The Guardian: სომხეთის პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი ყარაბაღსა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის პარალელებზე საუბრობს - კვირის პალიტრა

The Guardian: სომხეთის პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი ყარაბაღსა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის პარალელებზე საუბრობს

"ყველა იმ ერის მხრიდან, რომელთაც აღიარეს კოსოვოს, ანაც, რუსეთის შემთხვევაში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ყარაბაღის არ აღიარება ლაჩრული საქციელი იქნება"- აცხადებს სომხეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი რაფი ოვანესიანი ბრიტანულ The Guardian- თან ინტერვიუში. პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატის, ოდიოზური მითოლიგის ვარდან სედრაკიანისგან განსხვავებით, ოვანესიანი მომავალ არჩევნებში სომხეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის მთავარ მეტოქედ მიიჩნევა. ამერიკაში დაბადებულსა და დასავლური განათლების მქონე ოვანესიანი დამოუკიდებელი სომხეთის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ამჟამად კი ოპოზიციურ პარტია "მემკვიდრეობას" ხელმძღვანელობს. The Guardian-თან ინტერვიუში მან ასევე განაცხადა, რომ თუ რამეში ეთანხმება სერჟ სარგსიანს, ეს არის ის, რომ საჭიროების შემთხვევაში სომხეთმა უკან არ უნდა დაიხიოს ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან ახალ სამხედრო დაპირისპირებაზე.