პატიმარ მერაბიშვილის დღის რეჟიმი - კვირის პალიტრა

პატიმარ მერაბიშვილის დღის რეჟიმი

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლედან":

ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი თითქმის ერთი თვეა, რაც #9 დაწესებულებაში (მატროსოვის ციხე) იმყოფება. პატიმრობიდან 28-ე დღეს ბრალდებულმა მერაბიშვილმა ტელევიზორის მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართა. ყოფილმა პრემიერმა თავისას მიაღწია და მას ტელევიზორს შეუტანენ…

ჩვენ დავინტერესდით, როგორი რეჟიმით ცხოვრობს მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ოფიციალური პასუხი ასეთია.

"ბრალდებული ივანე მერაბიშვილი მე-9 დაწესებულებაში შემოყვანის დღიდან გამოირჩევა თანამშრომლების მიმართ თავაზიანობით, იცავს რეჟიმს და დღის განრიგს, არ არის აგრესიული და იქცევა მშვიდად. იძინებს ღამის 00:00 საათისთვის. ღამის განმავლობაში რამდენჯერმე დგება მოსაწევად.

დღის განმავლობაში ორჯერ ხვდება ადვოკატს. სარგებლობს კუთვნილი გასეირნების უფლებით (ყოველდღე 1 საათი) და სისტემატურად ვარჯიშობს. ეწევა სიგარეტს. საშუალოდ, კვირაში ერთხელ ყიდულობს 10 კოლოფ რვა ნომერ "კენტს".

***

გიორგი ჩივიაშვილი, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი:

- მერაბიშვილი როგორ გრძნობს თავს?

- ბატონი ვანო შიმშილობის დაწყების დღეს ვნახე, არავითარი ავადმყოფობის ნიშნები არ ეტყობა, არის მხნედ, შემართებით და დარწმუნებულია, რომ იბრძოლებს ბოლომდე და თავის სიმართლესა და უდანაშაულობას დაამტკიცებს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილმა საკანში 80 წიგნის მიწოდება მოითხოვა. რატომ მაინცდამაინც 80?

- ეს არასწორი ინფორმაციაა, მას ციფრი არ დაუსახელებია. ბატონ ვანოს 100 წიგნზე მეტი აქვს შეგზავნილი და წაკითხულიც, ამ მხრივ შეზღუდვა დაწესებული არ არის. არ ვიცი, ვინ და რატომ გაავრცელა ასეთი ინფორმაცია. მასთან კვირაში ორჯერ შედის 20-30 წიგნი, რომლებსაც კითხულობს, ოჯახი და მეგობრები უგზავნიან.

- თუ იცით, რას კითხულობს ამჯერად?

- წარმოდგენა არ მაქვს...

- პირობებით თუა კმაყოფილი და როგორია მისი კვების რაციონი?

- მისი გადმოცემით ვიცი, რომ ნორმალური პირობებია, ჩემთან მას არაფერზე, მათ შორის არც საკვებზე გამოუთქვამს პრეტენზია.

- როგორია მისი დღის რეჟიმი?

- მე-9 დაწესებულება დახურული ტიპის დაწესებულებაა. ბატონ ვანოს აქვს კანონით მინიჭებული დრო, როდესაც სეირნობს. ის ჩვეულებრივი ციხეა, სადაც სხედან ადამიანები სასჯელის მისჯამდე. მატროსოვზე განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრები არიან მოთავსებულნი.

- პატიმრებისგან წყენა ხომ არ შეხვედრია?

სტატია სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.