"მუშტს ვინ იმსახურებს? ბიძინა რომ ვთქვა, შაბლონურად გამომივა..."
"მუშტს ვინ იმსახურებს? ბიძინა რომ ვთქვა, შაბლონურად გამომივა..."
17-09-2012
"...ეგენი არიან, თუ არიან"

"გაჩნდა კლასი, რომელსაც ნგრევა უხარია და მოსწონს"; "ჩვენი ამოცანაა, გაქრეს კლასი, რომელიც საქართველოს უკან დაბრუნებას ცდილობს", - პირველი წინადადება საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის, მეორე - პრემიერ ვანო მერაბიშვილს. ხელისუფლების პირველი პირების ამ განცხადებების მერე ოპოზიციამ უფრო მარჯვედ განაგრძო ხელისუფლების შედარება ბოლშევიკებთან და პარალელის გავლება ლენინთან, რომელიც კლასობრივი მტრების განადგურებაზე ლაპარაკობდა.

რას გულისხმობდნენ პრეზიდენტი და პრემიერი, ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრს, წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატსა და "ნაციონალური მოძრაობის" სიის 23-ე ნომერს აკაკი ბობოხიძეს ვკითხეთ:

- პრეზიდენტისა და პრემიერის ეს გამონათქვამები არ მომისმენია. თუმცა, ცხადია, რომ ნგრევაზე ორიენტირებული და ქვეყნის უკან დამბრუნებელი ჯგუფები არ უნდა არსებობდნენ.

- მაგრამ პრემიერის ფრაზა "ჩვენი ამოცანაა გაქრეს ეს კლასი" საზოგადოების ნაწილმა ახსნა, როგორც ოპონენტების განადგურების სურვილი.

- ეს არ ნიშნავს ოპონენტების ფიზიკურ განადგურებას. უპირველესად, ამ ადამიანებში ნგრევის სურვილი უნდა გაქრეს. ეს ბევრი რამით შეიძლება მოახერხო: პირველი - მათი დარწმუნებით და მეორე - მათი პოლიტიკური დამარცხებით. თუ წარსულში დაბრუნების მსურველებს არ ექნებათ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, გულში რაც უნდათ, ის იფიქრონ. მათ, ვისაც უნდა ქვეყანა 90-იანი წლების ბნელ წარსულში დააბრუნონ, არ უნდა მიეცეთ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების უფლება. "ქართული ოცნება" და იქ მყოფი ჩემთვის კარგად ნაცნობი ადამიანები, ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილს ერთი და იმავე ტერმინებით ამკობენ და ერთსა და იმავე პრეტენზიებს უყენებენ. სამაგიეროდ, შევარდნაძის დროს მშვიდად ისხდნენ უძრაობის ჭაობში და ნებივრობდნენ. ესენი არიან: გიგა ლორთქიფანიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ოთარ მეღვინეთუხუცესი და სხვ. ანუ ე.წ. ბრწყინვალე ინტელიგენცია.

- მაგრამ ისინი არ არიან პარტია "ქართული ოცნების" წევრები.

- ეგენი არიან, თუ არიან, სწორედ ისინი ცდილობენ შექმნან საზოგადოებრივი აზრი დიდი ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ. თუ დღეს რამე აერთიანებს "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს, ივანიშვილის ფულია და თუ ამ პარტიების პირველ პირებს მუდმივ სარჩოს დაუნიშნავს, კიდევ დიდხანს დარჩებიან "ქართულ ოცნებაში", მაგრამ თუ ფულს არ მისცემს, კოალიცია მეორე დღესვე დაიშლება.

- გასულ შაბათს 11 ადგილას "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის გამართვას რა დატვირთვა ჰქონდა. ამ ფორმით ხომ არ უპასუხეთ ბიძინა ივანიშვილის აქციებს?

- ეს არ იყო პასუხი "ქართული ოცნების" აქციებზე. ეს იყო პასუხი იმ ჭორებზე, რომელიც მოდიოდა "ქართული ოცნებისგან" - ხელისუფლება ერთსა და იმავე ხალხს დაატარებს სხვადასხვა ადგილზეო.

- გერმანულმა კომპანია "ფორსამ" გამოკითხვა ჩაატარა და მისი შედეგი NDI-ს კვლევებისგან რადიკალურად განსხვავდება. "ფორსას" კვლევის თანახმად, "ქართული ოცნების" რეიტინგი - 49%,-ია ნაციონალური მოძრაობის - 43% ქრისტიან-დემოკრატების - 6%. რას იტყვით ამ ციფრებზე?

- ყველა კვლევას პასუხი გაეცემა 1-ელ ოქტომბერს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს ქართველი ხალხის მხარდაჭერით, "ქართული ოცნება" კი, ჩემი ვარაუდით, 25-30%-ს აიღებს.

- ბატონო აკაკი, ვისი საქციელიც არ მოგწონებიათ, ზოგჯერ მუშტიც გითავაზებიათ. დღეს ვინ იმსახურებს მუშტს?

- ვაიმე, ვინ დავასახელო... ბიძინა ივანიშვილი რომ ვთქვა, ძალიან შაბლონურად გამომივა. ის ადამიანები, რომლებიც ვიღაცის ჯინაზე ქვეყანას ვნებენ, მუშტსაც ნამდვილად იმსახურებენ.

სევე იხილეთ: შეხლა-შემოხლა პარლამენტში - აკაკი ბობოხიძემ პეტრე მამრაძეს დაარტყა

ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ივანიშვილს მოქალაქეობას მივცემდი - აკაკი ბობოხიძე

alistraxo
23 სექტემბერი 2012 23:12
ერთი შენა ხარ კიდე ჩოყლაყი რაა
martia
22 სექტემბერი 2012 08:42
tvalsazrisi,

ჩვენ კი გვაქვს დასკვნები გამოტანილი და ამათი ჟივჟივი აზრს ვერ შემაცვლევინებს, მაგრამ, იმათ რა ეშველებათ, უბედურებს, საკენკის მოლოდინში რომ ხელგაწვდილები ჯერაც უდგანან რიგში სისხლისმსმელ, მძორისმოყვარულ სვავებს და ასე გონებადახშული მოკვდებიან ნაცმოძზე მლოცველები!
3-სართულიანი ახალი აშენებული აგურის კერძო სახლი, თანამედროვე...
სასწრაფოდ! ინდივიდუალური პრ. 2(2), 600 კვ.მ. ძველი...
4-ოთახიანი, ქალაქური პრ. 7(8), 110 კვ.მ. გარემონტებული...
სხვა სიახლეები
"ერთიანი საინფორმაციო იერიშის ჩანაფიქრად აღვიქვამ როგორც ამ ვიდეორგოლს, ისე უბინძურეს და ამორალურ სტატიას, რომელიც "ნიუ-იორკ თაიმსში" დაიბეჭდა"
დაწვრილებით...
არავინ იცის, საქართველო ამ არჩევანის წინაშე დადგება თუ არა, მაგრამ...
დაწვრილებით...
პუტინმა რუსულ არხთან საუბარში საქართველოზე ისე ილაპარაკა, იფიქრებდი, ჩვენს ქვეყანას ამაზე დიდი გულშემატკივარი არა ჰყავსო.
დაწვრილებით...
"თუ პუტინმა "ცუდად დაამთავრა", მთელი ქვეყნის საქმე იქნება ცუდად"

"ევრაზიული კავშირის შექმნა საბჭოთა კავშირის დაბრუნებას ნიშნავს."
დაწვრილებით...
მამუკა არეშიძე: "უფრო მეტი ვიცი, ვიდრე ვამბობ"

"არ გამოვრიცხავ, რომ ეს ასაფეთქებელი ნივთიერება  "საჭირო დროს"  რომელიმე პოლიტიკოსის სალიკვიდაციოდ გამოეყენებინათ"
დაწვრილებით...
"კუბლაშვილის მოქმედება ძალიან ჰგავს იმ ბავშვის საქციელს, რომელიც უღრან ტყეში თავდაჯერებისთვის შიშით იწყებს ხმამაღლა სიმღერას"
დაწვრილებით...
მარგველაშვილმა რაც უნდა თქვას, ეს არ არის ავტონომიის შეზღუდვაო, არის და შამანობა ხომ არ უშველის ამ საქმეს?
დაწვრილებით...
"მიშას გარდა, პატრიარქსაც ვემსახურები და მიწოდონ მაშინ პატრიარქის მფრინავიც..."
დაწვრილებით...
"მე ჯერ საქართველოს მოქალაქე ვარ და შემდეგ სომეხი, გაეროში კი პოლიტიკურ თამაშებს თამაშობენ"
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია: