"სააკაშვილმა ერთ მაჯის საათში გამცვალა"
"სააკაშვილმა ერთ მაჯის საათში გამცვალა"
17-09-2012
"სააკაშვილმა ერთ მაჯის საათში გამცვალა" - აცხადებს კომპანია "ვაკე 5"-ისა და "ალბატროს ჯგუფის" დამფუძნებელი დავით ბეგიაშვილი, რომელიც ამჟამად ჟენევაში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ მან იმ 90 საჯარო მოხელის სია გამოაქვეყნა, რომლებიც, მისი თქმით, მისი და მისი კომპანიების წინააღმდეგ მოქმედებდნენ. სიაში მოხვდნენ მინისტრები, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები და თავად საქართველოს პრეზიდენტიც.

- ეს 90-კაციანი სია, რომელიც იურისტებთან ერთად შევადგინე, ფაქტებით არის გამყარებული. ამ სიაში მოხვედრილი ზოგიერთი პირის დანაშაული მათ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტებით დასტურდება. ამ სიაშია მოსამართლე, რომელიც უკანონო გადაწყვეტილებას იღებდა, ის პირები, რომლებიც ფაქტებსა და დოკუმენტებს აყალბებდნენ (მაგალითად, საჯარო რეესტრსა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროში).

უპირველესად კი ვადანაშაულებ საქართველოს პრეზიდენტს. როდესაც დამაკავეს და რამდენიმე დღე კუდ-ში ვიყავი, ეს შეიტყვეს ჩემმა პარტნიორებმა (ჩემი კომპანია 30 ბრენდის წარმომადგენელი იყო საქართველოში) და მსოფლიოში აღიარებულმა რამდენიმე ბრენდმა წერილი მისწერა პრეზიდენტსა და ეკონომიკური განვითარების მინისტრს, მოსთხოვეს სიტუაციის გარკვევა. გარდა იმისა, რომ პრეზიდენტმა უყურადღებოდ დატოვა მათი წერილები, პასუხი არ გასცა არც შვეიცარიისა და გერმანიის ელჩებს და მათი წერილები პროკურატურაში გადაგზავნა. ამიტომაც ვადანაშაულებ პრეზიდენტს უმოქმედობასა და ჩემს წინააღმდეგ შეთქმულებაში.

- მითხარით, რომ თქვენი კომპანია ქართულ ბაზარზე სომხურმა კომპანიამ ჩაანაცვლა, რომლის უკანაც ქართველები არიან. ვის გულისხმობთ?

- დამტკიცებული ინფორმაცია არა მაქვს, მაგრამ ითქვა, რომ ეს ბიზნესი ვანო მერაბიშვილისა და პრეზიდენტის ინტერესის საგანია. ისიც კი გავიგე, რომ ახალმა კომპანიამ, რომელსაც სომეხი ხელმძღვანელები ჰყავს, პრეზიდენტს საათი აჩუქა იმისათვის, რომ ქართულ ბაზარზე ჰქონოდა კარტ-ბლანში. გამოდის, სააკაშვილმა 25 წლის ქართული კომპანია ერთ საათში გაყიდა.

ახალი კომპანია სომხურად არის გასაღებული, დირექტორებიც სომხები არიან, დარეგისტრირებულია საქართველოში, თუმცა, დაფუძნებულია ოფშორულ ზონაში, თუ არ ვცდები, ბაჰამის კუნძულზე და მფლობელები არ ჩანან. 

- რომელი ფირმის საათი აჩუქეს სააკაშვილს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო?

- როგორც მითხრეს, BREITLING-ის. არც ისე ძვირად ღირებულია. ამ ფირმის საათების ფასი 5-დან 10 ათას ევრომდე მერყეობს, მაგრამ სააკაშვილი საათების ისეთი ხამია, ერთ მაჯის საათში გამცვალა. ბევრისგან მსმენია, საათის გამო სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებსო. იყო შემთხვევები, რომ ჩემთანაც უყიდიათ მისთვის საათი და ცოტა ხანში ამ პირებს თანამდებობებზე ნიშნავდნენ. 25 წელია ბიზნესში ვარ და ასეთ რამეში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია. ამიტომაც ხელისუფლება რომ იცვლებოდა, ჩემ მიმართ რევანში არ ყოფილა. ახლაც ვფიქრობდი, რომ ჯობდა ნეიტრალური ვყოფილიყავი, მაგრამ შევმცდარვარ.

ასევე იხილეთ: 5 ადამიანის დაღუპვიდან მეორე დღეს სააკაშვილი მილანში "შოპინგობდა"


uno
10 დეკემბერი 2012 00:04
ახლა ძალიან არ დავიჯერო ამ ისტორის შესახ,მოკლეთ თავიანთ თვალში დირეს ვერა ხედავენ და სხვის თვალში ბეწვსა,ალასანიასი არ იყოს,ჯერ იმუშავა მთავრობაში და როცა ხარვეზები აღმოუჩინეს ამოაპანჩურეს და მერე დაიწყო ძაგება მიშასი.არა ვარ მიშისტი მაგრამ კულტურით და განათლებით ათასჯერ სჯობია ჟანგიან რუსულ ოცნებას,ასე რომ ცოტა ხანში სანატრებელი არ გაგიხდეთ მიშა,რა დონე აქვს სტაპილოთი გამოკვებულ ოჯახს,ზოოოპარკში მგონია თავი მაგათ რომ ვუყურებ,პუ ეშმაკს.
temo
20 სექტემბერი 2012 09:48
ასეთი შემარცხვენელი ხელისუფალი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს!
სხვა სიახლეები
"იმედია, მერაბიშვილის დაკავება კარგად მომზადებული საქმეა და არა აჩქარებულად დაწყებული 17 მაისის პროცესების გადასაფარად"

”დღესაც, როგორც გუშინ, მაინც არ მიმიჩნევენ ე.წ. ”ჩვენიანად”, მაინც სხვად ვრჩები…”

”შეთავაზებით შექმნილი მესამე ძალა შეიძლება აღმოჩნდეს თარგამაძისა და ”ქრისტიან – დემოკრატების”, ანუ ჯიბის ოპოზიციის როლში ”
დაწვრილებით...
”დათა არაფერ შუაშია... ეკლესიას ძალიან ბევრი კრიმინალი აფარებს თავს, ქვეყანა ირანიზაციისკენ მიდის..."
დაწვრილებით...
”დასავლეთი მერაბიშვილს ისე აქტიურად არ დაიცავს, როგორც სექსუალურ უმცირესობას...”

”მე წავიდოდი მერაბიშვილთან საპროცესო გარიგებაზე, თუ სააკაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას”

"100 ათასი კაცი 100-ის წინააღმდეგ, გმირობა კი არა, სირცხვილია... ეს იყო ორი სამარცხვინო აქცია - შინაარსით სამარცხვინო იყო ლგბტ-ს აქცია, ხოლო ფორმით - კონტრაქცია."
დაწვრილებით...
"მერაბიშვილმა მკითხა, კარგად ჩაცმულ-დახურული ჯარი რომ გვყავდეს და ცხინვალში ან სოხუმში შევვარდეთ რა იქნებაო?"

"რა გვინდა ხალხო ავღანეთში, არ გვეყო წინა საუკუნის 80-იან წლებში საჯიშე ვაჟკაცები რომ ჩაგვეხოცა, არაა საკმარისი 21-ში უკვე დაღვრილი სისხლი?"
დაწვრილებით...
პოლიტოლოგიით დაინტერესებული ფილოსოფოსი თუ უბრალოდ - არასერიოზული კაცი?!

"ეს კაცი ივანიშვილის ახირება გახლავთ."
დაწვრილებით...
”კატეგორიულად ვაცხადებ, ”იდენტობის” აქციასთან არანაირი შეეხება არ გვქონია”

"უმჯობესია მუშაობა სწორედ პარლამენტში გავაგრძელო. თუმცა არაერთი ჩემი თანაგუნდელი მიიჩნევს სხვანაირად"

"მარგველაშვილისგან განსხვავებით, ირაკლი ალასანიასთან კითხვები არ ჩნდება"
დაწვრილებით...
"ხელზე რომ შეხედავთ და "ნაკოლკები" აქვთ, საინტერესოა, ვიკითხოთ, ეს "ნაკოლკები" რა დროს გაჩნდა"
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. საგანგაშოდ მიგაჩნიათ თუ არა საკვები პროდუქტების პოლიეთილენით შეფუთვა?