Der Spiegel: გვიდო ვესტერველე აღშფოთებულია 17 მაისის აქციის დარბევით - კვირის პალიტრა

Der Spiegel: გვიდო ვესტერველე აღშფოთებულია 17 მაისის აქციის დარბევით

როგორც გერმანული "შპიგელი" წერს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გვიდო ვესტერველემ თავის ქართველ კოლეგასთან, მაია ფანჯიკიძესთან სატელეფონო საუბარში შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ჰომოსექსუალებზე თავდასხმის გამო. ლაპარაკია რამდენიმე დღის წინ ჰომოსექსუალთა მხარდამჭერი მიტინგის ძალადობრივ დარბევაზე. მინისტრის აზრით, ქვეყანაში, რომელსაც აქვს ევროატლანტიკური მისწრაფებები და სურს ევროპული ღირებულებები გაიზიაროს, ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. თავის მხრივ, მინისტრი ფანჯიკიძე ირწმუნება, რომ საქართველოში უმცირესობების უფლებები დაცული იქნება და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამისათვის - წერს გერმანული გაზეთი.