ნოვოდვორსკაია: "პუტინმა შეგაქოთ, ყოჩაღ, თავზე გადაგისვეს ხელი... თქვენს გამო მე მრცხვენია" - კვირის პალიტრა

ნოვოდვორსკაია: "პუტინმა შეგაქოთ, ყოჩაღ, თავზე გადაგისვეს ხელი... თქვენს გამო მე მრცხვენია"

რუსი ოპოზიციონერი და დისიდენტი ვალერია ნოვოდვორსკაია ქართველი ერის მისამართით მორიგ მიმართვას ავრცელებს:

"მე ვაფრთხილებდი ქართველ ერს, რომ ივანიშვილთან ერთობა კარგს არაფერს მოიტანდა. და არც მოიტანა. პუტინმა შეგაქოთ, პატივცემულებო ამხანაგებო, წარმოიდგინეთ, ის თქვენით კმაყოფილია: ის ძალზე აფასებს თქვენს გადაწყვეტილებას, მონაწილეობა მიიღოთ ოლიმპიადაზე, ის იმისთვისაც კი მზადაა, რომ უვიზო რეჟიმს დაგპირდეთ, ერთია, ჭმევით არ გაჭმევთ თორემ... ისევე, როგორც არ აჭამა იანუკოვიჩს და ერთობ ცუდად აჭმევს ლუკაშენკოს... ყოჩაღ თქვენ, ყოჩაღ... ოღონდ ერთიცაა: ამ შექებამ თავხედ პუტინს სულაც არ შეუშალა ხელი ეთქვა ის, რაც მანამდეც ბევრჯერ უთქვია თქვენთვის: ის, რომ ეს სრულებით არ ნიშნავს აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღებას. ანუ ამ მიწების თქვენთვის დაბრუნებას არც არავინ ფიქრობს, თქვენ კი უბრალოდ თავზე გადაგისვეს ხელი. თქვენ კიდევ უფრო მიუახლოვდით კოლონიის სტატუსს. მიდით, გააგრძელეთ სააკაშვილთან ბრძოლა და ივანიშვილის ლოკვა. ყოფილო დამოუკიდებელო ერო, სიმართლე გითხრათ, თქვენს გამო მე მრცხვენია. "

იხილეთ ვიდეო: "გააგრძელეთ სააკაშვილთან ბრძოლა და ივანიშვილის ლოკვა" - ნოვოდვორსკაიას მიმართვა ქართველ ერს