"ბლეფი"და არჩევნების გაყალბების თანამედროვე მექანიზმები
"ბლეფი"და არჩევნების გაყალბების თანამედროვე მექანიზმები
20-08-2012
"მარკირებას ნებისმიერი მზის სხივებისაგან დამცავი ლოსიონი ანეიტრალებს"

"კვირის პალიტრაში" არჩევნების გაყალბების მეთოდოლოგიაზე გამოქვეყნებულმა სტატიამ სამართალდამცავი სტრუქტურის ყოფილ თანამშრომელს გადააწყვეტინა, გაეხმაურებინა გაყალბების ის მექანიზმი, რომელსაც ხელისუფლება სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომლების მეშვეობით იყენებს არჩევნების წინ:

- არჩევნების გასაყალბებლად მუშაობა არჩევნებამდე 6 თვით ადრე იწყება. თავდაპირველად, ნდობით აღჭურვილ კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომელს გზავნიან ბანკში, სადაც წინა არჩევნების ჟურნალებია დაცული. იმ ჟურნალებიდან მონაცემებს ვამუშავებდით. კერძოდ, შევადგენდით იმ პირთა სიებს, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა არასოდეს მიუღიათ, მათ სახელებსა და გვარებს ვიწერდით. შემდეგ არჩევნების გასაყალბებლად არჩევენ დაახლოებით 25-დან 50 წლამდე პირებს, რადგან სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომლები სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნებიან. დაახლოებით 3 ათასზე მეტი ხმის გასაყალბებლად სულ 100 კაცის მობილიზებაა საჭირო.

ჩემს რაიონში 31 საარჩევნო უბანი იყო, ამიტომ ყველა თანამშრომელს 31 სურათს ვუღებდით. შემდეგ დაიბეჭდებოდა იმ პირთა ყალბი პირადობის მოწმობები, რომლებიც სიაში წინასწარ იყვნენ მონიშნული (ისინი, ვინც არჩევნებზე არასოდეს მისულა). შემდეგ ყალბ მოწმობებს გზავნიდნენ ბათუმში, სპეციალურ ბაზაში. პირადობის მოწმობებს სწორედ იქ არტყამდნენ ბეჭედს. 31-ვე მოწმობაში კუდ-ის ერთი და იმავე თანამშრომლის ფოტოებს აკრავდნენ. ამ გზით 100 კაცი 3100 "ამომრჩევლად" გადაიქცეოდა, შემდეგ თითო ავტომანქანაში 5-5 "ამომრჩეველს" ვანაწილებდით და უბნიდან უბანში გადავდიოდით(!).

- კი მაგრამ, ეს "ამომრჩევლები" მარკირებას ხომ გადიოდნენ?
- მარკირება დამკვირვებლების თვალის ასახვევი ფანდია, ნებისმიერი მზის სხივებისაგან დამცავი ლოსიონი ანეიტრალებს. როგორც კი თანამშრომელი ერთ უბანზე ხმას მისცემდა, მარკირებას ლოსიონში დასველებული ბამბით ვაშორებდით. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომისიის წევრი ან დამკვირვებელი ჩვენს თანამშრომელს რომელიმე უბანზე იცნობდა, ნაბრძანები გვქონდა, პირადობის მოწმობისთვის სწრაფად დაევლოთ ხელი და გამოქცეულიყვნენ, მაგრამ ასეთი იაღლიში არასოდეს მოგვსვლია. იმ ქალაქში სულ 36 000 ამომრჩეველი იყო, არჩევნებზე 17 ათასის მისვლა დაფიქსირდა, აქედან 5 000-მდე კაცმა ჩვენი სქემით "მისცა" ხმა "ნაცმოძრაობას".

საკმაოდ დიდი რეზერვია უცხოეთში წასული ემიგრანტები და დემოგრაფიული მონაცემების გაყალბება. საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს ზუსტი მონაცემები საზღვარგარეთ წასულთა რაოდენობის შესახებ. 1989 წლიდან არც მოსახლეობის აღწერა ჩატარებულა. ხელოვნურად შეცვლილია დემოგრაფიული სურათი და არც მის დადგენას ეშურებიან, რადგან ეს ადმინისტრაციულ რეზერვთან ერთად არჩევნების გასაყალბებელი კარგი საშუალებაა.
tvalsazrisi
24 აგვისტო 2012 17:38
iana, რას გეტყვი იცი? ვისაც სიმართლე არ უყვარს, მას არ უყვარს სიმართლის მთქმელიც

ასე რომ, გასაგებია შენი კომენტარის პათოსი: არ გიყვარს სიმართლე, არ გიყვარს ეს საიტიც!


ჩემი ნაცნობი გაოცებულია, რადგან მისამართზე მიბმული ყავს რამდენიმე სრულიად უცნობი გვარი.
მიიღებს ზომებს, ალბათ, მაგრამ ფაქტი აღვნიშნე შენი თვალების ახელვისთვის.
iana
24 აგვისტო 2012 12:47
სხედხართ და იგონებთ ამ იდიოტობებს თუ ძილში ნახულობთ? ეს საიტი ბიძინას ჯიბეში რომ ზის ძალიან დიდი ხანია ვიცით ბატონო მაგრამ ასეთ სულელურ ზღაპრებს არ ველოდი. ერთ დროს ძალიან დიდ პატივს გცემდით. ეხლა მიდით,იუზრდელეთ და მიშასტი მეძახეთ თუ გინდათ. მარტო იდიოტი დაწერდა ასეთ მოგონილ ამბავს
სხვა სიახლეები
”კრემლში მახრჩობელა გველები ცხოვრობენ. თბილისში კი ცხოვრობენ ... კურდღლები.”
დაწვრილებით...
"ქვეყანაში, რომელსაც აქვს ევროატლანტიკური მისწრაფებები და სურს ევროპული ღირებულებები გაიზიაროს, ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს"
დაწვრილებით...
”გიორგი მარგველაშვილი ჩვენი თაობის მერაბ მამარდაშვილად და ქართული ფილოსოფიის სკოლის უდიდეს იმედად ითვლებოდა.”
დაწვრილებით...
აკაკი ასათიანი - "სამღვდელოება და პოლიცია რომ არ ყოფილიყო, ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა."

"მე, ალბათ, ვერ მოვესწრები, რომ საქართველოში გეების მიმართ აღტაცებული დამოკიდებულება იყოს."

"მესმის, თავისუფლებისთვის თავის გაწირვა. მაგრამ 17 მაისს რომ მსხვერპლი ყოფილიყო, რა უნდა გვეთქვა ან როგორ უნდა შეგვეფასებინა მოვლენა?!"
დაწვრილებით...
"ასეთი მოდელის მისადაგება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისათვის, ჩემი აზრით, მისაღები იქნებოდა."
დაწვრილებით...
დღეს ავღანეთიდან ჩამოსვენებული ჩვენი გმირების ჭირისუფალს აღარავინ აიძულებს, საიდუმლოდ იგლოვოს
დაწვრილებით...
"უნდათ, ივანიშვილს კავკასიის ლუკაშენკო დაუძახონ!"

"სისხლი უნდა დაიღვაროს, ძალიან გვაწყობს, თუ იქნება მსხვერპლიც"(?!)
დაწვრილებით...
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბევრი ვერ მიხვდა, 17 მაისს რა საშინელება მოხდა.
დაწვრილებით...
"იქნებ ხელისუფლების ინტერესშია, სხვადასხვა საქმის გამოძიებას წერტილი არ დაესვას"

"ალასანია უნდა შეერჩია ივანიშვილს, რაც კარგი მესიჯი იქნებოდა დასავლეთისთვის, მაგრამ ივანიშვილმა ალოგიკური გადაწყვეტილება მიიღო"

დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. უნდა განადგურდეს თუ არა, წინა ხელისუფლების დროს შექმნილი, ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები?