პრეზიდენტობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილი 17.00 საათზე დაასახელებს - კვირის პალიტრა

პრეზიდენტობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილი 17.00 საათზე დაასახელებს

კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს, 17:00 საათზე "ქართული ოცნების" ოფისში დაგეგმილ პრსკონფერენციაზე დაასახელებს , - ამის შესახებ ჟურნალსიტებს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში კონსულტაციების დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატმა მოწონება პოლიტსაბჭოს ყველა წევრისგან დაიმსახურა.

"პოლიტსაბჭოს შეთანხმება "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის წევრებს ეცნობებათ. შემდეგ მოხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რის შემდეგაც, 17:00 საათზე პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მედიას კანდიდატის ვინაობას გააცნობს", - განაცხდა მაია ფანჯიკიძემ.

ამასთან, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრაველსობის წევრები უკვე იკრიბებიან. იქ იმყოფება მთავრობის რამდენიმე წევრიც.