კახა კუკავა - ”გეი-აღლუმი”, სააკაშვილის და ივანიშვილის ერთობლივი ოცნება, არ ახდა
კახა კუკავა („თავისუფალი საქართველო”)
- საქართველოს საპატრიარქოს და მასთან ერთად, ყველა რელიგიურ უმცირესობას - გრიგორიანელებს, მუსულმანებს, კათოლიკეებს (რომლებმაც საპატრიარქოსთან ერთად, დიდი მრევლი გამოიყვანეს) მინდა, რომ მადლობა გადავუხადო. ”ქართული ოცნების” და ”ნაციონალური მოძრაობის” დიდი მცდელობის მიუხედავად, თბილისში პირველი ”გეი-აღლუმი”, სააკაშვილის და ივანიშვილის ერთობლივი ოცნება ვერ შედგა. არ მინდა, რომ ბიძინა ივანიშვილი წარუმატებელი პრემიერ-მინისტრი გამოდგეს. ამიტომ გულშემატკივრის პოზიციიდან ვეტყვი: ის უზარმაზარი ნდობა და უამრავი ხმა, რომელიც პირველ ოქტომბერს მიიღო, ”კრედიტი” გახლდათ, რაც მან ქვეყნის განვითარებისა და რეფორმებისთვის უნდა გამოიყენოს, მაგრამ თუ ამას ”გეი-აღლუმებისთვის”, ქართული მიწების ინდოელებისთვის მიყიდვისთვის და ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში გასაგზავნად გამოიყენებს, მაშინ ხალხის მოტანილს ხალხი წაიღებს, ქართული საზოგადოება კი თავის ისტორიულ და ტრადიციულ კალაპოტს დაუბრუნდება.