რაში ხარჯავდა სახელმწიფო ბიუჯეტს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო?
რაში ხარჯავდა სახელმწიფო ბიუჯეტს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო?
21-01-2013
ინფორმაცია აღებულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) საჯარო ინფორმაციის ანალიტიკური ბლოგიდან:

IDFI
წლების განმავლობაში ცდილობდა მოეპოვებინა ინფორმაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებებზე გაწეულ ხარჯებზე. მაგ. 2011 წელს აღნიშნული საკითხის გასარკვევად ჩვენ ორჯერ მივმართეთ სამინისტროს. პირველი მოთხოვნა, რომელიც 2011 წლის 2 მაისს გაიგზავნა უპასუხოდ დარჩა. განმეორებით მოთხოვნაზე (გაიგზავნა 2011 წლის 12 სექტემბერს), რომლითაც ჩვენ ვითხოვდით 2011 წლის მეორე კვარტალში (აპრილი-მაისი-ივნისი) განხორციელებული ღონისძიებების (სარეკლამო, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სოციალური და სხვა) ჩამონათვალს და თითოეულ ღონისძიებაზე გახარჯული თანხის ოდენობას, სამინისტრომ შემდეგი შინაარსის არასრულყოფილი პასუხი მოგვაწოდა:
cultura

2011 წელს მიღებული პასუხი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ

როგორც ჩანს, 2012 წელს საქართველოში განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებების ფონზე შეიცვალა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიდგომაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ზოგადად საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების კუთხით. შესაბამისად, ჩვენ პირველად მივიღეთ სრული ჩამონათვალი და დაფინანსების ოდენობა იმ სოციალური და კულტურული ღონისძიებებისა რომლებიც 2012 წლის განმავლობაში განახორციელა სამინისტრომ, აგრეთვე, პირველად მივიღეთ ინფორმაცია იმ იურიდიული თუ ფიზიკური პირების შესახებ, ვინც უშუალოდ მიიღო დაფინანსება და განახორციელა პროექტები. ვფიქრობთ, აღნიშნული მონაცემები მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს იმის გასარკვევად, თუ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, რა მიმართულებების განვითარებას უწყობდა ხელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

 

თებერვალი

tebervaligonisziebebi

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ თებერვალში დაფინანსებული ღონისძიებები – 2012

როგორც მონაცემებიდან ჩანს, თებერვლის თვეში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ყველაზე მსხვილი თანხები გამოიყო მიუზიკლ “ქეთო და კოტე”-ს ორგანიზებისთვის (385 500 ლარი), ბათუმში ლუჩია და ლამერმურის ოპერის დადგმისთვის (412 800 ლარი) და ქ. ბათუმში ჯაზ-ფესტივალის ჩატარებისთვის (460 000 ევრო). საინტერესოა, აგრეთვე, ის ფაქტი, რომ საჩხერეში 13 იანვარს გამართულ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებული ხარჯების (76 058 ლარი) ანაზღაურება მოხდა თითქმის ერთი თვის შემგომ, 7 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

მარტი

martigonisziebebi

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მარტში დაფინანსებული ღონისძიებები – 2012

მარტის თვეში 310 000 ლარით დაფინანსდა ნინო ანანიაშვილის “30 წლის აღსანიშნავი” ღონისძიება და აგრეთვე 180 000 ლარით – მომღერალ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის საკონცერტო ტურნე პოლონეთსა და იტალიაში.

აპრილი

apriligonisziebebi

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ აპრილში დაფინანსებული ღონისძიებები – 2012

მაისი

maisigonisziebebi

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მაისში დაფინანსებული ღონისძიებები – 2012

მაისის თვეში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი ოდენობით თანხა (564 972 ლარი და 207 298 აშშ დოლარი) გამოიყო 26 მაისს ქუთაისში საზეიმო კონცერტის გამართვისთვის.

500 000 ლარით დაფინანსდა საერთაშორისო ფესტივალი Tbilisi Open Air Altervision. 298 705 ლარი გამოიყო მიუზიკლ “ქეთო და კოტე”-ს ორგანიზებისთვის, 30 575 ლარით დაფინანსებული იქნა მომღერალ მერაბ სეფაშვილის კონცერტი.

ივნისი

ivnisigonisziebebi

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ივნისში დაფინანსებული ღონისძიებები – 2012

ივნისის, თვეში ყველაზე დიდი თანხა, 1 356 800 ლარი გამოყოფილი იქნა ქ. ახალციხეში კონცერტის ჩატარებისთვის. აღნიშნული ღონისძიება მიეძღვნა რაბათის კომპლექსის გახსნას: “16 აგვისტოს ახალციხეში, განახლებული რაბათის ციხის გახსნისადმი მიძღვნილი ზეიმის ფარგლებში, კონცერტი გამართა სომხური წარმოშობის ფრანგმა მომღერალმა და მსახიობმა შარლ აზნავურმა, რომელიც წარმომავლობით ახალციხიდანაა. გახსნის ცერემონიას და კონცერტს დაესწრნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მეუღლე სანდრა რულოფსი.”

aznaurikoncerti

ახალციხეში შარლ აზნავურის კონცერტის დაფინანსება

ამავე პერიოდში 480 000 ლარით დაფინანსდა პროექტი “მე მიყვარს საქართველო” რომელიც საქართველოს რეგიონებს მოიცავდა და პატრიოტული სიმღერების ავტორებისა და მათი კომპოზიციების აღმოჩენით იყო დაკავებული.

ივლისი

ivlisigonisziebebi

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ივლისში დაფინანსებული ღონისძიებები – 2012

ივლისის თვე გამორჩეული იყო სხვადასხვა ღონისძიებებისა და მსხვილი პროექტების დაფინანსების კუთხით. თბილისსა და ოზურგეთში მიუზიკლის “ვერის უბნის მელოდიების” განხორციელებისთვის გამოიყო 1 716 985 ლარი. მოცეკვავე ხოაკინ კორტესის კონცერტი ქ. ბათუმში დაჯდა 550 000 ლარი.

kortesikoncerti

ბათუმში ხოაკინ კორტესის კონცეერტის დაფინანსება

შედარებით “მოკრძალებული” თანხები გამოიყო ცნობილი მუსიკოსის გორან ბრეგოვიჩისა (79 223 ლარი) და ანაკლიაში ჯგუფ “33 ა”-ს (104 229 ლარი) კონცერტების ორგანიზებისთვის. თუმცა, ყველაზე საინტერესო შემთხვევა ჩვენი აზრით არის ფიზიკური პირის და ყოფილი დეპუტატის გიორგი თორთლაძისთვის პროექტ “საქართველოს ოკუპანტების გარეშე” ორგანიზებისთვის 350 000 ლარის გამოყოფა.

sakartvokupgareshe

პროექტის “საქართველო ოკუპანტების გარეშე” დაფინანსება

ხელშეკრულების დადებიდან ერთ თვეში მასში შევიდა ცვლილებები და ხელშეკრულების მხარედ ფ. პ. გიორგი თორთლაძის ნაცვლად დაფიქსირებული იქნა მის მიერვე დაფუძნებული ააიპ “საქართველოს დეოკუპაციის ცენტრი”. მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, ჩვენი აზრით ფიზიკურ პირისთვის მსხვილი საბიუჯეტო სახსრების კონკურსის გარეშე გამოყოფა საკმაოდ ბევრ ეჭვს ბადებს. ჩვენთვის აგრეთვე გაურკვეველია ის, თუ რამდენად ჯდება თავად დაფინანსებული პროექტი (“საქართველო ოკუპანტების გარეშე”) კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კომპეტენციის სფეროში. აღნიშნული პროექტის საბოლოო პროდუქტი ჯერ კიდევ უცნობია. ამ ეტაპზე, რაც ღია წყაროებიდან ირკვევა, არის შემდეგი: გაიხსნა თავად ააიპ საქართველოს დეოკუპაციის ცენტრი, ბატონმა გიორგი თორთლაძემ 2012 წლის 2 ოქტომბერს დალაშქრა კილიმანჯარო სადაც მან გაშალა დროშა წარწერით “Georgia Without Occupant’s”, დამზადდა ვიდეო რგოლი, რომელიც რეგულარულად გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

აგვისტო

agvistogonisziebebi

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ აგვისტოში დაფინანსებული ღონისძიებები – 2012

აგვისტოს თვეში ყველაზე მსხვილი დაფინანსება (698 399 ლარი) მიიღო პროექტმა “მეამაყება საქARTველო” (საქართველოს რეგიონებში კონცერტების გამართვა ახალგაზრდების მონაწილეობით). 208 004 ლარი გამოიყო მომღერალ ლექსო ქავთარაძის (ლექს-სენის) სამი მუსიკალური კლიპის გადაღების, ორი ახალი სიმღერის ჩაწერისა და 2012 წლის 26 აგვისტოს ქ. ბათუმში 2 საათიანი კონცერტის ჩატარებისათვის.

სექტემბერი

sektembgonisziebebi

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ სექტემბერში დაფინანსებული ღონისძიებები – 2012

ოქტომბერი

oktombgonisziebebi

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ოქტომბერში დაფინანსებული ღონისძიებები – 2012

მთლიანობაში სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსებისთვის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 10 თვის განმავლობაში სულ გამოყოფილი იქნა 12 265 272 ლარი რაც პროგრამულ ჭრილში შემდეგნაირად გამოიყურება:

kulturgonisziebebiganawileba

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 2012 წლის მანძილზე დაფინანსებული ღონისძიებების პროგრამული განაწილება

დასკვნის სახით გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-2 მუხლის თანახმად, მის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს მათ შორის მიეკუთვნება:

• თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;

• საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის ცენტრების შექმნის, კულტურის დღეების, გაცვლითი გასტროლების, გამოფენების მოწყობის ხელშეწყობა, შემოქმედებითი კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების სხვადასხვა ქვეყანაში გასამართავ ფესტივალებში, კონკურსებსა და გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობა;

• კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროებში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა;

• კანონით დადგენილი წესით კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროებისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების განაწილება.

სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის თანახმად, მის კომპეტენციას აგრეთვე მიეკუთვნება კულტურულ-შემეცნებითი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

ამასთან, როგორც წესი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სახელოვნებო განათლებისა და ხელოვნების განვითარების ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხაზით და ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან „სუბსიდიების“ მუხლით. სამინისტროს ხსენებული ღონისძიებები აგრეთვე ფინანსდებიან მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან.

ის, თუ რამდენად შესაბამისობაში მოდის დაფინანსებული კულტურული ღონისძიებები სამინისტროს დებულებით გათვალისწინებულ საქმიანობის სფეროებსა და ამოცანებთან, ჩვენმა მკითხველმა თავად განსაჯოს. თუმცა, საიმიჯო კლიპების დამზადებით საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია ან/და მწვერვალების დალაშქვრით “ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა”, ჩვენი აზრით არ შეიძლება მიჩნეულ იქნას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კომპეტენციის სფეროდ.

rachasareklamoklipi

რაჭის რეგიონის ღირსშესანიშნავი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით სარეკლამო კლიპის გადაღების დაფინანსება

ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია, რომ მომავალში სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ გადახედოს საკუთარ პოლიტიკას საბიუჯეტო სახსრების განკარგვასთან დაკავშირებით და ყველა შესაბამისი ღონისძიება განახორციელოს გამჭვირვალე პროცედურებისა და კონკურენციის პრინციპების დაცვაზე დაყრდნობით. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებაში არ არსებობდეს განცდა იმისა, რომ კულტურის სფეროს დაფინანსება შესაძლებელია დამყარებული იყოს პატრონაჟის, თანამდებობის პირთა პირადი თუ პოლიტიკური სიმპათიების საფუძველზე.


ინფორმაცია აღებულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) საჯარო ინფორმაციის ანალიტიკური ბლოგიდან.


იხილეთ წყარო:
კულტურის სფეროს დაფინანსების პრიორიტეტები

kaxeli
22 იანვარი 2013 12:59
nnn - არც ახლაა უკეთესად საქმე

ზუსტად მაგას ვტირი მეც.
kaxeli
22 იანვარი 2013 10:13
არაა ეს ვაჩეიშვილის ბრალი.
და არც მიშ-ჰაილ მაღალთმაღალის ბრალია ეს.
ჩვენი, რიგითი მოქალაქეების "დამსახურებაა" ყველაფერ რაც ხდებოდა და ხდება საქართველოში.
ჩვენი მენტალიტეტის გამო ხდება ეს. იმ მენტალიტეტის, რომელიც
პრიმიტიულ კერპთთაყვანისმცემლობას ვერ გასცდა.
ნებისმიერ ხალხს ჰყავს ზუსტად ისეთი მთავრობა, როგორსაც იმსახურებს და როგორსაც ითხოვს.
ჩვენ ვქმნით კერპებს ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანებისაგან, ჟრიამულით და ჟივილ-ხივილით მოგვყავს სახელმწიფოს მართვის სადავეებთან, ხელისგულებზე ტყავის გადაძვრომამდე ვუკრავთ ტაშს მის ყოველ საქციელს, ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტება გვგონია მისი ნებისმიერი იდიოტური გამონათქვამი, მესია-მესიის და "ოსანას" შეძახილებით ვხვდებით მის გამოჩენას, ხმის ჩახლეჩამდე გავყვირით მის საქებ-სადიდებელ დითირამბებს და ბოლოს ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ - თვითონვე იჯერებს ბოლოს ჩვენი კერპი, რომ ღმერთია, მესიაა, მის გარეშე ქვეყანა დაიღუპება, და რომ... ყველაფრის უფლება აქვს, თვით პირველი ღამის ჩათვლით!
და ამ დროს ჩვენ ჩვენთვის მოულოდნელად ვხვდებით, რომ შევცდით, მაგრამ უკვე გვიანაა, კერპს თავი უკვე მართლა ღმერთი გონია, და იმის მაგივრად, რომ ექიმს მიაკითხოს, რაც ძალა და ღონე აქვს, ებღაუჭება ხელისუფლებას, ნებისმიერი ხერხით ცდილობს ტახტის შენარჩუნებას და არც სისხლის ღვრას ერიდება, სწორედ იმ ხალხის სისხლის, რომელმაც ის ქვეყნის სათავეში დიდი ზარ-ზეიმით მოიყვანა.
ნებისმიერი ხელისუფალი უნდა გრძნობდეს ხალხის განწვობას, და უნდა იცოდეს, რომ სულ უმნიშვნელო შეცდომის დაშვების უფლებაც კი არ აქვს, როგორც დაჭრილი ხარის პირისპირ მდგომ ტორეადორს და ამ მდგომარეობააში ჩვენ უნდა ჩავაყენოთ. უნდა იცოდეს, რომ ძალაუფლება პრივილეგია კი არაა, არამედ დიდი პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ძალიან კარგი ხელისუფალი სულ მალე გადაიქცევა სისხლიან მონსტრად, რისი მაგალითებიც ჩვენს უახლეს ისტორიაში საკმარისზე მეტია.
სხვა სიახლეები
"როგორც ენერგიული და ნაციონალისტი პრეზიდენტი, რომელმაც კარგად იცის, რა უნდა თავისი ქვეყნისთვის"

"ქართველი ერი არ არის ერი, რადგან მისი პოლიტიკოსები გაცილებით იოლად ახერხებენ უცხოელებთან გარიგებას, ვიდრე ერთმანეთში საერთო ენის გამოძებნასო"

"შევარდნაძეს უთქვამს ჩემთვის, რომ მე მომიაზრებს მემკვიდრედ! ეს მას უთქვამს ზურაბ ჟვანიასთვისაც, შაშიაშვილისთვისაც და კიდევ ერთი-ორი გუბერნატორისთვის!"
დაწვრილებით...
"ეს არ ყოფილა ინციდენტი, უბრალოდ მე მას შევაფურთხე, იმიტომ რომ იმსახურებდა."

"მომავალ კვირაში ელოდეთ მოქმედებებს და ახალ-ახალ ბომბებს."

"ნაციონალურ მოძრაობაზე" და ნარკოტიკებით მოვაჭრე თემურ ალასანიაზე მომავალ კვირაში ვაპირებ სარჩელი შევიტანო."
დაწვრილებით...
"ჭიკაიძე სპიკერი პოლიციელი-დეტექტივის როლში გამოდიოდა" - მონაწილეობდა თუ არა შს მინისტრი სპეცოპერაცია "ენვერში"

"საინტერესოა, იმ "სისულელეში" რას აკეთებდა ჰაკიმ ფაშას ხელის ბიჭი?!... არა მგონია, დიჯეობდა..."
დაწვრილებით...
"აზერბაიჯანი ოცნებობს რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე!"
დაწვრილებით...
"ნუ გადავასწრებთ გარყვნილებით მთელ მსოფლიოს!"

"მღვდლებს აეკრძალებათ დაგმონ გაუკუღმართებული ცხოვრების წესი"

"17 მაისი მშვენიერი ფორმა იყო საკუთარი ღირსებების და ინტერესების დაცვისა"
დაწვრილებით...
"ომი საშინელებაა, მით უფრო რუსეთთან, მაგრამ დაუსრულებელ საშინელებას დასრულებული სჯობს!"

"როდესაც სახლში გივარდებიან, ლოგინის ქვეშ კი არ უნდა დაიმალო, მაინც მომერევაო, წინააღმდეგობა მაინც უნდა გაუწიო..."

"რუსეთის შემადგენლობაში შესვლას არ შევეგუებით!" - უკრაინა პარტიზანული ომის ზღვარზე
დაწვრილებით...
"მანახეთ ქვეყანა, რომელიც აშშ-მ ან ევროსაბჭომ გააბედნიერა"

"ოდესმე რუსეთთან ჭიდილს ვინმესთვის კარგი მოუტანია?... პუტინი ჭეშმარიტი ლიდერია"

"თუ, ღმერთმა ნუ ქნას, ნატოში გაწევრიანებას დააპირებს, საქართველო ოსეთსაც საბოლოოდ დაკარგავს და აფხაზეთსაც"
დაწვრილებით...
ხარება დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ევრომაიდანი გვახარა!  აქამდე ისე ჩანდა, რომ ჭიკაიძე ორ სიტყვას ძლივს აბამდა ერთმანეთს, მაგრამ როგორც კი გადააბა, მისი ნათქვამი მაშინვე სკანდალად იქცა.
დაწვრილებით...
კვერცხებისა და ცოცხების წვიმაში

"უგულავას მიერ "ტყვიის" ხსენება და "ტყვიის გავარდნის" შესაძლებლობა, იქნებ ვერბალური წამოცდენაც იყოს"
დაწვრილებით...
"ვეძებ პარტნიორს დაწყებული რესტორნის ასაშენებლად დიღმის ტრასაზე....
"იყიდება ბალეტკები საბითუმო ფასად, ნებისმიერი მოდელი ღირს...
მიწის ნაკვეთი 1200 კვ.მ. კასპის ქუჩაზე N11-დან...
25 კვ.მ. გარემონტებული საოფისე ფართი ბიზნეს-ცენტრ პანორამაში...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს