომ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში სწორედ ამ მოედანზე გამართავდნენ აქციას. ამის შემდეგ რუსთავის მერიამ უკან დახია და "ქართულ ოცნებას" აქციის ადგილად კვლავ მეგობრობის მოედანი შესთავაზა, მაგრამ კოალიცია ამ შეთავაზებას აღარ დათანხმდა, რასაც იმით ხსნიან, რომ შეთავაზება დაგვიანებული იყო. კოალიციას უკვე დაანონსებული ჰქონდა აქციის ჩატარება 19 აგვისტოს შარტავას მოედანზე, გავრცელებული იყო ვიდეო, თუ ბეჭდვითი მასალა.

"რუსთავის მერიამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს შარტავას მოედნის დაკავება მოახდენს რუსთავის ბლოკირებას და სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ეს არ არის ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი. ამ ღონისძიებას ძალიან ბევრი ელოდება და მთელი რუსთავი აპირებს მოსვლას. მინდა, ვთხოვო რუსთავის მერიას, ნუ გაგვებუტებიან და დაგვეხმარონ ამ აქციის ორგანიზებაში, ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითადი ფუნქციაა, თანაქალაქელებს მოემსახუროს", - აცხადებს კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური, რომელმაც საგანგებო პრესკონფერენციაზე რუკა წარმოადგინა და განმარტა, რომ ამ მოედანს ოთხი შემოვლითი გზა აქვს. შესაბამისად, რუსთავის ბლოკირება არ მოხდება. რუსთავის მერიამ კი გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ: "ჩვენ კოალიციას ალტერნატივად ვთავაზობთ მეგობრობის №1 და №2 შენობებთან მდებარე მეგობრობის მოედანს. თუ "ქართული ოცნება" არ მიიღებს ამ რეკომენდაციას, მაშინ 19 აგვისტოს შარტავას მოედანზე აქციის გამართვისას პასუხისმგებლობა კოალიციას ეკისრება". კოალიციაში აცხადებენ, რომ კანონი "მანიფესტაციების შესახებ" აქციის ორგანიზატორებს ავალებს ერთადერთს - მანიფესტაციის შესახებ შეტყობინების გაკეთებას. სწორედ ეს შეტყობინება არის იმისი გარანტი, რომ აქციის გამართვის ადგილას შესაბამისი სამსახურები მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და აქციის მშვიდობიან გამართვაზე იზრუნებენ. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები 19 აგვისტოს რუსთავში - ამის შესახებ ვესაუბრებით ექსპერტს, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორ კახა კახიშვილს.

- ბატონო კახა, ხომ არ უშვებს შეცდომას "ქართული ოცნება" არასანქცირებული აქციის მოწყობით და ეს კიდევ უფრო ხომ არ დაძაბავს ისედაც დაძაბულ ვითარებას?

- აქ გამოყენებულია ძალის დემონსტრირების ტაქტიკა, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით სავსებით გამართლებულია. იმ მოედანზე, რომელზეც არის ლაპარაკი, როგორც ვიცი, მანქანები საერთოდ არ დადიან. ამიტომაც ეს აქცია არავის შეაფერხებს გადაადგილებისას. შესაბამისად, ისმის კითხვა - რა საჭიროა ნებართვა? აქამდე ისეთი ვითარება იყო, რომ "ქართული ოცნების" მიერ აქციის გასამართავად თავდაპირველად მოთხოვნილ ადგილზე ხელისუფლება ყოველთვის უარს ამბობდა, შემდეგ სხვა ადგილს სთავაზობდა და ამას კოალიცია თანხმდებოდა, ამით ხელისუფლება ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ თამაშის წესებს თვითონ სთავაზობდა ოპონენტს. ამიტომაც, ტაქტიკური თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში "ქართული ოცნების" მოქმედება გამართლებულია. მით უფრო, რომ კანონის მიხედვით, ხელისუფლებას უფლება არ აქვს, ღონისძიება ჩაშალოს. ვიმეორებ, ის მოედანი არ არის ქალაქში მოძრაობისთვის საკვანძო ადგილი და შარტავას მოედანზე შეკრებილი ხალხი გადაადგილების პრობლემას არავის შეუქმნის. კოალიციამ აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ კარგად ორგანიზებული აქციების მოწყობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკურ სივრცეში. ხელისუფლებამ რამდენიც უნდა ილაპარაკოს, რომ ეს აქციები არ აშფოთებს და მათდამი არხეინი დამოკიდებულება აქვს, ასე ნამდვილად არ არის. დარწმუნებული ვარ, მშვენივრად ხვდებიან, რომ აქციის ორგანიზებულად გამართვა მოწინააღმდეგის უმნიშვნელოვანესი და ძლიერი მხარეა.

- აქციის მომზადება რამდენიმესაათიანი პროცესია, ხალხის შეკრებამდე მონტაჟდება სცენა, ორგანიზება უკეთდება ადამიანების მისვლას აქციის ადგილამდე, ხომ არ შეუშლის ამას ხელისუფლება ხელს?

- ვფიქრობ, ამის პატარ-პატარა მცდელობები იქნება, ალბათ გააჩერებენ და დააჯარიმებენ იქ მიმავალ მანქანებს, შესაძლოა საჯარიმო სადგომებზე გადაიყვანონ, ანდა შესაძლოა მისასვლელი გზებიც გადათხარონ. თუმცა არ მგონია, რამე დიდი მასშტაბის პროვოკაცია დაგეგმონ. დააკვირდით ხელისუფლების ტაქტიკას, დიდ აქციებზე ისინი ცდილობენ, ხელი არ შეუშალონ ხალხს, თუმცა პატარ-პატარა აქციებზე პროვოკაციებს აწყობენ, თან მერე ამას ემიჯნებიან და გაიძახიან, რომ ისინი არაფერ შუაში არიან. ასეთი მცდელობები ახლაც იქნება აქციის მომზადებამდე, მაგრამ ხალხი თუ შეიკრიბა, და დარწმუნებული ვარ, ბევრი ხალხი შეიკრიბება, გამორიცხულია იქ რაიმე პროვოკაციის მოწყობა.

- ანუ დარბევას გამორიცხავთ?

- დიახ, დღეს აქციის დარბევა ყველაზე მეტად არ აწყობს ხელისუფლებას, იმიტომ რომ კარგად უწყიან, არჩევნებამდე ამგვარი აქციის დარბევა მათთვის ხელისუფლების დამთავრების ტოლფასი იქნება. გარდა ამისა, 19 აგვისტო არის ერთ-ერთი დიდი რელიგიური დღესასწაული - ფერისცვალება, შესაბამისად წარმოუდგენელია, ამ დღეს ხელისუფლება პროცესის უკიდურეს გამწვავებაზე წავიდეს.

- ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თუ აქცია არასანქცირებული იქნება, იქ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა დაეკისრება "ქართულ ოცნებას"…

- პასუხისმგებლობა ყველა შემთხვევაში ხელისუფლებას ეკისრება. ხელისუფლება ვალდებულია, წესრიგი დაიცვას და აქციაზე უსაფრთხოება უზრუნველყოს.

ნათია დოლიძე
(სპეციალურად საიტისთვის)

nana
20 აგვისტო 2012 14:51
ფერი ივანიშვილამაც იცვალა, და ეს აშკარაა. ბურჯანაძე და მაგვსნი არ დაეკარგოს არსად. ბოლო მისი ნაბიჯები სულ უფრო გულის გამტეხველია. მან ლამის ყველა სახელგატეხილი და ყოფილი კორუმპირებული ფუნქციონერი შემოიკრიბა. ნათელია, რომ ამ ადამიანების მიერ შექმნილ საქართველოში ცხოვრება არ მინდა. ჩემთვის უკევა სრულიად აშაკრაა, რომ ივანიშვილი ისევე გ ვ ა ტ ყ უ ე ბ ს, როგორც ეს უკევ დაგვემართა. ამ ქვეყნის საშუელი იმიტომ არ იქნება, რომ თავს ვატყუებინებთ მოქალაქეები ივანიშვილბს, სააკაშვილებს, ბურჯანაძეებს და ა.შ.
კახა კახიშვილი
17 აგვისტო 2012 19:56
ისე, ჩემი აზრით, ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა გუბერნიის წინ რომ ჩაეტარებინათ აქცია, ადრე იქ ჩვეულებრივად მოძრაობდა ტრანსპორტი, მაგრამ ახლა გადაკეტილია.
სხვა სიახლეები
"იმედია, მერაბიშვილის დაკავება კარგად მომზადებული საქმეა და არა აჩქარებულად დაწყებული 17 მაისის პროცესების გადასაფარად"

”დღესაც, როგორც გუშინ, მაინც არ მიმიჩნევენ ე.წ. ”ჩვენიანად”, მაინც სხვად ვრჩები…”

”შეთავაზებით შექმნილი მესამე ძალა შეიძლება აღმოჩნდეს თარგამაძისა და ”ქრისტიან – დემოკრატების”, ანუ ჯიბის ოპოზიციის როლში ”
დაწვრილებით...
”დათა არაფერ შუაშია... ეკლესიას ძალიან ბევრი კრიმინალი აფარებს თავს, ქვეყანა ირანიზაციისკენ მიდის..."
დაწვრილებით...
”დასავლეთი მერაბიშვილს ისე აქტიურად არ დაიცავს, როგორც სექსუალურ უმცირესობას...”

”მე წავიდოდი მერაბიშვილთან საპროცესო გარიგებაზე, თუ სააკაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას”

"100 ათასი კაცი 100-ის წინააღმდეგ, გმირობა კი არა, სირცხვილია... ეს იყო ორი სამარცხვინო აქცია - შინაარსით სამარცხვინო იყო ლგბტ-ს აქცია, ხოლო ფორმით - კონტრაქცია."
დაწვრილებით...
"მერაბიშვილმა მკითხა, კარგად ჩაცმულ-დახურული ჯარი რომ გვყავდეს და ცხინვალში ან სოხუმში შევვარდეთ რა იქნებაო?"

"რა გვინდა ხალხო ავღანეთში, არ გვეყო წინა საუკუნის 80-იან წლებში საჯიშე ვაჟკაცები რომ ჩაგვეხოცა, არაა საკმარისი 21-ში უკვე დაღვრილი სისხლი?"
დაწვრილებით...
პოლიტოლოგიით დაინტერესებული ფილოსოფოსი თუ უბრალოდ - არასერიოზული კაცი?!

"ეს კაცი ივანიშვილის ახირება გახლავთ."
დაწვრილებით...
”კატეგორიულად ვაცხადებ, ”იდენტობის” აქციასთან არანაირი შეეხება არ გვქონია”

"უმჯობესია მუშაობა სწორედ პარლამენტში გავაგრძელო. თუმცა არაერთი ჩემი თანაგუნდელი მიიჩნევს სხვანაირად"

"მარგველაშვილისგან განსხვავებით, ირაკლი ალასანიასთან კითხვები არ ჩნდება"
დაწვრილებით...
"ხელზე რომ შეხედავთ და "ნაკოლკები" აქვთ, საინტერესოა, ვიკითხოთ, ეს "ნაკოლკები" რა დროს გაჩნდა"
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. საგანგაშოდ მიგაჩნიათ თუ არა საკვები პროდუქტების პოლიეთილენით შეფუთვა?